დღეს ვერავინ იტყვის, როდის დასრულდება ომი, თუმცა ის, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ეს არის რეალურად პრეზიდენტ პუტინის არჩევანის ომი. მისივე თქმით, რუსეთი უფრო მასიური ომისთვის ემზადება და ხდება მეტი ჯარისკაცის მობილიზაცია. მან დასძინა, რომ ისინი აქტიურად იძენენ ახალ იარაღს, მეტ საბრძოლო მასალას და აძლიერებენ საკუთარ წარმოებას. „დღეს ვერავინ იტყვის, როდის დასრულდება ომი, თუმცა ის, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ეს არის აგრესიის ომი, ეს არის რეალურად პრეზიდენტ პუტინის არჩევანის ომი. მან გადაწყვიტა სხვა ქვეყანაში, ევროპის სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოში შეჭრა. პრეზიდენტ პუტინს შეუძლია ომის დასრულება დღესვე. მაგრამ გამოწვევა ის არის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ პრეზიდენ...
უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს აქვს მჭიდრო ორწლიანი გრაფიკი ევროკავშირის წევრობისთვის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული პოლიტიკური ჟურნალისტური მედია ორგანიზაცია, Politico ავრცელებს. შმიგალის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გასაერთიანებლად ძალიან ამბიციური გეგმა აქვს და იმედს იტოვებს, რომ წელს უკვე უკრაინა შეძლებს გაწევრიანებისწინა მოლაპარაკებების გამართვას. მან დასძინა, რომ უკრაინას კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომა აქვს და დარწმუნებულია, რომ უკრაინაში კორუფციის საკითხი აღმოიფხვრება. „ძალიან ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ ევროკავშირს ორ წელიწადაში გავწევრიანდეთ. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ წელს უკვე შევძლებთ ევროკავშირში გაწევრიანებისწინა მ...
სააკაშვილის ჩამოსვლამ ვერ მისცა პარტიას ახალი მუხტი და თქვენ გგონიათ ჩემი „ხაბე“ ამას იზამს? ეს ხომ აბსურდია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა, "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხმათა უმრავლესობით პარტიის ახალ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა კარგად გაიაზრეს, რომ პარტიის წევრების ქმედებები ვიწროპარტიული ინტერესები და მათ არ აინტერესებთ არც საქართველოს ინტერესები, არც მოსახლეობის და არც მხარდამჭერების. მან დასძინა, რომ ლევან ხაბეიშვილი მერაბიშვილს და კეზერაშვილს ეყდრნობა და მათი წარმომადგენელია პარტიაში. „...
ამერიკისა და რუსეთს შორის ბირთვული შეთანხმება, 2026 წლის შემდეგ შეიძლება შეწყდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაშინგტონი გააზრებულად ხელმძღვანელობს მისივე ეგოისტური ინტერესების გათვალისწინებით, სხვა ყველაფერს კი უგულებელყოფენ. მან დასძინა, რომ ვაშინგტონის მიერ აღებულმა კურსმა შეიძლება გამოიწვიოს, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმების შეწყვეტა. "სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკვირდებით ვაშინგტონის საკმაოდ გააზრებულ ქმედებებს, რომ იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ეგოისტური ინტერესებით, სხვა ყველაფერს კი უგულებელყოფენ... START-იც ამ კურსის მსხვერპლი შეძლება ...
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს, არ უნდა იყოს შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა. როგორც ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მან ღარიბაშვილს ყველა მიმართულებით მხარდაჭერა შესთავაზა. „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას რაც შეეხება, რაზეც ბატონმა პრემიერმა გაამახვილა ყურადღება, ეს მიმართულება, მით უმეტეს დღევანდელ დროს, არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგანაც ლაპარაკია არა მხოლოდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, არამედ მათ შორის ეკონ...
უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა ევროპის კონტინენტზე - ეს არის ძალიან დიდი პრობლემა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ასევე ჩვენი რეგიონისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, საქართველოს "თავისი პრობლემები" და გამოწვევები აქვს, რასაც ხელისუფლება "სწორი, გონივრული პოლიტიკით" პასუხობს. "რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროპის კონტინენტზე, ასეთი მასშტაბის კრიზისი არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პრობლემა ...
ნიკა მელიამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა, სადაც განმარტა, რომ პარტიაში რჩება და ბრძოლას აგრძელებს. გამართულ ბრიფინგზე მელიამ ასევე მიულოცა გამარჯვება ლევან ხაბეიშვილს და პარტიის ღირსებითა და სამართლიანად მართვა უსურვა. "მე მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში ძნელია ვინმეს ან გამარჯვებული უწოდო ან დამარცხებული, გამომდინარე იქიდან, რა მდგომარეობაშიც იმყოფება ჩვენი სახელმწიფო - გვყავს პოლიტპატიმრები, საგარეო კურსი ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში სამწუხაროდ, ძალიან მყარად იხრება რუსეთის ორბიტისკენ და რთულია, ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული ვუწოდოთ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ...
არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი, ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მამულაშვილის შეფასებით, პოლიტიკაზე ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა, რაც პრობლემას წარმოადგენს. "ვულოცავ ლევანს გამარჯვებას! დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა... ლევანს...
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა და ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა. როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, სააკაშვილი პარტიის წევრებს ერთიანობისკენ მოუწოდებს. "არჩევნების პროცესში არანაირად არ ჩარეულა. ახლა აქვს ასეთი პოზიცია - ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას და მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირია. ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ მას ძალიან დიდ წარმატებასო. და კიდევ - ძალიან დიდი სურვილი აქვს, ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არავითარ დაშლაზე რომ არ იყოს ლაპარა...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ განაცხადა. საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა: ლევან ხაბეიშვილი - 21 656 (52,58%) ნიკა მელია - 16 476 (40%) ნონა მამულაშვილი - 1537 ხმა (3,73%) გიორგი მუმლაძე -1516 (3,68%) რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 49 638 ადამიანი არჩევებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა - 41 264 ადამიანი ცნობისთვის, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შ...
საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" ავრცელებს. როგორც "ხალხის ძალაში" ამბობენ, იმისთვის, რომ "საქართველოში მშვიდობას და განვითარებას ფუნდამენტური საფრთხე აღარასოდეს შეექმნას“, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება არ უნდა დაუშვას. „მონობის არჩევის თავისუფლება თანამედროვე ფსევდოლიბერალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგიური საყრდენია. სწორედ ამ საყრდენზე დგას იმავე ფსევდოლიბერალების მიერ მართული აგენტოკრატიაც, რომელიც თავის თავში აგენტების, ანუ მონების მმართველობას მოიაზრებს. ...
გულწრფელი ადამიანების დეფიციტმა გამოიწვია ნაცმოძრაობაში ეს უსუსური მდგომარეობა, რაც ახლა პარტიას აქვს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის მოქმედი თავჯდომარე არ მოქმედებს საკმარისად. აქედან გამომდინარე მუმლაძემ მხარდამჭერებს შესთავაზა, რომ დაუჭირონ მხარი, რათა გულწრფელად დაიწყოს ცვლილებები "ნაციონალურ მოძრაობაში". "გულწრფელი ადამიანების დეფიციტმა გამოიწვია ნაცმოძრაობაში ეს უსუსური მდგომარეობა, რაც ახლა პარტიას აქვს. ამიტომ ვთავაზობ ჩემს მხარდამჭერებს, დამიჭირეთ მხარი და ვიბრძოლოთ გულწრფელად. მათ შორის, ერთი ხმისთვის. ნუგზარ ფუტკარაძე რომ მ...
მე არავიზე ნაწყენი არ ვარ, მინდა ყველას ვუთხრა, რომ მე არც ბოღმას დავიტოვებ გულში და არც რაიმე პირადი წყენები მაქვს, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში. მისივე თქმით, მისი ოპონენტი საუბრობს, რომ ვიღაცეებზე ნაწყენია და არჩევნების დასრულების შემდეგ პარტიიდან გააგდებს. მან დასძინა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში მსგავსი არ მოხდება, ვინაიდან ბევრად მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავალია, ამიტომ ის ხელს უწვდის ყველა თანაპარტიელს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაში. "ჩემი ოპონენტი საუბრობს, რომ ვიღაცას გააგდებს, რომ არ უნდა ბოტკოველი, არ უნდა კირკიტაძე, ლევან ვაშალომიძე, ვიღაცა თურმე ნაწყენია გენე...
იმ შემთხვევაში, თუ მე არ გავხდი პარტიის თავმჯდომარე - ეს პარტია იშლება, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა. მისივე თქმით, მხარეები ისე არიან დაპირისპირებულები, რომ მათი ერთობის დანახვა არჩევნების შემდეგ რთული იქნება, ნონა მამულაშვილი კი იქნება გარანტორი, რომ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობს ამ არჩევნებში თავის ადგილს შეინარჩუნებს პარტიაში. მან დასძინა, რომ ყველა გამოკითხვაში, ლიდერობს და მოლოდინებიც შესაბამისად გამარჯვების აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მე არ გავხდი პარტიის თავმჯდომარე - ეს პარტია იშლება. ვხედავთ, რომ მხარეები ისე არიან დაპირისპირებულნი რომ ძალიან გაგვიჭირდება დავინახოთ ამ ადამიანების ერთობა, მიუხე...
მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა - ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Spiegel- თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ადამიანები, რომლებიც მის საქართველოში დაბრუნებას გეგმავდნენ, რუსეთის აგენტები იყვნენ. "არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა, არ აღიარებს და ცნობს ჩემ ბრალეულობას და ჩემ მიმართ გამოტანილ განაჩენებს. მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა - ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემ დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ”, - ...
ჩვენი ქვეყანა უკრაინაში დღემდე ყველაზე დიდი მხარდაჭერის პაკეტის გაგზავნას აპირებს. მხარდაჭერის პაკეტი მოიაზრებს 92 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ განაცხადა. პრემიერის თქმით, ბელგია უკრაინას მიაწვდის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ტყვიამფრქვევებს, ყუმბარებს, საბრძოლო მასალას, საზენიტო რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და მსუბუქ ჯავშანტექნიკას. ”ამ ომის დაწყებიდან ჩვენმა ქვეყანამ დიდი ძალისხმევა გაიღო უკრაინის მხარდასაჭერად, ჩვენმა ქვეყანამ უკვე გასცა 146 მილიონი ევრო სამხედრო დახმარება. დღეს მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში 92 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების ახალი პა...
სანქციები, რომლებიც პირველად 2014 წელს შემოიღეს, უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის ფონზე. განცხადების მიხედვით, ევროკავშირის საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ექვსი თვით გახანგრძლივდება და 2023 წლის 31 ივლისამდე გააგრძელდება. "ამჟამად არსებული შეზღუდვები მოიცავს სექტორების ფართო სპექტრს, მათ შორის ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიების, ორმაგი დანიშნულების საქონელზე, სამრეწველო სპექტრზე, სატრანსპორტო და ფუფუნების საგნებზე. შემაკავებელი ზომები ასე...
„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ისტორია გადაწეროს, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კობა ნაყოფიას განცხადება, რომლის მიხედვითაც ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ფარული ჩანაწერების გავრცელება არ ხდებოდა. პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანებზე კონტროლი და უკანონო ჩაწერა არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით ახასიათებდა. "„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ისტორია გადაწეროს და ის, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვიყავით, ცდილობს, რომ შეაბრუნონ და სხვა სახით წარმოადგინონ. ზოგადად, ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში მხოლოდ „ნაციონალ...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა საზოგადოებას პარტიის გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. როგორც ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, გეგმის, სახელწოდებით "ნაციონალური უძრაობიდან ნაციონალურ მოძრაობამდე" განხორციელება არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ, 30 იანვრიდან დაიწყება. "მე მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო 12-პუნქტიანი გეგმა "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერების და ჩვენ ამ ყველაფერს დავიწყებთ გამარჯვებისთანავე და ეს იქნება 30 იანვრიდან. "ნაციონალური უძრაობიდან ნაციონალურ მოძრაობამდე" - ვიცი, რომ ჩემს კოლეგებს, ბევრს არ მოსწონს ვიზუალიზაცია - ბანერები, მ...
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულონ ამ რეზოლუციაში გამოთქმული რეკომენდაციები და შეშფოთებები. „ამ მხრივ, ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს ქვეყანაში რეფორმების განხორციელებაზე და მხარეების მონაწილეობაზე რეფორმების პროცესში, რაც საჭიროა საქართველოს შემდგომი კონსოლიდაციისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმის დამოუკიდებელი შე...