უკრაინის ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ელჩთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან "თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში" დარჩეს. "მე არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში, მაგრამ ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად ისიც, რომ თავადვე აღიარეს ჩვენმა ...
სთხოვო ელჩს, თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის უკრაინა დატოვოს, დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს. კულებას თქმით, საქართველოს ელჩს უკრაინის დიპლომატიურ უწყებაში 4 ივლისს დაიბარებენ და მასთან "მკაცრი საუბარი" გაიმართება. "4 ივლისს საქართველოს ელჩი იქნება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მასთან გაიმართება მკაცრი საუბარი. ის გაემგზავრება საქართველოში. კონსულტაციები მან თავის ხელისუფლებასთან უნდა გაიაროს - საით მიდის საქართველო, რატომ ანგრევენ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს და რა უნდა გააკეთონ, რომ ამ ურთიერთობებს უშველონ. ...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია Georgian Airways სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა. „შეხვედრაზე გამოითქვა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც, ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება დააფიქსირა უკრაინაში საქართველოს ელჩმაც“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენს...
სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე გამართოს კონსულტაციები "სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეეწყვიტა ეს შეურაცხყოფა და შეთანხმებულიყო სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა, უკრაინასთან კოორდინაციით, ასევე შემოგვთავაზეს დახმარების ვარიანტები. დღეს საგ...
რას გეგმავთ მიშას გამოყვანის დაპირებით მოსულები? როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას?, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, ყველა ნორმალური ადამიანი დღეს შეშფოთებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით, პოლიტიკოსის ფუნქცია კი ამ შეშფოთების მიღმა ქმედების პროცესში ასახვაა. „თუ ახლა არის რამის დრო, არის, პირველ რიგში, გულწრფელობის დრო, სიმართლის თქმისა და სიყალბის დასრულების დრო, ისე არ იქნება არც ერთობა და არც გამარჯვება. ყველა ნორმალური ადამიანი დღეს შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით. ფაქტია, პოლიტიკოსის ფუნქცია კ...
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლოს გამოეხმაურა. როგროც ერმაკმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი სიმართლის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოა და მისი პატიმრობა ადამიანის უფლებების დარღვევაა. "მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. ის არის სიმართლისთვის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისი დაჭერა და გისოსებს მიღმა გამომწყვდევა ადამიანის უფლებების დარღვევაა", - წერს ერმაკი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მესამე პრეზიდენტი&n...
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლოს გამოეხმაურა. როგორც აუსტრევიჩუსმა აღნიშნა, საქართველო პატრიოტ მოქალაქეებსა და საკუთარ ოცნებას კარგავს "საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო მოსმენაზე დღეს. ამ სერიოზულად დაავადებულ ადამიანს უარს ეუბნებიან უფლებაზე, რომ ევროკავშირის სამედიცინო ექსპერტებმა მოინახულონ. საქართველო კარგავს თავის პატრიოტებსა და ოცნებას", - წერს აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში და მიხეილ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვი...
დღეს კიდევ ერთხელ იხილა საქართველოს მოსახლეობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ტერორისტი პუტინის დავალებით ამყოფებს ტყვეობაში, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს. ხაბეიშვილმა პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილს მოუწოდა, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მისცეს. “დღეს კიდევ ერთხელ იხილა საქართველოს მოსახლეობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ტერორისტი პუტინის დავალებით ამყოფებს ტყვეობაში, ასევე ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვი...
საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დღეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა, რომელიც პარლამენტმა არ გაითვალისწინა. პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა კანონის პირვანდელ ვერსიას მხარი 78 ხმით დაუჭირეს. შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და საკანონმდებლო ორგანისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცვლილებები, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს და რომელთა ინიციატორებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები ა...
არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ლაჩარმა, მშიშარა „რუსულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ჩვენ დაგვაბრალოს, რომ ვცემეთ, თავპირი დავალეწეთ ქოცანცურებს. დაწყებული აქვთ შესაბამისი მოქმედებები და აპირებენ ჩემი უახლოესი გარემოცვის, ენმ-ის თანამშრომლებზე საქმის აღძვრას, რომ თითქოს ჩვენ დავესხით თავს და ვცემეთ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, 30 ივნისს კასპში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს. პარტიის თავმჯდომარე დიპლომატებს და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რომ "ჰქონდეთ რეაქცია რუსული ოცნების მოქმედებებზე". „არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ლაჩარმა, მშიშარა „რუსულმა ოცნებამ“...
ირაკლი ღარიბაშვილისგან ბილწსიტყვაობა არავის მოუსმენია. ბილწსიტყვაობა არის ის, რასაც ისმენდა ხალხი ნიკა გვარამიასგან,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გვარამიას შეწყალებით პოლარიზაციის გაღრმავას შეუწყო ხელი. "როდესაც იწყალებდა სალომე ზურაბიშვილი ასეთ სენსიტიურ საქმეზე მსჯავრდებულს, მას მინიმუმ განმარტება უნდა გაეკეთებინა ამ სისხლის სამართლის საქმეზე ან უნდა ეთქვა, რომ არასათანადოდ იყო მსჯავრდებული გვარამია ან თუ მიაჩნია მას, რომ სათანადო იყო მსჯავრი, უნდა ეთქვა, რომ ეს მსჯავრი, რის გამოც იყო ციხეში გვარამია, იყო სწორად შეფარდებული თუ არა. როცა ამას არ აკე...
რეზიდენტი თავს წარმოაჩენს "უფრო მეტ კათოლიკედ, ვიდრე რომის პაპია",- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საკითხები, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი "ჩემულობს, რომ აქვს კომპეტენცია, გადახედვას საჭიროებს". "მოწოდება და პოზიცია, რომ საქართველო უნდა შევიდეს მეტ დაპირისპირებაში რუსეთთან ეკონომიკური იქნება ეს თუ სამხედრო, არის წინდაუხედავი პოზიცია, რომელსაც მათ შორის, პრეზიდენტი სიამოვნებით მიჰყვება და თავს წარმოაჩენს „უფრო მეტ კათოლიედ, ვიდრე რომის პაპია“. ეს არასწორი დამოკიდებულებაა, რას ჰქვია სტრატეგიული მოთმინება არ არის და სხვა რამეა - დათმობაა? აბა, როგორ...
დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ, ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგეს. "პრიგოჟინის ამბოხებიდან კვირაზე მეტი გავიდა და ემოციების ჩაცხრომის ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა შევაფასო ოპოზიციის რეაქცია ე.წ. ბახმუტის ხორცსაკეპის ავტორის ერთდღიან ავანტურაზე. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ იმ დღეს ჩვენ დილიდან მოვუწოდეთ ოპოზიციას, მშვიდად დაკვირვებოდნენ მოვლენებს. თუმცა, რად...
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები. ჩვენ გავიგეთ და დღეს დასანქცირებულია ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” და მისი მფლობელი, - ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტიკოსმა და პარტია ''ხალხის მსახურის'' ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა. არახამიამ საქართველოს პრეზიდენტის აპარატსა და უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს დროული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა. ''რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენას ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები. ჩვენ გავიგეთ და დღეს დასანქცირებულია ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი&rdqu...
ძალადობა არის სრულიად მიუღებელი, მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენთვის გლობალურად უკადრისი საქციელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, არ შეიძლება ვერ მოისმინო სხვისი კრიტიკა იქნება ეს მძაფრი, გაუმართლებელი თუ უხეში და აღნიშნავს, რომ ძალადობა არის პირველი ნიშანი შიშისა და სისუსტის. "ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის ის, რაც ხდება დღევანდელ დღეს და მინდა, გამოვეხმაურო ამ საკითხს, რომ ყოველივე ძალადობა არის სრულიად მიუღებელი, როცა ქვეყანას, როგორც ახსენეთ, გააჩნია ევროპული წარსული, ტოლერანტობის თავის უძველესი ტრადიცია და ევროპული მომავალი, რისიც მჯერა და ამაში ვერავინ, ვერანაირ ეჭვს ვერ შეი...
შენ არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება რომ გახდეს ევროკავშირის წევრი და ყოველ მეორე დღეს ხან ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე და ხან ჩვენს პარტნიორებს აბრალებდე, რომ მათ უნდათ ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაბალანსდეს და არ იყოს ერთი ჯგუფის მართველობა, საჭიროა პარლამენტის, მედიისა და ყველა ინსტიტუტის გაძლიერება. "მეორე გამოწვევა არის მთავრობის, უმრავლესობის, არ ვიცი ბატონი ივანიშვილისგან მოსული გზავნილების თუ არა, მაგრამ ამ რიტორიკის, რომელიც არის სრულიად მიუღებელი. შენ არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება რო...
სამეგრელოში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის დაკავებულ 53 კაცს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს გამოძიება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15- დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. არსებული ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი 4 თვის ორსულია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის. "მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე აფასებს ევროსაბჭოს მხა...
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში მიიწვია. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია РИА Новости ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი აფხაზური მხარის ინიციატივით შედგა, სადაც საუბარი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასახული გეგმების რეალიზებას შეეხო. ამასთან ერთად, ასლან ბჟანიამ რუსეთის ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. "საუბრის დროს აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხები განიხილეს. თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ მხარი დაუჭირა რუსეთის ხელმძღვანელობის მოქმედებებს, რომლებიც ქვეყანაში კანონიერებასა და საკ...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა. შეზღუდვები ითვალისწინებს, აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, ფრენებისა და ტრანზიტების შეწყვეტას უკრაინის ტერიტორიაზე, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ასევე ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას. Georgian Airways-ს სანქციები 10 წლის ვადით დაუწესდა. შეგახსენებთ, პუტინის განკარგულების შემდეგ, 20 მაისიდან Georgian Airways-მა თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო.