მოლდოვის თავდაცვის მინისტრი - მო...

მოლდოვა არა გარდაუვალი სამხედრო საფრთხის, არამედ ჰიბრიდული ომის წინაშე დგას, რომელსაც რუსეთი აწარმოებს პროევროპული ხელისუფლების დასამხობად, - ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი ნოსატიმ განაცხადა. მან ასევე ისაუბრა დეზინფორმაციასა და საზოგადოებაში რუსეთის მიერ წარმოქმნილ დაძაბულობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქაოსის დათესვასა და პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლას. „ამჟამად მოლდოვა გარდაუვალი სამხედრო საფრთხის წინაშე არ დგას, მაგრამ არსებობს სხვა ტიპის რისკები, რომელიც გავლენას ახდენს [ქვეყნის] უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა.

სააკაშვილი - არავის ეგონოს, რომ ...

არავის ეგონოს, რომ კარგად ვარ, რადგან ამდენს ვწერ, დღეს ორჯერ დავკარგე გონება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,  საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერთან საერთო ბრიფინგზე მისი გათავისუფლება მოითხოვა, რაც უპრეცედენტო დემარშია.  სააკაშვილმა ასევე მიმართა პოლიტიკოსებს, რომ არ გახდნენ "რუსულ-ოცნებისტური" მრავალწლიანი პოლიტიკის მძევალი, ამოიღონ ხმა და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. "არავის ეგონოს, რომ კარგად ვარ, რადგან ამდენს ვწერ. დღეს ორჯერ დავკარგე გონება. ღარიბაშვილმა მიუნხენში განაცხადა ევროპელ ექიმებს შევუშვებთ და ეს საქმე უკვე 10 დღე ყოვნდება, მაგრამ, სანამ პირში სული ...

"არა რუსეთს! სამარცხვინო ხართ" -...

"არა რუსეთს! სამარცხვინო ხართ" - ასე შეეგებნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორ ელიზბარ ელიზბარაშვილს, რომელიც, როგორც სტუდენტები ამბობენ ანტიდასავლური პროპაგანდით გამოირჩევა.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის თქმით, ელიზბარ ელიზბარაშვილი არის ადამიანი, რომელიც აშკარა პრორუსულ ნარატივებს ატარებს, აქედან გამომდინარე კი, მას არაფერი ესაქმება უნივერსიტეტის კედლებში. მომხდარის შემდეგ ელიზბარ ელიზბარაშვილმა, განაცხადა, რომ ის მიამრთავს შესაბამის ორგანოებს და სტუდენტებს ისინი გასცემენ პასუხს. "ელიზბარ ელიზბარაშვილი არის ადამიანი, რომელიც სტუდენტებს ემუქრება, ადამიანი, რომელიც არის ალტ ინფოს აქტიური მხარდამჭერი და ხშირი სტუმარი...

ხოშტარია ხელისუფლებას - დამნაშავ...

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სუს-მა დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაბარება დაკითხვაზე, - ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მან ხელისუფლებას კატეგორიულად მოუწოდა, რომ არ გაბედოს იმ მშვიდობიანი მოქალაქეების დაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომლებმაც დაიცვეს ევროპული მომავალი. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერ ადამიანს დაიბარებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ან სუს-ში გამოქვეყნდება ტელეფონის ნომერი, რომელზეც შეძლებენ დაკავშირებას, რათა ოპოზიციამ მათი დაცვა უზრუნველყოს. "ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სუს-მა დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაბარება ...

წითლიძე - ვრცელდება ინფორმაცია, ...

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს იბარებს 7-8 მარტის აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს. როგორც ჩანს დაანონსებული დევნა დაიწყეს, - ამის შესახებ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა. მან მიმართა ახალგაზრდებს, რომ არავინ გამოცხადდეს დაკითხვაზე ადვოკატების გარეშე და იმ შემთხვევაში თუ მათ დასჭირდებათ ნებისმიერი სახის დახმარება, ოპოზიცია მზად არის, რომ მათ ნებისმიერ დროს დაეხმაროს. "ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს იბარებს 7-8 მარტის აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს. როგორც ჩანს დაანონსებული დევნა დაიწყეს. თავიდანვე ვამბობდით რომ გათავისუფლება არ ნიშნავდა საქმეების შეწყვეტას. საქმეები აღძრულია ადმინისტრაციულით და სისხლით. მნიშვნელოვანია იცოდეთ: ...

გონჩარენკო ღარიბაშვილზე - პრემიე...

თქვენი პრემიერ-მინისტრი კრემლის მსახურად გადაიქცა, ისევე, როგორც სრულიად მმართველი პარტია, - ასე გამოეხმაურა რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, მეორე ფრონტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები სუფთა რუსული პროპაგანდის გატარებაა, რომელიც უდიდესი ღალატია ქართველის ხალხის წარსულის, აწმყოსი და მით უმეტეს მომავლის. "თქვენი პრემიერ-მინისტრი კრემლის მსახურად გადაიქცა, ისევე, როგორც სრულიად მმართველი პარტია. ეს უდიდესი ღალატია ქართველი ხალხის, მისი წარსულის, აწმყოსა და მით უმეტეს, მომავლის. ღარიბაშვილის სიტყვები მეორე ფრონტზე სუფთა პროპაგანდა და ტყუილია. გასაკვირია, რომ მას არ აქვს კითხვები...

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი უ...

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს მას შემდეგ, რაც მომდევნო კვირაში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების თანახმად, ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი რუსეთში და შესაძლო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ასახავს პეკინის სურვილს შეასრულოს უფრო აქტიური როლი შუამავლობაში უკრაინაში ომის დასრულებისთვის. „ზელენსკისთან პირდაპირი საუბარი, თუ ეს მოხდება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პეკინის ძალისხმევაში, შეასრულოს მშვიდობისმყოფელის როლი უკრაინაში, რასაც აქამდე სკეპტიციზმით უყურებდნენ ევროპაში. ეს ასევე გააძლი...

პესკოვი - ჩვენი მიზნების მიღწევა...

[უკრაინაში] ამ დრომდე არ არსებობს პროცესის მშვიდობიან კურსზე გადასვლის წინაპირობები, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთისთვის პრიორიტეტად რჩება დასახული მიზნების მიღწევა, ამ მიზნების მიღწევა კი მხოლოდ სამხედრო გზით არის შესაძლებელი. "ამ დრომდე არ არსებობს პროცესის მშვიდობიან კურსზე გადასვლის წინაპირობები. ჩვენთვის აბსოლუტური პრიორიტეტად რჩება და ყოველთვის იქნება ჩვენი მიზნების მიღწევა. ახლა მათი მიღწევა მხოლოდ სამხედრო გზით არის შესაძლებელი", - განაცხადა პესკოვმა.

უკრაინის საელჩო - იქ არ ეძებს მტ...

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინა დაადანაშაულეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევაში და სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს. საელჩო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის ხელმძღვანელობამ უკრაინის მიმართ რიგი არამეგობრული განცხადება გააკეთეს. თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდნენ რა რუსული პროპაგანდის თეზისს, საქართველოს ხელ...

მთავრობის სტრატკომი - პრემიერის ...

მთავრობის სტრატკომი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ "პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია და მიზანმიმართულად ხდება მისი განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება".  მთავრობის სტრატკომი განცხადებაში განმარტავს, თუ რისი თქმა სურდა პრემიერს და აღნიშნავს, რომ "ყალბი ციტატების ტირაჟირებით ვრცელდება "ფეიკნიუსები" და განსაკუთრებით აგრესიულად მიმდინარეობს ყალბი ინფორმაციის გავრცელება.  "ტელეკომპანია „იმედის" ეთერში პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს შემდეგ, სოციალურ ქსელებსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ მედიასაშუალებებში მიმდინარეობს დეზინფო...

თუ კონკრეტულ პიროვნებებს „ოცნები...

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მმართველი პარტიის რიგები, შესაძლოა, რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს, კალაძემ განცხადება ცოტა ხნის წინ მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა. კითხვას, ფლობს თუ არა ინფორმაციას, რომ რომელიმე დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" მიდის, პარტიის გენერალურმა მდივანმა ასე უპასუხა: "თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია "ქართული ოცნება", ეს მათი უფლებაა, არანაირი შეზღუდვა არ იქნება". 

კომპრომისით ძალა ვაჩვენეთ, აქციი...

„ხალხის ძალამ“, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, კომპრომისით ძალა აჩვენა, აქციის ორგანიზატორებმა კი, არშემდგარი, მათთვის ნანატრი რევოლუციის სურვილით - სისუსტე, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" ავრცელებს. როგორც "ხალხის ძალაში" ამბობენ, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის გარშემო შექმნილი "ეგზალტირებული კამპანია" ემსახურებოდა სხვა ქვეყნების ინტერესებს, რადგან "როგორც კი მომიტინგე ახალგაზრდებით ქვეყანაში რყევა გამოიწვიეს, უკრაინიდან საქართველოში მეორე ფრონტის საკითხი განახლდა".  „ქვეყნის გარედან იმპორტირებულ ტყუილს, ახალგაზრდებში, მოლოტოვის კოქტ...

ხაბეიშვილი - სანამ ხელისუფლებას ...

სანამ ქვეყნის ხელისუფლებას მართავს ევტუშენკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილი ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და დასვა რიტორიკული შეკითხვა, რომლის მიხედვითაც, როდესაც მთავრობის მეთაური "ლანძღავს და აგინებს" მათ, ვინც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს, ამ პირობებში როგორ წარმოუდგენია საზოგადოებას საქართველოსთვის EU-ს სტატუსის მინიჭება. "გუშინ, ბიძინა ივანიშვილის პირადმა ჩუჩელამ, პირადმა სათამაშომ გააკეთა ...

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ღარი...

თუ მართლა ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის, - ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტარებს სურთ, საქართველო ომში ჩაითრიონ. ილვესი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპა კარგად იქნება მათ გარეშე, "ვინც მის მიმართ ასე იქცევა". "თუ მართლა ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის. ცხადია, ასეთი განცხადებებისთვის, მას ადგილი არ აქვს და აბსოლუტურად კარგად იქნება მათ გარეშე, ვინც ევროპის მიმართ ასე იქცევა", - დაწერა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა Twitter-ზე.  ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანი...

სამი პარტია - ბრძოლა მოგებულია, ...

ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი გრძელდება, - გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილმა - „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროამ“ მომდევნო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს.  სამი პარტია მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ, პოლიტიკოსებთან ერთად, უნდა დაიწყონ კონსოლიდირებული მუშაობა, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.  "ყველამ ერთად შევძელით, რომ ივანიშვილმა უკან წაიღო ეს რუსული კანონი, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და გვემის, რომ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მოლოდინი, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.  ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ რამ მოიტანა ეს გამარჯვება. ჩვენი აზრით, ეს იყო ი...

კრამონი ევროპარლამენტარებთან დაკ...

სად ნახა ღარიბაშვილმა რიცხვი (100)? - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 100 ევროპარლამენტარი კორუფციის სკანდალშია გახვეული. კრამონი სოციალურ ქსელში წერს, რომ სურს იმ წყაროს ნახვა, რაზე დაყრდნობითაც ქვეყნის მთავრობის მეთაურმა აღნიშნული განცხადება გააკეთა. "საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმეტესობა არის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფიდან, რომელიც "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიაა. თუმცა, სად ნახა ღარიბაშვილმა რიცხვი (100)? მან ჩვენზე მეტი იცის. ვისურვებდი წყაროს ნახვას, თუ შეიძლება", - წერს კრამონი Twitter-ზე. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარ...

ექიმები პოლიორგანულ უკმარისობას ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ექიმები მასთან დაკავშირებით პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ. როგორც გამოცემა წერს, ექსპრეზიდენტთან საავადმყოფოში შესვლაზე უარი უთხრეს, თუმცა სააკაშვილისგან კითხვებზე წერილობითი პასუხი მისი ადვოკატის დახმარებით მიიღეს. შეკითხვაზე, რამდენად ახლოსაა სიკვდილთან, მესამე პრეზიდენტმა ასე უპასუხა:  „თავდაპირველად, 120 კილოგრამი ვიყავი, ახლა 64 ვარ, თუ 60-ზე ნაკლები გავხდები, ექიმები პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ. სულ საწოლში ვარ, ძვლები იშლება და ეს გაუსაძლის ტკივილს იწვევს”. გამოცემა ასევე ესაუბრა ექსპრეზიდენტის ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს, რომელიც აცხადებს, რო...

ღარიბაშვილი აქციებზე: რამდენიმეს...

რამდენიმეს ფოტო ვნახე, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ - განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით იმედის ეთერში.  "ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, რომ თითქოს პოლიციამ გადაამეტა. ეს არის სიცრუე და სისულელე. ვინ დაიწყო ძალადობა, ძალადობა დაიწყო ნაცმოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ე.წ. ამ გირჩის მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და ფრანკლინის კლუბის ანარქისტებმა, რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ, რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს შემაშფოთებელია, რაც აქ ხდება." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი: სჯობს, ევროპარლამენ...

ევროპარლამენტმა  სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა და გვითხრა, რომ სააკაშვილი  არის მათი აგენტი და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. "ამ ადამიანმა [მიხეილ სააკაშვილი] მთელ მსოფლიოში ლობისტური კომპანიები დაიქირავა. მხოლოდ აშშ-ში, ოფიციალურად მილიონი დოლარი აქვთ გადახდილი, რაც რეგისტრირებულია ისევ ამ კანონის მეშვეობით, FARA-ს კანონით, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო. აი, ამ კანონის მოქმედების შედეგად, ჩვენ გავიგეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დედამისის მეშვეობით ლობისტები დაიქირავა და მათ საქმიანო...

მელია - მერაბიშვილის აზრი აინტერ...

რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა ყველაზე ცუდი სამსახურია, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მასობრივი საპროტესტო აქციებისა და ხელისუფლების შეცვლის საკითხებზე შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, მერაბიშვილის აზრი აინტერესებთ მათ, ვინც ოპოზიციაში არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი გავლენების მოსაპოვებლადაა. "ვანო მერაბიშვილი საუბრობს როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი და რა უნდა მოხდეს. ვანო მერაბიშვილის აზრი აინტერებს ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც ოპოზიციაშია არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად და პირად...