მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებასთან დაკავშირებით ყველა პირობა დაკმაყოფილებულია, თუმცა ქართული მხარე ყოველ ახალ კონტაქტზე ახალ პირობებს აყენებს, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა. როგორც გოშევსკამ აღნიშნავს, მას სურს, რომ პოლონელი ექიმების ობიექტური შეფასება ქართულმა მხარემ გაითვალისწინოს და იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია, მას მიეცეს საშუალება, რომ აღნიშნული მკურნალობა პოლონურ კლინიკაში ჩაიტაროს. "პოლონეთში მიხეილ სააკაშვილის სახელი ყველამ იცის, მან თქვენი ქვეყნისთვის უამრავი რამ გააკეთა და სწორედ ამიტომ დაიმსახურა ეს მნიშვნელოვანი ჯილდ...
რიკოთის მაგისტრალის საქმესთან დაკავშირებით, მინისტრი ირაკლი ქარსელაძე სასწრაფოდ უნდა გადადგეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ადამიანი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც, რიკოთის უმნიშვნელოვანესი პროექტიდან ფულს იპარავს და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. „რიკოთის მაგისტრალის საქმესთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მოხდეს მისი დაკითხვა! ასევე, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, მილიონობით ლარის გაფლანგვაზე! ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტიდან ფულს იპარავს და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს! ჩამოიქცა რიკოთი...
ვხედავთ მიღწევებს [კანდიდატის სტატუსის მიღების საკუთხზე], ასევე ვხედავთ, რომ რიგი საკითხები მოსაგვარებელია, ეს სამუშაო პროცესია ამ მომენტისთვის, - ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტუნდუმ განაცხადა. ელჩის თქმით, სტატუსის მინიჭება არის კოლექტიური გადაწყვეტილება, რომელიც 27 წევრი ქვეყნის მიერ იქნება მიღებული. „სტატუსის მინიჭება არის კოლექტიური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება 27 წევრი ქვეყნის მიერ მას შემდეგ, რაც ვნახავთ კომისიის მოხსენებას 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ. ამ დროისთვის, ჩვენ საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლებთან ვართ დიალოგში. ვხედავთ მიღწევებს, ასევე ვხედავთ, რომ რიგი საკითხები მოსაგვარებელია. ეს სამუშაო პროცესია ამ მომენტისთვი...
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც დეკანოიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ვახტანგ გომელაურის საკანონმდებლო ორგანოში დაბარება 7-8 მარტის მოვლენებს უკავშირდება. "მმართველ ძალასა და ხელისუფლებას არ ეგონოს, რომ ჩვენ დაგვავიწყდა 7-8 მარტის მოვლენები, როდესაც ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ძალიან კონკრეტულად უთხრა - არა რუსულ კანონს... 7-8 მარტს, შსს-ს მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად, დაშავდნენ ადამიანები; დააკავეს ძალიან ბევრი მოქალაქე; ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ პოლიტიკოსებს; გამოიყენეს სპეციალური საშუ...
დაუშვებლად მიმაჩნია სანქცირებაზე აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები,- ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. წულუკიანის თქმით, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო მომხრე, რომ ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ. „მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტმა, რაც გულისხმობს, დაახლოებით 20-წლიან გამოცდილებას, მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო ჩვენი მეგობრის, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა, როგორც ირკვევა, ს...
მაქვს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, რომ საქართველოში მედია ზეწოლის ქვეშ იმყოფება,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ რეგიონული მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქით, თავისუფალი მედია დემოკრატიის ხერხემალია და ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რაც ევროკავშირის სიმტკიცეს უზრუნველყოფს. "თავისუფალი მედია დემოკრატიის ხერხემალია, მედიის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რაც ევროკავშირის სიმტკიცეს უზრუნველყოფს, განსაკუთრებით, ახლა, ამ ომის დროს და ეს ომი მხოლოდ უკრაინაში არ ხდება. რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელი, არაფრით გამოწვეული, სასტიკი და მზარდი აგრესია, ასევე, აღძრავს სხვა შიშებს, ვინაიდან ეს პროცესები დეზინფორმაციას, პროპ...
14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ვარშავაში დაჯილდოებაზე მოწვეულია დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან. "14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო “პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. ვარშავაში დაჯილდოებაზე მოწვეულია დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან. ასევე, პოლონეთის ხელისუფლება იქნება წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე",- წერს სააკაშვილი. ...
ჩვენ "ქართული ოცნების" გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შევქმენით ყველა ის ჩარჩო, პირობა, ყველანაირი საკანონმდებლო სივრცე, რომ ინდივიდუალური მოსამართლე იყოს დაცული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. "რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. მოსამართლე დაცული იყოს რაიმე ტიპის ზეგავლენისგან, რომ მოსამართლის მიმართ არ განხორციელდეს რაიმე ტიპის ზეწ...
ჩვენი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, პოლონეთის მიერ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი ჯერ კიდევ ათი დღის წინ, ვწუხვარ გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვარშავაში ვიზიტი უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის გადასაცემ ჯილდოს და ამის პარალელურად იმართება შეხვედრები, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს და პერსპექტივას უკავშირდება. "ჩვენი ოფიციალური ვიზიტი, პოლონეთში, პოლონეთის მიერ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი, ჯერ კიდევ 10 დღის წინ ... ჩვენი ვარშავაში ვიზიტი უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გადასაცემ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს მიხეილ...
როდესაც ვიღაცამ იცოდა, რომ ხვალ კენჭისყრა უნდა გამართულიყო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, წასულიყო ქალაქიდან, ეს არის უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, - ასე გამოეხმაურა "ლელოს" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და მისივე პარტიის წევრის, ანა წითლიძის პოლონეთში ვიზიტს. მისივე თქმით, ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარ ხმასთან და მანდატთან არის ის, რაც საზოგადოებას უჩენს განცდას, რომ არ შეიძლება, ენდო ოპოზიციურ პოლიტიკოსებს და მსგავსი საქციელი მთლიანად ოპოზიციას აზიანებს. „თუ მიგაჩნია, რომ პარლამენტში უნდა იყო და მანდატი უნდა გქონდეს, უფრო მნიშვნელოვ...
მე ყველანაირად ვცდილობ, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას მხარი დავუჭირო, მაგრამ საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა. ფოტიგა ასევე გამოეხმაურა მოსამართლეების დასანქცირების თემას და განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივა ევროკავშირშიც გაიზიარონ. "მე ყველანაირად ვცდილობ, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას მხარი დავუჭირო, მაგრამ საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთის ომზე უკრაინაში. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას და დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის დასუსტება სრულიად შეცვლის ბალანსს მთელ რეგიონში. ჩვენ ყველაფერ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრისას საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, როგორც გამოწვევას რეგიონის, ევროპის უსაფრთხოებისათვის და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას. "საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბუიარ ოსმანისთან რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა....
46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა, თუმცა ცოტა ხნის წინ მოთხოვნები შეიცვალა. როგორც პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია აღნიშნავს, რიგგარეშე სხდომის გადადების გადაწყვეტილება, მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ორმა დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ, ქვეყანა მოულოდნელად დატოვა, რის გამოც ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები საგამოძიებო კომიტეტის შესაქმნელად. "მოულოდნელად ორმა დეპუტატმა დაუგეგმავად დატოვა საქართველო, ამიტომ ხვალ ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით. საკითხის ჩავ...
ვთვლი, რომ სხვა ოფიციალური პირები საქართველოს ხელისუფლებაში და ქართულ ოცნებაში ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ ფიქრობენ, რომ მათ სანქციები არ შეეხებათ, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ სანქციები არ ვრცელდება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ ზემოთ აღნიშნული კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე სერიოზულად დგას. "მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაგონ, რომ ეს სანქციები არ არის საქართველოს ან ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ის გახლავთ კო...
შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა პრემიერის ვიზიტმა უზენაეს სასამართლოში სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა იმედის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელმა ვიზიტმა და მისმა გამოხატულმა პოზიციამ სავსებით დაარწმუნა მოსამართლეები, რომ უპრეცედენტო შეტევის პირობებში, სასამართლო ხელისუფლება მარტო არ არის. "შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა პრემიერის ვიზიტმა უზენაეს სასამართლოში სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს. ამ უპრეცედენტო და აბსოლუტურად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებაში, რომლითაც მოქმედი მოსამართლეები კორ...
საქართველოს მთავრობა დასანქცირებულ მოსამართლეებს უჭერს მხარს. ჩვენ მოწმეები ვართ, რომ პარტიასა და სასამართლოს შრის გამყოფი ხაზი ფერმკრთალდება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, პარტია "ქართული ოცნება" და სასამართლოში გავლენის მქონე ჯგუფები, არიან კორუფციისა და ბიძინა ივანიშვილის არალეგალური ძალაუფლების წყაროები, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ინტერესებს. "საქართველოს მთავრობა დასანქცირებულ მოსამართლეებს უჭერს მხარს. ჩვენ მოწმეები ვართ, რომ პარტიასა და სასამართლოს შრის გამყოფი ხაზი ფერმკრთალდება. ორივე მათგანი - პარტია და სასამართლოში გავლენის მქონე ჯგუფები -...
მან [პუტინმა] შეცდომა დაუშვა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, როდესაც უკრაინაზე იერიში მიიტანა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ის, რაც რუსეთის მხრიდან 20 წლის განმავლობაში იგეგმებოდა, თავიდანვე კრახით დასრულდა და წლების განმავლობაში ვეღარ გამოსწორდება. მან დასძინა, რომ პუტინი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანის სტატუსით სარგებლობდა, უკრაინაში წარმოებული ომის შემდეგ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტრიბუნალის ეჭვმიტანილი კრიმინალის სტატუსზე გადავიდა. "ის, რაც 20 წლის განმავლობაში მზადდებოდა და თავიდანვე ჩავარდა, ერთ, ო...
ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ის, რა კრიზისიც არის პარტიაში, აისახება მის თავმჯდომარეზე და არ აკეთებს ადეკვატურ განცხადებებს, - ასე გამოეხმაურა "რეფორმების ჯგუფის" დეპუტატი ხათუნა სამნიძე ენმ-ს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც ოპოზიციის ნაწილს თვითმარქვია უწოდა. სამნიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში თანმიმდევრული არ არის, რაც 9 აპრილს ორგანიზებულმა აქციამაც დაადასტურა. "ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ის, რა კრიზისიც არის პარტიაში, აისახება მის თავმჯდომარეზე და არ აკეთებს ადეკვატურ განცხადებებს. მიხედოს საკუთარ მანდატებს პარლამენტში და მერე ილაპარაკოს სხვა ოპოზიციონერ კოლეგებზე. არ არიან თანმიმდევრულები პო...
არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, რომელიც თან ახლავდა ამ გადაწყვეტილებას. ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. როგორ მთავრობის მეთაურმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, "სიმართლე გაირკვევა" და "არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება". "სამწუხაროა და გაუგებარი... ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა. ჩვენ საუბარი გვექნება ჩვენს პარტნიორებთან, არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება, მე ამის მჯერა... ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. არასდროს მომისმენია, რომ გარკვ...
ლ თალაკვაძე გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციას. თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ ხაბეიშვილმა აღნიშნული აქციის გამო, "მკაცრი საყვედურები მიიღოს". "გუშინდელი აქცია იყო ისტორიის გადაწერის მცდელობა ან ისტორიაზე ჩამოკიდების მცდელობა. მათივე მხარდამჭერებიც კი არ მივიდნენ აქციაზე. ჩემი აზრით, ეს არის სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო. არ გამოვრიცხავ, ხაბეიშვილმა, ამის გამო ძალიან მკაცრი საყვედურები მიიღოს. უკვე მერამდენედ ხდება, როდესაც ის იმუქრება ხან ციხესიმაგრეების დანგრევით, ხან ამბობს, რომ მოაწყობს საშინელ გაზაფხულს, ხან ამბობს, რომ ხელისუფლებას გადააყენებს. ამ ტიპის არასერიოზული განცხადებები ჩვენთვის ახალი არ არის და ...