პოდოლიაკი - საქართველო სისხლიანმ...

საქართველო - ამაყი და ღირსეული ერია, რომელიც ნამდვილად ასეთია - უარს ამბობს რუსეთის წინაშე დაჩოქებაზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, რუსეთი ყოველთვის არის ბოროტების, სისხლისღვრის, ძალადობისა და დამცირების სინონიმი. "საქართველო სისხლიანმა ცეცხლმა მოიცვა. ჩვენ ვხედავთ რუსეთის კლასიკურ მცდელობას, შთანთქოს სხვა ერის სუვერენიტეტი, რომელსაც უპირისპირდება ქართული სამოქალაქო საზოგადოების სასტიკი წინააღმდეგობა. საქართველო - ამაყი და ღირსეული ერია, რომელიც ნამდვილად ასეთია - უარს ამბობს რუსეთის წინაშე დაჩოქებაზე. ის უარს ამბობს გახდეს კიდევ ერთი გაღატაკებული, ბანაკი...

გახარია - მამაცი ქართველი ახალგა...

აჩვენეთ ამ მამაც ხალხს, რომ გესმით მათი ხმა და მტკიცედ უჭერთ მხარს მათ ბრძოლას,- ასე მიმართა პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ევროკავშირის წარმომადგენლებს. გახარიას თქმით, მამაცი ქართველი ახალგაზრდები საქართველოს ქუჩებში იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, რომლისაც სჯერათ და უძლებენ რეჟიმის ძალადობრივ დარბევას. "როგორც ხედავთ, მამაცი ქართველი ახალგაზრდები საქართველოს ქუჩებში იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, რომლისაც სჯერათ და უძლებენ რეჟიმის ძალადობრივ დარბევას. ეს ახალგაზრდები ყველაფერს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის - თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ღირსებისთვის. თუმცა გრძნობენ, რომ მათ ბრძოლას დუმილით ხვდებიან.  ამ ახალგაზ...

„გამოვხატე მოლდოვის სოლიდარობა ქ...

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ამის შესახებ მაია სანდუმ სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც სანდუ აღნიშნავს, მან საუბრისას ქართველი ხალხის მიმართ მოლდოვის სოლიდარობა გამოხატა. "ახლახან ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე მოლდოვის სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და ჩემი პირადი აღფრთოვანება მათ გამბედაობაზე, დემოკრატიისა და ევროპული გზის დასაცავად.  მოლდოველებსა და ქართველებს აქვთ იგივე მისწრაფება მშვიდობიანი, აყვავებული მომავლისკენ ევროკავშირში", - წერს მაია სანდუ X-ზე.

ცაჰკნა - ქართველმა ხალხმა იცის, ...

ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველო ევროპაა,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ცაჰკნა აღნიშნავს, ძალის გამოყენება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებენ პროტესტის უფლებას, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. "საქართველოში ამ დილითაც, ისევ საგანგაშო სურათია. ძალის გამოყენება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებენ პროტესტის უფლებას, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევა. ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველო ევროპაა",- წერს ცაჰკნა. შეგახსენებთ, ბოლო სამი ღამის განმავლობაში თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებ...

კახა კალაძე მერიის თანამშრომელთა...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადება გასაკვირი არ ყოფილა.  ამის შესახებ კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიაში ბევრი ცვლილება იგეგმება.  "ჩემთვის ესეც გასაგებია. ჩვენ წინა კვირას, მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია. ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ირჩევენ ამ გზას. ეს მათი გადასაწყვეტია. ამას ველოდებოდი კიდეც, გულწრფელად გითხრათ, იმიტომ, რომ რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, ბევრი ცვლილება და გადაადგილება იგეგმება. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა",- განაცხადა კახა კალაძემ.  ...

კალაძე - ძალიან მალე საქართველოს...

ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ზურაბიშვილი უფლებამოსილების შესრულებას 4 კვირაში დაამთავრებს.  „სალომე ზურაბიშვილს ზუსტად ოთხი პარასკევი დარჩენია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ავირჩევთ პრეზიდენტს. ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, ღირსეული და რაც  მთავარია, პატრიოტი, თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი. ზურაბიშვილი 4 კვირაში დაამთავრებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალასი - ჩვენ ქართველი ხალხის, დ...

ჩვენ ქართველი ხალხის, და მისი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით ვდგავართ,- ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როგორც კალასი აღნიშნავს, ევროკომისია მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას გმობს. "ჩვენ ქართველი ხალხის, და მისი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას და ასევე ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე. ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება",- წერს კაია კალასი X-ზე.

ირაკლი კობახიძე - ტრამპის ადმინი...

ტრამპის ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია.  „ჩვენი მხრიდან იყო კომუნიკაცია, იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. ეს არის რაც შემიძლია, გითხრათ. უფრო მეტს ვერ გეტყვით ეს არის შიდა სამზარეულო, გვქონდა არაპირდაპირი კომუნიკაცია და ჩვენი სურვილია, შედგეს პირდაპირი კომუნიკაცია.  ჩვენთვის მთავარია ტრამპის ადმინისტრაცია, ეს არის მთავარი დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, როგორც იტყვის...

ირაკლი კობახიძე - ძალადობა მედიი...

ნებისმიერი ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და ძალადობა მედიის წარმომადგენლების მიმართ არის კიდევ უფრო მიუღებელი, გამორჩეულად მიუღებელი, ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა.  „კიდევ ერთხელ შემიძლია, მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში სამართალდამცველ სტრუქტურებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, როდესაც საქმე ეხება მედიის წარმომადგენლებს. ამ მიმართულებითაც გუშინ თავიდან იყო არიდებული ინციდენტები, ეს ჩვენი მუშაობის შედეგია. მაქსიმალურად ყველა იყო გაფრთ...

კობახიძე - მინდა შევახსენო ევროკ...

მინდა შევახსენო ევროკავშირს ელჩს - დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. "სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. პირველივე განცხადებაში და მთელი ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ არათუ ევროინტეგრაციის პროცესს არ ვაჩერებთ, არამედ კიდევ უფრო ვააქტიურებთ ჩვენს ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველ...

სრულ სამოქალაქო დაპირისპირებასა ...

სულ რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი სრულ სამოქალაქო  დაპირისპირებამდე და 90-იან წლებში დაბრუნებამდე!- ამის შესახებ „ძლიერი საქართვველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს. ხაზარაძის განცხადებით, “ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს!“. „ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს! რუსული სპეცოპერაციით მიტაცებული არჩევნები, ევროკავშირზე უარის თქმა, მოქალაქეების და განსაკუთრებით სამართლიანი პროტესტის არაადამიანური სისასტიკით დარბევა, ქვეყანას მიაქანებს  უკიდურესად დიდი საფრთხისკენ! სულ რამდენიმე ნაბიჯი...

ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ...

ფიზიკური ანგარიშსწორება ეს მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები. მათზე ხდებოდა იმდაგვარი ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელ სახეზე აქვს სისხლნაჟღენთები,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა იზოლატორში მყოფი დაკავებული მოქალაქეების მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, “პოლიციის მხრიდან ამგვარი მოპყრობა სიმხეცეა და მას გამართლება არ აქვს“. „ფიზიკური ანგარიშსწორება ეს მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები. მათზე ხდებოდა იმდაგვარი ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელ სახეზე აქვს სისხლნაჟღენთები. ეს არის სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამინები...

შს მინისტრი მერაბიშვილი ან გახარ...

არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ მასშტაბური ძალადობის ფონზე, რომელიც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებებისგან ვიხილეთ, რით დასრულდებოდა ეს მიტინგი, გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ან გიორგი გახარია რომ ყოფილიყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შს მინისტრი მერაბიშვილი ან გახარია რომ ყოფილიყო, რამდენიმე ადამიანის მკვლელობა ან რამდენიმე ადამიანისთვის თვალების დათხრა იქნებოდა მინიმალური შედეგი, რითაც მიტინგი დასრულდებოდა”. „მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრსა და თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას იგერიებდა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამ...

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ...

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. როგორც რასმუსენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, დანია საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ცნობებით შეშფოთებულია. „დანია საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ცნობებით შეშფოთებულია. დანია ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას. მათი დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს“,- წერს რასმუსენი.

პრეზიდენტი - თბილისის ქუჩებში ევ...

ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, თბილისის ქუჩებში ევროპულ იდეალებს სასტიკად ანადგურებენ. „სწორედ ევროპა და ევროპული იდეალებია, რომლებსაც ეს რუსი მარიონეტები თბილისის ქუჩებში მიზანმიმართულად და სასტიკად ანადგურებენ. ევროპა გაიღვიძე!“- წერს ზურაბიშვილი.  

მოვუწოდებ „ოცნებას“, საქართველო ...

მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია,- ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი ევროკავშირთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას. როგორც დანიგანი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია მხარს უწერენ. „ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა ...

პავილიონისი - ქართველო ხალხო, თუ...

ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღეს დაიცავ შენს თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენ შენს ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში,- ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. პავილიონისმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ "თუ დღეს შეგეშინდება ბრძოლის, ხვალ ეს იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული". "ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღეს დაიცავ შენს თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენ შენს ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში. თუ დღეს შეგეშინდება ბრძოლის, ხვალ ეს იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული და ძალ...

მეუფე საბა - ილია მართალი წერდა:...

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ილია მართალი წერდა „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება!” ეს სიტყვები კი, იმ უწმინდეს ანდერძს წარმოადგენს რომლის დაცვასაც თაობები შეეწირა,- ასე ეხმაურება ჩრდ.ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნება" 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს". როგორც მეუფე საბა აღნიშნავს, "წინაპრების მიერ არჩეული გზა, რომლიდან გადახვევა არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს". "ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ილია მართალი წერდა „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება!” ეს სი...

ჰერჩინსკი - დღეს ყველამ სრულიად ...

ვფიქრობ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. მოვისმინეთ ბატონი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრაციით მომავალი 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად სამწუხარო,-  ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ჰერჩინსკის თქმით,  რაც გუშინ მოხდა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება „ვფიქრობ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. მოვისმინეთ ბატონი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრაციით მომავალი 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად სამწუხარო. მახსოვს, 2 წლის წი...

ბულგარეთში საქართველოს ელჩმა თან...

საქართველოს ელჩი ბულგარეთში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობიდან გადადგა. როგორც ბერძენიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება მან ოფიციალურად დაწერა. “ამ საჯარო განცხადებით, მე ვაცხადებ რომ, ოფიციალურად წარვადგინე განცხადება ბულგარეთში საქართველოს ელჩობის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური საქმიანობის განმავლობაში (ორ დეკადაზე მეტი) მე ჩემს კოლეგებთან ერთად აქტიურად ვცდილობდი საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინ წაყვანასა და ძლიერი და სანდო სტრატეგიული პარტნიორობის შენებას ჩვენს მეგობრებთან, განსაკუთრებით კი ამერიკასთან. ჩვენი დაუღალავ ძალისხმევას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოეცა...