სააკაშვილი ლუკაშენკოს - თუ აფხაზ...

თუ აფხაზეთს აღიარებ და მით უმეტეს, თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა იქნება - მაშინ შენ, როგორც ჭკვიანმა კაცმა უნდა გაიგო, რომ ეს დასასრულია. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკქშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ნიკოლაშკას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება. "ჩემი მიმართვა ლუკაშენკოს ახლა კიდევ გაქვთ შანსი გამოხვიდეთ სიტუაციიდან. თუ აფხაზეთს აღიარებ და მით უმეტეს, თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა იქნება - მაშინ შენ, როგორც ჭკვიანმა კაცმა უნდა გაიგო, რომ ეს დასასრულია! ნიკოლაშკას სურათები ვნახე უბრალოდ სიმპათიურია. იფიქრე იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახ...

უკრაინამ ევროკავშირისგან 500 მლნ...

უკრაინამ ევროკავშირისგან 500 მლნ ევრო მიიღო. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, ევროკავშირის საგრანტო დაფინანსება ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას. "ევროკავშირის საგრანტო დაფინანსება ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ზეწოლის გაზრდის გარეშე“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღდეგ სანქციების ახალი, მე-8 პაკეტი შეიმუშავა.

ინალ არძინბა - ლუკაშენკოს ვიზიტზ...

სოხუმს, აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს რეაქცია არ აღელვებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა. არძინბას თქმით, აფხაზეთი ბელარუსს განიხილავს, როგორც საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას. "აფხაზეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ ბელარუსს განვიხილავთ, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას. ისინი არიან ჩვენი მეგობრები. ამ ვიზიტთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნების, მაგალითად საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს", - განაცხადა არძინბამ, რომლის კომენტარიც ე.წ. საგარეო სა...

ბჟანია - ბელარუსის მეთაურის აფხ...

ლუკაშენკოს ვიზიტზე დიდ იმედებს ვამყარებთ, - ასე აფასებს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია. ბჟანია იმედოვნებს, რომ ბელარუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხამდე ეტაპობრივად მივლენ. „ეს იყო ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკაში და ამ ვიზიტზე დიდ იმედებს ვამყარებთ - ის ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობას. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა და ბელარუსის რესპუბლიკა დინამიურად განავითარებენ იმ ურთიერთობებს, რომლებიც დღეს აქ ყალიბდება. ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ვიზიტი ბევრ რამეზე მეტყველებს - ურთიერთობა ახალ ხასი...

დარჩიაშვილი - მკაცრად ვგმობთ ლუკ...

მკაცრად ვგმობთ ლუკაშენკოს ქმედებას. - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. "პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იქნას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა

ზურაბიშვილი - მკაცრად ვგმობ ალექ...

მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკასენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა. "მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკასენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა.

ლუკაშენკო - მე და პუტინმა ხანგრძ...

მე და პუტინმა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ. - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. მისივე თქმით, მეგობრებთან ურთიერთობის განმტკიცება უმნიშვნელოვანესი პროცესია. ნოსტალგია არასდროს გვტოვებს. დიდი ხნის წინ, შეიძლება 25-27 წლის ვიქნებოდი, როცა ამ წმინდა მიწაზე ჩამოვედი. ბუნებრივია,  პრეზიდენტი არ ვიყავი. შეიძლება ითქვას ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, პარლამენტის დეპუტატი. გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინთან აფხაზეთის პრობლემებს განვიხილავდით. ჩვენ ძალიან ბევრს, ღამემდე განვიხილავდით ამ საკითხს და მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ. საჭიროა მას დავეხმარო...

პოლიციამ აქციის ჩასატარებლად მის...

პარტია „დროას“ ლიდერებსა და უკრაინის მოქალაქეებს პოლიცია ლარსის საზღვართან მიახლოების უფლებას არ აძლევს. სამართალდამცავებმა აქციის ჩატარების უფლება ადგილზე შეკრებილებს საზღვრიდან დაახლოებით 5 კმ-ში მისცეს.  "აქედან ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე დაახლოებით 1 კილომეტრია. ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად გადავაადგილდეთ. ასევე გვაქვს შეკრებისა, მანიფესტაციის და გამოხატვის უფლებარომლის ფარგლებშიც ჩვენ ვმოქმედებთ და პოლიციელები მოვიდნენ და გზა გადაკეტეს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საპროტესტო ა...

საგარეო უწყება - საქართველო გმობ...

საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტვიტერზე" წერს.  უწყების განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.  "საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას",- წერია განცხადებაში.  შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის 4 ოლქში ე.წ "რეფერენდუმს" ჩაატარა. კენჭისყრა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონი...

მიხეილ სააკაშვილი - მე ვიმყოფები...

მე ვიმყოფები მუდმივ კონტაქტში უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან და მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. სააკაშვილის თქმით, უკრაინელები რუსულ სამხედრო მობილიზაციას მშვიდად ხვდებიან, რადგან ცოცხალი ძალის მიხედვით უპირატესობა აქვთ და ამასთან ერთად, ომში მსხვერპლის 93% არტილერიამ გამოიწვია.  "სალივანის და ბლინკენის ძალიან მკაცრი გაფრთხილების, რომ ამერიკა მომენტალურად უპასუხებს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მცდელობას, შემდეგ რუსეთის პროპაგანდისტებმა და პოლიტიკოსებმა ფირფიტა გადაატრიალეს. აშკარად ბევრად ნაკლებად ისმის ბირთვული იარაღით მუქარა. როგორც იქნა უკრაინელებმა ისწავ...

ინალ არძინბა - აფხაზეთში მუდმივა...

მოხალისეების რაოდენობა, რომლებიც ტოვებენ აფხაზეთს, რათა მონაწილეობა მიიღონ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში, მუდმივად იზრდება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. არძინბას თქმით, აფხაზებმა "დამოუკიდებლობა დიდი ტანჯვით და სისხლით" დაიცვეს, ამიტომ მათთვის დონბასის „თავისუფლება“ მნიშვნელოვანია. "მობილიზაცია არ გვაქვს. მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ 2014 წლიდან აფხაზმა მოხალისეებმა იარაღი აიღეს და დონბასის თავისუფლებას იცავენ და მათი რიცხვი იზრდება. ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც", - განაცხადა ინალ არძინბამ. მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთ...

წერილი პუტინის მშობლების საფლავზ...

ძვირფასო მშობლებო! თქვენი შვილი ცუდად იქცევა. - ამის შესახებ პუტინის მშობლების საფლავზე დატოვებულ წერილშია გაცხადებული. მათივე თქმით, აცდენს ისტორიის გაკვეთილებს, ეჩხუბება მეზობლებს, იმუქრება სკოლის აფეთქებით.  "ძვირფასო მშობლებო! თქვენი შვილი ცუდად იქცევა! აცდენს ისტორიის გაკვეთილებს, ეჩხუბება მეზობლებს, იმუქრება სკოლის აფეთქებით. მიიღეთ ზომები". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სა...

რუსეთის თავდაცვა - არ ვაპირებთ მ...

არ ვაპირებთ მიმართვას საქართველოსა და ყაზახეთისთვის, ჩვენი მოქალაქეების იძულებით დასაბრუნებლად. - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მათივე თქმით, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება. "რუსეთიდან წასული მოქალაქეების რუსეთში იძულებით დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუგზავნია, არ მოუმზადებია და არ აპირებს არანაირი მიმართვების გაგზავნას საქართველოს, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებებისთვის“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარატ ახმეჟანოვმა  განაცხადა, რომ მობილიზაციისთვის ძებნილი მოქალაქეები რუსეთში ექსტრადირებული იქნებიან, თუ ისინი ძებნილთა სიაში მოხვდე...

რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც გა...

საქართველო-რუსეთის საზღვარზე მუშაობს სამხედრო გაწვევის ოპერატიული ჯგუფი, რომელიც გასასვლელში ყველა მოქალაქეს ამოწმებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის პრესსამსახურმა განაცხადა. როგორც პრესსამსახურში ამბობენ, საზღვარზე მყოფ გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს უწყებებს ურიგებენ.  „საქართველოს საზღვარზე მუშაობს გაწვევის ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც შედიან სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლები და წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანოები. ისინი გასასვლელში ამოწმებენ, ექვემდებარება თუ არა პირი სამხედრო სამსახურს და გაწვევას. თუ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექვემდებარება გაწვევას, ამ შემთხვევაში მას გადაეცემა უწყება“, &ndas...

სამოქალაქო სექტორმა სახალხო დამც...

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის პოზიციაზე ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები ოფიციალურად წარადგინეს. როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული სამი კანდიდატი ფართო კონსენსუსის საფუძველზე შეირჩა და მათ რეკომენდაციას 52 არასამთავრობო ორგანიზაცია და ჯგუფი უწევს. "ეს ადამიანები არიან დიდი გამოცდილებით ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის, არიან პრინციპულები, აპოლიტიკურები, რაც მთავარია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ღირსეული, პრინციპული სახალხო დამცველის კანდიდატები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მე მინდა, რომ ამ ორგანიზაციების სახელით მოვუწოდო პარლამენტის პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ მათ დაუჭირონ მხარი, წ...

აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის დღ...

ეს არის ტკივილი, რომელიც ათობით ათასი მსხვერპლის საყვარელ ადამიანთა გულებში დარჩა და ტკივლი, რომლითაც ასობით ათასი დევნილი ყოველდღე ცხოვრობს, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, სოხუმის დაცემის დღეს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა. „სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა. ეს არის ტკივილი, რომელიც ათობით ათასი მსხვერპლის საყვარელ ადამიანთა გულებში დარჩა და ტკივლი, რომლითაც ასობით ათასი დევნილი ყოველდღე ცხოვრობს. მათ თვალებში ყოველთვის ვხედა...

ჯაფარიძე „ოცნებიდან“ წასულებზე -...

ეგ ხალხი იდიოტები არიან, რომლებსაც ივანიშვილი იყენებს ანტიდასავლური კამპანიისთვის. - ამის შესახებ „ გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ქართული ოცნებიდან წასულ დეპუტატებზე განაცხადა. მისივე თქმით, მათზე სერიოზული საუბარიც კი ზედმეტია. "ჩემი აზრით, ეგ ხალხი იდიოტები არიან, რომლებსაც ივანიშვილი იყენებს ანტიდასავლური კამპანიისთვის. ამის ნაწილია დღევანდელი განცხადებაც, მეტი არაფერი. მაგათზე სერიოზული საუბარიც კი, ჩემი აზრით, ზედმეტია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღს...

მედია - პუტინმა კადიროვს დაღესტა...

პუტინმა კადიროვს დაღესტანში საპროტესტო აქციების ჩახშობა უბრძანა. - ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს. მათივე თქმით, იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის, ანზორ მასხადოვის შვილმა განაცხადა, რომ კადიროვის მებრძოლთა რაზმი უკვე შექმნილია. "მათი ამოცანა იმ დაღესტნელების დემონსტრაციული ხოცვა-ჟლეტაა, რომლებიც  პუტინის მიერ  გამოცხადებულ "მობილიზაციას" ეწინააღმდეგებიან". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვე...

აშშ უკრაინას 457 მლნ დოლარის დახ...

აშშ უკრაინას 457 მლნ დოლარის დახმარებას გადასცემს. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე თქმით, ახალი პაკეტი მიზნად ისახავს ასევე უკრაინის სამართალდამცველი უწყებებისთვის დახმარების გაწევას. "აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინას 457 მლნ დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს და დახმარების ნაწილი რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებას მოხმარდება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აშშ-მ უკვე გამოყო არაერთი დამხარების პაკეტი, რომელიც უკრაიბის სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით გაძლიერებისკენ იყო მიმართული.

კარპენტერი - საქართველო რუსების ...

რუსეთი აგრძელებს დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას და ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი. - ამის შესახებ ეუთო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გამო საქართველო უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, რადგან ქვეყანაში ახალგაზრდა მამაკაცების დიდი შედინებაა, სწორედ იმათი, ვინც რუსეთიდან მობილიზაციას გაურბის.  "რა თქმა უნდა, რუსეთი აგრძელებს დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას და ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი. რუსეთს არასდროს მოუხდენია ცეცხლის შეწყვეტის 6- პუნქტიანი შეთანხმების პირობების იმპლემენტაცია 2008 წლის აგვისტოდან და ინარჩუნებს სამხედ...