მოსკოვს დასავლეთის სანქციების გამო მაღალტექნოლოგიურ საქონელზე წვდომის სირთულეები აქვს. - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია უზარმაზარი ღობის გაყვანა რომლის მიღმაც რუსეთი დარჩება. „ისინი ცდილობენ შექმნან ბარიერები, რათა შეაფერხონ ჩვენი განვითარება. ცხადია, ეს ჩვენი ქვეყნისთვის უზარმაზარი გამოწვევაა, აშკარაა, რომ ჩვენ ვერ განვვითარდებით მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულად. თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია უზარმაზარი ღობის გაყვანა რომლის მიღმაც რუსეთი დარჩება, ეს უბრალოდ შეუძლებელია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული ...
რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს უგზავნის, სადაც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი. მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. "ექსპრესნიუსი" წერილს უცვლელად გთავაზობთ: "როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. სამწუხაროდ, აღნიშნული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რასთან დაკავშირე...
ტელეკომპანია კავკასია მხარდაჭერისთვის მოგმართავთ წლების მანძილზე ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია. - განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ ადმინისტრაციამ. მათივე თქმით, უახლოესი ორი თვე ტელევისთვის უმძიმესია, რადგან მიმდინარე ვალდებულებებმა შესაძლოა ტელევიზიის გაჩერება გამოიწვიოს. "ტელეკომპანია კავკასია მხარდაჭერისთვის მოგმართავთ წლების მანძილზე ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია. ვცდილობდით არ ვყოფილიყავით მუდმივად გადარჩენის ზღვარზე, და გვეფიქრა განვითარებაზე, თუმცა, სამწუხაროდ დღეს არასახელისუფლო მედიას საქართველოში ისევ გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა. დღეს ჩვენ გვიწევს მოგმართოთ მხარდ...
ბატონმა გოგაშვილმა „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებაში ამხილა და როგორც ჩანს, შესაბამისი მტკიცებულებები გადასცა ელჩებს და საერთაშორისო საზოგადოებას. - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილმა. მისივე თქმით, გოგაშვილი თავის ფეისბუქ-სტატუსში წერს, რომ ოლიგარქი ივანიშვილი მართავს თათბირებს შპს „ოცნების“ წევრებთან დისტანციურად. "ბატონმა გოგაშვილმა „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებაში ამხილა და როგორც ჩანს, შესაბამისი მტკიცებულებები გადასცა ელჩებს და საერთაშორისო საზოგადოებას. აგრეთვე, ის თავის ფეისბუქ-სტატუსში წერს, რომ ოლიგარქი ივანიშვილი მართავს თათბირებს შპს „ოცნების&ldquo...
რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი უკრაინასთან ომში პატიმრების ბრძოლაში ჩართვა იქნება. - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა. მისივე თქმით, რუსეთში ფარული მობილიზაცია დაიწყო. "რუსეთის მკვლელ სამინისტროს ქვემეხის საკვები აკლია. რუსეთში ფარული მობილიზაცია ამოქმედდა, საკონტრაქტო ჯარისკაცებისთვის ფულადი დახმარება კი 4000 დოლარამდე გაიზარდა. იქმნება ე.წ. მოხალისეთა ბატალიონები. რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი უკრაინასთან ომში პატიმრების ბრძოლაში ჩართვა იქნება. შეიძლება დაამარცხოს თავისუფალი ხალხი მონებისა და დამნაშავეების არმიამ". - განაცხდა დანილოვმა. შეგახსე...
ეხმაურები ბატონი პაპუაშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ 12 პუნქტს დეკემბრამდე შეასრულებენ და თითქოს, ოპოზიცია მათ საარჩევნო ბარიერის 5 %-დან 2 %-მდე დაწევაზე ევაჭრება,- აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი. მისივე თქმით, 2 %-იანი ბარიერით ვაჭრობის თემა გათვლილია არაინფორმირებულ ადამიანებზე. რეალურად, ბარიერის დაწევით დაინტერესებულნი არიან პატარა პარტიები, როგორებიცაა „მოქალაქეები“ და „გირჩი“. ისინი „ქართული ოცნების“ განშტოება-ტოტები არიან და მათი საშუალებით, „ოცნება“ ქმნის სურათს, როგორ ევაჭრება მათ ოპოზიცია. „ოცნება“ თავის თავს ევაჭრება, რასაც ქართული საზოგადოება მშვენივრად ხედავს. "ვეხმა...
მშვიდობიანი დემონსტრაციები, რომლებიც ჩვენ თბილისში ვიხილეთ, სადაც რიგითი მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ მოლოდინებს ხელისუფლებისა და პოლიტიკური ელიტის მიმართ არის კიდევ ერთი, დემოკრატიული ინსტრუმენტი - ყველასთვის შეხსენება, თუ რას მოელით თქვენი პოლიტიკოსებისგან.,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა. ჰარცელმა ევროკავშირის გაფართოების პროცესთან დაკავშირებით საზოგადოების კითხვებს უპასუხა და განმარტა თუ რა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ განსაზღვრული 12 პუნქტის შესრულება. „ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, ძლიერ დემოკრატიას აქტიური მოქალაქეები სჭირდება. საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკურ მხარეს უნდა შევახსენოთ, რომ ...
ამ მოცემულობით დასავლეთი უკრაინაში ომს აგებს. - განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ წასულა დეპტატმა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, ზამთარი მოდის, ენერგომატარებლების კუთხით იზრდება ინტერესი. შესაძლოა, თავად რუსეთი გადავიდეს დასავლეთის მიმართ სანქციებზე დასავლეთის მიმართ. “ევროატლანტიკური მიმართულება არის უცვლელი და ჩვენც, ყველამ საზოგადოებასთან ერთად ეს კურსი კონსტიტუციაში ჩავწერეთ. კარები ღიაა, მაგრამ როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს კარი ჩვენთვის იხურება. 2008 წელს სწორედ ამ დახურულ კარს მიღმა აღმოვჩნდით რუსეთთან პირისპირ და ეს, ვფიქრობ, შეცდომა იყო, რომელიც ევროპაში უკვე არაერთხელ აღიარეს და ხმამაღლა ითქვა, რომ ეს იყო შეცდომა. ამას მოჰყვა ყირიმი, 2014 წელი. ვ...
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის 2 მილიონი მოქალაქე რუსეთში გადაიყვანეს, საბუთები წაართვეს და აშინებენ. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, მათ შორის არიან ბავშვები. "რამდენიმე ასეული ათასი ბავშვი - ზუსტ რაოდენობას ახლა ვერავინ დაასახელებს, ათიათასობით ადამიანი რჩება იქ. ახალგაზრდა ქალები იქ ქრებიან. ვფიქრობ, თქვენ ყველას გესმით, რა ხდება მათ თავს იქ". - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღე...
ხვალ, 14 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. - განაცხადა თელასმა. მათივე თქმით, მიზეზი გადაუდებელ სამუშაობია. ისნის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნასაკირალის, ირბახის, იუსტინე აბულაძის, წურწუმიას, ალადაშვილის, დმანისის, მარტყოფის და მთავარანგელოზის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), შანდორ პეტეფის და ემზარ სულაქველიძის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჯავახეთის და გიორგი მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას. მთ...
ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ევროპელებად და ევროპის სახეებად გვევლინებიან ბოროტმოქმედი ნაც მოძრაობის მფარველი - იუკნევიჩიანეები, კუბილიუსები, გრეგორევები თუ ფოტიგები. - განაცხადა ასპინძის საკრებულოს წევრმა გია ჭელიშვილმა. მისივე თქმით, დღეს ისე, როგორც არასდროს ჩვენ ქვეყანას და საზოგადოებას ჭირდება სიმართლის ლაპარაკი. ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ევროპელებად და ევროპის სახეებად გვევლინებიან ბოროტმოქმედი ნაც მოძრაობის მფარველი - იუკნევიჩიანეები, კუბილიუსები, გრეგორევები თუ ფოტიგები. იყო ნაც მოძრაობის მფარველი და ეხმარებოდა მას რამენაირად ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში ნიშნავს იყო იმ ყოველივე უბედურების თანამონაწილე რასაც ჩა...
თქვენი თავის გარდა არავინ გიშლით ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებაში,- ევროპარლამენტარი, მწვანეთა ალიანსის წევრი, მარკეტა გრეგოროვა საქართველოს მთავრობას მიმართავს. მისივე თქმით, 2022 წლის ბოლომდე მნიშვნელოვანია ანტიკოპრუფციული, საარჩევნო და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული რეფორმების გატარება. "საქართველომ უნდა გაატაროს საჭირო რეფორმები იქამდე ვიდრე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება 2022 წლის ბოლოს. უნდა დასრულდეს საარჩევნო რეფორმა და საარჩევნო კამპანიებში არსებული ხარვეზები, სასამართლო სისტემის რეფორმები, ანტიკორუფციული სერვისების ქონა, იქამდე დარჩენილ დროს ვიყენებ, რომ მივმართო საქართველოს მთავრობას, რომელიც, შესაძლოა გვისმენდეს - გთხოვთ, ამ დავალების შესრულება განიხილ...
რუსეთი ბულგარეთს თხევად გაზს ფოთში მდებარე შავი ზღვის პორტის გავლით მიაწვდის, რადგან ტრადიციული საექსპორტო მარშრუტები დახურულია. ამის შესახებ Reuters იუწყება. რუსეთმა თხევადი გაზი მიწოდება 24 თებერვალს ომის დაწყებისთანავე შეაჩერა,ასევე შეაჩერა სარკინიგზო ტრანზიტი რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში უკრაინის გავლით, რამაც აიძულა ექსპორტიორები ახალი მარშრუტები ეძიათ. " გადაზიდვები ფოთის გავლით იგეგმება სხვა ძირითად საექსპორტო მარშრუტებზე გაყიდვების შეზღუდული შესაძლებლობების გამო ", - განაცხადა ინდუსტრიის წარმომადგენელმა. Refinitiv Eikon-ის სარკინიგზო მონაცემებით, ამ თვეში დაახლოებით 3000 ტონა თხევადი გაზი სურგუტიდან სარკინიგზო ტრანსპორტით საქ...
ოპოზიციას აკანკალებს ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი. - განაცხადა „ქართული ოცნების” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, სამომავლოდ რაც შეეხება, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, გუნდში იქნება ეს თუ, ზოგადად, ხელისუფლებაში, ამას საზოგადოება ნახავს. "ჩემი მოსაზრებაა, რომ ეს კარგია, რომ რადიკალურ ოპოზიციას აკანკალებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი. სამომავლოდ რაც შეეხება, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, გუნდში იქნება ეს თუ, ზოგადად, ხელისუფლებაში, ამას საზოგადოება ნახავს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრ...
რუს ოლიგარქებს და უკრაინაში ომის გამო სანქცირებულ პირებს ჯამში 13.8 მილიარდი ევროს ღირებულების ქონება დაუყადაღა. - განაცხადა ევროკავშირის იუსტიციის კომისრის, დიდიერ რეინდსერსმა. მისივე თქმით, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. თუმცა, დიდი ნაწილი, 12 მილიარდ ევროზე მეტი 5 წევრ ქვეყანაზე მოდის. "ამ მომენტისთვის, ჩვენ გაყინული გვაქვს ოლიგარქებისა და სხვა ორგანიზაციების, 13.8 მილიარდი ევროს ღირებულების ქონება. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. თუმცა, დიდი ნაწილი, 12 მილიარდ ევროზე მეტი 5 წევრ ქვეყანაზე მოდის, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ სხვების დარწმუნება, რომ იგივე გააკეთონ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონ...
ვინ არის გალერი? ვინ არის გალერი, რა?! თქვენ გგონიათ, რომ ჩავიდე ევროპაში, რომ ვნახო, ენას წავუჩლიქავ მაგას. - განაცხადა ბოდბეა ეპისკოპოსმა იაკობმა ევროპარლამენტარზე. მისივე თქმით, ჩვენზე კარგად ევროპამ იცის, რა გვჭირდება ჩვენ? კანონი გვჭირდება, სასამართლო გვჭირდება, ყველაფერი გვჭირდება, მაგრამ არა იმათი ჩამონათვალით. "ვინ არის გალერი? ვინ არის გალერი, რა?! თქვენ გგონიათ, რომ ჩავიდე ევროპაში, რომ ვნახო, ენას წავუჩლიქავ მაგას? თავის თავს მიხედოს გალერმა. ბიძინამ რაც გააკეთა, გააკეთოს თითოეულმა თქვენი ტელევიზიის იმან, რომელიმემ, გემიგეთ? ან მიშიკომ გააკეთოს, ან კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ... ჩვენზე კარგად ევროპამ იცის, რა გვჭირდება ჩვენ? კანონი გვჭირდება, სასამართლო გვჭირ...
დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირ შტურმი საქართველოზე, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვას. მისივე თქმით, იმის თქმა, რომ ქვეყანას ოლიგარქი მართავს, ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა და ღარიბაშვილის კავშირი ბიძინა ივანიშვილთან ბუნებრივი მოვლენაა, რადგან „ადამიანი არ არის კუნძული, ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ და ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი“ "დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირ შტურმი საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განმარტა, რომ ამ ტერმინში იგულისხმება ეკონომიკური გავლენის მქონე ადამიანების გავლენის კონტროლი, ეს გ...
"როგორ შეიძლება გადაფარო ის ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მასშტაბით აქვს გაკეთებული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი ირაკლი ღარიბაშვილის "ფეისბუკ" პოსტის შემდეგ წერს. მისი თქმით, '2012 წელს ბოროტების დამარცხების საქმეში" ბიძინა ივანიშვილის წვლილი დიდია. "როგორ შეიძლება გადაფარო ის ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მასშტაბით აქვს გაკეთებული და მისი ფაქტორი 2012 წელს ბოროტების დამარცხების საქმეში?! ამისთვის საჭიროა მოიგონო წარმოუდგენელი ტყუილი, უარგუმენტო ბრალდება და თან თავგამოდებით ამტკიცო ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეს არის მავნე...
იმედი იმისა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, შეიძლება ჩვენს გუნდსაც ჰქონდეს და საზოგადოებასაც. თუ ჩვენი ოპონენტები პრობლემას ამაში ხედავენ, ამასაც აღიარება სჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს აქვეყნებს. პრემიერის თქმით, ობიექტურ დამკვირვებელს შეიძლება დარჩეს მხოლოდ იმის თეორიული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე კონკრეტული საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში შეიძლება ყოფილიყო ჩარეული. დღევანდელ მოცემულობაში, ასეთი საკვანძო გადაწყვეტილებები მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: რუსეთისთვის სანქციების არდაწესება და ომში ქვეყნის არჩართვა. „ასეთ პირობებში, ობიექტურ დამკვირვებელს შეიძლება დარჩე...
პირველ რიგში, გავიხსენებ, რომ „ქართუ ჯგუფში“ ღია კონკურსის გზით მოვხვდი და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ასე გავიცანი. მაშინ დამყარდა მეგობრული ურთიერთობაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და ჩემს ოჯახს შორის, რითაც მთელი ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად ამაყობს. ასევე, განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით,- საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს აქვეყნებს. მისი თქმით, თავს ვალდებულად მიიჩნევს, გამოეხმაუროს პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ. „საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვეხმაურო ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შე...