ლუკაშენკო - ბოსნია-ჰერცეგოვინას,...

ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ ნატოს გაფართოებასა და ალიანსში ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოს და სერბეთს ჩაითრევენ,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, "კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ გაიზრდება". "ჩვენ ფაქტობრივად ვიმყოფებით გაჭიანურებული უმსხვილესი სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში დაშინების ძველი მეთოდების გამოყენებით. კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ გაიზრდება, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ ნატოს გაფართოებას. მათთვის სიტუაცია ხელსაყრელზე მეტია. პირდაპირ ვიტყვი, ზედმეტი დიპლომატიი...

კალაძე - ოპოზიციურ პარტიებს და მ...

ოპოზიციურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, სინამდვილეში კი ყველანი მიშას შვილები არიან,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული ბანერის შეფასებისას განაცხადა.  მისი თქმით, „ხაზარაძეც ისეთივე რადიკალია, როგორც დანარჩენი ოპოზიციონერები დეპუტატები".  „მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივი „ლუზერი“, რადიკალია და არაფრით განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ. სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა რეალობაში, მიშას შვილები არიან. წლების წინ მათ ს...

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები...

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და მასში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ტარდება და ეს სტანდარტი შენარჩუნდება. „არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობა არავის აქვს, არც რუსეთს, არც ევროკავშირს, არც აშშ-ს. ამას ვერავინ შეძლებს. საქართველოში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც ტარდებოდა. 2012 წლის შემდეგ ყველამ იცის, როგორ ვატარებთ არჩევნებს და ეს სტანდარტი იქნება შენარჩუნებული. ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს თავისი საარჩევნო კამპანია, შეხვდეს მოსახლეობას, გააცნოს მისი ხედვები და შეხედულებე...

ირაკლი კობახიძე ჯოზეფ ბორელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ჯოზეფ ბორელმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს. "ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალის...

ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ სა...

ყველაფერი კეთდება, რომ საზოგადოება შეაჩვიონ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების სცენარს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "კარგად იცის, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება". "სააკაშვილის შეწყალების, პირველ რიგში, მის მეგობრებს ეშინიათ, რომლებმაც მას ჩამოართვეს თანამდებობა. არ არის გამორიცხული, მაქსიმალურად გაზარდონ ზეწოლა პრეზიდენტზე, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ის, რომ საზოგადოებრივი აზრის მომზადება მიმდინარეობს, სხვადასხვა ადამიანები ეუბნებიან პრეზიდენტს, ოპოზიცია შეიკრიბა, ერთიან მოთხოვნებს აყენებენ, ყველაფერი კეთდება, რომ საზო...

ჩაკეტილი უნდა იყოს და საქართველო...

სალომე ზურაბიშვილი, საერთოდ, საზღვარზე არ უნდა გაუშვა საზღვარგარეთ, - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ყველა განცხადება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართულია. "სალომე ზურაბიშვილი, საერთოდ, საზღვარზე არ უნდა გაუშვა საზღვარგარეთ იმიტომ, რომ მისი ყველა განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული. ჩაკეტილი უნდა იყოს, საქართველოდან არ უნდა გაიშვას", - განაცხადა ინჯიამ. შეგახსენებთ, რომ 16-18 თებერვალს, გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა ...

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თავისუფალი იყოს. “საქართველოს მოქალაქის ნომერ პირველი პრობლემა არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და ამის გამოცდილება აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს. ასევე, მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ იყოს თავისუფალი და შესაძლებლობა მიეცეს მის ხალხთან კომუნიკაციის. თქვენ ხედავთ ასობით ჩვენი თანამოქალაქე სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილებზე მოდის ოფისებში და უერთდე...

ერთადერთი, რაც საქართველო-რუსეთი...

არ მგონია, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში რამე შეიცვალოს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, "ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთი გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, იქნება ეს უკრაინისა თუ საქართველოსი".  "ესაა ევროპის უსაფრთხოების მომავალი და არა ის, რომ ევროპის გვერდით იყოს ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიებს იკავებს",- განაცხადა ზურაბიშვილმა. შეკითხვას - რას მოელით ამ მომენტში ევროპელებისა და ევროკავშირისგან? - პრეზიდენტმა ასე უპასუხა: "გაფართოება, გაფართოება და გაფართოება".

ზურაბიშვილი - როგორც ქართველმა ვ...

როგორც ქართველმა ვიცი, რომ მნიშვნელოვანია ის ბრძოლა, რომელსაც უკრაინა მთლიანად ევროპისთვის აწარმოებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვას - რა არის თქვენი მთავარი საკითხი, რითაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩამოხვედით? - პრეზიდენტმა უპასუხა: "მთავარი საკითხი ისაა, რომ ჯერ კიდევ არაა ყველა პარტნიორის, ნატოს, ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი მასიური მხარდაჭერა, რომელიც მთავარი სოლიდარობის გამოხატულება უნდა იყოს. როგორც ქართველმა ვიცი, რომ მნიშვნელოვანია ის ბრძოლა, რომელსაც უკრაინა მთლიანად ევროპისთვის აწარმოებს. ჩვენ ვნახეთ რა ხდება, მაშინ როდესაც რუსეთი იჭრება სხვა ქვეყნებში, (ეს ჩვენთან ბო...

ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში. "ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ვიზიტის ფარგლებშ...

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში...

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვერა ჟუროვას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ზურაბიშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული ცხადი და მკაფიო განცხადებისათვის მადლობა გადაუხადა. "საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული ცხადი და მკაფიო განცხადებისათვის.  პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია ...

სააკაშვილი - პუტინმა ციხეში მოკლ...

პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი, პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის რუსეთის ხელისუფლების მიერ მოკვლის ფაქტს.  როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ის ალექსეი ნავალნის მსგავსად ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს. “პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. შარშან ნავალნიმ ციხიდან ჩემს მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით. შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტ...

საგარეო - დარჩიაშვილმა და სიიარტ...

ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები განიხილეს. "ილია დარჩიაშვილი და პიტერ სიიარტო მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც მინისტრების შეფასებით, საკმაოდ დინამიურად ვითარდება არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ დარგობრივი და სექტორული მიმართულებით. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის გათვალისწინები...

პაპუაშვილი - ზურაბიშვილისთვის კო...

სალომე ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს. მისთვის კონსტიტუცია ჩვეულებრივი ფურცლებია, რომელიც მის თაროზე სადღაც წიგნის სახით დევს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში კონფერენციაზე, არა საქართველოს, არამედ საკუთარ თავს წარადგენს. „ეს კიდე ერთხელ აჩვენებს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს. მას ეს კონსტიტუცია არ მიუღია, მას გული არ შესტკივა იმ თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ კონსტიტუციაში წერია. ეს სიტყვები ამ კონსტიტუციაში ჩვენი სისხლით ჩაიწერა, 9 აპრილის გმირების სისხლით ჩაიწერა. ამიტომ მისთვის ეს ღირებულება არ არის, მისთვის ეს არის ჩვე...

ბოდიშის ნაცვლად, ქართველ ხალხს პ...

თავის დროზე, როდესაც ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ჩამოაცილა მიხეილ სააკაშვილის ტირანული რეჟიმი, ხალხში იყო მოთხოვნები, ყოფილიყო პროცესი, რომელიც გაასამართლებდა იმ პერიოდის რეჟიმის შემოქმედებს. იცით, რომ  მათ შორის გარედან მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში იმისთვის, რომ დაეფარათ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი პასუხისმგებლობისგან,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით "მთავარი არხის" დამუფძნებლის, ნიკა გვარამიას ინტერვიუს. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "სწორედ გარედან ჩარევის გამო, თავის დროზე, მართლმსაჯულების აღსრულება ვერ მოხდა". "ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ვხედ...

ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას,...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. როგორც ჯაფარიძე ამბობს, შეგროვებული ხელმოწერები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გადაეცემა. "სულ მალე, ქვეყნის უახლეს ისტორიაში დადგება უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როცა ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი სინათლესა და სიბნელეს შორის. მაშინ, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები დიდი ყურადღებით აკვირდებიან ქართულ პოლიტიკას; მაშინ, როცა ქართველ ხალხთან ერთად, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას, დასრულდეს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრობა - ვფიქრობ, რომ დროა, საქართველოს პრე...

ადმინისტრაცია - პრეზიდენტი მიუნხ...

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში: ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის მზადყოფნის უზრუნველყოფა. “16-18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხე...

კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლებზ...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გადალახვა დიდი წარმატება იქნება, რადგან მათ გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ.  როგორც მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, „ნაცმოძრაობას“ შეუძლია, „მოქალაქეები ატაროს იქ, სადაც უნდა", მათ შორის, „ხმების მცველის სკოლაში“.  „არ ვიცი. ალბათ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ამის საჭიროება, რომ სკოლაში ატაროს ადამიანები, ვინც ხმას ითვლის. ეს მათი უფლებაა და შეუძლიათ იარონ, არანაირი პრობლემა ამაში არაა“, - აღნიშ...

კალაძე მიუნხენის კონფერენციის ან...

ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, რომელიც შენიღბულია ლობიზმით,- ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიუნხენის კონფერენციის ანგარიში, რომელშიც „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. კალაძის თქმით, „საზოგადოებამ კარგად იცის, როგორ მიიღება ასეთი დოკუმენტები და არაერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა".  „არ ვიცი, ვინ იკადრა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე. ვნახეთ, როგორ აკეთებენ ასეთ განცხადებებს - ამაში იღებენ ფულს და შენიღბულია როგორც ლობიზმი. ხომ ნახეთ, FARA-ს დოკუმენტაციაში არაერთი ასეთი ფაქტი იყო დაფიქსირებული, რომ თანხის გადახდით რეზოლუციებს იღებენ. მე ხომ არ ვიგონებ ამას. კონკრეტულ ფაქტზე ვს...

პაპუაშვილი - ზურაბიშვილი მიუნხენ...

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს და არა საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიუნხენში უნებართვოდ გამგზავრებას ერთადერთი მიზანი აქვს - შეირყეს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია. "რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის იქ მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, არ წარმოადგენს იქ საქართველოს. ამიტომ, ეს არის მისი, კერძო პირის ყოფნა იქ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხი, მას საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია, სადაც როგორც უნდა, ისე მოიქცევა. ერთადე...