„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსთან მიმართებაში უმძიმესი ვითარებაა და სანამ მოსახლეობის 60% არ იქნება ვაქცინირებული, მანამდე რთული იქნება რეგულაციების მოხსნა. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და მოქალაქეებისთვის ტესტირება უნდა გახდეს უფასო. „ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება კოვიდთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ის, რაც ხდება, ვერ შეფასდება, რომ რამის მართვა ან ორგანიზება მიმდინარეობს. გვაქვს ქაოსი და ასეთ მძიმე ვითარებას სჭირდება სისტემური მართვა, ანტიკრიზისული მართვა, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად გამოგვიყვანს ამ მდგომარებიდან...
გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" და გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატად დღეს ოფიციალურად წარდგინეს. მისი განცხადებით, ახლა არ არის დრო კეკლუცობის და კომპლექსების ტირაჟირების სწორედ ამიტომ "ნაციონალური მოძრაობის" ნომრით არჩევნებში მონაწილეობას თავად დასთანხმდა. "მინდა ავხსნა ჩემი მოტივაცია. ძალიან ბევრი მეკითხება, ჩემს პოლიტიკურ გეგმებზე. რას აპირებ, ან რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, რატომ 5 ნომერი. როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ ჩემთან დაკავშირებით, რომ ფოთში უნდა წამოვსულიყავი, ნიკამ შემომთავაზა იქნებ ნეიტრალური ნომერი აიღო, რაზეც უარი ვთქვი, არ არის დრო ყალბი კეკლუცობის, არ არის დრო კომპლექსების ტირაჟირების, არამედ არის ბრძოლის, ბრძოლის და მ...
მართლა სრული ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ გავყაროთ, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, გუშინ ღარიბაშვილმა წარადგინა გონიოს ზუსტად ის პროექტი, რომელიც მის დროს უნდა დაწყებულიყო და 2014 წელს დასრულებულიყო. „ერთადერთი ამოიღეს ხიდი, რომ ბოლომდე იდენტური არ ყოფილიყო. რენდერის გაკეთებაც ვერ შეძლეს, ამ “დროშა ვერ დაკიდენ” „სასტავმა“. რა საცოდავები და დაშინებულები არიან, მართლა სრული ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ გავყაროთ. ოღონდ დაავიწყდათ ასევე ინდუსტრიული ზონა ხელვაჩაურის, სადაც უნდა ყოფილიყო 100 ა...
ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. სხვადასხვა უბანში საერთო კანდიდატები ეყოლებათ პარტიებს: ევროპული საქართველო, დროა და გირჩი — მეტი თავისუფლება. მას მხარს დაუჭერს ნაციონალური მოძრაობაც. გირჩი — მეტი თავისუფლება: მთაწმინდა — თენგო კირთაძე; საბურთალო — ბორის ყურუა; დიდუბე — ნიკა მოსიაშვილი; ნაძალადევი — ბადრი გრიგალაშვილი. ევროპული საქართველო: ჩუღურეთი — გიორგი ნონიაშვილი; ისანი — ბესო დონაძე; სამგორი — დათო ჟღენტი. დროა: ვაკე — ბათუ ქუთელია; კრწანისი — თაზო ახობაძე; გლდანი — ელენე ხოშტარია. შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. კანდიდატები რა...
ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან გაფორმებული შეთანხმების შესახებ სუს-ი განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის შესაბამის უწყებას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ვადებში გადაიდგა ყველა ნაბიჯი დოკუმენტის ძალაში შესვლისათვის, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკამ 2016 წელს გაფორმებულ...
შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დროა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თანამდებობა დატოვოს. ”რაც ჯო ბაიდენმა ავღანეთთან მიმართებაში გააკეთა ლეგენდარულია. ეს ისტორიაში შევა, როგორც ერთ -ერთი უდიდესი მარცხი! ”. დროა ჯო ბაიდენი გადადგეს იმის გამო, რაც მან ავღანეთში გააკეთა, ამას გარდა, COVID– ის უზარმაზარ ზრდის გამო, სასაზღვრო კატასტროფის, ენერგოდამოუკიდებლობის განადგურებისა და ეკონომიკის დანგრევის გამო.” - წერს ტრამპი.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონების მერობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე მერობის კანდიდატები პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ დაასახელა. „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები არიან: ქუთაისი – ხატია დეკანოიძე იქნება მცხეთა – ზაალ უდუმაშვილი; რუსთავი – დავით კირკიტაძე; თელავი – გიორგი ბოტკოველი; მარტვილი – თემურ ჯანაშია; ბათუმი – გიორგი კირთაძე; ქობულეთი – ბონდო თედორაძე; ხელვაჩაური – მიშა ბოლქვაძე; ქედა – რამი ბერიძე; შუახევი – როინ ზოიძე; ხულო – გოგიტა სოლომონიძე; ვანი &ndas...
ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია მზად არის, საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილოს რეპრესიებს გამოქცეული ბელარუსის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი. აღნიშნულის შესახებ გამოცემა „სოვას“ ტიხანოვსკაიას თანაშემწემ საერთაშორისო ურთიერთობებში, ფრანკ ვიაჩორკამ აცნობა. მისი თქმით, ბელარუსის ოპოზიცია აპირებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს. „ჩვენ ძალიან გვსურს საქართველოსთან მეგობრული ურთერთობის დამყარება. ორმხრივად და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. სვეტლანა ტიხანოვსკაია დიდი სიამოვნებით შეხვდებოდა საქართველოს მთავრობას და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში იხილავდა თანამშრომლობის სურვილს და განიხილავდა სიტუ...
პოლიტიკური პარტია "დროას" დამფუძნებლმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ დღეს ინფორმაცია გაავრცელა,რომლის მიხედვითაც მას დაუკავშირდნენ სასამართლოდან და უთხრეს რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით საქმე იყო აღძრული. როგორც მას განუმარტეს, საქმე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენების პროტესტს შეეხება,აღნიშნული პროცესის განხილვა სექტემბერსაა ჩანიშნული. პოლიტიკოსის თქმით, ის არ აპირებს სასამართლოში მისვლს და ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას. "უბრალოდ, სასაცილოა და სასაცილოსთან ერთად, ცინიკურია რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვ...
ყვარელში თვალს მოგწყვეტს აქ გაშენებული ვენახები, თხილის პლანტაციები, ფერმები. ეს მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად გამოირჩევა შატოების სილამაზით, ვენახების მოვლით, სიკოხტავით, რომელიც, თვალსაჩინო ევროპულ ქვეყნებს ახასიათებთ და მეტიც, ჩემი აზრით, ამ კუთხით კონკურენციას გავუწევდით ბევრ გამორჩეულ, ევროპულ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, როდესაც საუბარია ევროპულ ყაიდაზე, ევროპულ გზაზე, პირველ რიგში, გასახსენებელია ადამიანი, რომლის მშობლიური ქალაქიც ყვარელია, რომელიც ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. „იგი ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოს ისტორიაში, რომელმაც თავის ნაშრომებში დაიწყო ჩვე...
საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ 5 ივლისის მოვლენების შესახებ ანგარიში – მარში ღირსების გარეშე – გამოაქვეყნა. ანგარიშის ავტორების ინფორმაციით, სათაურით გამოკვეთილია ის სამწუხარო რეალობა, რომ 5 ივლისი, ანუ დღე, როდესაც თანადგომისა და სოლიდარობისადმი მიძღვნილი ღირსების მარში უნდა გამართულიყო, საბოლოოდ იქცა დღედ, როდესაც ვიხილეთ სიძულვილი, ძალადობა და აგრესია, შესაბამისად - მოძალადეთა მარში, რომელიც დაცლილი იყო ღირსებისგან. GDI-ის ინფორმაციით, ანგარიში წარმოაჩენს LGBTQI+ თემის მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზების კუთხით არსებულ პრობლემებს. ამ ჭრილში განხილულია სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციური და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და LGBTQI+ თემის მიმართ გ...
მოსახლეობამ დეპრესიული, ნიჰილისტური დამოკიდებულება შეცვალა – ეკონომიკა დუღს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. "ჩვენმა მოსახლეობამ ეს დეპრესიული, ნიჰილისტური დამოკიდებულება, ფონი შეცვალა, დაიწყო ახალი დოვლათის შექმნა, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა ათასობით ადამიანი. ტურისტების საკმაოდ მძლავრი ნაკადები შემოვიდა ქვეყანაში. მთელი ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები, რომ იტყვიან. ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს, მუშაობს." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოპოზიციონერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში 1-10 აგვისტოს ჩათვლით გარდაცვლილთა კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს. როგორც უგულავა აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ გეგმა არჩევნების გაყალბება და მერე ქვეყნის ჩაკეტვაა. „მხოლოდ 2021 წლის 1-10 აგვისტოს გარდაიცვალა 362 ადამიანი!! ოცნების გეგმა გასაგებია. არჩევნების გაყალბება და მერე ჩაკეტვა. სასაკლაოს გვიწყობენ, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ. ამიტომ 1. უნდა ავიცრათ 2. ორი ოქტომბრის რეფერენდუმზე ეს გვამებით მოვაჭრე ოცნება უნდა გავაგდოთ“, - წერს უგულავა.
54 ადამიანი მოუკვდა დღეს ღარიბაშვილს, ხელისუფლებას, უნდა გადადგეს მთავრობა!- ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე კორონავირუსის გასული დღე-ღამის სტატისტიკას. ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს და მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე დარდობს. „54 ადამიანი მოუკვდა დღეს ღარიბაშვილს, ხელისუფლებას. უნდა გადადგეს ეს მთავრობა. წარმოუდგენელია ასე კლავდნენ ადამიანებს და არაფერს აკეთებდნენ. საკუთარი ძალაუფლება ადარდებთ მხოლოდ. გადადგეს ღარიბაშვილის მთავრობა!“, - წერს დეკანოიძე. ცნობისთვის, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 697 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვა...
ამერიკას სჯერა, რომ საქართველო არ ეკუთვნის რუსეთს, რომ ის ეკუთვნის ქართველ ხალხს, - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე და ომში აშშ-ის როლზე საუბრისას განაცხადა. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, 2008 წელს ამერიკის მხრიდან დახმარება ნიშნავდა, რომ აშშ საქართველოზე პუტინის დომინირებას არ აღიარებდა. „ეს ნიშნავდა იმას, რომ ამერიკას სჯერა, რომ საქართველო არ ეკუთვნის რუსეთს. რომ ის ეკუთვნის ქართველ ხალხს. ნიშნავდა, რომ ბუშის ადმინისტრაცია, დემოკრატების ძლიერი მხარდაჭერით, ამბობდა: ჩვენ არ ვაღიარებთ პუტინის დომინირებას საქართველოზე მიუხედავად იმისა, რომ მან სულ ეს-ესაა მოიგო ომი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჯერა წესებზ...
13 წლის წინ საქართველოზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, პოლონეთმა საქართველოს მხარდაჭერა დაუყოვნებლივ გამოუცხადა, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „13 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. პოლონეთმა მაშინვე მოახდინა რეაგირება და გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული ვიზიტით თბილისში, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად. პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც გუშინ იქეიფა, ეპიდვითარება ძალიან მსუბუქია. - მისი თქმით, ქეიფამდე მან ეპიდვითარება გაზომა და შეამოწმა. "ჩვენთვის საამყარო ახალგაზრდა კაცთან, ლაქა ბექაურთან, მისი მოწვევით ვიმყოფებოდი ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში, დედოფლისწყაროში, ორივე ვართ აღნიშნული რაიონიდან, ჩავედით სოფელში, აღვნიშნეთ ხალხთან ერთად მისი ტრიუმფალური გამარჯვება, ამის შემდეგ გაიმართა... რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, ძირითადად სოფლის მოსახლეობა, ახლობლები და მეგობრები, თქვენ არ ვიცი რა კადრები ნახეთ, იქ იყო ჩვეულებრივი დისტანცია, ჩვენც ვისხედით დისტანციის დაცვით, მეტ-ნაკლებად, როგორც შეგვეძლო", - თქვა ღარიბაშვილმა. ...
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. პრემიერმა აცრა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა. „დღეს მე ჩავიტარე აცრა. ავიცერი „ფაიზერის“ ვაქცინით. ოთხი თვის წინ გადავიტანე კოვიდი საკმაოდ იოლ ფორმებში. რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა, მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა აცრა, რომ გავიძლიერო იმუნიტეტი. მინდა მოსახლეობას მივმართო თხოვნით, ყველამ ჩავიტაროთ აცრა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი, ძალიან ბევრი ტრაგიკული ისტორია ვიცით, რადგან მათ შემდეგ დაუინფიცირებიათ მშობლები, ახლობლები, მეგობრები, რომელთა სიკვდი...
13 წლის წინ დაიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. - თქვა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. "13 წლის წინ დაიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. რთული სანახავია, როდესაც მოვდივართ სასაფლაოზე და ჩვენი გმირების ოჯახებს ვხედავთ, მათ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს და რთულია, გაიზიარო, როგორც თვითონ იზიარებენ ამ წუხილს. თუმცა, ფაქტი ერთია - ეს ადამიანები არიან გმირები და სამუდამოდ დატოვეს სახელი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ოკუპაცია არის დროებითი და ამას ყველა ხვდ...
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც მან 13 წლის წინანდელ მოვლენებს მიუძღვნა, სწორედ მაშინდელ მთავრობაზე ილაპარაკა. "ეს დღე გვახსენებს გიორგი ანწუხელიძის, შინდისის გმირების, ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირის გმირობას, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ეს დღე გვახსენებს რუსულ აგრესიასა და ოკუპაციას, რომელმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით ადამიანი დევნილად აქცია. ეს დღე გვახსენებს ნაციონალური მოძრაობის ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთს ჩვენი ორი ისტორიული კუთხის ოკუ...