საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 18 ივლისს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, 50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში უმასპინძლებს. "ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველი ძირითადი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია. სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეოთხე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მი...
ჩვენმა თანამოქალაქეებმა ოქტომბერში კიდევ ერთხელ უნდა თქვან გადამწყვეტი სიტყვა და დაიცვან საქართველოს ნათელი მომავალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, "2012 წელს, ქართულმა საზოგადოებამ წარსულს ჩააბარა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული და წარმოადგენდნენ გლობალური გავლენის მქონე ძალის აგენტურას". „გავიხსენებ 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციიდან დაამარცხა „ნაციონალურ...
პარტია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა. „მივესალმები ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართებულ ჯგუფს, რომელსაც „ხალხის ძალა“ ჰქვია და ეს მისალმება შემთხვევითი არ არის. ჩემგან გაიგებთ, ალბათ, პირველად, გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს აქ საპატიო მიზეზით შევიკრიბეთ და ჩემთვის დიდი პატივია, როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, დღევანდელი ღონისძიება გახსნილად გამოვაცხადო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, "ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ქართველ ხალხს მოკლე დროში მოუტანა თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და კანდიდატის სტატუსი და რაც მთავარია, ერთადერთი უწყვეტი მშვიდობიანი მმართველობის პერიოდი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან". "დ...
მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც რატი ბრეგაძე აღნიშნავს, პირდაპირი ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა. "ოპოზიციას და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან დაცლილი ბოროტმოქმედები თამაშობენ და მანიპულირებენ. ოპონენტის პროვოკაციული, ბინძური და ხშირად არაადამიანური მეთოდებიც ჩვენთვის არახალია. მათ ავიწყდებათ, რომ ამგვარი ქმე...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს. მთავრობის მეთაური განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ყურადღებას თანამშრომლობის "კიდევ უფრო გაძლიერებაზე" ამახვილებს. "რობერტა მეცოლას ვულოცავ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას! ველით ჩვენს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას!" - წერს კობახიძე X-ზე. შეგახსენებთ, რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით დღეს, 15 ივლისს აირჩიეს.
ჩვენ ვიხილეთ ძალიან შემაშფოთებელი რიტორიკა, რომელიც გულისხმობს ყალბ განცხადებებს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები გამიზნულად ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას,- ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. რაიდერის თქმით, "რუსეთია ის, ვინც დაძაბულობის გამწვავებას ცდილობს". "სამწუხაროდ, მიღებულია გადაწყვეტილება ამ წვრთნების გადადების შესახებ, მისი გაუქმების შესახებ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენ ვიხილეთ ძალიან შემაშფოთებელი რიტორიკა, რომელიც გულისხმობს ყალბ განცხადებებს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები გამიზნულად ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, რაც აბსოლუტურად მცდარია... რუსეთია ის, ვინც ცდი...
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი მოუწოდებს პარლამენტს, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, კენჭი უყაროს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას. "15 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტს წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, 2024 წლის 18 ივლისის 12:00 საათიდან პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ. დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ. პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, რიგგარ...
ნატო საქართველოს მთავრობას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და რეფორმების დააჩქარებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც კოლომინა აღნიშნავს, ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოსთან ხანგრძლივი პარტნიორობის ერთგულია. "ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგულია საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობისა და მოუწოდებს მის მთავრობას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ქართველი ხალხის მისწრაფებების ხელშეწყობი...
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 18 ივლისის 12:00 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. როგორც პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს ექნება მცდელობა, საკანონმდებლო ორგანოს "მუშაობაში ხელი შეუშალოს", სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე თავად ჩანიშნავს. „დღეს, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ, მე მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, 18 ივლისის 12:00 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით. მას 48 საათი აქვს იმისთვის, რომ დადებითი პასუხი მივიღოთ. იმ შემთხვევაში თუ იქნება მცდელობა, რომ ქალბატონმა სალომემ პარლამენტს მუშაობაში ხელი შეუშალოს...
პარტიის მიერ დასმულმა მერმა, რომლის არჩევისთვის ადამიანები აშანტაჟეს, ემუქრებოდნენ და გაიტაცეს კიდევაც, პარტის დავალებით ქალაქი მიატოვა და გაიქცა,- ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას. დეკანოიძის თქმით, ქუთაისში “ქართულ ოცნებას“ მძიმე მდგომარეობა აქვს - "ქალაქი მთლიანად ოპოზიციურია". “პარტიის მიერ დასმულმა მერმა, რომლის არჩევისთვის ადამიანები აშანტაჟეს, ემუქრებოდნენ და გაიტაცეს კიდევაც - ქალაქი მიატოვა და გაიქცა, ასევე პარტიის დავალებით. ქუთაისში მძიმე მდგომარეობა აქვთ "ქოცებს", ქალაქი მთლიანად ოპოზიციურია. ვერ უშველის უსაქმური, ბოუჯეტის ხარჯზე მყოფი პარაზიტ...
ქვეყნისთვის ევროპული მომავალი რომ მნიშვნელოვანია, ამის კონსტიტუციაში ასახვა ჩვენს მიერ მოხდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელის შესახებ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი საკუთარი ქმედებებით „რადიკალურ დაჯგუფებებს წარმოადგენს, რომლებიც ქვეყნის მტრები არიან". „როგორ შეიძლება იმ ადამიანზე კომენტარი გააკეთო, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა? ამას ამბობდა საკუთარ ქვეყანაზე. ც მათ ყველას ერთი პატრონი ჰყავთ. შეიძლება სხვადასხვა სახელი ერქვათ, მაგრამ სინამდვილეში ერთნი არიან. როგორ შეიძლება ადამიანი გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებოდეს, თუ რაიმე დასამალი არ აქვს და სიბ...
პრეზიდენტთან ერთად, რუსულ კანონთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს პარლამენტის წევრებიც შევიტანთ, რადგან ეს კანონი არღვევს კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს,- ამის შესახებ პლატფორმა “ერთიანობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა. კორძაიას თქმით, "ძალიან კარგია, რომ დღეს პრეზიდენტი ხსნის ამ პროცესს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არცერთი სეგმენტი, არცერთი ნაწილი ამ კანონის არ დარჩეს გასაჩივრების გარეშე, რადგან ეს კანონი არავის არ უტოვებს თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში". “პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე ვიყავი წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე, როდესაც ვიხილავდით სარჩელებს და იქვე დავამატე ...
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების „მთავარი საზრუნავი, გაერთიანების შემთხვევაშიც კი, საარჩევნო ბარიერის გადალახვა იქნება". ამის შესახებ მან პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ „ლელო საქართველოსთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. „არ ვიცი, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი გაერთიანება. გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე - „თვალთხარიას“. რაღაც ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს, რაღაც ლოგიკა არსებობს, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება. ყველა, აღებული ეს ოპოზიციური სპექტრი, გინდ გაერთიანდეს, გინდ დაშლილად იყვნენ წარმ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე ბოლო პერიოდში არსებულ გამოწვევებს. "პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის და აღნიშნა, რომ ამ პროცესში შემხვედრ ნაბიჯებს და პრაგმატულ, რაციონალურ, სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ...
მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას გაასწოროს კომპასი, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპული გზაც გაქრება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც აუსტრევიჩუსი აღნიშნავს, 2008 წლის შემდეგ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ მინიშნება პირველად გაქრა. "2008 წლის შემდეგ პირველად გაქრა მინიშნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს ემთხვევა ქვეყნის მმართველი პარტიის დაპირებას, რომ დაამარცხა ''ლიბერალური ფაშიზმი''. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას გაასწოროს კომპასი, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპული გზაც კი გაქრება'', - წერს აუსტრევიჩუსი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უზრა ზეიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები იყო. შეხვედრის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვის შესახებ. "გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ინფორმირების კამპანიისა და ამ მიმართულებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია 2...
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მოადგილეებად გენერალი ზაზა გოგავა და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია დაასახელა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი. "26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი. მჯერა ერთიანობით, საერთო ძალისხმევით, გუნდურობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და გადარჩება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი. არჩევნებამდე დარჩა 106 დღე, შეუძლებელი უნდა შევძლოთ, უნდა ვიმუშაოთ 24 საათიან რეჟიმში, რათა გვქონეს ყველაზე ეფექტური კამპანია, ყველაზე გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა ამ არჩევნებისთვის, რო...
“ნაცმოძრაობისგან“, ახალი სახელი ექნება თუ ძველი, არაფერი უნდა გაგიკვირდეს, რადგან ისინი სისხლით და დანაშაულებებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიასთვის "ძალიან რთულია, ამ ჯგუფში გაერთიანდეს - ამიტომ, ამ კონგლომერატში შემოძრომას შემოვლითი გზით აპირებს". "ნოდარ დუმბაძემ თქვა ერთხელ, შუბლზე ძარღვი რომ გაგიწყდება, შემდეგ ყველაფრის გამკეთებელი ხარ ადამიანიო. "ნაცმოძრაობისგან", ახალი სახელი ექნება თუ ძველი, არ უნდა გაგიკვირდეს, რადგან ისინი სისხლით და დანაშაულებებით არიან ერთმანეთთან დაკავში...
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში ცვლილებას ხელი არ მოაწერა. როგორც პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ცვლილების თაობაზე პაკეტს ხელს თვითონ მოაწერს. "საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ პაკეტი "დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან მოგვივიდა წერილი, რომ ის არც ხელს აწერს კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს მას, ანუ ვეტო არ არის. იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვიხილეთ წინა ვეტოებთან დაკავშირებით, რომ არგუმენტად "იმიტომ" იყო მოყვანილი, როგორც ჩანს, ამჯერა...