საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი „ქართული ოცნების“ თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, „საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და პასუხისმგებელია მათ უსაფრთხოებაზე“. იან კელის განცხადებით, საქართველო ნებისმიერი ეთნიკური ადამიანისთვის განურჩევლად ღიაა, თუ „პუტინის ოპონენტი არ ხარ“. „თუ პუტინის ოპონენტი არ ხარ (როგორც სობოლი და გუდკოვი), ასეთ შემთხვევაში უკან, რუსეთში დაგაბრუნებთ“, - წერს იან კელი „ტვიტერ“-ზე.
პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა ვერ შეაცვლევინებს ორიენტაციას, ვერ შეცვლის ერის გაბედულებასა და გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, პუტინი მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულია. ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ისევე როგორც მოლდოვამ და უკრაინამ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ტრიო ერთი და იმავე გზას მიჰყვებიან, ასე რომ, პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა ვერ შეაცვლევინებს ორიენტაციას, ვერ შეცვლის ერის გაბედულებასა და გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. შეიძლება ითქვას, რ...
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ რომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველ, შოთა თუთბერიძესა და პენიტენციურის თანამშრომელს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მათივე ცნობით, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, უფლებამოსილება შეუჩერდა "ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შოთა თუთბერიძესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღნიშნული ფ...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ვროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ჟოზეფ ბორელს ქართველი მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, ასევე, პარტიების, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები მიმართავენ. განცხადებაში ისინი ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს თხოვნით მიმართავენ, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პირდაპირი გაგრძელებაა, უკრაინასთან ერთად სასწრაფო წესით დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭები...
„ელჩის გაწვევა აშკარა ორმაგი სტანდარტია. აშკარაა მცდელობა, საქართველო ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხორციელდება. ცნობილია, რომ მათ მრავლად ჰყავთ წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლინ კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ომსა და სანქციებში ქვეყნის ჩათრევის ფარული მცდელობით, ეს ადამიანები კიდევ ამტკიცებენ, რომ როგორც 2008 წელს, ისე ახლაც, ისინი მტრობენ და ღალატობენ ქვეყანას „საქართველომ ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა შესაფერის პლატფორმაზე: ევროსაბჭოში, გაეროსა და ეუთოში. უკრანიას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლ...
„ქართულმა ოცნება“-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლინ კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს, საქართველოს ხელისუფლების სახელით, 3 მარტს ოფიციალურად წარედგინება. „მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურბს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ. „ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის საბჭოს ...
„რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძესთან აგინა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მიიღო შესაბამისი პასუხი. ბადრაგმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს და სხვა ბადრაგებმა გაარიდეს დანაშაულის (სწორედ, დანაშაულის) ჩადენის ადგილს“, - ამის შესახებ საქართვლოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია იუწყება. მომხდართან დაკავშირებით, იგი ბადრაგის ვინაობისა და ძალადობის ვიდეომასალის გასაჯაროებას ითხოვს. „ეს ნაძირალა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით!“, - აღნიშნულია განცხადებაში. „რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძესთან აგინა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მიიღო შესაბამისი პასუხი. ბადრაგმა ფიზიკური ...
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს პარლამენტს მიმართავს. „მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია პარლამენტში ინიცირებულია, როგორც ჩანს, ჯერჯერობით სესია ამ საკითხზე არ ჩატარდება და, შესაბამისად, ეს პროცესი დროში გაიწელება. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან საჩქაროა განცხადების გაგზავნა პარლამენტში“, - აღნიშნულია განცხადებაში. მათივე თქმით, საქართველო პუტინის რეჟიმის პირველი მსხვერპლია, ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლა თავისუფლებისათვის კი, სათანადო შეფასებას და ევროპულ პერსპექტივას იმსახურებს. „უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია შარლ მიშელის შეთანხმების პირობების შესრულება...
„არ უნდა ჩავერთოთ იმ ომში, სადაც წინაწარ ყველაფერი გადაწყვეტილი იქნება“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მამუკა მდინარაძე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას. მისივე თქმით, თუ ხალხის აზრი არის ის, რომ საქართველო ისეთ ომში, სადაც წინასწარ გეცოდინება ყველაფერი არ უნდა ჩაებას, მაშინ ყველა დანარჩენში „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები მართლები იქნებიან. „ოკუპანტი ქვეყნის ჯარი დგას ქვეყნის შუაგულში, ცენტრალურ მაგისტრალთან. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ერმა უნდა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება, ან ასე, ან ისე, მაგრამ თუ გადაწყვეტილება და ხალხის აზრი არის, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ისე...
კიდევ გეტყვი ბევრჯერ, ბევრჯერ, კიდევ გაგიმეორებ, მე შენ დედას ვერ გაგინებ, შენისთანა რომ არ გაჩნდეს მეორე. - ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა "ქართული ოცნების" დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის სიტყვას ოპოზიციის მისამართით. "ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ყაველაშვილის გამოსვლა, რომელმაც ისე აგინა საკუთარ დედას, რომ გაოცებული ვარ, მე ასეთი რამე არ მომისმენია. მომაგონდა მამაჩემის ცნობილი ფუნაგორია, გარდაცვლილ ადამიანს უთხრა, ძალიან ცუდ კაცს - "კიდევ გეტყვი ბევრჯერ, ბევრჯერ, კიდევ გაგიმეორებ, მე შენ დედას ვერ გაგინებ, შენისთანა რომ არ გაჩნდეს მეორე". - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. შეგახსენებთ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლა...
საქართველოს არა აქვს რესურსი, რომ დღეს ისაუბროს სანქციებზე. - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სანქციები ქართველი ხალხისთვის მტკივნეული იქნება. "სანქციებს რაც შეეხება პრემიერმა გააკეთა მკაფიო განცხადება და რა თქმა უნდა, ეს განცხადება იყო განხილული გუნდში და ყველა ამას ვიზიარებთ. როდესაც გვაქვს საუბრები მაგალითად ოპოზიციასთან დახურულ რეჟიმში, ყველა აცნობიერებს, რომ ეს სანქციები არ იქნება მტკივნეული რუსეთისთვის, მაგრამ იქნება ძალიან მძიმე ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გვმართებს ყველაფრის აწონდაწონა და აგდაწყვეგტილების მიღება სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით. საქართველოს არა...
„მოხერხება უნდა, ერთიგვერდიან ტექსტში შინაარსი არ იყოს. როგორ უსახელოდაც დაიწყე, ისე უსახელოდ დაასრულე“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია სახელმწიფო ინსპეტორის, ლონდა თოლორაიას მიერ გაკეთებულ განცხადებას. ნიკა გვარამიას თქმით, განცხადება, რომელიც აღნიშნულმა უწყებამ გააკეთა, სასირცხვილოა. „გამოქვეყნდა ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადება მიხეილ სააკაშვილზე. მოხერხება უნდა, ერთიგვერდიან ტექსტში შინაარსი არ იყოს. სრულიად სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ლონდა თოლორაია. როგორ უსახელოდაც დაიწყე, ისე უსახელოდ დაასრულე“, - წერს ნიკა გვარამია „ფეისბუკ“-ზე.
„დამიკავშირდა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი და მთხოვა, მადლობა გადამეცა რუსთაველზე შეკრებილი ხალხისთვის. მე ამდენი თვალებანთებული ახალგაზრდის ნახვის შემდეგ არასდროს ვყოფილვარ ასე ამაყი“, - უკრაინის სოლიდარობის აქციის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. წერილში, საქართველოს ექსპრეზიდენტი, ამბობს, რომ იგი საქართველოში „სწორ დროს ჩამოვიდა“. „დამიკავშირდა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი და მთხოვა, მადლობა გადამეცა რუსთაველზე შეკრებილი ხალხისთვის. მე ამდენი თვალებანთებული ახალგაზრდის ნახვის შემდეგ არასდროს ვყოფილვარ ასე ამაყი. "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება". ე.ი. სწორ დროს ჩამოვედი აქ. ...
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმართ მასზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ განცხადება გააკეთა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე, საგამოძიებო ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, ისაუბროს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მტკიცებით ფორმაში, რის მიზეზადაც აღნიშნული საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარე პროცესში ყოფნა დასახელდა. „...გამოძიების დაწყების დღიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი აქტიურ კომუნიკაციაშია მ. სააკაშვილთან და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან. მათ მიეწოდებოდათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებ...
„რა მიხარია, შენ იდიოტო, უკრაინაში ომი?“, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს. წერილში, საქართველოს ექსპრეზიდენტი, როგორც უკრაინელი ოფიციალური პირი, სათანადო მოპყრობას ითხოვს. „რა მიხარია, შენ იდიოტო, უკრაინაში ომი? პირველად ცხოვრებაში, ვეღირსე ნამდვილ კარგ სახლს, თქვენგან განსხვავებით არა მოპარული ფულით. გუშინ იმ სახლთან რუსულმა BTR-ებმა ჩაიარეს. ხვალ ალბათ შიგნით შევლენ და ჩემს საწოლში დაიძინებენ. ასვეე, ჩავლენ ჩემს ღვინის მარანში და ყველაფერს გამოწრუპავენ და ეს შემიძლია, მიხაროდეს?! მე ვარ უკრაინელი ოფიციალური პირი და მომეპყარით სათანადოდ, თუ ჩემს პრეზიდენტობას არ სცემთ პატივს“, - წერ...
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისმიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, სადაც მან უკრაინასთან დაკავშირებით ისაუბრა. ლომჯარია ამბობს, რომ ღარიბაშვილს არავინ სთხოვს გახდეს ზელენსკი. ამასთან, ომბუდსმენი პრემიერს მიმართავს და ამბობს რომ სანქციებიც და ვაქცინაც მუსაობს. "ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს, ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!" - წერს ლომჯარია. ცნობისთვის, დღეს ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სააკაშვილი, რომ იყოს ხელისუფლებაში, ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა და შემდეგ კიევში. ამასთან პრემიერის თქმით, უკრაინის დედაქალა...
უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაიგზავნა. ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს. გარდა ამისა, საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგით ეხმარება - გაიგზავნა სისხლის კომპონენტები, ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები. ჰუმანიტარული ტვირთის დატვირთვისა და გაგზავნის პროცესს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დაესწრნენ. ...
პასუხი რუსულ „ოცნებას“ - ამ სლოგანით პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქცია მოძრაობამ მას შემდეგ დააანონსა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება. „დროა“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უკრაინის შროშის ფერებში გაანათებს.
„ქართველებმა, ისევე, როგორც უკრაინელებმა აირჩიეს გზა ევროატლანტიკური ინტერგაციისკენ. აშშ-მ მტკიცედ და ნათლად წარმოაჩინა ამ გზაზე საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, ახლა, როგორც არასდროს, აშშ ქართველი ხალხის გვერდით იდგება და მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას იმ მომავლისთვის, რომელიც ქართველებს სურთ და იმსახურებენ - სტაბილური, დაცული და აყვავებული საქართველოსთვის, რომელიც ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში სრულად არის ინტეგრირებული. კელი დეგნანის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი მშვიდობიანი და დ...
„რატომ არ ვითხოვთ იგივე სანქციების დაწესებას აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მიმართ, როგორც ახლა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ დააწესეს?!“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ექსპრეზიდენტის თქმით, თუ იგივე სანქციები დაწესდება, ვეღარავინ ააშენებს სასტუმროებს აფხაზეთში, არ მოიწვევს სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს და „მოქალაქეებს". „რატომ არ ვითხოვთ ზუსტად იგივე სანქციების დაწესებას აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მიმართ, როგორც ახლა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ დააწესეს?! 2008 წელს, აშშ-ის პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ მოამზადა ასეთი სანქციების პაკეტი, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრ...