სააკაშვილი - რუსეთის ჩამოშლასთან...

რუსეთის ჩამოშლასთან ერთად, ეს სიცრუის მანქანაც, რომლის მსხვერპლიც მე ვარ, აუცილებლად, ბოლომდე ჩამოიშლება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც სააკაშვილია აღნიშნავს, მას წინა კვირას სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები ჰქონდა, მას შემდეგ, რაც ის "ვივამედში" გადაიყვანეს, თუმცა კლინიკის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გაგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. "წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, მას შემდეგ, რაც "ვივამედში" გადმოვედი. დღეს, მკურნალი ექიმები ერთხმად, ძალიან შეშფოთებული მიყვებოდნენ ამას. წინა კვირასვე, კლინიკის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლ...

გვარამია - ვითხოვ უზენაესმა სასა...

ისეთი პირი უჩანს, სამართალზე კი არა, მთლად მართლმსაჯულებაზე მეტყვიან უარს საბოლოოდ, - "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მისი პატიმრობის 1 წელს აჯამებს და მიმართვას ავრცელებს.  როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, ის მოითხოვს, რომ უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს, რათა ბრძოლა სამართლიანობისთვის სტრასბურგში გააგრძელოს. ნიკა გვარამიამ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მას მხარს უჭერს მადლობა გადაუხადა და მათ წარმატება გამძლეობა და მოთმინება უსურვა. "სალამი მეგობრებო! დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთავში ვცხოვრობ :) რა თქმა უნდა, ეს "სიმყუდროვე" ზედმეტად ჰერმეტულია და მოსაწყენი. რა თქმა უნდა, რთული...

გოცირიძე - უვიზო რეჟიმის შემოღე...

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე მძიმე დარტყმაა. როგორც გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთმა  საქართველო, ფაქტობრივად,  მეგობარ სახელმწიფოდ აღიარა, რითაც ლუკაშენკოს ბელორუსის დონეზე დააყენა. „უვიზო რეჟიმის შემოღებას ნუ მივუდგებით მხოლოდ ადამიანის გადაადგილების კონტექსტში. ეს არის ვერაგული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირებას რუსეთის ჯარში ფულის სანაცვლოდ. ნახევარი წლის წინ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც უცხოეთის მოქალაქე, რომელიც ხელს მოაწერდა კონტრაქტს და იმსახ...

ხუნდაძე - მე ვარ ქართველი და მაშ...

ოპოზიცია ხალხს სიმართლეს უმალავს და მათივე მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებითაც კი მათი რეიტინგი კრიტიკულ მინიმუმამდეა დასული. სამაგიეროდ, ხალხისთვის ნათქვამმა სიმართლემ ხელისუფლების რეიტინგი გაზარდა. ანუ, სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ხუნდაძის თქმით, ხელისუფლებას უტიფრად აბრალებდნენ და მსოფლიოს მოსახლეობას უყვებოდნენ ტყუილებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ციხეში წამებით კლავდნენ, მაგრამ მისივე განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უკვე მერამდენედ დაამტკიცა სიმართლე. „საქართველოს მეორე ფრონტად ფორმირების არაერთი მცდელობა მოვისმინ...

ღუდუშაური - სააკაშვილმა სტრასბურ...

მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ თუ რამე უნდა გააკეთოს, აი, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ასეთ დღეში ჩააგდო, სულ თავში უნდა გირტყათ,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ღუდუშაურის თქმით, ოპოზიციამ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. "სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ დიახ, საქართველოს მართლმსაჯულება არის მოწოდების სიმაღლეზე, საქართველოს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე და მთავარი და მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.  სტრასბურგის გადაწყვტილებით, კეთილი უნდა ინებოთ, გამოხვიდეთ და ...

ძალიან სახიფათოა, რაც ხდება რუსე...

ჩვენს ქვეყანაში ვიწროვდება ყველა სივრცე, რომელიც თავისუფალი აზრის და მოქმედების შესაძლებლობას ქმნიდა. ძალიან სახიფათოა, რაც ხდება რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი  ფრენების დანიშვნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. კორძაიას თქმით, არც ერთი სერიოზული განცხადება ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულის უარყოფასთან დაკავშირებით არ მომხდარა. „თქვენი პარტიული ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არის ძალიან კარგი, რომ მილიონი ქართველია თურმე რუსეთში. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვაფრთხილებენ, რომ რუსეთიდან ფრენების აღდგენის შ...

EU-ს 12 პრიორიტეტიდან სრულად შეს...

8 არასამთავრობო ორგანიზაციამ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შეფასების ერთობლივი დოკუმენტი, სტატუსმეტრი მოამზადა. დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს. დოკუმენტში არასამთავრობო ორგანიზაციები უთითებენ, რომ ამ დროისთვის შეუსრულებელია 5, ნაწილობრივ შესრულდა 4, მეტწილად შესრულდა 2, ხოლო შესრულდა 1 პრიორიტეტი. შეუსრულებელი პრიორიტეტებია: დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, მედია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ნაწილობრივ შესრულდა: საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფები, დამოუკი...

ხოშტარია - „აზიმუტის“ პირველი ფრ...

19 მაისს, 12:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად,- ამის შესახებ "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე რუსული ავიაკომპანიის "აზიმუტის" მიერ დაგეგმილ ფრენასთან დაკავშირებით განაცხადა. ხოშტარიას თქმით, ქართველმა ხალხმა რუსეთსა და მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, "საქართველოში ამ თვითმფრინავს "ქართული ოცნების" გარდა ტაშით არავინ ხვდება". "ჩვენ შევუერთდებით ყველა აქციას, რომელიც თვითორგანიზებით იგეგმება. აბსოლუტურად ყველგან ვიქნებით. მიგვაჩნია, რომ ფრენის პირველ დღეს საქართველომ რუსეთს, უკრაინასა და მსოფლიოს უნდა აჩვენოს საკუთარი სახე....

„აზიმუტმა“ აფხაზეთი და „სამხრეთ ...

რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა" (Azimuth Airlines), რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას იწყებს, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო. აღნიშნულ ინფორმაციას „ეხოკავკაზა“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, მანამდე ავიაკომპანიის ვებგვერდზე ოკუპირებულ აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი, მსურველებს კი, რეგისტრაციისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ. "აღნიშნულის გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ საქართველოს მთავრობას მიმართა: „შემოწმებული და გა...

ევროკომისიის პრეზიდენტი - კიევის...

კიევის სამშვიდობო გეგმა უნდა იყოს მთავარი მცდელობა, რომ დასრულდეს უკრაინაში რუსეთის ომი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში ჩინეთის როლზე და აღნიშნა, რომ ჩინეთმა უნდა გამოიყენოს არსებული გავლენა რუსეთზე და შეუწყოს ხელი ომის დასრულებას. „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა არის ის ქვეყანაა, სადაც სასტიკად შეიჭრნენ. ამიტომ სწორედ მან უნდა ჩამოაყალიბოს მშვიდობის ძირითადი პრინციპები“, – განაცხადა ურსულამ.

აშშ-ის საელჩო - ვულოცავთ ყველა მ...

ვულოცავთ ყველა შრომისმოყვარე, თავდადებულ მოსამართლეს, რომელიც მუშაობს კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს შენებისათვის საქართველოში, - ასე მიულოცა აშშ-ის საელჩომ მოსამართლეებს პროფესიული დღე. მათივე მილოცვაში აღნიშნულია, რომ საელჩო მიესალმება იმ ყველაფერს, რასაც ქვეყანა ევროპული გზის მხარდასაჭერად აკეთებს. “ვულოცავთ ყველა შრომისმოყვარე, თავდადებულ მოსამართლეს, რომელიც მუშაობს კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს შენებისათვის საქართველოში. თქვენ ემსახურებით თქვენს ქვეყანასა და საზოგადოებას ღირსეულად და პატიოსნად, ატარებთ რა მართლმსაჯულების მიუკერძოებლად აღსრულების მძიმე ტვირთს. ჩვენ მივესალმებით ყველაფერს, რასაც აკეთებთ საქარ...

პაპუაშვილი - საგამოძიებო კომისიე...

საერთო ჯამში, საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხები იქცა აბსურდის თეატრად. უკვე, ყოველ ნაბიჯზე, ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. მათი მთავარი მიზანია, რომ შექმნან პოლიტიკური სკანდალები არა შედეგით, არამედ თავად პროცესით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის მთავარი მიზანი პოლიტიკური სკანდალების დადგმაა. საგამოძიებო კომისიის შექმნითაც, პოლიტიკური სპეკულაციების შექმნას ცდილობენ. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელოდება.  "მე ოპოზიციას ერთადერთ რამეს მოვუწოდებ. უკვე წელი გადის თითქმის, რაც 12 რეკომენდაცია იქნა წარმოდგენილი. საპარლამენ...

წულუკიანი სავიზო რეჟიმის გაუქმებ...

ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს, - ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას. მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ქართველ ხალხს ეკუთვნოდა და არავითარი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები დასჯილები ყოფილიყვნენ არ არსებობდა. "ეს იქნა აღქმული გადაწყვეტილებად, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნოდა და არავითარი საფუძველი, რომ ჩვენი მოქალაქეები ყოფილიყვნენ დასჯილები და ვალდებულები, რომ მრავალდღიანი, მრავალკვირიანი პროცედურები გაევლოთ ხოლმე, რათა საკუთარი ოჯახის წევრი ენახათ, საკუთარი შვილიშვილის დაბადებ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისლ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისლანდიაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რეიკიავიკში გაიმართება. "სამიტის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არია",- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კანდიდატის სტატუსზე დანიის პასუხ...

მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება - დიახ. თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, დანიას სურს, საქართველოს კრიტერიუმების შესრულებაში დაეხმაროს.  "საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა. მოქალაქეებმა დიდი ხნის წინ ცხადად თქვეს, რომ მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ამ მიზანთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე. დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მის...

არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, ...

ერთ წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დანიელ კოლეგასთან, ლარს ლოკე რასმუსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, ქვეყანა ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. "საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო. უკვე თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთვის. ეს არის ჩვენი ვალდებულება, ჩვენი ...

საქართველოს დანიის საგარეო საქმე...

საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დანიის პირველი დიპლომატის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და დანიაში საქართველოს ელჩი ნატა მენაბდე მონაწილეობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.  "დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. აღ...

მდინარაძე - წერტილი დაესვა „ფეიკ...

ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მთავარმა ორგანომ, უფლებების ნაწილში, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველაფერი რაც ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოვისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ცალსახა ტყუილი და "ფეიკ" კამპანიის ნაწილი“,- ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მათ სურდათ. &b...

კობახიძე - სტრასბურგმა წერტილი დ...

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ სტრასბურგში ამ სარჩელს არ ჰქონდა არანაირი პერსპექტივა, რასაც ერთი მარტივი მიზეზი აქვს: ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თითოეული პატიმრის, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება პროგნოზირებადი იყო და მან წერტილი დაუსვა კამპანიას, რომელიც მიხედვითაც, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი სიკვდილის პირას იყო. „ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგმა წერტილი დაუსვა წელიწად-...

ხაბეიშვილი - თბილისი-მოსკოვის ფრ...

ტერორისტ პუტინს შავი ფულის, სანქცირებული ოქროს, სამხედრო ჩიპების სამოძრაოდ ჭირდება ეს ფრენები, ამაში კი ბევრ მილიონს იშოვის ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ლილუაშვილი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ფრენები სახელმწიფოს ღალატს უტოლდება. "ტერორისტ პუტინს "ქეშის", სანქცირებული ოქროს, სამხედრო ჩიპების სამოძრაოდ სჭირდება ეს ფრენები. ყველამ კარგად იცის, რომ მაგალითად, თბილისიდან მოსკოვამდე თითქმის ერთი კვირა შეიძლება დასჭირდეს ავტომობილს გადაადგილებისთვის და ცხადია, სახიფათოა ხომ? როცა სანქცირებული ოქრო მიგაქვს ან მილიონობით დოლარი გადაგაქვს ან თუნდაც სამხედრო ჩიპებისთვის სახიფათოა. ამიტ...