დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სარჩელი,- აღნიშნულ განცხადებას პარტია "გახარია საქართველოსთვის" ავრცელებს. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს დაუშვებლად ცნო მათი სარჩელი მტკიცებულების დაცვაზე იმ მოტივით, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა. "დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სარჩელი ამ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების დაცვაზე იმ მოტივით, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა. პროკურატურამ სიები ფაქტობრივად დააყადაღა. მანამდე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა...
საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძმ აღნიშნა, საქართველოში ჩატარებული არჩევნები ხარისხობრივად მოლდოვისა და ამერიკის არჩევნებს ბევრად აღემატებოდა. "საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები, თქვენ აიღეთ იგივე მოლდოვის და ამერიკის არჩევნები, ხარისხობრივად ქართული არჩევნები ბევრად აღემატებოდა არჩევნებს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში, ჩვენ 2012 წლიდან დავამკვიდრეთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა",- განაცხადა კობახიძემ.
ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერს „უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის“. „ოლაფ შოლცს დაეშალა კოალიცია, უახლოეს მომავალში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, მე მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის და საქართველოს თემებთან დაკავშირებით არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს&...
საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელზეც არის გაყალბების სერიოზული ეჭვები და ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მიშელმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, საჭიროა დარწმუნდნენ, რომ „ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ“ ჩატარდა. „პირველი, რაც მე ნამდვილად ვიცი, არის ქართველი ხალხის გულწრფელი მისწრაფება ევროკავშირისკენ და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი. ამავე დროს, საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელზეც არის გაყალბების სერიოზული ეჭვები და ყვე...
განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო სწორედ საერთაშორისო გამოძიების საკითხი,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ საქართველოში ევროკავშირის ელჩისა და ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ „TV პირველთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ შემთხვევაში ყველაზე მიზანშეწონილი ევროკავშირის ჩართულობაა. „განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო სწორედ საერთაშორისო გამოძიების საკითხი იმიტომ, რომ ყველას ესმის - საქართველოს პროკურატურის პირობებში შეუძლებელია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება. სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა, არის მიტაცებული და ტოტალური კონტროლის ქვეშ. ამიტომ, გამოძიება ...
ძალიან დასანანია, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება. „ვფიქრობ, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის შესახებ საუბარს 5 წუთზე მეტი სჭირდება. ის მრავალ წელს ითვლის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მომავალშიც ძალიან ახლო ურთიერთობები გვექნება. ძალიან დასანანია, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან... [ბუდაპეშტში სამიტზე] კობახიძესთან კომუნიკაცია არ გვქონია - არ მინდა, რომ მოგატყუოთ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართვ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობსი ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ღია და გულწრფელი დისკუსიისთვის. "შარლ მიშელს ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღე...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კონსტრუქციული დიალოგი ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. "ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში მქონდა ალან ბერსესთან შეხვედრის პატივი. ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი შეეხო ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ჩვენთვის სასიხარულოა პარტნიორობის გაღრმავება ევროპის საბჭოსთან - წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ასრულებს არსებით როლს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში ევროპასა და მის ფარგლებს ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ამასთან, მთავრობის ცნობით ირაკლი კობახიძემ რობერტ ფიცო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია. "ჩვენი ხაზი გავუსვით ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე წლების განმავლობაში საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებობს მტკიცე პარტნიორობა. მე გამოვხატე მადლიერება სლოვაკეთის მიმარ...
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბუდაპეშტში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე, განაახლა კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, დღეს პრეზიდენტმა გამართა კომუნიკაცია ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდერ სტაბთან და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან. პრეზიდენტი ასევე ესაუბრა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის საკითხთა მინისტრ ბენჟამინ ჰადადს.
მოლდოვასა და საქართველოში დემოკრატიაზე არაერთი თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. როგორც მაკრონმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანიის დროს და კენჭისყრის დღეს სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა. "მოლდოვასა და საქართველოში დემოკრატიაზე არაერთი თავდასხმა მოხდა: კიბერშეტევები, ამომრჩევლების მოსყიდვა, მანიპულირება. ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა. მინდა მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააძლიერებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს",-&n...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, "სასამართლო იმასაც კი არ შეეცადა, რომ ფორმალურად პატივი ეცა დარბაზში მყოფი ხალხისთვის და 2 სიტყვა მაინც ეთქვა, რატომ აუქმებდა, მათ შორის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას". ქურდოვანიძის თქმით, აღნიშნულ საქმეს მართლმსაჯულებასთან და სასამართლოსთან საერთო არაფერი ჰქონდა. "სასამართლო იმასაც კი არ შეეცადა, რომ ფორმალურად პატივი ეცა დარბაზში მყოფი ხალხისთვის და 2 სიტყვა მაინც ეთქვა, რატომ აუქმებდა, მათ შორის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილება...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ქართველებისთვის წარმოუდგენელია, რომ საქართველოში სხვა ქვეყნის მიერ ფარულად ფულის ხარჯვა, ან ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა ევროპული ღირებულება იყოს". "წარმოუდგენელია ქართველებისთვის, რომ ევროპული ღირებულება იყოს სხვა ქვეყანაში დაფარულად თანხების ხარჯვა იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინო სხვა ქვეყნის პოლიტიკაზე. ეს რა თქმა უნდა, არ არის ევროპული ღირებულება, თუკი ამას რომელიმე ევროპელი ასე თვლის, მაშინ ღიად თქვან და არა ასე შეფარულა...
გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება. ფიშერის თქმით, ეს გერმანიის ოფიციალური პოზიციაა და შესაძლოა, გერმანიის მომავალი მთავრობის პოზიციაც იყოს. "ეს არის ჩვენი ოფიციალური პოზიცია, სხვაგვარად არ დაიჯეროთ. ჭკვიანი კომენტატორებისთვის, მოსალოდნელია, რომ ეს შეიძლება, იყოს გერმანიის მომავალი მთავრობის პოზიცია, რადგან ჩვენ გვაქვს ფართო კონსენსუსი ევროკავშირის გაფართოებაზე",- წერს ფიშერი. შეგახსენებთ, დღეს, 7 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტ...
მე მექნება გამოსვლა თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც გაჟღერდება გზავნილები იმაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უნგრეთში განუცხადა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს. პრემიერის თქმით, საუბარი იქნება ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. „ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ამ ღონისძიებაზე იკრიბება ყველა ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე ტარდება ეს ღონისძიება ბუდაპეშტში, უნგრეთის...
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, "საქართველოს რკინიგზა" 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ ცხრილში: ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge, სწრაფი გადახდის აპარატებით; "საქართველოს რკინიგზის" სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტი ესაუბრა: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჯეი დუდას მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუს პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ მარსელუ რებელუ დი სოს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალარ კარისს ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროს შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ულფ კრი...
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებს, რომლებიც 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული „არჩევნების შედეგების წინააღმდეგაა მიმართული, არანაირი ფასი არ აქვს“. როგორც კალაძე ამბობს, „ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, საბოლოოდ, საპარლამენტო მანდატებს გადაინაწილებენ“. „არანაირი ფასი არ აქვთ. ხომ ხედავთ, რომ სოცმედია მიაქვს ხუმრობებს ამ აქციებთან დაკავშირებით. ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ, დადიან აღმა-დაღმა, რას მიედ-მოედებიან, თვითონაც არ იციან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არის მცდელობა, თავიანთ ამომრჩეველს ანახონ, თითქოს იბრძვიან. არადა, ხვალ-ზეგ, დაიმახსოვ...
ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ფაქტები ვერ წარმოადგინა. „პირველ რიგში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე თუ დასრულებულ არჩევნებს გვინდა გამოვეხმაუროთ. ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს. დანარჩენი, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდება შედეგები, ჩვენი სხვა ლიდე...
200 000 ხმით გავზარდეთ ჩვენი მაჩვენებელი წინა არჩევნებთან შედარებით, რაც იმის გამოხატულებაა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი გზავნილი ზუსტად მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა. კობახიძის თქმით, ეს არჩევნები თავისი მნიშვნელობით რეფერენდუმის და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი იყო. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს იმისათვის, რომ გამოგვიცხადა ძალიან მყარი ნდობა. ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა ამ არჩევნებში, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე წინა არჩევნებზე, დაახლოებით 200 000 ხმით გავზარდეთ ჩვენი მაჩვენებელი, რაც არის იმის გამოხატულება, რომ ქართველმა ხ...