მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი...

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა. უცნობია თუ რა თემაზე  გააკეთებს პრემიერი განცხადებას. "დღეს, 9 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი გაიმართება. " - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააკაშვილის დედა - ადამიანების კ...

სამარცხვინოა, რაც ხდება. ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, ვიცით, რა ხდება , - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანების კატეგორიამ მიიტაცა მთელი ქვეყანა და სწორედ ეს ნაწილი ასამართლებს  მიხეილ სააკაშვილს. „ჩვენს ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მცირე ნაწილმა მიიტაცა ჩვენი ქვეყანა და ამ ადამიანების მომხვეჭელობას, სიხარბეს არ აქვს საზღვარი. ესენი არასოდეს გაჩერდებიან. ეს მცირე ნაწილი ასამართლებს ჩემს შვილს, რომლის დროსაც ბიუჯეტი 10-ჯერ  გაიზარდა.“  , - განაცხადა გიული ალასანიამ.

კახა კალაძე გიგი უგულავას ინიცია...

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ოპოზიციური პარტიები, მისი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და შემდეგ აბულინგოს ტელევიზიებით, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე გიგი უგულავას ინიციატივას, რომ „ნაცმოძრაობა“ გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს. კალაძის განცხადებით, ოპოზიციამ კარგად დაინახა თუ როგორ ატერორებდა „ნაცმოძრაობა“  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. „ნაცმოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტია და მისი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შემდეგ აბულინგონ ტელევიზიებით. ბევრი მ...

„ნაცმოძრობა” უნდა გახდეს „ქოლგა ...

"ნაციონალური მოძრობა“ უნდა გახდეს „ქოლგა პარტია“, სადაც ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი ამ ხომალდზე შევა, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს.- ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ  „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკური ლიდერები და პარტიები ერთმანეთთან საერთო გზებს უნდა ნახულობდნენ  იმისთვის, რომ უფრო დიდი კოალიცია შექმნან. „არსებობენ პარტიები, როგორიც არის მაგალითად იგივე „ლელო“, გახარიას პარტია და სხვა პარტიები. ახლა არის დრო, როდესაც პოლიტიკური ლიდერები და პარტიები ერთმანეთთან საერთო გზებს უნდა ნახულობდნენ და იმისთვის, რომ უფრო დიდი კოალიცია შექმნან. „ლე...

თაკო ჩარკვიანი - გულწრფელად მგონ...

გულწრფელად მგონია, მელიასთვისაც შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე. -  ამის შესახებ "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა  ვიდეოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, სადაც ნიკა მელია სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მისიევ თქმით,ოპოზიციური ფლანგის ლიდერად ყოფნა ერთეულთა ხვედრია. "გულწრფელად მგონია, ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, რომ აღარ იყოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. მელიაზე ვსაუბრობ არა გავრცელებული ფარული ჩანაწერების, არამედ მისი ბრძოლის დაგეგმარების, სტრატეგიის არ მოწონების, მოქმედებისა და შედეგის გამო. მგონია, რომ ის არ არის ცუდი პიროვნება, თუმცა იყო ძლიერი ოპოზიციური ფლანგის ლიდერი...

სოზარ სუბარი - თუ სააკაშვილის ჩა...

„მეც მოვუწოდებ სააკაშვილთან ერთად ინსპექტორის სამსახურის გამოაქვეყნოს სრული ჩანაწერი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი სიტყვით, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერებში თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილია დანაშაული, მაშინ ეს ასეც უნდა მოხდეს. დეპუტატის თქმით, სხვა შემთხვევაში, მომავალი ხუთნახევარი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს შეუძლია არზების წერა გააგრძელოს. „სააკაშვილს შეუძლია არზების წერა გააგრძელოს. მომავალი ხუთნახევარი წლის განმავლობაში, სხვა საქმე არ ექნება. მთელმა საქართველომ, რაც იხილა რაც ვიხილეთ ყველამ ერთად, იქ ჩანს დანაშაული სავარაუდო, რომელსაც ჩადის პატიმარი ...

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით გაერთია...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 8-11 თებერვალს, ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს თემთა პალატის სპიკერ ლინდსი ჰოილთან, ლორდთა პალატის სპიკერ ჯონ მაკფოლთან, ასევე, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოღლისთან და საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან. ვიზიტის ფარგლებში,  შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო საკითხებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველ დევიდ ქუერის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ევროპის საკით...

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ...

"ჯაფარიძეს უფლებამოსილებას ასე სასწრაფოდ იმიტომ უწყვეტენ, რომ ჩემი წამების კომისიის შექმნასთან დაკავშირებით 50-ე ხმაა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ თავისი წამების დამატებითი ფაქტების გამომზეურების ეშინია, რადგან მას საერთშორისო მასშტაბით, კონკრეტული, მძიმე შედეგები მოჰყვება. „სინამდვილეში, ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილებას ასე სასწრაფოდ იმიტომ უწყვეტენ, რომ ჩემი წამების კომისიის შექმნასთან დაკავშირებით 50-ე ხმაა.  ივანიშვილს და "ოცნებას" ჩემი წამების დამატებითი ფაქტების გამომზეურების ცეცხლივით ეშინიათ, ვინაიდან ამას, საერთშორისო მასშტაბით, კონკრეტული, მძი...

ლევან ხაბეიშვილი - კომპანია „თელ...

,,კომპანია ,,თელმიკომ'' ხელისუფლებასთან ერთად გაძარცვეს ჩვენი თანამოქალაქეები.  - ასე გამოეხმაურა ენმ-ს სამდივონს წევრი ლევან ხაბეიშვილი გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს. ,,კომპანია ,,თელმიკომ'' ხელისუფლებასთან ერთად გაძარცვეს ჩვენი თანამოქალაქეები. საუბარია, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე და ზედმეტი თანხის დარიცხვაზე, რაც სემეკმა საგანგებო სხდომის შემდეგ ფაქტიურად დაადასტურა, როდესაც განაცხადა, რომ სავარაუდოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე ზარალი მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა ზედმეტი დარიცხვების გამო.'' - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ხაბეიშვილის თქმით, სანამ სომალთან და ვენესუელასთან ერთად საქართველო არის იმ ქვეყნების ათეულში, რომლებიდანაც ადამიანები ...

მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობამ“ საგ...

„ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნის ინიცირება, ნიშნავს იმას, რომ მისი ხელმეორედ პარლამენტში დაბრუნების მიზეზი გაამართლოს. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის, ასევე, უფლებრივი მდგომარეობა აბსოლუტურად ცნობილია საზოგადოებისთვის. "ამ პატიმრის როგორც ჯანმრთელობის, ასევე, უფლებრივი მდგომარეობა აბსოლუტურად ცნობილია საზოგადოებისთვის და ყველა უწყება ვინც იყო და არის ჩართული, კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთ...

ავარიული შენობიდან გასვლისა და ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ.  იძულებით გადაადგილებულები სოციალური დახმარების პაკეტის გაზრდრდას ითხოვენ. "გაიზარდოს საარსებო მინიმუმამდე სოციალური თანხა" - აცხადებს დევნილი მოქალაქე. აქციის ორგანიზატორების განცხადებით,  ყველა დევნილს ფართით არაუგვიანეს 2025 წლამდე უნდა დაკმაყოფილდეს. ისინი ჯანდაცვის მინისტრთან ზურაბ აზარაშვილთან უშუალოდ შეხვედრას ითხოვენ,  რათა მინისტრს კონკრეტულ გეგმა გააცნონ. 

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტ...

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს იბარებს. - ამის შესახებ ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას'' წევრმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა. ,,ჩვენ ვითხოვთ, რომ ბატონი ზალკალიანი გამოცხადდეს კომიტეტზე იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივა ახალ ფორმატში და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა.'' განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ამასთან, ბოკუჩავამ ხაზი გაუსვა რეგიონში შექმნილ ვითარებას, რომელშიც რუსული აგრესიის ფონზე დასავლეთი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და იქმნება ახალი კავშირი, რომელშიც დეპუტატის აზრით საქართველოსაც აქვს გაწევრიანების პერსპექტ...

მოძრაობა “სირცხვილია”-მ ირაკლი ღ...

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია”-მ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ქუთაისი-კიევის მიმართულების ავიაბილეთები უყიდა. მიზეზად, პრემიერის მხრიდან უკრაინაში ვიზიტისგან თავშეკავება სახელდება. „თქვენი 5-დღიანი იზოლაციისა და შემდგომი კოვიდ-რეაბილიტაციის ვადების გათვალისწინებით, ქუთაისი-კიევის მიმართულებით შესყიდული იქნა 2022 წლის 10 თებერვლის ავიაბილეთი“, - ნათქვამია განცხადებაში. „საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ბატონო ირაკლი,  სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” დარწმუნებულია, რომ თქვენ მიერ უკრაინაში ვიზიტისგან თავშეკავების არაერთი სერიოზული მიზეზი არსებობს, მაგალითად: საქართველოში არსებული ეკონომიკური ს...

დავით კირკიტაძეს პროკურატურამ ბრ...

საქართველოს პროკურატურამ პარლამენტის წევრ დავით კირკიტაძეს ბრალი წარუდგინა. პოლიტიკოსს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რუსთავის პოლიციის განყოფილებაში წარუდგინეს. აღნიშნული გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ დავით კირკიტაძის სამართლებრივი დევნა რუსთავის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაიწყო.

გია ვოლსკი ოპოზიციის უკრაინაში ვ...

ცუდია კეკლუცობა იმის ფონზე, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ოპოზიციის კიევში ვიზიტს. მისივე თქმით, ნაცმოძრაობის წევრებს რეზოლუციის ტექსტში პრეტენზიები რუსეთის თემაზე ჰქონდათ მაშინ, როცა მათ თავად  შეუქმნეს რუსეთს ყველაფერი. "ცუდი იმაში არაფერია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში გაემგზავრნენ, მაგრამ ცუდია პოლიტიკური კეკლუცობა იმის ფონზე, რაც საქართველოს პარლამენტში დაატრიალეს, როცა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, პრეტენზიები ჰქონდათ და რუსეთის თემა აქვთ ამოჩემებული მაშინ, როცა თავად რუსეთს ყველაფერი შეუქმნეს და ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას ხელი შეუკრა სააკაშვილის იმ ქმედებებმა, რაც საკმაოდ მძიმე შედე...

იაგო ხვიჩია - არ მგონია, ჩვენი პ...

არ მგონია, ჩვენი პარლამენტის წევრები კიევში მოგზაურობით დიდ საგმირო საქმეს ჩადიოდნენ, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის ნაწილის უკრაინაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. "უკრაინაში წასვლის წინააღმდეგი არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ზოგადად. ჩვეულებრივ დროსაც არანაირი საწინააღმდეგო ამ თემასთან დაკავშირებით მგონი არავის აქვს. არ მგონია, ჩვენი პარლამენტის წევრები კიევში მოგზაურობით დიდ საგმირო საქმეს ჩადიოდნენ ამ წუთას, მაგრამ პოლიტიკურ აქტს რაც შეეხება, პოლიტიკური აქტი ჩემი აზრით ხელისუფლებისგან უნდა იყოს ძირითადად", - აღნიშნა ხვიჩიამ.

ნიკა მელია - გაუსაძლისი სოციალურ...

რაღაცნაირად გაჯერდა რომ, რადგან საქართველოში დავიბადეთ და გავიზარდეთ მართლმსაჯულება უნდა იყოს პოლიტზირებული,სინამდვილეში საჭიროა ცვლილებები. - ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ მიხეილ საკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით,  გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით ცვლილებები იქნება გარდაუვალი. "კვირიდან კვირამდე სასამართლოს ეზოში იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც გულშემატკივრობენ იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრობაში არიან. რაღაცნაირად გაჯერდა ეს ყველაფერი, თითქოს, რადგან საქართველოში დავიბადეთ და გავიზარდეთ მართმსაჯულება უნდა იყოს პოლიტზირებული, სასამართლო აუცილებლად მიკერძოებული და არა...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საჭიროების შემთხვევაში, უკრაინას ფინანსურ დაეხმარებას გაუწევს. ფონდის ხელმძღვანელის კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, კომპანია მზადაა იმ ქვეყნებსაც დაეხმაროს, რომლებიც რუსეთის მხრიდან მსხვერპლნი გახდებიან. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს აამოქმედებს, კრემლს სვიფტის ფინანსური ტრანზაქციების ქსელზე წვდომა შეეზღუდება, რის გამოც დამატებითი ეკონომიკური პრობლემები შეიქმნება

გიგა ბოკერია - როცა რეზოლუციაშიც...

„როდესაც აგრესორს არ ახსენებ, ესეიგი მხარს არ უჭერ მას ვინც არის აგრესიის მსხვერპლი, ეს რეზოლუცია არ არის უკრაინის მხარდამჭერი, ეს რეზოლუცია არის რაღაც მცირედი ხარკი, რომ სათქმელი ქონდეთ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, საქართველოს ინტერესია უკრაინის მხარდაჭერა, რადგან უკრაინელი ხალხი საქართველოს გასაჭირის დროს გვერდში გვედგა, შესაბამისად, ისინი ახლა, ამას იმსახურებენ. „ივანიშვილის რეჟიმის საქციელი არის დიდი სირცხვილი ჩვენი ქვეყნის, როგორც მორალურად ისე პრაგმატულად ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის, როდესაც აგრესორს არ ახსენებ, ესეიგი მხარს არ უჭერ მას ვინც არის აგრესიის მსხვერპლი, ეს რეზოლუცი...

„ოცნებამ“ 2 აპრილის არჩევნებისთვ...

„ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჩვენი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი, ხოლო ბათუმის საკრებულოს არჩევნებში ჩვენი მაჟორიტარი რამაზ ჯინჭარაძე იქნება“, - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი სიტყვით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება, როგორც რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ასევე ბათუმშიც. ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალი გამარჯვება საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.