რომ არა პოლიტიკოსების თმენის ვალ...

რომ არა ჩვენი, -  პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება, ალბათ, არ ვიცი, აქ რა მოხდებოდა,- ასე ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის სასესიო დარბაზში მომხდარ ინციდენტს. მდინარაძის განცხადებით, "როდესაც პოლიტიკური მიზნებისთვის სტრესს აყენებენ ბავშვებს, შშმ პირებს, შვილებს და მერე ამაზე ტაშს უკრავს ვიღაც და მერე თავს გამოიდებს, დიახ, მე დავუკარი ტაში პერფორმანსზეო, ასეთ ხალხს ყველაფერი ეკუთვნის". "ჩემთვის ერთი ფოტო, ყველაზე ამაღელვებელი იყო - ყურებში თითებგარჭობილი ბავშვი, შშმ პირი, ამ საშინელების და მარაზმის შედეგად, წარმოუდგენელი ამბავია. არ შეიძლება ხალხო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრონ  ადამიანებმა. შშმ პირებ...

როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია ...

როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამისთვის? როდესაც მოდიან "ნაციონალები" რუსული რუბლებით, მერე ისვრიან, მეორე "ნაციონალი" ამას ტაშს უკრავს, შემდეგ დედას ვაგინებთ "ნაციონალებს", ისინი ირგებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არის პოლარიზაცია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, პოლარიზაციის დასრულების საკითხთან დაკავშირებიით კარგი მინიშნება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. "ნაცმოძრაობა" თვითონვე მოდის რუსული რუბლებით, ისვრის პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მერე ტაშს უკრავენ სხვა "ნაციონალები", ჩვენ აქ რა უნდა გავაკეთო...

ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხ...

ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე მოქალაქის პროტესტს, რომელმაც მმართველი პარტიის დეპუტატებს რუსული რუბლები გადააყარა და ბანერი გადმოფინა. კობახიძის თქმით, "ადამიანები ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ მიზნნების მიღწევას". "ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის, ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზ...

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დე...

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსული რუბლის კუპიურები, რომლებიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს გადმოაყარეს, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეაყარა და თქვა, რომ რუბლები "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას გადასცენ. დაპირისპირების გამო, სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. მანამდე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოქალაქემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები გადმოაყარა. მოქალაქემ ასევე გადმოფინა ბანერი, რომელზეც ეწერა - "არა ორიენტ...

პარლამენტის პლენარულ სხდომათა და...

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოქალაქემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები გადმოაყარა. მოქალაქემ ასევე გადმოფინა ბანერი, რომელზეც ეწერა - "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან". პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას არაადექვატური უწოდა. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეს დარბაზი დაატოვებინეს. 

არ ვიცი, რა უნდა უთხრას ღარიბაშვ...

მე არ ვიცი, რა უნდა უთხრას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელს, რაც გუშინ გააკეთეს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით და როგორ უნდა აუხსნას, რომ ვენეციის კომისიის უარის შემდეგ, ეს კანონი ასე ჩუმად მიიღეს,- ამის შესახებ  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს სათქმელი არაფერი არ აქვს. “რა უნდა უთხრას დეპოლარიზაციის შემცირებაზე, როდესაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ქვეყანას - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია; რა უნდა უთხრას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე 12-პუნქტიანი ვალდებულების ერთ-ერ...

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შეს...

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიღებას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღება ევროპული კომისიის რეკომენდაციაა და იმისათვის, რომ არ დარჩეს სასპეკულაციო სივრცე, "მიზანშეწონილია, ამ პროექტის კანონად მიღება". ცნობისთვის, გუშინ, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემურ...

საპარლამენტო უმრავლესობამ „ეროვნ...

საპარლამენტო უმრავლესობამ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 124-მა წევრმა.  სხდომაზე თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს, რომელიც ჩავარდა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ჩაგდების შემდეგ, კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი რედაქცია დადგა, მას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 9 წევრმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო 23 თებერვალს დაადო.

არახამია - კანადა რუსული აქტივებ...

კანადა ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა რუსული აქტივების კონფისკაციის მიმართულებით... კარგი იქნებოდა, მსგავსი სოლიდარობა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა, - ამის შესახებ უკრაინის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. არახამიას თქმით, საქართველოში უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის მოლოდინი არ აქვს. "კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს ვიზიტი შედგა კიევში. პრემიერმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც მოიცავს, როგორც სამხედრო, ასევე ფინან...

ოდიშარია - გაუგებარი ტატყანი და ...

აქ იყო გაუგებარი ტატყანი და წკავწკავი კულტურის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ, მე მათ პასუხს არ გავცემ, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე ისაუბრეს. როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, თეა წულუკიანი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მინისტრია, რომელიც მხარს უჭერს ყველა ახალ ინიციატივას და შემოქმედებით ჯგუფს. "აქ იყო გაუგებარი ტატყანი და წკავკწავი კულტურის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ. მე მათ პასუხს არ გავცემ. სამაგიეროდ, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს არის ერთ ერთი ყველაზე ეფექტური მინისტრი ,რომელიც ღარიბაშვილის კაბინეტის პოლ...

ხუნდაძე - ახლოვდება ივლისის თვე ...

თუკი, ამერიკის პრეზიდენტს ლგბტ თემის წარმომადგენლების ხმები სხვა მიზნებთან ერთად, არჩევნების მოსაგებად სჭირდება, საქართველოში ამის პროპაგანდა სიტუაციის ასარევად, ყველაზე ხელუხლებლის - რწმენის გასანადგურებლად და ქართული სინდისის  გასაქრობად სურთ. ახლოვდება ივლისის თვე და დაანონსებულია ლგბტ პრაიდი ზუსტად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პერიოდში, ალბათ მათი მფარველობის იმედით",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ხუნდაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველებს არავისგან ესწავლებათ ტოლერანტობა და იმედი გამოთქვა, რომ ლგბტ თემა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის მონიჭების პროცესში არ გახდება პრ...

დეკანოიძე - კინოცენტრში, რომელიც...

თუ ვინმე ებრძვის ჩვენს კულტურას და იდენტობას ეს არის „ქართული ოცნება",- განაცხადა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.  მან კინოცენტრში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. „კინოცენტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა „პოსტ ტვ"-ს ერთ-ერთი პროპაგანდისტი, რომელიც ღიად ანტიდასავლურ, რუსულ პროპაგანდას ეწევა და ცნობილია ის ზიზღის შემცველი ენა, რაც ამ ტელევიზიით ვრცელდება", - განაცხადა დეკანოიძემ. მისივე თქმით, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც გამორჩეულია რეპრესიული მეთოდებით, კინოცენტრში ის ადამიანი დანიშნა, რომელიც პროპაგანდის განმახორციელებელია.

გოცირიძე - ქვეყანაში, სადაც არის...

ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში, სადაც არის ოლიგარქიული მმართველობა, აზრი არ აქვს კანონის მიღებას დეოლიგარქიზაციის შესახებ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატი „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, ვეტოს დაძლევით გაუქმდება საქართველოში დღეს არსებული სავალუტო ფონდის სამწლიანი პროგრამა. „თქვენ გინდათ ეროვნულ ბანკში გავლენების კიდევ უფრო გამყარება. დღეს არავინ იტყვის,  რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი, მაგრამ გინდათ საბოლოოდ ეროვნული ბანკი გადააქციოთ იუსტიციის საბჭოდ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გყავდეთ ისეთივე მორჩილი ადამიანი,...

„ოცნების“ მხრიდან არასდროს გაკეთ...

„ქართული ოცნების“ მხრიდან არასდროს გაკეთებულა ანტიდასავლური განცხადებები, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.  კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ანტიქართული განცხადებები უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს. „მაქსიმუმი კეთდება, მათ შორის, პრემიერის მხრიდან იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. არაფერი ანტიდასავლური განცხადება არ გაკეთებულა არასდროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, როდესაც ის ამბობს, რომ საქართველოს არ ეკუთვნი...

კალაძე - როდესაც თვალებში ნაცარს...

გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა. კალაძის განცხადებით, რეფორმების განხორციელებასა და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მხოლოდ ხელისუფლებაა ჩართული, რადგან იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. „გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ 12 რეკომენდაცია, რომელიც მოცემულია და სრულდება, ივნისის ბოლოს ზედმიწევნით იქნება შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ  გზამკვლევში პირველი მოცემული იყო ...

თუ გსურთ ევროპულ გზაზე გვქონდეს ...

თუ მართლა გულწრფელად გსურთ ევროპულ გზაზე ჩვენ გვქონდეს პროგრესი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სხვა ადამიანები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით, ევროკავშირში არ არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ. „ეს იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი იმისათვის, რომ ერთობლივად ყველამ, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ,  ევროპული კოლეგები დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ მართლა ვიმსახურებთ სტატუსს, ჩვენ ვართ მართლა ძირძველი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი", - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

არმაზ ახვლედიანი უმრავლესობას - ...

სიმართლე არის ის, რომ დღეს საქართველოში არ გაგვაჩნია დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულება, რომ დღეს, პრაქტიკულად ყველა დონეზე, იქნება ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი თვითმმართველობა, თუ რექტორის არჩევნები, იქნება მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და მისი პრეზიდენტის თუ აკადემიკოსების არჩევნები, ყველაფერი არის დაქვემდებარებული  პოლიტიკურ კონიუნქტურას, პოლიტიკას თავიდან ბოლომდე, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე  უფრაქციო პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა. მისი თქმით, მწარე სიმართლე არის ის, რომ ახლა, როგორც ადრე, წინა მართველობის დროს, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების უდიდესი ნაწილი ანუ მოხელეთა კლასი ჩურჩულით საუბრობს ერთმანეთთან, როცა საქ...

წითლიძე - დეოლიგარქიზაცია ნიშნავ...

დეოლიგარქიზაცია, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დამარცვლით გვითხრეს, რომ ნიშნავს „დებიძინიზაციას“ და ვენეციის კომისიის დასკვნა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, მოულოდნელი საერთოდ არ ყოფილა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძის თქმით, ვენეციის კომისიის დაკვნა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად იტყუება, როცა ის ამბობს, რომ ასრულებს 12-პუნქტიან ვალდებულებას. “ჩვენ წარდგენილი გვაქვს ალტერნატიული კანონპროექტი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და ვენეციის კომისიის ამ დასკვნით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად იტ...

ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილისა დ...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. როგორც ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აუდიენცია ხვალ, 14 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მანამდე 25 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. 

საქართველოში ჯორჯიის შტატის გუბე...

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან პ. კემპი ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ბრაიან პ. კემპი საქართველოს მეუღლესთან, მარტი კემპისთან ერთად ესტუმრება. საგარეო მისიის პირველი ეტაპი მოიცავს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, აშშ-ს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარისთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, აგრეთვე სხვა მაღალჩინოსნებთან. საქართველოში ყოფნისას დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ჯორჯიის ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-მაიორი ტომ კარდენი, ასევე ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის (GDEcD) წარმომადგენლები. გუბ...