გვაინტერესებს მისი ხედვები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. - განაცხადეს სტუდენტებმა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. მათივე თქმით, სტუდენტებს აქვთ გეგმა თუ როგორ შეიძლება მივიდნენ კონსესუსამდე. "სალომე ზურაბიშვილს ჩავაბარეთ წერილი, სადაც ვითხოვთ მასთან შეხვედრას. რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომ მივიდეთ კონსენსუსამდე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და გვაინტერესებს მისი ხედვები და პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატუსისთვის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება მოუწევს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია და სასამართლოს რეფორმირება და მისი გავლენებისგან განთავისუფლება.
2008 წელს მთავარსარდალმა მიატოვა ჯარი და ჯარი მარტო იბრძოდა საქართველოსთვის. - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთნ". მისივე თქმით, ოპოზიცია რასაც აკეთებს ეს არის გაგრძელება იმ მორალური პოლიტიკური სახისა, რაც მათ ზოგადად ახასიათებთ. „როგორი იყო მათი ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ, გამოჩნდა 2008 წელს, როცა მათმა ხელმძღვანელებმა, მათ შორის მთავარსარდალმა მიატოვა ჯარი და ჯარი მარტო იბრძოდა საქართველოსთვის. აქედან გამომდინარე, ეს არის გაგრძელება იმ მორალური პოლიტიკური სახისა, რაც მათ ზოგადად ახასიათებთ“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატუსისთვი...
დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინის აქტიური მხარდაჭერა. - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ. მისივე თქმით, ეს ომი შესაძლოა იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე ისინი იმედოვნებდნენ ან ელოდნენ. "ეს ომი შესაძლოა იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე ჩვენ ვიმედოვნებდით ან ველოდით. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ და მოვლენების განვითარებას პასიურად ვადევნოთ თვალი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული და უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიურად უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა, ხშირად და ღიად ჩვენი მხარდაჭერის დაფიქსირებით, პუტინის რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებითა და ომრხრივად და მრავალმხრივად უკრაინასთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერებით". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსე...
დღეს ბატონმა ივანიშვილმა მთავრობის სხდომაზე გამოაგორა ღარიბაშვილი და გვამცნო, რომ ქვეყანა ორნიშნა, უსწრაფესი ტემპებით ავითარებს ეკონომიკას, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, მარტივი შედარებები აჩვენებს, რომ „უპერსპექტივო და დამაზარალებელია“ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე. „დღეს ბატონმა ივანიშვილმა მთავრობის სხდომაზე გამოაგორა ღარიბაშვილი და გვამცნო, რომ ქვეყანა ორნიშნა, უსწრაფესი ტემპებით ავითარებს ეკონომიკას. პირველი, რაც გამახსენდა, იყო ივანიშვილის დაპირება - 2017 წელს ძალიან კარგად ვიცხოვრებთო. ახლა გვპირდება, რომ 2027 წელს გავაორმაგებთ მთლიან შიდა პროდუქტს...
დავუშვათ ჩაერთო საქართველო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი? რა დღეშია ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება?,- აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე TV პირველის ეთერში. მისივე თქმით, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ყაველაშვილი, ხუნდაძე, სუბარი საუბრობენ იმას, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს. "ყაველაშვილი, ხუნდაძე, სუბარის სამეული რომ გავიდა „ქართული ოცნებიდან“, ცხადია ვის ატყუებენ, ჩვეულებრივად ლაპარაკობენ იმას, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს. ისინი ამერიკას პირდაპირ, ღია ტექსტით ლანძღავენ და ეუბნებიან, რომ თქვენ ხართ ჩვენი მტერი და გინდათ, რომ საქართველო ომში ჩაერთოსო. და ა...
მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 65 წლის ზაქრო ვარდიაშვილს ბრალი წარუდგინა. - განაცხადა პროკურატურამ. მათივე თქმით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ივლისს ქ. თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ.ვ.-მ გენდერის ნიშნით, მძინარე მეუღლეს ლ.ზ.-ს ჩაქუჩით თავზე დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად ლ. ზ. ადგილზე გარდაიცვალა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე იმავე დღეს დააკავეს.
არავისი შესახვეწი არაფერი არ გვჭირს, ყველამ რომ გაგვწიროს ღმერთი არ გაგვწირავს. - განაცხადა მეუფე იაკობმა ანტიევროპული ქადაგების დროს. მისივე თქმით,თვითონ ევროპამ უნდა მოინდომოს წესიერად საქართველოსთან დალაპარაკება. "უკრაინას მთელი ევროპა დაუდგა, მადლობა ღმერთს, მოლდოვას რუმინეთი დაუდგა და ჩვენ რუსეთთან ასე შეგვაგდეს. ხედავთ, ლამის რევოლუცია წავიდა, უბრალოდ ხალხმა ნახა, რომ შეხედა, რომ სკამისთვის ბრძოლა იყო და ევროპას არავინ ართმევს. თვითონ ევროპამ უნდა მოინდომოს წესიერად დალაპარაკება. ჯერ ჩვენც უნდა ვისწავლოთ მათთან წესიერად დალაპარაკება, არ შეიძლება თავი დავუხაროთ და ისე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვჭირდება, კანონი გვჭირდება? მივიღოთ კანონი, მაგრამ კანონს ვერ მიიღებ თუ ურთი...
ოპოზიონერებმა მოატყუეს ხალხი და არ გამოჩდნენ სცენაზე, რაოდენობა იყო დიდი, როგორც კი გამოჩნდნენ 3-4 ჯერ შემცირდა ხალხის რაოდენობა. - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ოპოზიცია უსამშობლო ხალხია და უღმერთო. აგინებენ ისტორიას, მეფეებს, ეკლესიას, პატრიარქს. "ოპოზიციონერებმა მოატყუეს, კი, ხალხი და არ გამოჩდნენ სცენაზე, რაოდენობა იყო დიდი, როგორც კი გამოჩნდნენ 3-4 ჯერ შემცირდა ხალხის რაოდენობა. ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ან რანაირად უნდა ჰქონდეთ ხალხის მხარდაჭერა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მართლა უსამშობლო ხალხია, ყველაფრით გამოხატული უსამშობლო ხალხია და უღმერთო. პირდაპირ აგინებენ ყველაფერ სიწმინდეს, რაც ჩვენს ქვეყანას უკავში...
აქ პრინციპული პოზიცია არსებობს, არის შეფარდებული სასჯელი და ეს სასჯელი უნდა იყოს ბოლომდე მოხდილი კანონის შესაბამისად. - განაცხადა ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში. მისივე თქმით,ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია და მათ შორის ეს დაკავშირებულია პირდაპირ სახელმწიფოს ინტერესებთან. "აქ პრინციპული პოზიცია არსებობს, არის შეფარდებული სასჯელი და ეს სასჯელი უნდა იყოს ბოლომდე მოხდილი კანონის შესაბამისად. ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია და მათ შორის ეს დაკავშირებულია პირდაპირ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესებთან. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არსებობს ასეთი ცნება სისხლის სამართალში "საზოგადოებრივად საშიში", ამ ადამიანთან პირდაპირ არის...
ხუთი-ექვსი წლის წინ ეს მოულოდნელი იქნებოდა, რადგან საქართველოს, ყველაზე მკაფიო გზა ჰქონდა ევროპისკენ. - განაცხადა Foreignpolicy-ის ჟურნალისტმა Thomas de Waal საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსზე და ევროინტეგრაციაზე სტატიაში. მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, თბილისში ქართული ოცნების მთავრობამ საქართველო უფრო შორს გადაიყვანა ევროპული ნორმებიდან "ბოლო ორი წლის განმავლობაში, თბილისში ქართული ოცნების მთავრობამ საქართველო უფრო შორს გადაიყვანა ევროპული ნორმებიდან. ევროკავშირი მიუთითებდა სასამართლო რეფორმის, ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისა და თბილისში პრაიდის აქციაზე რომ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ხელისუფლებაშია 2012 წლიდან, სურს ქვეყნის ერთპარტიულ სახელმწიფ...
გერმანიაში უკვე განხორციელდა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში მიღების პროცესის რატიფიცირება. - განაცხადა Deutsche Welle-მ. მათივე თქმით, გერმანიას სურდა ამ პროცესებს კვალდაკვალ პირველი სახელმწიფო ყოფილიყო, თუმცა ესტონეთმა, კანადამ, ნორვეგიამ და დანიამ ეს პროცედურები ბევრად სწრაფად წარმართეს. "გერმანია NATO-ს მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელმაც ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მიიღო". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ ერთადერთი სახელმწიფო რომელიც ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა თურქეთი იყო, თუმცა მადრიდში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სამი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ მე...
საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის ფინანსური უთანასწორობა და პოლიტიკურ კორუფციის არაეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა მთავარ პრობლემებად რჩება, - ამის შესახებ ანგარიშსს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს. მათი ცნობით, როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების (თითოეული დაახლოებით 40 მლნ იყო) მმართველი პარტიის ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი 16 პარტიისას თითქმის ორჯერ აღემატებოდა. "17 პარტიიდან შემოწირულება მხოლოდ 13-მა მიიღო ჯამში 27.4 მლნ ლარის ოდენობით, საიდანაც 19.8 მლნ ლარი (ყველა შემოწირულების 72%) „ქართულ ოცნებაზე" მოდიოდა, 2.9 მლნ ლარით მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალურ...
ჩვენ ჯერ სერიოზულად არაფერი დაგვიწყია. - განაცხადა პუტინმა უკრაინის ომზე. მისივე თქმით, ვინც უარს იტყვის, უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო შორს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება. "დღეს გვესმის, რომ უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე. რას იტყვით, სცადონ, არაერთხელ გვსმენია, რომ დასავლეთს უნდა ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე. ეს არის ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი ამით მიდის... ყველამ უნდა იცოდეს, რომ ზოგადად, ჩვენ ჯერ არაფერი დაგვიწყია სერიოზულად. ამავდროულად, არც სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ვამბობთ უარს. მაგრამ ვინც უარს იტყვის, უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო შორს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება“. - განაცხადა პუტინმა. შეგახსე...
ხვალ, 8 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. - განაცხადა თელასმა. მათივე თქმით, თბილისის 70-ზე მეტ ქუჩას და დასახლებას ელექტროენერგია შეუწყდება. "საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, I, II, III, IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ფერმწერთა, ბანძელაძის, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის და ბაგრატ III ქუჩების მოსახლეობას. დიდუბი...
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა და უთხრა ბრიტანელ საზოგადოებას, "რომ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გამოცხადდება“. ჯონსონმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ აპირებს თანამდებობაზე დარჩენას, მანამ სანამ არ აირჩევა მისი მემკვიდრე. ასე ხდება ნორმალურ პირობებში: პრემიერ-მინისტრი, რომელიც გადადგა პარტიის ლიდერის თანამდებობაზე, რჩება პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, სანამ არ აირჩევა ახალი პარტიის ლიდერი. ერთ ალტერნატივად ვიცე-პრემიერი დომინიკ რააბი განიხილება. თუმცა ჯერ ამის პრეცედენტი არ ყოფილა - მაგრამ, ასევე არ არის პრეცედენტი...
დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, რის შემდეგაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი საარჩევნო ბარიერით 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის. "5%-იანი...
იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“, რომელიც წამყვან შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან გლობალურ დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, განცხადებას ავრცელებს. იურიდიული კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გარდა უშუალოდ სასამართლო დავებისა, რომლებიც მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში, ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის. კომპანიის ცნობით, 2022 წლის მაისში საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა კლიენტის უფლებათა უხეშ შელახვასა და პოლიტიკურ ზეწოლას. "ბანკის სატრასტო სტრუქტურის მხრიდან ბენეფი...
შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს აქვს რაღაც დასაბრუნებელი, მაგალითად ალასკა. - განაცხადარუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინმა. მისივე თქმით, წესიერება სისუსტე არ არის და ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა. "წესიერება სისუსტე არ არის და ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა. ამერიკას უნდა ახსოვდეს, რომ იქ არის ტერიტორიის ნაწილი, ალასკა. აშშ-ს ჯობია ახსოვდეს, რომ ალასკა ოდესღაც რუსეთს ეკუთვნოდა. სანამ ჩვენი რესურსების საზღვარგარეთ ხარჯვას დაიწყებენ, ჯობია კარგად დაფიქრდნენ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცები რისი დაბრუნებაც შეიძლება მოგვინდეს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სა...
ერთიანი ძალებით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის აღსადგენად რუსეთის გაყინული აქტივები გამოვიყენოთ. - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა. მისივე თქმით, საკანომდებლო ბაზა აუცილებელია და მუშავდება. "ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ბაზაზე, რათა რუსეთისა და, ნაწილობრივ, ოლიგარქების აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოვიყენოთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოც...
მოვუწოდებ მედიას, არასამთავრობოებს, ოპოზიციას - ერთად გამოვავლინოთ პოლიტიკურ „აფერისტობაში“ ჩართული სუბიექტები. - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კახა ოქრიაშვილმა. მისივე თქმით, „გირჩი“ და „მოქალაქეები“ ორივე პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია. "ჩემმა გუშინდელმა განცხადებამ მედიის ყურადღება მიიქცა და „გირჩის“ და „მოქალაქეების“ პარტიის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. ვადასტურებ - დღესაც მიმაჩნია, რომ ორივე პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია. ისინი ერთი ხის სხვადასხვა ტოტები არიან. რა იყო გაღიზიანების მიზეზი, ვერ გავიგე, რადგან ყველასთვის ყველაფერი ისედაც ნათელია. წლებია, ეს პარტიები ...