ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო, - ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სტანო აღნიშნავს, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "ბოლო მოეღოს ნეგატიურ მოვლენებს და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების აქტები". "ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური...
თქვენ გაიმარჯვეთ უკვე და გამარჯვებულები დადიხართ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს. "ყველას მინდა გითხრათ მადლობა, ეს არის ჩემი სურვილი და მოვალეობა, რომ მადლობა გამოვხატო იმისთვის, რაც თქვენ, ახალგაზრდებმა გააკეთეთ. თქვენი ქვეყნისთვის და ეს არ არის პატარა რამ თქვენ შეძელით და მოგვეცით ახალი იმედი. დაგვანახეთ ჩვენი თავი სხვანაირად, რომ თურმე ამ ქვეყანას ჰყოლია ძალიან შეგნებული ძალიან ცოცხალი, შეგნებული ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა, რომელმაც იცის რა ელის ქვეყანას, რა დღეშია, რა გადაწყვეტილება აქვს ქვეყანას მისაღები და იცის, როგორი უნდა ამ თავისი ქვეყნისთვის. ჩვენ ბევრს გვეგონა, რომ ახალგაზრდობა ფიქრობდა უფრო თავის მატერიალურ ბედზე, თავის კ...
სანქციები არის არასერიოზული, თუმცაარასერიოზულთან ერთად, სანქციები არისშეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის დახალხისთვის, ასევე ეს არ შეესატყვისებაპარტნიორობის სულისკვეთებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაური ყველას მოუწოდებს პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლინებისკენ ქართველი ხალხის მიმართ. „სანქციები არის არასერიოზული, თუმცაარასერიოზულთან ერთად სანქციები არისშეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის დახალხისთვის. ეს ასევე არ შეესატყვისებაპარტნიორობის სულისკვეთებას. აქედანგამომდინარე, იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი გადაიხედება. ჩვენს ინტერესებშია, ...
როდესაც ტერორით დაკავებული არიან ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია სირცხვილია, JamNews-ი თქვენ კოლეგებს კეფაში ტყვიით, რომ ემუქრებოდნენ, თქვენ ტაშს უკრავდით ამ ადამიანებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელმაც აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და პაპუაშვილს ჰკითხა, მომხდარის გამო, გრძნობდა თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა, "ვინც ტერორში იქნება" ჩართული იქნება მხილებული. "სამარცხვინო ტყუილები ისმოდა თქვენგან, რა მოწოდებაზე საუბრობთ? არ გრცხვენიათ? დიახ, როდესაც ტერორით დაკავებული არიან ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადა...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024) მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში. "ღონისძიების მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი მასპინძლობს. კონფერენციის ოფიციალურ გახსნამდე, მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმები...
ამ ტერორზე, რომელიც თქვენ მოაწყვეთ, აუცილებლად იქნება შესაბამისი პასუხი გაცემული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მოხდება. უბრალოდ, ახალგაზრდა კაცმა ამ სინდისით უნდა იაროთ, რომ ახალგაზრდების სისხლში თქვენ პირადად გაქვთ ხელი გათხვრილი იმიტომ, რომ თქვენი მოწოდების შემდეგ ერთ საათში თქვენივე "ზონდერები" დაესხნენ ამ ადამიანს თავს,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილთან დაკავშირებით. აქუბარდია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბერძენიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა და პაპუაშვილს ჰკითხა, მომხდარის გამო, გრძნობდა თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას. "აი, ეს არის თქვ...
ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. მთავრობის მეთაურის თქმით, „ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები და ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა". „ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები. ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა. უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტიური გაძევება. ეს არ იყო მართებული ნაბიჯები, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ჩვენს...
ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი ხალხი განსაკუთრებული სოლიდარობით გამორჩევა უკრაინელი ხალხის მიმართ და საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ყველა პლატფორმაზე. „ჩვენ ვმონაწილეობთ უკრაინის აღდგენის კონფერენციაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველა პლატფორმაზე, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მსჯელობა იმ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ აღ...
ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ "აღშფოთებული მოქალაქის" სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის განცხადებით, "დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ". "მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები: - დაემუქრნენ პარლამენტის წევრებს "კეფაში ტყვიით" (ლევან დათუნაშვილი, "ჯემნიუსი") - ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქ...
ნატო არ ცნობს ცხინვალის რეგიონში ჩატარებული გუშინდელი არჩევნების ლეგიტიმურობას, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა. როგორც კოლომინა აღნიშნავს, ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას „ნატო არ ცნობს ცხინვალის რეგიონში ჩატარებული გუშინდელი არჩევნების ლეგიტიმურობას. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა კოლომინამ.
ძვირფასო მეგობრებო, მადლობა წლების განმავლობაში თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, კეთილი სიტყვებისთვის და თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ფოტიგა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ვადით ვერ მოხვდა ევროპარლამენტში, ის მაინც საერთო მიზნების ერთგული რჩება. „ძვირფასო მეგობრებო, მადლობა წლების განმავლობაში თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, კეთილი სიტყვებისთვის და თანამშრომლობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა არ ამირჩიეს, მე მაინც ჩვენი საერთო მიზნების ერთგული ვარ და გავაგრძელებ აქტიურ მონაწილეობას. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას ამ პარასკევს ვილნიუსში!“ - წერს ფოტიგა X-ზე.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი პიტერ სტანო ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც სტანო აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. "საქართველო: ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, "სამხრეთ ოსეთში" ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - წერს სტანო. შეგახსენებთ, გუშინ, 9 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024), რომელიც 11-12 ივნისს ბერლინში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. "URC2024 ფოკუსირებული იქნება ოთხ თემატურ მიმართულებაზე: კერძო სექტორის მობილიზება აღდგენისა და ეკონომიკური ზრდისთვის; სოციალური აღდგენა და ადამიანური კაპიტალი უკრაინის მომავლისთვის; მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების აღდგენა; ევროკავშირში გაწევრიანება და მასთან დაკავშირებული რეფორმები.&...
ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პირველი პირები კიდევ ერთხელ "გამჭვირვალობის კანონის" გამო გვაკრიტიკებენ. როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?! - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძის განცხდებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში და საფრანგეთში გაცილებით მკაცრი კანონი მოქმედებს. "ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პირველი პირები კიდევ ერთხელ "გამჭვირვალობის კანონის" გამო გვაკრიტიკებენ. ვინმემ, ერთმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ, ქართვ...
პარლამენტი კვლევას ჩაატარებს, რათა შემუშავდეს დამცავი მექანიზმები ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც ბოლქვაძე აღნიშნავს, დემოკრატიულ ქვეყნებში მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა დასჯადია. "იმათ, ვისაც ჰგონია რომ სატელეფონო და სმს ზეწოლები შერჩებათ, წაიკითხონ კარგად ეს ინფორმაცია! დემოკრატიულ ქვეყნებში დასჯადია მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა! კანონი ითვალისწინებს ციხეს და ჯარიმას 15.000 ევროს ოდენობით! საქართველოს პარლამენტი, სულ მალე კვლევას ჩაატარებს ამ თემის ირგვლივ რათა შემუშავდეს დამცავი მექანიზმები ველური, ვერბალური ქმედებე...
მგონია, რომ დროა უკვე ცვლილებები მოხდეს და ველოდები, რომ დიახ, ტრამპი შეძლებს, რომ ამერიკა გახადოს უფრო დიადი და სამართლიანი. მე პირადად მხარს ვუჭერ ბატონ ტრამპს, ასე რომ, მისტერ ტრამპ, აბა თქვენ იცით, გამარჯვებები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. როგორც ზარქუამ აღნიშნა, "აშშ-ის ორმაგი სტანდარტი და სავიზო შეზღუდვის დაწესება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გასაგებია". "ერთი კითხვა მაქვს: მთელი ქვეყანა რომ გყავთ სანქცირებული, ჩვენთან დაკავშირებით კარგი, გასაგებია თქვენი მიდგომა და საზოგადოებამაც გაიგო ეს ორმაგი სტანდარტი, მაგრამ ხალხს მაინც მოუხსენით სანქციები და უვიზო მიმოსვლა დაუწესეთ. ხომ ამ...
დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ყველაფერს გავაკეთებ სახელოვანი გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. თინა ბოკუჩავამ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გითხრა შენ, ლევან, რადგან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვან და არც თუ ისეთ მარტივ მომენტში, აიღე უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს მოითხოვს დიდ გამბედაობას და დიდ თავგანწირვას. შენ ამის მაგალ...
ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ის პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე გააკეთა. ლევან ხაბეიშვილი მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ხაბეიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტს თინა ბოკუჩავა დაიკავებს. „მე მაქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, სამწუხროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იცის საზოგადოებამ ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები. ჩემთვის, ცხადია, მძიმეა, თუმცა, ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 სამი თვის განმავლობაში აკრძალულია რეჟიმში მუშაობა. შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას, როცა არჩევნებამ...
ბრიტანეთი განიხილავს, შეუერთდეს აშშ-ის სანქცირების პოლიტიკას იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში, ვინც ცდილობს, რომ საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კამერონთან შეხვედრის შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საუბრობს. ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნა ევროატლანტიკური და ევროინტეგრაციის საკითხები. "ამ წუთებში დავასრულე შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დევიდ კამერონთან. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და პირველ რიგში სრული მხარდაჭერა ქართველ ხალხს, მეორე, ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე და რუსულ გავლენებზე, რომელიც იზრდება საქარ...
საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცესკო-ს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფებოდნენ. ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლება სახელწოდებით - „არჩევნების მოდერნიზება, გამოწვევები და სამომავლო გეგმები“ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა. მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ლირი კოპაჩი-დი-მიკელმა, ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა დირე...