ნორვეგია და დანია უკრაინას 8 000...

ნორვეგია და დანია უკრაინას 8 000 საარტილერიო ჭურვს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიისა და დანიის თავდაცვის სამინისტროები ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოსლო უკრაინას 155მმ-იან საარტილერიო ჭურვებს გადასცემს, ხოლო კოპენჰაგენი - დეტონატორებს. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის თქმით, ევროპისა და ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ რუსული თავდასხმის მოგერიება შეძლოს. "უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მოთხოვნილება აქვს. ნორვეგია ხელს შეუწყობს უკრაინას ისე, როგორც შეუძლია. ევროპისა და ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს რუსული თავდასხმის მოგერიება",...

ზელენსკი - უკრაინის ყველა დროები...

უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია განთავისუფლდება, ასე რომ, თუ რუსული ჯარები ტერიტორიას არ დატოვებენ, ისინი განადგურდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ ზუსტი თარიღი არ აღნიშნა, თუ როდის იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად კონტრშეტევისთვის, მაგრამ დარწმუნებით განაცხადა, რომ სამხედროები ტერიტორიების დეოკუპაციისთვის აქტიურ რეჟიმში ემზადებიან. "კონკრეტულ საკითხებზე არ ვისაუბრებ, რადგან რუსეთის ფედერაციის ტერორისტებს ვერ მივცემთ საშუალებას, მოემზადონ ჩვენი მეთოდებისა და დეოკუპაციის ნაბიჯებისთვის. მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ და მათ ეს უნდა იცოდნენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ დატოვონ ტერიტორიები, წინააღმდეგ შემთხვ...

ფინეთი ნატო-ს წევრი ქვეყანა ოფიც...

ფინეთი ნატო-ს წევრი ქვეყანა ოფიციალურად ხვალიდან გახდება. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ფინეთი 4 აპრილს, ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების დოკუმენტს შეიტანს. ნატო-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ხვალიდან ნატო უფრო ძლიერი გახდება, ფინეთი კი - გაცილებით უსაფრთხო და სტაბილური. „ფინეთი 4 აპრილს, ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების დოკუმენტს შეიტანს. დოკუმენტს საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო შეიტანს“, - ნათქვამია ...

ჩხაიძე სააკაშვილზე - პაციენტს გა...

პაციენტს გადაადგილება შეუძლია დამოუკიდებლადაც გარკვეულ მანძილზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იყენებს დამხმარე საშუალებებსაც, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშილმა უარი თქვა იმ პროცედურების გაგრძელებაზე, რაც მის რეაბლიტაციას გულისხმობს.  "რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, რაიმე განსაკუთრებული გაუარესება, მაგალითად, ნევროლოგიური სტატუსი, არ აღენიშნება პაციენტს. პაციენტს გადაადგილება შეუძლია დამოუკიდებლადაც გარკვეულ მანძილზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იყენებს დამხმარე საშუალ...

კობახიძე კრამონზე - როცა ევროპარ...

როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საპროტესტო აქციას, ეს უკვე თავისთავად არის მიუღებელი, - ასე ეხმიანება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლას მთავრობის კანცელარიასთან 1-ელ აპრილს 21 წლის დაკავებული აქტივისტის მხარდასაჭერ აქციაზე.   კობახიძის თქმით, ვიოლა ფონ კრამონის აღნიშნული ქმედება "კიდევ ერთხელ აჩვენებს მის დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ, ეს დამოკიდებულება, უბრალოდ, არის არასწორი". "ჩვენ ვიცით ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს არის, სამწუხაროდ, ერთგვარი უდიერი დამოკიდებულება და ამის გამოვლინება...

ნაუსედა - გულწრფელად გვსურს, საქ...

გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნაუსედამ აღნიშნა, ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვის გზა ქვეყნის ტრანსფორმაციის გზაა. "გილოცავთ თქვენ და თქვენს ხალხს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა, ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა, ეს არის ხელშესახები რეფორმები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს მოქალაქეებისთვის და კ...

ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს პოლო...

პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავას 5 აპრილს ეწვევა. მარშინ პშიდაჩის თქმით, "იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოების ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე". "ვიზიტი გაიმართება პრეზიდენტის (ანდჟეი) დუდას მოწვევით. იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოების ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე", - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საკითხებში, მარშინ პშიდაჩმა, რადიო RMF-სთან საუბრისას.  ცნობისთვის, ზელენსკი ბოლოს პოლონელ კოლეგას 2022 წლის დეკემბერში შეხვდა აშშ-ში ვიზიტის შემდეგ. 

ლიეტუვაში საქართველოს პრეზიდენტი...

საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ცერემონია ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.  ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცლერი აგილა ბარჯიენე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში სალომე შაფაქიძე და სამხედრო ატაშე ირაკლი უჩაძე.  საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართება.  დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინ...

უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქ...

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 175 160-მდე ჯარისკაცი დაკარგა. რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 03 აპრილის 06:00 საათისთვის ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 175 160; ტანკი - 3 619; ჯავშანტექნიკა - 6 993; საარტილერიო სისტემა - 2 694; სარაკეტო სისტემა - 527; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 280; თვითმფრინავები - 306; ვერტმფრენი - 291; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -  2 262; საკრუიზო რაკეტები - 911; გემი/ნავი/კატარღა - 18; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 553; სპეციალური აღჭურვილობა - 298. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრუ...

„რუსული ოცნების“ ისტერია კრამონთ...

„რუსული ოცნების“ ისტერია ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით, ნათლად აჩვენებს მათ განზრახ საბოტაჟს ევროკავშირის მიმართ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, მმართველი პოლიტიკური პარტია პუტინს ან ლავროვს არ აკრიტიკებს, "ლანძღავენ მხოლოდ მათ, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს უჭერს". "ისევ იმავეს ვუყურებთ, რასაც აქამდე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ლანძღავენ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას მათ ლანძღავენ. ჩვენ მათგან არ ვისმენთ პუტინის ლანძღვას, ან ლავროვის კრიტიკას. ასეთ რამეს ვერ გაიგებთ. თქვენ მხოლოდ ნახავთ იმ ადამიან...

ვოლსკი კრამონზე - საქართველოს წი...

ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოში გერმანელი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის ვიზიტს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,  კრამონი საქართველოში დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცისთვის ჩამოვიდა. "ვიოლა ფონ კრამონი ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით ყველაფერს ხაზს უსვამს. იგი იმისთვის ჩამოვიდა, რომ დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა. ყველაფერი უკვე ნათელი გახდა. ფაქტობრივად, ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებასა და ისეთი სახის დაპირისპირ...

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზე...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ქალაქის მერიასთან შეკრებილმა პარტიის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაც მოითხოვეს. "თქვენ ყველაზე კარგად იცით, ვინ არის ბოროტი - რუსი ოლიგარქი, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ქვეყანა; რომელსაც არ უყვარს საკუთარი ხალხი; რომელსაც არ უყვარს საკუთარი ქალაქები, პატრიოტი ხალხი. თქვენ ყველაზე კარგად უწყით, რომ მათ შორის სძულს ქალაქი ქუთაისი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპარლამენტო მნიშვნელობის ქალაქს როგორ წაართმევდა პარლამენტს. მნიშვნელოვანია, რომ 9 აპრი...

კრამონი - დიდი იმედი მაქვს, რომ ...

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკომისია ნამდვილად მისცემს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან ქართველი ხალხი ამას იმსახურებს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა. როგორც კრამონმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში აღნიშნა, არსებობს ინტერესი, რომ საქართველო ევროკავშირსა და ევროპას დაუახლოვდეს. "ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკომისია ნამდვილად მისცემს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან ქართველი ხალხი ამას იმსახურებს და ჩვენი ინტერესი გახლავთ, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და ევროპას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრობლემის გადაჭრის გზას მოვძებნით და ნამდვილად ეს არ იქნება უბრალოდ ფუჭად მიცემული და არ იქნება მიცემული იმიტომ,...

კრამონი - „უფლება, რომელიც არ გა...

ქართველები შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას ხშირად და ხმამაღლა იყენებენ,- ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს. კრამონი სოციალურ ქსელში, განცხადებასთან ერთად, აქვეყნებს ვიდეოკადრებს, რომელიც გუშინ, მთავრობის კანცელარიის წინ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას ასახავს. "ჰაინრიხ ბიოლმა თქვა: „უფლება, რომელიც არ გამოიყენება, კვდება; თავისუფლება, რომელიც არ გამოიყენება, ქრება“. ქართველებმა ეს ყველაზე კარგად იციან. ამიტომ, ხშირად და ხმამაღლა იყენებენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას!"- წერს კრამონი Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1-ელ აპრილს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მთავრობის ადმინისტრაციასთან, ლაზა გრი...

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამ...

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში იმყოფება, ის  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრას ყოფილი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ 12 რეკომენდაციას, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. "საქართველოს მოსახლეობა, მოქალაქეები, ყველა თქვენგანი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ შემდეგ ვხედავთ, თუ რას აკეთებს მთავრობა და ეს არის დიდი უფსკრული. ზოგიერთ სფეროში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პროგრესს, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ ფურცელზეა და ჩვენ უნდა ვნახოთ მათი შესრულება. ჯერ კიდევ დიდ კითხვის ნიშანს ვხედავთ დეოლიგარქიზაციასთან, დეპოლარიზაციასა და სასამართლ...

ღუდუშაური - ცეცხლს ეთამაშებით ბა...

ცეცხლს ეთამაშებით ბატონებო და ქალბატონებო, თუ სახელმწიფოს დაუპირებთ დამხობას, მიიღებთ საკადრის პასუხს, - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ახალგაზრდებს იყენებს ფარად და სწორედ მათი მხრიდან არის წახალისებული ძალადობრივი ქმედებები, რომელიც თავადვე კარგად იციან, რომ სახელმწიფოსთან არ გაუვათ. „რაც შეეხება ამ ვაიპოლიტიკოსების გამონათქვამებს, რომლებიც პირდაპირ ურტყამენ ჩვენი ქვეყნისა და იმ ახალგაზრდების განვითარებას, რომლებისთვისაც ვითომ რამეს აკეთებენ, სინამდვილეში კი მათ ფარად იყენებენ, მათი მხრიდან არის წახალისებული ასეთი სახის ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც ხ...

ხაბეიშვილი - კოლექტიურმა ლაზარეე...

კოლექტიურმა ლაზარეებმა გადაარჩინეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, სადაც შავი თეთრზე წერია საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ ვინმემ კანონი და კონსტიტუცია დაარღვია, თუ ვინმემ სამშობლოს უღალატა, თუ ვინმე არის დასასჯელი, მათ შორის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვისთვის, არის მმართველი პარტია და რასაც ლაზარეზე მოიგონებენ, არის რუსული რეპრესიების მაგალითი. „ახალგაზრდა ბავშვზე, რა მუქარაც იქნება, რა ზეწოლაც იქნება, 11 წლით პატიმრობით დაემუქრებიან თუ რაც იქნება, საზოგადოებამ ერთი რაღაც კარგად უნდა აღიქვას, რომ კოლექტიური ლაზარეები, ახალგაზრდები, იცავდნენ სა...

სტეფანჩუკი - პირველ აპრილს ყველა...

პირველი აპრილი. მოტყუების დღე. ყველაზე ცუდი ხუმრობა რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობაა, - ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. მისივე თქმით, გაეროს ორგანო პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ამის პარალელურად კი მისი თავმჯდომარე აგრესორი ქვეყანა რუსეთი ხდება. "პირველი აპრილი. მოტყუების დღე. ყველაზე ცუდი ხუმრობა რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობაა. ეს ორგანო პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. როგორც ჩანს, სამყარო შეიშალა", - წერს სტეფანჩუკი. შეგახსენებთ, რუსეთი ერთი თვით გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

რუსეთი ერთი თვით გაეროს უშიშროებ...

2023 წლის პირველი აპრილიდან რუსეთი ერთი თვით გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა.  უკრაინამ საბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებდა დაებლოკათ აღნიშნული ნაბიჯი და რუსეთის თავმჯდომარეობის საკითხი არ დამდგარიყო დღის წესრიგში. უკრაინის მოწოდებებს, ამერიკის შეერთებული შტატები გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთს, რომელიც საბჭოს მუდმივი წევრია, ვერავინ შეუშლის ხელს, რომ გახდეს თავმჯდომარე.  ცნობისთვის, რუსეთი საბჭოს თავმჯდომრე ბოლოს, 2022 წლის თებერვალში იყო, როდესაც უკრაინაზე სრულმასშტაბიანი იერიში მიიტანა და ომის წარმოება დაიწყო.

სარჯველაძე გრიგორიადისზე - არ შე...

არ შეიძლება სიტყვა გმირი, ისეთი ადამიანებისთვის გავიმეტოთ, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს პოლიციელებს ესვრიან, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ თავდაპირველად განაცხადა, რომ პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ისროლა სუსისგან იყო მართული, მერე გაირკვა ვინც იყო და ახლა მას გმირად მოიხსენიებენ. “პირველი ვერსია, რაც ოპოზიციამ განავითარა, გახსოვთ, რომ ხელისუფლებას აბრალებდნენ, რომ ეს სუს-გან მართული ადამიანები იყვნენ. მერე აღმოჩნდა, რომ გაირკვა ვინც იყო და ახლა საზოგადოებას გვთავაზობენ სრულიად სხვა ინტერპრეტაციას და იძახიან, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი გმირი არისო. როგორც არ უნდა ეცადონ, ამ ადამიანის წარმოჩე...