საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. აღნიშნული ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. მათი ცნობით, შეზღუდვა აკრედიტებულ ჟურნალისტებს არ შეეხებათ. "31 მარტს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა", - ნათქვამია ...
რომელიმე ადამიანის პოლიტიკურ პატიმრობაზე ან არაპოლიტიკურ პატიმრობაზე როგორც სახალხო დამცველი მე არ ვისაუბრებ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხდა. მისივე თქმით, მას პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში მკაფიო შეხედულებები აქვს დაფიქსირებული მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საკითხის ირგვლივ, მაგრამ მას დღეს კანონი აღარ აძლევს იმის საშუალებას, რომ ვინმეს მიმართ პოლიტიკური პრეფერენციები მოახდინოს. მან დასძინა, რომ ის იზიარებს წინა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ ნიკა გვარამიას საკითხის ირგვლივ ჩამოყალიბებულ დასკვნას, აქედან გამომდინარე ამ დასკვნას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. "მე როცა პოლიტიკაში ვიყავი, ვაკეთებდი პოლ...
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, აშშ-ის მოქალაქე ევან ჰერშკოვიჩის რუსეთში დაკავების საკითხზე ღრმა შეშფოთება გამოთქვა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს კრემლის მცდელობებს, რომ დააშინოს და რეპრესიებით დასაჯოს ჟურნალისტები თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. "ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის მიერ აშშ-ის მოქალაქე ჟურნალისტის დაკავების შესახებ. ჩვენ ვეკონტაქტებით The Wall Street Journal-ს ამ ვითარებასთან დაკავშირებით", - თქვა მან. ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც აშშ-ის მოქალაქე საზღვარგარეთ არის დაკავებული, ვაშინგტონის ადმინისტრაცია ცდილობს&nb...
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას 2023 წლის აპრილ-ივლისში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქეების სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. საგაზაფხულო გაწვევა დაიწყება 1 აპრილს და გაგრძელდება 15 ივლისის ჩათვლით, გაწვევა შეეხება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს 18-დან 27 წლამდე. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამდროინდელი მონაცემებით გაწვევა რუსეთის 147 000 მოქალაქეს შეეხება.
მაია სანდუ - რუსეთს მოლდოვის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენება სურს, ისევე, როგორც ბელარუსს იყენებს, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. მისივე თქმით, მოლდოვაში არის დამოუკიდებელი მთავრობა, რომელიც მოქალაქეებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობს, აქედან გამომდინარე მოლდოვის გამოყენება შეუძლებელია, ისე როგორც პრორუსული ხელმძღვანელობის გამოყენება. „თქვენ ნახეთ კრემლის ბოლო განცხადებები, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებენ. ეს არის ზუსტად ის, რისი გაკეთებაც რუსეთს სურს მოლდოვის შემთხვევაში. თუმცა, დღეს მოლდოვაში არის დამოუკიდებელი მთავრობა, არჩეული მისი მოქალაქეების მიერ, რომელიც მუშაობს მოქალაქეებისა და მოლდოვას საკეთილდღეოდ, ამიტომ მისი...
სი ძინპინის რუსეთში ვიზიტიდან ირკვევა, რომ ჩინეთი პუტინის სისუსტეს რუსეთზე თავისი ბერკეტების გაზრდის საშუალებად განიხილავს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთის როლი უკრაინის ომში იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობას. „პრეზიდენტი სი უკრაინაში სასტიკი და უკანონო შეჭრით შესფოთებული არ არის, თუმცა პუტინის რუსეთთან „უსაზღვრო მეგობრობას“ ინარჩუნებს. მაგრამ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში დინამიკა შეიცვალა. სი ძინპინის რუსეთში ვიზიტიდან ირკვევა, რომ ჩინეთი პუტინის სისუსტეს რუსეთზე თავისი ბერკეტების გაზრდის საშუალებად განიხილავს. და ცხადი...
ბოროტების წინააღმდეგ ნეიტრალური პოზიციის დაცვა მორალურად შეუძლებელია, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პარლამენტს. ზელენსკიმ, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგების გასაცნობად, ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი ვოლფგანგ სობოტკა და სხვა პარლამენტარები უკრაინაში მიიწვია. "ამის დანახვა ნიშნავს ჩვენი ხალხის გაგებას. იმის გაგება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდუალური ხმა საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის მხარდასაჭერად, როდესაც ეს საკითხები განიხილება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, ევროპარლამენტში ან სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს ბოროტების მიმართ მორალურად ნეიტრალურად არყოფნ...
მათი დაკავება იყო აბსულუტურად უკანონო, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე პირების დაკავებას. როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, აღნიშნული ადამიანები მხოლოდ საკუთარ აზრს გამოხატვდნენ. "ადამიანები, რომლებიც იდგნენ, არ არღვევდნენ კანონს, მათი დაკავება, წაყვანა წინასწარი დაკავების იზოლატორში, იყო აბსოლუტურად უკანონო იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ გამოხატავდნენ თავიანთ აზრს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7-8 მარტს, პარლაენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე ათობით პირი დააკ...
ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის შეტანა იმიტომ, რომ იციან, რომ დარჩებიან წაგებულები,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, სარჩელის არგაგზავნის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ სააკაშვილის დამცველებს არ აქვთ სიმყარის შეგრძნება და ვერ იქნებიან წარმატებული ამ სარჩელში. „ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა და ახლაც ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ დარჩებიან წაგებულები. აქედან გამომდინარე, ცდილობენ საბაბის მოძებნას სარჩელის არგაგზავნისთვის. სინამდვილეში, სარჩელის არგაგზავნის მიზეზი არის ერთადერთი და ეს არის ის, რომ მათ არ აქვთ სიმყარის შეგრძნება, ისინი ვერ იქნებიან წარმატ...
ახლა დაკავებულ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, არც "დროას" წევრია, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ, - ასე ეხმაურება "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დააკავებას. ხოშტარიას თქმით, ბრიუსელში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ დემონსტრანტების დაცვა იყო. "მარტის მოვლენებში ერთადერთი მოძალადეც და მოღალატეც არის "ქართული ოცნება", ვინც მიიტაცა პარლამენტი, იძალადა კონსტიტუციაზე და იძალადა ხალხზე. ახლა დაკავებულ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, არც "დროას" წევრია, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ. ახლა ვეძებთ კონტაქტებს ოჯახთან და მათი სურვილოსამებრ, მათ გვერდში ვიქნ...
ბათუმის საკრებულოს წევრმა პარტიიდან ,,ლელო საქართველოსთვის" ვაჟა დარჩიამ, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე რეზინის ტყვიები მიიტანა, რომელიც 7-8 მარტს თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოიყენეს. დეპუტატმა ისაუბრა იმ ძალადობასა და დევნაზე რომელიც ახალგაზრდების მიმართ განხორციელდა. ავტორი ხვიჩა მამულაძე
რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის ვიწვალეთ, ახია ჩვენზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, პრეზიდენტი ხშირად არაობიექტურია. "ხანდახან ადამიანს გიჩნდება განცდა - რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე რომ იტყვიან, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ქ-ნი სალომე", - განაცხადა მდინარაძემ. კითხვაზე რა მოლოდინი აქვთ პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტისგან, მდინარაძემ აღნიშნა: "არ ვიცი, მოლოდინი როგორ ვთქვა. ქალბატონი სალომეს მაგივრად რო...
დარწმუნებული ვარ, შალვა რამიშვილი საკუთარი ოჯახის წევრებსაც ვერ უყურებს თვალებში, როდესაც ქალებმა საჯაროდ ამხილეს ის სექსუალურ შევიწროებაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა. წითლიძის თქმით, "სამართლებრივი განაჩენი, შალვა რამიშვილის განაჩენთან დაკავშირებით, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ხელისუფლება აღარ იქნება." "შალვა რამიშვილს უკვე გამოტანილი აქვს მორალური განაჩენი საზოგადოების წინაშე და დარწმუნებული ვარ, შალვა რამიშვილი საკუთარი ოჯახის წევრებსაც ვერ უყურებს თვალებში, როდესაც ქალებმა საჯაროდ ამხილეს ის სექსუალურ შევიწროებაში. სამართლებრივი განაჩენი...
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ემზადება ძირითადი სამხედრო რეკრუტირების კამპანიის დასაწყებად, რათა დამატებით 400 000 საკონტრაქტო ჯარისკაცის მობილიზება მოახერხოს. როგორც ბრიტანული დაზვერვის განახლებაშია ნათქვამი, კრემლი ჯარში ნებაყოფლობით 400 000 ადამიანის გაწვევას ვერ შეძლებს. "რუსეთი კამპანიას წარმოაჩენს, როგორც მოხალისე, პროფესიონალი პერსონალისკენ სწრაფვას და არა ახალ სავალდებულო მობილიზაციას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი კამპანია მოიზიდავს სასურველ 400 000 მოხალისეს",- წერს დაზვერვა. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს იმაზე მეტი საბრძოლო მასალა და სამხედრო აღჭურვილობა სჭირდება, ვიდრე ამჟამად ხელმისაწვდო...
ქალების უფლებების დაცვის მოტივით, პოლიტიკურ ტალახს რომ ზელენ, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი, - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ოპონენტების კრიტიკას. წილოსანი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და საუბრობს იმ რეფორმებზე, რომელიც ქალების ინტერესებისთვის "ქართულმა ოცნებამ" გაატარა. "ბოლო დღეებში ბევრჯერ ვუხსენებივარ მე და გენდერული თანასწორობის საბჭო, თუ ოპოზიციონერ ქალებს, თუ ტელეწამყვანებს. განსაკუთრებულ ყურადღებას არ დავუთმობ მათი საქმიანობის დახასიათებას, ეს ანალიზი და შესაბამისი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება საზოგადოების საქმეა. ერთს კი ვიტყვი, რაც დარჩება ისტო...
შესაძლოა, 27 აპრილს, ბატონი პუტინი თურქეთში ჩამოვიდეს,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, პუტინი, შესაძლოა, დაესწროს "როსატომის" მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის ინაუგურაციას. “ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად, ან ცერემონიაში მონაწილეობა ონლაინ მიიღოს",- განაცხადა ერდოღანმა. ამასთან, კრემლმა უარყო თურქული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინი თურქეთში ვიზიტს გეგმავს. მათი განცხადებით, პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელება ენერგეტიკის სექტორში.
რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე შეტევას აგრძელებენ, თუმცა უკრაინელები მტრის თავდასხმებს იგერიებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერმა წარუმატებელი შეტევები განახორციელა დონეცკის ოლქის ორეხოვო-ვასილევკას რაიონში. "ბახმუტის მიმართულებით მტერი ნაწილობრივ წარმატებით აგრძელებს ქალაქ ბახმუტზე თავდასხმას. თუმცა ჩვენი დამცველები გაბედულად იკავებენ ქალაქს და მტრის მრავალრიცხოვან თავდასხმებს იგერიებენ", - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.
9 აპრილი, უნდა იყოს გარდამტეხი, იმისთვის, რომ რუსული მთავრობა წელში გადავტეხოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, 9 აპრილის აქციაზე დაყენებული იქნება ყველა ის საკითხი, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე ხაბეიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ გამოიყენონ პოლიტიკური პარტია, როგორც იარაღი რუსული ოცნების წინააღმდეგ. "უმნიშვნელოვანესი დღეა 9 აპრილი, უნდა იყოს გარდამტეხი, იმისთვის, რომ გადავტეხოთ წელში რუსული მთავრობა და მე პირობას გაძლევთ, ყველა ის საკითხი იქნება დაყენებული, რომელიც თქვენ გაწუხებთ და თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და კარგად უნდ...
საქართველოს შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია ეწვია. პრინცესა ვიქტორიას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა. შვედეთის საელჩოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრინცესა ვიქტორიას საქართველოში ვიზიტი 30 მარტამდე გაგრძელდება. აღნიშნული ვიზიტი ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ხორციელდება. „შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო CSDP (ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მომუშავე) მისიების გაძლიერება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოშ...
გერმანიის მთავრობა უკრაინას დამატებით 12 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც Reuters იუწყება, გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ მოთხოვნილ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის თანხის გამოყოფის საკითხს მწვანე შუქი აუნთო. დამატებითი დაფინანსება მოიცავს 3,2 მილიარდ ევროს, რომელიც გერმანიამ 2023 წელს უნდა გამოყოს და ამასთან ერთად საკრედიტო ხაზებს 2024-დან 2032 წლამდე პერიოდისთვის, რომელიც დაახლოებით 8,8 მილიარდ ევროს შეადგენს. „ამ თანხით, უკრაინა შეძლებს გერმანიის მთავრობის მხადაჭერით შეიარაღების პირდაპირ შეძენას, მნიშვნელოვანია უკ...