უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო ადმინისტრაციის სამი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის ვებგვერდზე ვკითხულობთ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამივე ხელმძღვანელი მათ მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე გათავისუფლდნენ. გათავისუფლებულთა შორის არიან, ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდა, ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკო და ხმელნიცკის სერგეი გამალიი.
ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ ქვეყანაში ყველაფერი ევროპული დაასამარა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან თუ რამდენად შორს არის "ნაციონალური მოძრაობა" და ევროპა, აქედან გამომდინარე მათგან ნებისმიერი სახის მოთხოვნა ცინიკურად და ღიმილის მომგრევლად გამოიყურება. "ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ ქვეყანაში ყველაფერი ევროპული დაასამარა, შემდეგ კი, ოპოზიციაში ყოფნის დროს, მხარი არ დაუჭირა არც კონსტიტუციაში საქართველოს ევროპული არჩევანის შეტანას და არც პარლამენტში ევრორეკომენდაციით გათვალისწინებულ არცერთ რეფორმას, როდესაც ასეთ მოთხოვნას აყენ...
ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არის უკრაინული და დაამტკიცა ის, თუ როგორ ატყუებს რადიკალური ოპოზიცია მსგავს თემებზე საზოგადოებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ ასევე დაადასტურა, რომ რეკომენდაციები, რაც დაფიქსირდა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გათვალისწინებულ იქნას, კანონი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და ამით 12 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი შესრულდეს. „ჩვენ ვენეციის კომისიიდან მივიღეთ დასკვნები მთელ რიგ კანონპროექტებთან დაკავშირებით, მათ შორის არის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტიც. თ...
იმ აქციებისა და პროტესტის შემდეგ, რაც იხილა ქართულმა ოცნებამ, კარგად უნდა გაიაზროს, რომ თუ ისინი ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნიან, თითოეული ადამიანი ისევ დადგება ქუჩაში, - ამის შესახებ დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორებისგან იგრძნობა, რომ ისინი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგანან, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს და მიზანმიმართულად ხელს უშლის ევროპულ მომავალს. "ყველა განცხადებით, რომელიც გვესმის ჩვენი პარტნიორებისგან, ჩანს, რომ ისინი დგანან ჩვენი ქვეყნის გვერდით, ხალხის გვერდით და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უშვებს სერიოზულ პოლი...
ფაქტობრივად, 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ ბოლოში გავდივართ,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ პროცესში ოპოზიცია არ მონაწილეობს და ყველაფერს დიდწილად მარტო უმრავლესობა აკეთებს. „ფაქტობრივად, 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ ბოლოში გავდივართ. მომავალ კვირას რამდენიმე კონცეპტუალურ დოკუმენტს მივიღებთ, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, ქალთა უფლებებს. ამით მე-8 და მე-9 რეკომენდაციები შესრულდება, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს უმრავლესობა დიდწილად მარტო აკეთებს, რადგან ვხედავთ, რომ ოპოზიცია ამ საკითხში არ მონაწილეობს ხოლმე. რაც შეეხება „დეოლიგარქი...
დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ და გავხსნათ გოცირიძის მეტრო, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ექსპლუატაციის მიღების პროცედურები და დასკვნის მიღების შემდგომ, გადაეგზავნება ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ზედამხედველობის ინსპექციაში, რის შემდგომაც მეტროსადგურის გახსნა შესაძლებელი იქნება. "ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე ვართ, დღეს ვიღებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან დასკვნას, სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც გადაიგზავნება ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ზედამხედველობის ინსპექციაში. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ერთი...
მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს. ექსპრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ქვეყანაში ტყუილის და ძალადობის მანქანაა შექმნილი, რომელიც რუსეთისთვის მუშაობს. "მადლობა ევროპის პარლამენტს სოლიდარობისთვის! მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა - ჩვენ საქმე გვაქვს ტყუილის და ძალადობის მანქანასთან, რომელიც მუშაობს რუსეთზე",- წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 14 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დებატები მიუძღვნა. განხილვა შეეხო ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხალხის არჩევანსა და მმართველი პარტიის პოზიციებს. ევროპარ...
არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის საკითხის საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირება ცრუ ნარატივი და თავხედობაა. "არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, არაფერი შეიძლება იყოს იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის ამ თაღლითური და სპეკულაციური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან. საქართველოს ევროპული მომავალი და სააკაშვილი, მისი ქმედებები, მისი წარსული, მისი აწმყო და მომავალი ვერ იქნება დაკავშირებული. სააკაშვილი არის ბნე...
არ დავუშვებთ ახალგაზრდების რეპრესიებს, ვადგენთ შავ სიას, სადაც მოხვდება ყველა თანამდებობის პირი, ვისაც ამ საქმეში ექნება შეტანილი წვლილი და აეკრძალებათ საჯარო სამსახურებში მუშაობა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე მოუწოდა მმართველ პარტიას ჩანიშნონ ვადამდელი არჩევნები, რადგან მისივე თქმით, კრიზისი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, სხვაგვარად ვერ გადაწყდება. "ჩვენმა ხალხმა, ახალგაზრდებმა ისტორიული სიტყვა თქვეს მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში, რამაც გამოიწვია რეჟიმის გაშმაგება და დაგეგმეს რეპრესიები ახალგაზრდების მიმართავს, რის გამოც მინდა გავაფრთხილო რეჟიმი და მისი მეთაური: ჩვენ არ დავუშვებთ ა...
ევროკავშირის დროშა რომ კიდია პარლამენტთან, დანაშაული და სირცხვილია, - ამის შესახებ პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" წევრი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს. როგორც მორგოშიამ "ტვ პირველთან" საუბრისას აღნიშნა, "ალტ-ინფოს" აქცია და პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა ყველა რუსულმა სატელევიზიო არხმა გააშუქა, რაც "კონსერვატიული მოძრაობის" წევრის აზრით, ნიშნავს ერთს - მოსკოვს ეცოდინება, რომ საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას "გაუგებარი ხალხი" არ წარმოადგენს. "დროშის ჩამოხსანასა და დაწვაზე საქმე როგორც ვიცი აღძრულია ადმინისტრაციული ოქმებით. დაკავებით, არ დააკავებენ არავის, სავარაუდოდ, ჯარიმა იქნება. ზურა [მახარაძე...
თქვენი ამჟამინდელი ნაბიჯები, გადაწყვეტილებები არის არასწორი, გააკეთეთ ის, რასაც თქვენი ხალხი მოითხოვს თქვენგან, - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, მმართველ პარტიას. მისივე თქმით, ევროკავშირი არასდროს ჩაითრევს ომში საქართველოს, ვინაიდან მათ ახსოვთ 2008 წლის ომი და ის დანაკარგი, რაც იმ დროს ქვეყანამ განიცადა. მან დასძინა, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის მხარს დაუჭერს. "მე მაქვს ორი შეტყობინება ქართველი ხალხის მიმართ: პირველი, ევროპარლამენტის წევრები ხედავენ თქვენს არჩევანს და პატივს სცემენ მას, თქვენ ძალიან თანმიმდევრულნი ხართ, როცა საქმე ეხება თქვენს მისწრაფებას ევროკავშირის წევრად ქცევის შესახებ, ვ...
მე მინდა ვთქვა, რომ ქართველი ხალხი იჩენს ძალიან მტკიცე ნებას, რადგან მათ იციან, რომ ე.წ. "ქართული ოცნება" იქცა ქართულ კოშმარად, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რაინჰარდ ბუტიკოფერმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ევროპულ ღირებულებებს არ მისდევს, მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა საქართველოს საზოგადოება მარტო არ უნდა დატოვოს ამ ბრძოლაში. "მე მინდა ვთქვა, რომ ქართველი ხალხი იჩენს ძალიან მტკიცე ნებას, რადგან მათ იციან, რომ ე.წ. ქართული ოცნება იქცა ქართულ კოშმარად, რეალურად. საქართველოს მთავრობა აღარ მისდევს ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ გზას და ჩვენ არ უნდა დავტოვოთ საქართველოს საზოგადოება მა...
ჩვენ ვიცით, რა ძლიერია საქართველოს სურვილი, იქცეს ევროკავშირის წევრად, თუმცა დღეს არსებობს არაერთი პრობლემა ამ გზაზე და ერთ-ერთი ამ პრობლემის სახელი არის ბიძინა ივანიშვილი, ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან არასწორი ნაბიჯების გადადგმა კვლავ გრძელდება, რისი ნათელი მაგალითიც, არის ის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მედიის წარმომადგენელი, ნიკა გვარამია კვლავ საპატიმროებში რჩებიან. მან ასევე ისაუბრა, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტზე, რომელიც ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ გადადგმუ...
ქართველმა ხალხმა აირჩია თავისი გზა და ის მიდის ევროპისკენ. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განაგრძოს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 რეფორმაზე. "ქართველმა ხალხმა აირჩია თავისი გზა და ის მიდის ევროპისკენ. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე. ეს განვაცხადე საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაოა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეფორმაზე", - წერს ესტონეთის პრეზიდენტი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ლანძღა ევროპარლამენტარები და ფაქტობრივად გაუგზავნა კრემლს მესიჯი, რომ ტაქტიკურად უკან დაიხიეს და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი პარტია არ აპირებს რეკომენდაციების შესრულებას და არც კი გრძნობენ რაიმე სინანულს, მას შემდეგ, რაც რუსული მოღალატეობრივი პუტინისტური კანონი მიიღეს. "მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა რუს ოლიგარქზე და დაამსხვრია მითი მისი უძლეველობის შესახებ, რუსული ოცნების წევრები ერთმანეთის მიყოლებით ჩამოსხდნენ ეთერებში, ირაკლი ღარიბაშვილმა ლანძღა ევროპარლამენტარები და ფაქტობრივად გაუგზავნა კრ...
ვგმობთ, ქართული ოცნების ორგანიზებული დაჯგუფების მიერ, კონსტიტუციის და კანონის ფეხქვეშ გათელვით, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას. ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრების მიერ საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მმართველი პარტია პანიკაშია და დაწყებულია შეუქცევადი პროცესი და იმგვარი პროტესტით, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიხილეთ, ისინი ცდილობენ ძალის დემონსტრირებას, რითაც თავს იმშვიდებენ. "ერთიანმა ნაციონალურმა მ...
ოლიგარქი პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვის შიდა სიტუაციაზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, პოლიტიკური სცენიდან ჩამოაშორეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ იგივე დაემართება ბიძინა ივანიშვილსაც, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს პრორუსულ ორიენტაციასთან. "მინდა გავიხსენო მოლდოვის მაგალითი, როდესაც ევროპარლამენტიდან უზარმაზარი ზეწოლა განხორციელდა და საბოლოოდ გვქონდა შედეგი – ოლიგარქი პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვის შიდა სიტუაციაზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, პოლიტიკური სცენიდან ჩამოაშორეს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იგივე დაემართება ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც ახლა დაკავ...
არცერთ ჩვენგანს არ აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი. ეს ბევრჯერ გვითქვამს და არ არსებობს მსგავსი ტყუილის განმეორების საფუძველი, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას კორუფციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები არ აადვილებს ქვეყნის ევროკავშირთან მომავალ თანამშრომლობას. გარდა ამისა, ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ მთავრობას ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი, როგორც სასამართლო და საარჩევნო რეფორმების, ასევე დეოლიგარქიზაციის კუთხით. "პირველ რიგში, არცერთ ჩვენგანს არ აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი. ეს ბევრჯერ გვით...
ომის დროს ვისწავლეთ ან საბოოლოდ გავიგეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება, ის არ გაჩერდა 2008 წელს, არ გაჩერდა 2014 ში და არ ჩერდება ახლაც, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორები არ დაუშვებენ ომის ფონზე გადაღლას და ისინი უკრაინას იქამდე დაუდგებიან გვერდით, სანამ ამის საჭიროება იარსებებს. „ჩვენ უფრო მეტად ყურადღებით უნდა მოგვესმინა ჩვენი მეგობრებისთვის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. 2022 წლის 24 თებერვალს ომის დაწყებისთანავე ეს განვაცხადეთ. სასურველია ეს უფრო ადრე გაგვეკეთებინა. ამ ომის დროს ვისწავლეთ ან საბოოლოდ გავიგეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება...
ვანო მერაბიშვილის დაძახილზე არ მგონია საკუთარი თანაგუნდელებიც კი სრული შემადგენლობით მივიდნენ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილმა საზოგადოებასთან კომუნიკაციას და რაიმე სახის მოლოდინების გაჩენას თავი უნდა დაანებოს. „ვანო მერაბიშვილის დაძახილზე არ მგონია საკუთარი თანაგუნდელებიც კი სრული შემადგენლობით მივიდნენ, საზოგადოებასთან კომუნიკაციას და რაიმე მოლოდინების გაჩენას თავი დაანებოს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს, განაცხადა, რომ ის აპირებს დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლის მიზანიც, მთავრო...