გაუგებარია, რა სამყაროში ცხოვრობენ ქართველები, ერთი მხრივ, ჩვენი სისხლით უნდათ დაიბრუნონ ტერიტორიები, მეორე მხრივ კი ჩვენს მოქალაქეებს დასცინიან... ეს უბრალოდ მიუღებელია, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოს მთავრობამ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს და დაცინვის ნაცვლად, სააკაშვილი კიევში უნდა გაუშვან. "გაუგებარია, რა სამყაროში ცხოვრობენ ქართველები, ერთი მხრივ, ჩვენი სისხლით უნდათ დაიბრუნონ ტერიტორიები, მეორე მხრივ კი ჩვენს მოქალაქეებს დასცინიან... ეს უბრალოდ მიუღებელია. ჩვენს მოქალაქეებს ადამიანურად უ...
ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ ბრიუსელში, აშშ-ში ნაციონალურ მოძრაობას უნდა ჰყავდეს წარმომადგენლობა და მათ შორის, ჩვენ იქ აქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვმუშაობდეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ის მუშაობს საკითხზე, რომ ბრიუსელში ნაციონალური მოძრაობის ოფისი გაიხსნას, სადაც კონკრეტული ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს. "ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ ბრიუსელში, აშშ-ში ნაციონალურ მოძრაობას უნდა ჰყავდეს წარმომადგენლობა და მათ შორის, ჩვენ იქ აქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვმუშაობდეთ. მე ამაზე ვმუშაობ, რომ ბრიუსელში ნაციონალური მოძრაობის ოფისი იყოს გახსნილი, სადაც კონკრეტ...
პატიმარ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს, იუსტიციის სამინისტრო ვერ იქნება პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის მის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიების განხორციელება თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში სადაც იმყოფება მსჯავრდებული, მაგრამ ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო და ექიმს არ ეძლევა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა. მან დასძინა, რომ ადვოკატების მიერ შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, პატიმარ სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრომ ტოქსიკოლოგიურ კ...
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს. ზელენსკიმ თქვა, რომ მას სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენეს. „ეს არის უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მე არ განვიხილავ კითხვას, რატომ დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოს პოლიტიკასა და დემოკრატიაზე. ეს მათი შიდა კითხვაა. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ. ვფიქრობ, მათი მიზანი მისი მოკვლაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსან...
ტირანიის უმაღლესი საფეხური ერთი პირის ხელში ადამიანის სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხის გადაწყვეტის ძალაუფლებაა, - ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის მკვლელობაზე საზოგადოება პასუხს არა ივანიშვილსგან, არამედ სააკაშვილისგან ითხოვს მტკიცებულებას, რომ ნამდვილად კვდება. “ტირანიის უმაღლესი საფეხური ერთი პირის ხელში ადამიანის სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხის გადაწყვეტის ძალაუფლებაა. ზუსტად ამ ფაზაში იმყოფება ივანიშვილი და ზუსტად ამას გვაჩვენებს სააკაშვილის მკვლელობით. სანაცვლოდ, საზოგადოება არა ივანიშვილს სთხოვს პასუხს, არამედ სააკაშვილისგან ითხოვს მტკიცებულებას, რომ ნამდვილად კვდება - ის უნდა მოკვდეს...
მე მივიღე რამდენიმე წერილი მიხეილ სააკაშვილისგან, რომლებიც ნამდვილად შემზარავია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა. ფოტიგამ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მის მოთხოვნას, რომ დაუყოვნებლივ გამართულიყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დებატები. მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ საჭიროებს საზღვარგარეთ მკურნალობას. "მე მივიღე რამდენიმე წერილი მიხეილ სააკაშვილისგან, რომლებიც ნამდვილად შემზარავია. მადლობას ვუხდი ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხვალ სასწრაფო დებატები გამართულიყო სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვ...
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება, ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს სასწრაფო პლენარულ დებატებს ევროპარლამენტში,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, მირიამ ლექსმანი Twitter-ზე წერს. ლექსმანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება. ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს სასწრაფო პლენარულ დებატებს ევროპარლამენტში. მას უნდა მიეცეს საშუალება სასწრაფოდ გაიაროს სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ. მის ჯანმრთელობაზე სრული პა...
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუშვან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საჭირო მკურნალობის მისაღებად. პოლიტიკური განხილვების დრო აღარ არის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და ყოველწუთიერად უარესდება. "პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და ყოველწუთიერად უარესდება. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუშვან მისი სასწრაფოდ გადაყვანა კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საჭირო მკურნალობის მისაღებად. პოლიტიკური განხილვების დრო აღარ არის", - წერს იუკნევიჩიენე.
მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა, ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, არის მომეცეს ადეკვატური მკურნალობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა დასძინა, რომ მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. "მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა, ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ეს არის მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის. თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ. ჩემი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუარესებული" , - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზი...
საქართველოს ხელისუფლებამ არ მოგვისმინა, ამიტომ, 2023 წლის 20 თებერვალს, 12:00 საათიდან, ვატარებთ ახალ გლობალურ აქციას,- ამის შესახებ რუსი ბლოგერი და უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი სოციალურ ქსელში წერს. ფეიგინი დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. "საქართველოს ხელისუფლებამ არ მოგვისმინა, ამიტომ, 2023 წლის 20 თებერვალს, 12:00 საათიდან, ვახორციელებთ ახალ გლობალურ აქციას #SaveMisha. მოვუწოდებთ ყველას, ვინც შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის დამამცირებელი მოპყრობით, გამოვიდნენ საკუთარ დედაქალაქებში პარლამენტთან და სამთავრობო შენობებთან. ამ პროცესში უნდა ჩაერთოთ",- წერს ფეიგინი. ცნობისთვის, მარკ ფეიგინის ინიციატივით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 4 იანვ...
საფრანგეთი უკრაინაში დამატებით Caesar-ის ტიპის 12 ჰაუბიცს გაგზავნის, გარდა იმ 18 ჰაუბიცისა, რომელიც პარიზმა უკვე მიაწოდა კიევს, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, თვითმფრინავების გაგზავნის საკითხზე "არ არსებობს ტაბუ", მაგრამ დაკმაყოფილებული უნდა იყოს სამი კრიტერიუმი : უკრაინის მხრიდან მოთხოვნილმა იარაღმა არ უნდა შეამციროს საფრანგეთის თავდაცვის ძალები, იარაღი უნდა იყოს გამოსადექი და გამოსაყენებელი უკრაინისთვის და გადაცემული იაღარი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ თავდაცვითი მიზნისთვის. მან დასძინა, რომ კიდევ ერთი პრიორიტეტი უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნაა და მათგან 2000 ს...
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის პირველმა მოადგილემ ოლივია დალტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იუწყება Ukrinform. მისივე თქმით, ამჟამად შეერთებული შტატები უკრაინაში იარაღისა და უსაფრთხოების დახმარების მნიშვნელოვან ნაწილს გზავნის და ამასთან ერთად, საჭიროებებთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზე არიან უკრაინულ მხარესთან. „ამჟამად ჩვენ ვაგზავნით იარაღის მნიშვნელოვან ნაწილს და უსაფრთხოების დახმარებას უკრაინაში, რათა რუსული აგრესიის საპასუხოდ დააკმაყოფილოს მათი საჭიროებები ბრძოლის ველზე . ჩვენ უკვე გავგზავნეთ არტილერია, საბრძ...
მიუღებლად მიგვაჩნია ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებები, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხორვატიის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის განცხადებაც, რომელაც განაცხადა, რომ ყირიმი არასდროს დაუბრუნდება უკრაინას. უკრაინის საგარეოს განცხადებით, ხორვატიის პრეზიდენტმა ფაქტობრივად ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. „მიუღებლად მიგვაჩნია ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებები, რომელმაც ფაქტობრივად ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობა“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო.
2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 41-ე ადგილზეა გლობალურ დონეზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით ისეთივე ადგილი უკავია, როგორც ჩეხეთს, იტალიასა და სლოვენიას. მან დასძინა, რომ საქართველო კორუფციის აღქმის საკითხში ევროკავშირის 9 წევრ სახელმწიფოს და ყველა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. „2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 41-ე ადგილზეა გლობალურ დონეზე, პირველად შევიდა ევროპის საუკეთესო ოცეულში. ისეთივე ადგილი უკავია, როგორც ჩეხეთს, იტალიასა და სლოვენიას, ევროკავშირის 9 წევრ სახელმწიფოსა და ევროკავშირის ყველა კ...
კვლევა ჩაატარა ერთმა გარკვეულმა ჯგუფმა და შეიძლება ამ ჯგუფის კვლევა არ ასახავდეს რეალურ მდგომარეობას, - ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს პროტოპრესვიტერი, გიორგი ზვიადაძე, ჩუბინიშვილის კვლევითი ცენტრის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, გელათის ტაძარი მიუხედავად რესტავრაციისა, სავალალო მდგომარეობაშია. მისივე თქმით, ის არ იცნობს კვლევას, აქედან გამომდინარე აუცილებელია შეისწავლონ და გარკვეული მსჯელობის შემდგომ ჩამოაყალიბონ პოზიცია. "კვლევა ჩაატარა ერთმა გარკვეულმა ჯგუფმა და შეიძლება ამ ჯგუფის კვლევა არ ასახავდეს რეალურ მდგომარეობას. მე ამ კვლევას არ ვიცნობ და ამის გამო მოგახსენებთ, რომ აუცილებელია ჩვენ შევისწავლოთ ეს კვლევა და გარკვეული მსჯელობის შედეგად ჩვენი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ", -...
პირველ ტალღაში უკრაინის შეიარაღებული ძალები თანამედროვე დასავლური მოდელების 120-დან 140 ერთეულ ტანკს მიიღებენ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, იარაღის შესახებ იანვრის გადაწყვეტილებები მიუთითებს პარტნიორების ახალ ევროატლანტიკურ კონსენსუსზე. მან დასძინა, რომ რაც უფრო ძლიერია უკრაინა, მით უფრო მალე დასრულდება ეს კრიმინალური ომი. "პირველ ტალღაში უკრაინის შეიარაღებული ძალები 120-დან 140-მდე ერთეულ თანამედროვე, დასავლური მოდელის ტანკს მიიღებს - ეს არის Leopard 2, Challenger 2, M1 Abrams", - განაცხადა კულებამ
რუსმა ოკუპანტებმა ოდესღაც მყუდრო ქალაქი ბახმუტი ნანგრევებად აქციეს, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა. მისივე თქმით, მომხდარი დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის კი ერთი არასრულწლოვანი ბიჭია. მან დასძინა, რომ რუსები კლავენ ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდებათ. "რუსმა ოკუპანტებმა ოდესღაც მყუდრო ქალაქი ბახმუტი ნანგრევებად აქციეს. ზედიზედ რამდენიმე თვეა, ოკუპანტები მიზანმიმართულად კლავენ მის მცხოვრებლებს. რამდენიმე საათის წინ მომხდარი კიდევ ერთი დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანი ბიჭია...რუსები მიწასთან ასწორებენ ბახმუტს, კლავენ ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდებათ", - წერ...
სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, საკრებულოები და ენმ-ის ცენტრალური ოფისი ივანიშვილს გადავუფორმოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, თუ "ქართული ოცნება" აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდება და მესამე პრეზიდენტს გაათავისუფლებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლას მინუსებიდან დაიწყებს". "მიშა სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მე, ლევან ხაბეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, დავტოვოთ საკრებულოები მთლიანად 500-ზე მეტმა წევრმა და "ნაციონალური მოძრაობის&qu...
დარწმუნებული ვარ ლევან ხაბეიშვილს, მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. „ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. მე ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მისაუბრია. შეუძლებელი იყო, ლევანს არ მოეგო, ისე მოემზადა ამ არჩევნებისთვის და ფიზიკურადაც დაეტყო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. გვახსოვს, როგორ ექცეოდა მოსახლეობას. დღეს, რო...
როგორ გამოვიდა ამ პროცესიდან პარტია, გაძლიერებული თუ დაზიანებული? რა თქმა უნდა, დაზიანებული, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ენმ-ში ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებს. როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, არჩევნების ჩატარების მიზეზი პარტიის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება იყო და არა არსებული პრობლემების მოგვარება. "როგორ გამოვიდა ამ პროცესიდან პარტია, გაძლიერებული თუ დაზიანებული? რა თქმა უნდა, დაზიანებული. ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ გვაქვს სასწორის პინაზე დასადები ათი გირი. პლიუს ნიშანზე დავდებდი ორს, მინუს ნიშანზე რვას. რა არის ეს ორი დადებით მოვლენა, რომელიც აქტივში შეიძლება ჩაიწეროს? თავად მრავალათასიანი არჩევნების ...