ე.წ. დემოკრატიის ფესტივალზე გამო...

მე, როგორც ვიცი, ე.წ. დემოკრატიის ფესტივალზე გამოფენილი იყო მათ შორის, სააკაშვილის სურათები, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ რეალურად ტარდება ავტორიტარიზმის ფესტივალი; ყველაზე ცუდი ის არის, რომ ავტორიტარიზმის ფესტივალს საქართველოში პირდაპირ აფინანსებენ უცხოელი დონორები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბეშუმში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, "უცხოეთიდან დაფინანსებული ავტორიტარიზმის ფესტივალები საქართველოში ავტორიტარიზმს ვერ დააბრუნებს". "ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი ჩარევა საარჩევნო პროცესებში. სამწუხაროდ, არჩევნები წარიმართება საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევის ფონზე, თუმცა ეს დარღვევები რეალურად შედეგებზე ვე...

პრემიერი სააკაშვილზე - იმყოფება ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებები იღებენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი "ძალიან დიდი ხანია არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში იმყოფება". კითხვას, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ სააკაშვილი ისევ დააბრუნოს საპყრობილეში, კობახიძემ ასე უპასუხა: "არ ვიცი, ჩემთვის საინტერესო არა არის, შესაბამისი უწყებები იღებენ ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს. იცით, რომ ძალიან დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. დანარჩენზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებ...

სააკაშვილის ორმაგი პატიმრობის გა...

უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომლითაც პატიმრობამისჯილ ადამიანს შეეფარდა დამატებითი წინასწარი პატიმრობა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია 26 ოქტომბრის არჩევნების, სადაც ქართველი ხალხი დაამარცხებს მას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, "ამგვარი ორმაგი პატიმრობის პრეცედენტი დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში არ არსებობს". "მოსამართლედ წოდებულმა მიხეილ ჯინჯოლიამ, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური დაკვეთით, რომელიც განპირობებულია ივანიშვილის პირადი შიშით პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, გამოიტანა სრულ...

პრემიერი - ძლიერი მთა ნიშნავს ძლ...

ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მთის განვითარებაზე, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე ზრუნვა და ეს მომავალშიც გაგრძელდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბეშუმში, "შუამთობის" დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას და სახალხო დღესასწაულის სტუმრებს "შუამთობა" მიულოცა და ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც მისი თქმით, რეგიონის განვითარებას ემსახურება.  "ხულო-ზარზმის გზაზე ბევრჯერ იყო საუბარი და მიხარია, რომ ეს პროექტი წელს ბოლომდე იქნება მიყვანილი. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. ბატონ ირაკლი ქარსელაძეს განსაკუთრებული მადლობა ამ...

მრავალძალსა და სხარტალში ახალი, ...

რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ამისათვის ჩატარდა სამუშაოები, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის, მათ შორის მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  მრავალძალში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა დღეს რამდენიმე ლოკაცია დაათვალიერა, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება შესაძლებელი. “ჩატარდა სამუშაოები, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის, მათ შორის მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ერთ-ერთი ასეთი ლოკაციაა მრავალძალის ზონა, სადაც ძალიან კარგად შეიძლე...

შვეიცარიელი პარტნიორების დახმარე...

სათანადო ვადებში ყველა შესაბამისი მყინვარი იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  შოვში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მონიტორინგის სისტემებთან დაკავშირებულ პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უძღვება. ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რომელიც შოვში ტრაგედიის შესაძლო თავიდან აცილებასთან დაკავშირებით თეა გოდოლაძის განცხადებას შეეხებოდა. “არ მინდა, რაღაც კომენტარები გავაკეთო ამ ადამიანის განცხადებებთან დაკავშირებით. გახსოვთ, რომ არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მისი მხრიდან უშუალოდ ტრაგედიის დღეებში დ...

უსამართლობა და უკანონობა, გადაწვ...

გუშინდელი ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არის სრული სამართლებრივი ნონსენსი, უსამართლობა და უკანონობა, ნაკარნახევია ივანიშვილის პარანოიული შიშით პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, რომელიც არის მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი,- განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოპონენტია და წინა საარჩევნოდ მისი ამ უკანონო პატიმრობაში, ტყვეობაში დატოვება არის ივანიშვილის უპირველესი ამოცანა.   “გუშინდელი ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არის სრული სამართლებრივი ნონსენსი, უსამართლობა და უკანონობა, ნაკარნახევი...

პარტიების არანაირი გაერთიანება ა...

ქართველმა ხალხმა დაინახა, პარტიების არანაირი მრავალფეროვნება თუ გაერთიანებები არ არის, არის ერთი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობს, ჩვენი მოქალაქეები დააბნიოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რეგიონებში შეხვედრებიც აჩვენებს, რომ ამ პარტიებთან შეხვედრებზე მოქალაქეები არ დადიან. “მთავარი ერთი რამეა, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა, ვისთან აქვს საქმე. სინამდვილეში არანაირი პარტიების მრავალფეროვნება თუ გაერთიანებები არ არის, ხომ ხედავს ყველა, ეს არის ერთი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობს ახლა, რაღაცნაირად დააბნიოს ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ ვხედავთ ყველა, მათ შორის მათი შეხვედრებიც რ...

შოვში, ტრაგედიის ადგილზე ტაძარი ...

შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  შოვში ჟურნალისტებს განუცხადა.  მთავრობის მეთაურმა ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს  კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.  “ზუსტად ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ, თუმცა ყველაზე მძიმე რა თქმა უნდა, ჭირისუფლებისთვის იყო ეს დღეები  და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მივუსამძიმრო. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა და ჩვენი ვალ...

შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრ...

უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების დეტალებს გაეცნობა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძის თქმით, უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრა, სადაც შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი, ერთი წლის წინ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიებაზე ინფორმაციას მიიღებენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ექსპერტებს და დასვან კითხვები. “დღესაც შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ჭირისუფლები, ყვე...

ბევრი პრობლემაა ქვეყანაში და სწო...

დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში და 26 ოქტომბერს სწორედ ამისთვის ჩვენ ხალხთან ერთად უნდა დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაფასდეს თითოეული ადამიანის შრომა,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. ბოტკოველის თქმით, რეალურად თუ გინდა ნახო, როგორ ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობა, ადამიანებს უნდა  დაელაპარაკო. “იმ კაბინეტებიდან, რომელ კაბინეტებშიც ჩაიკეტა ხელისუფლება, “ქართული ოცნების“, ივანიშვილის ხელისუფლება, იქიდან, სადაც მილიონებს შოულობენ ამასთან ერთად და მდიდრდებიან ყოველდღიურად, იქიდან არ ჩანს ყველაფერი კარგად, მაგრამ მათ არც აქვთ სურვილი, რომ ადამიან...

როცა მსხვერპლს არ ივიწყებს, და უ...

შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება! საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შოვის ტრაგედიის 1 წლის თავს ეხმაურება. “როცა ტრაგედიაზე სწავლობს, ზომებს იღებს რომ ასეთი არ განმეორდეს, როცა სხვერპლს არ ივიწყებს, და უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს, ამას ჰქვია სახელმწიფო“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

95 მილიონიანი დახმარების შეჩერებ...

მაშინ, როცა ეროვნული ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს, ცოდნის, ეკონომიკის აშენებით, მეტი დასავლური ინვესტიციის შემოტანითა და  მეტი სამუშაო ადგილის შექმნით, ისინი დაკავებული არიან ტერორისტებად გამოცხადებულ რეჟიმებთან ურთიერთობების გაღრმავებით,- ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის თითოელი დღე მეტ სიღარიბეს და მეტი ქართველის წასვლას ნიშნავს საქართველოდან. “95 მილიონი პირდაპირი დახმარების შეჩერება არ არის მხოლოდ ფინანსური საკითხი, ამას აქვს პოლიტიკური განზომილება, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენზე.  მაშინ, როცა ეროვნული ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს, ცოდნის ეკონომიკის აშენებ...

DRI - სექტემბრიდან ოკუპირებულ ახ...

2024 წლის სექტემბრიდან ოკუპირებულ ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა სრულად შეწყდება. ამის შესახებ განცხადებას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) ავრცელებს. როგორც DRI-ის განცხადებაშია ნათქვამი, მოსწავლეების არარსებობის ოფიციალური მიზეზის მიღმა, სკოლების დახურვის უკან ოკუპირებულ ახალგორში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისა და მათი ოჯახების გაუსაძლისი ყოფა დგას. "ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების გაუსაძლისი ყოფა, სადაც ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, ამ რეგიონების ქართველებისგან დაცლის რეალურ საფრთხეს ქმნის. ფიზიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების განცდის არარსებობა, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, სისტემური კორუფცია, ყოველდღიური ყოფიდან და გან...

„ერთი ხელით დაბლოკე 95 მლნ და მე...

თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებიდან გამომდინარე 95 მლნ დოლარი დაიბლოკა საქართველოსთვის და რუსული კანონი სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება ჩვენს სახელმწიფოს,- ასე მიმართა “ერთიანობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ვაშაძის თქმით, კობახიძის ქმედება “ანტიქართულია" და მან ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს. “ირაკლი კობახიხე, მინდა პირადად მოგმართო. თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებიდან გამომდინარე, 95 მლნ დოლარი დაიბლოკა საქართველოსთვის. რუსული კანონი სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება ჩვენს სახელმწიფოს. ერთი დღის მანძილზე თქვენ ერთი ხელით დაბლოკეთ 95 მლნ დოლარი და მეორე ხელი კი, ჩამოართვით “ჰეზბოლას” და &ld...

რიში და შაჰინი - აშშ-ის დახმარებ...

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი, სენატორი ჯიმ რიში და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოსთვის 95 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების შეჩერების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება გზავნილია, რომ შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს. "ჩვენ მივესალმებით დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების შეჩერების შესახებ, "უცხოელი აგენტები...

ჰელსინკის კომისია ენტონი ბლინკენ...

ჰელსინკის კომისია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. წერილს, რომელსაც ხელს კონგრესმენები - ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვისი აწერენ, ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ჩვენ გწერთ ამ წერილს, რათა მოგიწოდოთ მეტი სასწრაფო და გადამწყვეტი ქმედებებისკენ საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლო განცხადებას სავიზო პოლიტიკის შეზღუდვის შესახებ მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძლიერი ნაბიჯი თბილისში მზარდი ავტორი...

ირაკლი კობახიძე - ვინც არ დაემორ...

"გამჭვირვალობის შესახებ" კანონით ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული; ერთადერთი ზომა არის 25 000 ლარიანი  ჯარიმა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით, "სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ჯარიმის გარდა სხვა რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება". "არავითარი რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება. ვინც იმოქმედებს არაკეთილსინდისიერად და არ დაემორჩილება კანონს, მას დაეკისრება ძალიან მარტივად 25 000-ლარიანი ჯარიმა. შეს...

ლომჯარიას ჰქონია პირადად დავალებ...

ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ინაუგურაციას ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი და გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელიც ესწრებოდნენ. „მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი. ანუ, წარმ...

ობრაიენი - საქართველომ აირჩია გზ...

ჩვენ ვიცით, რომ საქართველომ აირჩია გზა, რომელიც არ არის სწორი და მართალი. მე იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდება,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, "სანქციებს  არა მხოლოდ იმათზე დააწესებენ, ვინც კორუფციით სარგებლობს, არამედ იმათზე, ვინც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დარღვევას". “ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში მართველი პარტია უარს ამბობს ევროკავშირის გზაზე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამან აიძულა მთავრობა, რომ ჩაედოთ ეს პუნქტი კონსტიტუციაში...