თუ მიზანია, ხელისუფლებიდან „ქართული ოცნება“ გაუშვა და ამის საშუალებად მიგაჩნია მექრთამე, ქურდი კეზერაშვილის ფული, აქედან არაფერი გამოვა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ის შევა კომუნიკაციაში ისეთ ადამიანებთან, ვისაც ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" გაშვება სურს, მაგრამ არ აქვთ მიზნად "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება. "ახლა ზოგიერთი მექრთამე სიტუაციური მოკავშირეა, მაგალითად, კეზერაშვილი. ეს ჩემთვის აუხსნელია. ამ ადამიანმა ჯარს ფული მოპარა და მას ფული როგორ უნდა გამოართვა და ერთობაში შეხვიდე? როცა დამფინანსებელი მექრთამეა და ფული მ...
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჰააგის სასამართლოს წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო უწყება ავრცელებს. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საქმეში ბრალდებულები არიან: პროკურორი კარიმ აჰმად ხანი, ასევე მოსამართლეები ტომოკო აკანე, როსარიო სალვატორე აიტალა და სერხიო გერარდო უგალდე გოდინესი. განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ჰააგის პროკურორისა და მოსამართლეების ქმედებები შეიცავს დანაშუალის ნიშნებს, რაც გულისხმობს უდანაშაულო პირის პასუხისმგებლობაში მიცემის უკანონო ბრალდებას და ამასთან ერთად, უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელზე თავდასხმის მომზადებას, რათა გართულდეს საერთაშორისო ურთიერთობები. „სი...
თუ გადავრჩები, პოლონეთის მადლობელი ვიქნები, პოლონელი ექიმების მისია ჩემი ბოლო შანსია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მის მკურნალობის საკითხებში უშუალოდ არის ჩართული უსაფრთხოების სამსახური, სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს და ცდილობენ ჩაერიონ სამედიცინო ისტორიაში. მან საუბრისას, ასევე გაიხსენა პოლონელი პოლიტიკოსი ლეხ კაჩინსკი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მის მსოფლმხედველობაზე და დასძინა, რომ იგი პუტინმა მოკლა და ახლა თავადაც იგივე ელოდება. "პოლონეთი მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილური და იდეალების ერთგული ქვეყანაა. თუ მე გადავრჩები, პოლონეთის მადლობელი ვიქნები. ლეხ კაჩინსკი იყო ის პოლიტი...
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რაც ნიშნავს, რომ ველოდებით გაუმჯობესებას მედიის თავისუფლების კუთხით, რომ იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კლეიტონის თქმით, "უცხოეული აგენტების შესახებ კანონპროექტი" არ იყო სწორი გზა წინსვლისთვის და ამ კანონის მიღება რისკისქვეშ დააყენებდა საქართველოსა და ბრიტანეთის თანამშრომლობას. „ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი გასულ კვირას იმყოფებოდა თბილისში, ჰქონდა ნაყოფიერი შეხვედრები ბატონ დარჩიაშვილთან და პრემიერ ღარიბაშვილთან. მინისტრმა გასაგებად აღნიშნა, რომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძ...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩხენკელმა განათლების მინისტრის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. "ბატონი გიორგი წლებია უკვე ჩართულია განათლების სფეროში. იგი ძალიან კარგად იცნობს განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განათლების სისტემაში. მე მჯერა, რომ ის წარმატებული განათლების მინისტრი იქნება. მან იცის ძალიან კარგად, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნო...
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა" რადიკალურ ჯგუფებს აძლიერებს. "ეს არის წახალისება რადიკალიზმისა და რა თქმა უნდა, თუკი რადიკალიზმი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე საუბარი შესაძლებელი არ იქნება. ამიტომ, მე ვწუხვარ, სხვა დროსაც იყო ეს შემთხვევა და მაშინაც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ეს, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ, რომ ერთის მხრივ, საუბრობდე, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს დეპოლარიზაციისთვის და...
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მედიის ცნობით, კოვზანაძემ უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. შეგახსენებთ, რომ მანდატის დატოვებას ასევე აპირებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც. ჩაჩიბაიას თქმით, მანდატის დატოვება მის პირად სურვილს უკავშირდება.
აგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. უწყებასთან სამოქალაქო აქტივისტები და ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ირაკლი დარჩიაშვილს მოუწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან პოლონელი ექიმები, რადგან პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად კრიტიკულია. ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტსაბჭოს წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები არა ევროპარლამენტარების, არამედ პუტინის მოწოდებებს ასრულებენ. "იუსტიციის, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, ასრულებენ არა იმ მოწოდებებს, რომლებიც ისმის ევროპარლამენტარების მხრიდან, არ...
უსამართლოდ არ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს და ღია მხარდაჭერას უცხადებს ამ უსამართლობაზე დაფუძნებულ მიტინგებს მთავრობის წინააღმდეგ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, სცენაზე გამოყავს მის მიერ ყველაზე გულუხვად დაფინანსებული ენჯეოები, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის ხელისუფლების რესურსებით, საქართველოში ჩამოყავს მთავარი მაპოლარიზებელი, მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ანტიდასავლური მოძრაობა ‘’ხალხის ძალა’’ ავრცელებს. როგორც ‘’ხალხის ძალის’’ განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. ომის პარტია ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებს თავისი მიზნების მისაღწევად იყენებს. ანტიდასავლური მოძრაობის შეფას...
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე "ცალკეულ პიროვნებებზე", მათ შორის განათლების მინისტრის კანდიდატზეც ისაუბრეს. როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, მთავრობის წევრებმა და კანონმდებლებმა პოლიტიკური პროცესების გარდა, სოციალური საკითხებიც განიხილეს. "ყველაფერზე იყო საუბარი, ნებისმიერ მიმდინარე პროცესზე. მთავრობის წევრებიც იყვნენ, პარლამენტარების დიდი ჯგუფი იყო, მაგრამ პოლიტიკური პროცესების გარდა, არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია - სოციალური საკითხები, "მთის კანონთან" დაკავშირებით ვილაპარაკეთ, ასევე ვილაპარაკეთ ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებითაც, რასაკვირველია, მინისტრის კ...
2022 წელს, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით - პუტინის მიმართ რამდენიმე დღის წინ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულ მიმართვას მაშინ ბევრი ქვეყანა, მათ შორის მოლდოვა არ შეუერთდა. „ისევ მხოლოდ ფაქტები: 2022 წლის 2 მარტს, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშა...
„მაგნიტსკის აქტის“ ავტორი ბილ ბროუდერი მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ POLITICO წერს. როგორც ბროუდერი POLITICO-ს ევროკავშირის კონფიდენციალური პოდკასტის ინტერვიუში აცხადებს, დროა, EU-მ გააფართოოს ადამიანის უფლებების შესახებ სანქციები, რათა ისინი საქართველოში მცხოვრებლებსაც შეეხოს. „ამ შემთხვევაში, საჭიროა, უფრო სწრაფი მოქმედება, რადგან თუ არაფერი გაკეთდება, ის მოკვდება... მაგნიტსკის სანქციები არ არის რუსული სანქციები. ეს გლობალურია... გლობალურად ვრცელდება. და თუ დადგინდება, რომ ვიღაც ადამიანის უფლებების დამრღვევია, რაც ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში...
ვაფრთხილებ და მოვუწოდებ „რუსულ ოცნებას“ - ხვალიდანვე, უსწრაფესად მოხდეს თანხმობის გაცემა არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტებით, რომ პოლონელ ექიმებს საქართველოში, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოსვლა ხვალვე შეეძლოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენმ-ი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს. "ევროკავშირმა შექმნა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებით და ისინი ელოდებიან ოფიციალურ თანხმობას იმისთვის, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ და შესაბამისი დასკვნა დაიდოს. ამასობაში, „რუსული ოცნები...
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინმა სევასტოპოლში ხელოვნების სკოლა და საბავშვო ცენტრი მოინახულა. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინმა მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ობიექტის გახსნაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია 2014 წლის 18 მარტს განახორციელა. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყირიმის მაცხოვრებლებმა გადაწყვეტილება მიიღეს დემოკრატიულად, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების სრული დაცვით. პუტინის თქმით, ყირიმის საკითხი საბოლოოდ დახურულია, მიუხედავად ა...
მხოლოდ დასაწყისია, ტრიბუნალი, განაჩენი და სასჯელი ახლოვდება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ჰააგის სასამართლოს მიერ, პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერების გაცემის საკითხს. მისივე თქმით, უკრაინა დიდიხანია აფიქსირებს რუსეთის სახმედრო დანაშაულებს, აქედან გამომდინარე ყველა ადამიანი, რომელსაც ბრალი მიუძღვის დანაშაულებზე უნდა იქნას პასუხისმგებელი. "ყველა დამნაშავე უნდა იყოს პასუხისმგებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვების დეპორტაციაში მონაწილეობს უმაღლესი თანამდებობის პირი. ჩვენ დიდი ხანია ვაფიქსირებთ რუსეთის სამხედრო დანაშაულებს. მახინჯი დუეტის დაკავების ორდერი მხოლოდ დასაწყისია. ტრიბუნალი, განაჩენი და სასჯელი ახლოვდება", - ...
მსოფლიოს პოლიტიკური კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა, ეს არის პუტინის პოლიტიკური კარიერის დასასრული, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება თავის მხრივ არის მნიშვნელოვანი მესიჯი რუსული პოლიტიკური ელიტისთვის, ვინაიდან ისინი უნდა მიხვნდნე, რომ ევროპის პოლიტიკურ არენაზე ინტეგრაციას უნდა დაემშვიდობონ. "მსოფლიოს პოლიტიკური კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა. სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული და მკაფიოა. რუსები თავს იმართლებენ, რომ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს იურისდიქცია რუსეთში არ ვრცელდება, ეს...
საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გადაწყვტილება რუსეთისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მისივე თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი და მარია ლვოვა-ბელოვა რომის სტატუტის წევრი 123 ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვდებიან, მათ დააკავებენ და ეს იქნება რუსეთისთვის სრული კატასტროფა. "თუ ვლადიმერ პუტინი და მარია ლვოვა-ბელოვა რომის სტატუტის წევრი 123 ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვდებიან, მათ დააკავებენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსეთი რომის სტატუტის წევრი იყო, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოახდინა და 2016 წელს ამ შეთანხ...
მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, სანამ უკრაინა იბრძვის, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებში აღელვების საფრთხე არ არსებობს იქამდე, სანამ უკრაინა რუსეთის წარმოებულ ომს უძლებს თავისი სიმამაცითა და თავისუფლების სიყვარულით. "მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, სანამ უკრაინა იბრძვის. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ მოლდოვას ახლა ომის საფრთხე არ ემუქრება. რუსული არმია ვერ მოხვდება აქ, სანამ უკრაინა უძლებს და ამგვარად იცავს მოლდოვას. ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინელების სიმამაცისთვის და თავისუფლების სიყვარულისთვის", - განაცხადა სანდუმ.
ჰააგიდან გაჟღერებული სისულელე ერთ რამეს ამბობს: დასავლეთს ისტერიკა აქვს, - ასე გამოეხმაურა რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოს დოკუმენტები არ ვრცელდება რუსეთზე, აქედან გამომდინარე რუსეთის პრეზიდენტზე ნებისმიერ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიად მივიჩნევთ. "იანკებო, ხელები შორს პუტინისგან! ჰააგიდან გაჟღერებული სისულელე ერთ რამეს ამბობს: დასავლეთს ისტერიკა აქვს. ჰააგის უცხოპლანეტელების სასამართლო დოკუმენტები არ ვრცელდება რუსეთზე.რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე ნებისმიერ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის წინაა...
6 წელი მიუსაჯა მოსამართლე ჩხიკვაძემ ახალგაზრდა ქალს, ყოფილ პოლიციელს, რომელმაც 2020 წელს სისტემის მხილება სცადა და საჯაროდ ისაუბრა მის სამუშაო ადგილას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში შესაძლო დანაშაულებზე, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე პოლიციის ყოფილ თანამშრომელის, ნატალია ზარდიაშვილს საქმეს. მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა და მოქალაქეების წინააღმდეგ სამართალდამცველები და სისტემა იყენებს ძალას, ამ დროს სასამართლო დაუპირისპირდა ახალგაზრდა 2 შვილიან ქალს, რომელიც მხოლოდ თავის უფლებამოვალეობას ასრულებდა. "6 წელი მიუსაჯა მოსამართლე ჩხიკვაძემ ახალგაზრდა ქალს, ყოფილ პოლიციელს, რომე...