სააკაშვილი - ნიკა მელია გუშინ ეთ...

გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც, სამწუხაროდ, ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც სააკაშვილი წერს, მისი გუნდი არ ეგუება "უსამართლობას, იბრძვის და უსათუოდ გაიმარჯვებს". „გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც, სამწუხაროდ, ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს. სხვათა შორის, დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე, „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძის მიერ შეკერილი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქც...

„ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს...

ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე წერს და ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს ყოფილ გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. "ვულოცავ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევას! წარმატებებს გისურვებთ თქვენს ახალ ამპლუაში, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვასა და მთელ ევროპაში დემოკრატიის ხელშეწყობაში. ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება. ქალბატონო ბურიჩ, გმადლობთ თქვენი გამორჩეული ლიდერობისა და ერთგულე...

ზახაროვა - რუსეთი საქართველოსთან...

რუსეთის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვას თქმით, რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესებს ემსახურება. "ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ეს [ურთიერთობების ნორმალიზება] ჩვენი ორი ხალხის ინტერესებს აკმაყოფილებს... ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესებს ემსახურება, ამ კონტექსტში მივესალმებით ხსენებულ ინიციატივას, ჩვენ მზად ვარ ამ გზით სვლისთვის", - განაცხადა ზახაროვამ.

მდინარაძე - საქართველო არასდროს ...

საქართველო არასდროს დაეთანხმება ვენეციის კომისიის იმ მოწოდებას, რომ საქართველოში დაშვებული იქნას ერთნაირსქესიანთა ქორწინება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.  მდინარაძის თქმით, "დიდი ალბათობით, ოპოზიციამ სწორედ ლგბტ თემაზე საუბრისგან თავის არიდებისთვის გამოიყენა ბოიკოტი, თუმცა, ყველა ხვდება, რომ ისინი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დაშვების და გავრცობის მომხრეები არიან". "ისინი, დიდი ალბათობით და ყველაზე მაღალი ალბათობით, იმიტომ არ იღებენ მონაწილეობას, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე მიდის დღეს საუბარი საქართველოს პარლამენტში და ამ კვირაში ამიტომ გაერიდნენ საქართველოს პარლამენტს. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომა...

მამუკა მდინარაძე - ყოფილი „ნაცი“...

ყოფილი "ნაცი" არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია. ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციას რეიტინგი არ აქვს, რადგან რეიტინგი "დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, არამედ მოაქვს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე და ეს ხალხი არ მოსწონთ, რადგან "ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები არიან". "ისინი რას შვრებიან, იცით? გამოიკვლევენ, რომ ერთად ვერ გვამარცხებენ, მერე გაიშლებიან; მერე ჩაატარებენ კვლევებს ცალ-ცალკე, მერე ისედაც ვერ გვამარცხებენ, შეიკვრებიან. კვლევები კი არ შველის მაგას, მაგას უნდა რეიტინგი იმიტომ, რომ კვლევები აჩ...

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ უნდა შე...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციას მხარს უჭერს.  როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, უნდა შეიქმნას "ერთიანი, დიდი კოალიცია". "ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი, დიდი კოალიცია, მაქსიმალურად ფართო რაც შესაძლებელია. ვუჭერ მხარს ერთიანობის დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში და ვუჭერს მხარს ჩვენს წინსვლას ევროპისკენ. ნუ შეგვეშინდება პროვოკაციების, ნუ შეგვეშინდება ძალადობის, ნუ შეგვეშინდება საზიზღრობების იმიტომ, რომ ჩვენ აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად, ამაში დარწმუნებული ვარ",- განაცხადა ს...

თინა ბოკუჩავა - ეს ხელისუფლება ა...

ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია ამაზე,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავა თქმით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, "დაიმორჩილოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც უარყოფითად ეხმიანებიან ისეთი ინსტიტუციებით, როგორიც არის ვენეციის კომისია". "ივანიშვილის მცდელობა, პოლიტიკურ ვერტიკალში დაიმორჩილოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაციები, არის უსუსური მცდელობა იმის, რომ შეცვალოს საბოლოო საარჩევნო შედეგი, რაც ვერ შეიცვლება იმდენად ერთმნიშვნელოვნად ჩ...

ფიშერი - უკრაინასა და მოლდოვას მ...

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტრ ფიშერი უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ეხმაურება. პიტერი ულოცავს ორ ქვეყანას მოლაპარაკებების დაწყებას და ქართულ მხარეს მიმართავს, რომ მათთან ერთად შესაძლებელი იყო, რომ ისინიც ყოფილიყვნენ. "ვულოცავთ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. ჩვენო მეგობრებო საქართველოში, ეს შეიძლებოდა თქვენ ყოფილიყავით", - წერს ფიშერი X-ზე.

რუსეთის ვიცე-პრემიერი - საქართვე...

საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს გამოიყენონ რუსეთისთვის საფრთხის პლაცდარმად, რაც დადებითად აისახება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებზე, -  ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა. ოვერჩუკმა აღნიშნა, რომ საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ცდილობს მეზობლებთან მშვიდობიანად იცხოვროს. "თუ საქართველოს შევხედავთ, სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ცდილობს მშვიდობიანად იცხოვროს მეზობლებთან. მათ ესმით, რომ არ სურთ გამოიყენონ როგორც პლაცდარმი რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის შესაქმნელად", - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა. 

ISFED-ზე რეპუტაციაწამხდარი ორგან...

ჩავარდნილი პიარ და პროპაგანდისტული პროექტი "არა რუსულ კანონს“, მათი მიზანია, რომ ახლა გადაიქცეს არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების ახალ პროპაგანდად. დაიმახსოვრეთ კარგად: მომდევნო თვეების წინასწარი პროპაგანდა იქნება, რომ არჩევნები საქართველოში ყალბდება,- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებამ  ვითარება მნიშვნელოვნად დააზიანა. მდინარაძის განცხადებით, მათი მიზანი ყოველთვის იყო არჩევნები...

ISFED - წინასაარჩევნო პერიოდი „უ...

არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის გარემო შეაფასა. როგორც ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ორგანიზაცია განცხადებაში ასევე უთითებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებამ მნიშვნელოვნად დააზიანა. "2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (შემდეგში - &...

მდინარაძე პრეზიდენტზე - სამწუხარ...

ისინი წვალობენ ძალიან, სინამდვილეში არიან ერთი ქოლგის ქვეშ, ნათელაშვილის ფანჩატური გადაიქცა სალომეს ფანჩატურად,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ნაცმოძრაობის" და ნიკა გვარამიას "თოჯინა" გახდა. "ძალიან სამწუხაროა ერთი ამბავი, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში იხარშება, სამწუხაროდ და ცოტა მძიმეა ამის თქმა, მაგრამ გახდა "ნაცმოძრაობის" და ნიკა გვარამიას თოჯინა. ადამიანი, რომელიც გუშინ რეზიდენტს უ...

6-მა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანო...

6 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, დეკლარაცია გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ.  ერთობლივი განცხადების თანახმად, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციაზე 8 ივლისამდე შეთანხმდებიან. "შეშფოთებულნი ვართ რა "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი თავდასხმებით ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ასევე მთავრობის ქმედებებით, რომელიც ემორჩილება ამავე ოლიგარქს და უგულებელყოფს დემოკრატიის ძირითად ფასეულობებს და მიზანმიმართულად ხელს უშლის  საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ, ვერთ...

ბორელი - საქართველოს მთავრობისთვ...

განვიხილავთ ფინანსური დახმარების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, პარალელურად, გავზრდით მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. როგორც ბორელი აღნიშავს, „გამჭვირვალობის კანონი“ და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება აშორებს საქართველოს ევროკავშირს. „ჩვენ მაღალჩინოსანთა მხრიდან მოვისმინეთ, რომ ეს კანონი აახლოებს ევროკავშირთან. მინდა, ვიყო ძალიან მკაფიო - არა, არა, ეს კანონი და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება აშორებს საქართველოს ევროკავშირს. მეტად მკაფიო ვერ ვიქნები. ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. ამ განცხადებას მხარს უჭერს 27-დან 26 ...

ობრაიენი - საქართველო ჩვენი პარტ...

საქართველო ჩვენი პარტნიორია, რომელიც ნატოს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებზე მიწვეული იქნება, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა. ო’ბრაიენის თქმით, ვაშინგტონი „ქართული ოცნების“ ლიდერების მცირე ჯგუფის გადაწყვეტილებებით და რიტორიკით ძალიან შეშფოთებულია. „ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის 80-85 პროცენტს სურს ევროკაშირსა და ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია. ჩვენ ვნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ახლახან თქვა, ისინი მოელიან, რომ მათი ბოლო ქმედებები საფრთხეს არ შეუქმნის ამ გზას. ჩვენ შევეცადეთ, ვყოფილიყავით ძალიან მკაფიო და ვფიქრობ, უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორ...

წითლიძე - ხუთშაბათს, ევროსაბჭოს ...

მიუხედავად „ქართული ოცნების“ მცდელობისა, რომ დებატები არ შემდგარიყო ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ხუთშაბათს გაიმართება დებატები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ევროსაბჭოში საქართველოზე დებატების ჩანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც წითლიძე აღნიშნავს, დებატები იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მათ საქართველოს მოქალაქეებს ევროინტეგრაციის გზაზე ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ. „მიუხედავად „ქართული ოცნების“ მცდელობისა, რომ დებატები არ შემდგარიყო ევ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 28 ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 28 ივნისს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება.  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე კობახიძე კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

საქართველოზე შესაძლო ზომების სია...

საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლო ზომების სია იქნება წარმოდგენილი,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. როგორც ლანდსბერგისმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, აღნიშნულ სიაში ნახსენები არ არის ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელიც "აუცილებლად უნდა იქნას განხილული". "კარგია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლო ზომების სია იქნება წარმოდგენილი. სამწუხაროდ, მასში არ არის ნახსენები საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელიც ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა იქნას განხილული",- აცხადებს ლანდსბერგისი.  ცნობისთვის, დღეს, 24 ივნისს ლუქსემბურგში ევროპის საბ...

ჯოზეფ ბორელი - თუ საქართველოს ხე...

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ ხელისუფლება თუ განაგრძობს იმას, რასაც აკეთებს ახლა, ეს კარი დაიხურება,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. როგორც ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს საორიენტაციო დებატები გაიმართება და გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება. "საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ ვაპირებთ, განვიხილოთ საქართველოში არსებული ვითარება. ერთი რამ ცხადია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ ხელისუფლება თუ განაგრძობს იმავე გზას, განაგრძობს იმას, რასაც აკეთებ...

თბილისში ნაცემი ახალგაზრდა კაცი ...

თბილისში ნაცემი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე 3 პირია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოქალაქე ანა კომლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგაზრდას ე.წ. უბნის მაყურებლებმა სცემეს, შემთხვევა კი ერთი კვირის წინ მოხდა. "უმძიმესი დღე დაგვიდგა. უმძიმესი კვირა გავიარეთ. ჩემი შვილების მეგობარი მოგვიკლეს ქუჩაში ავაზაკებმა. ცემით მოკლეს!!! ჩვენ უბნის მაყურებლები ვართო უთხრეს ნაძირალებმა. ჩვენ ბიჭს უთქვამს რაღა დროს უბნის მაყურებლებიაო და ცემით მოკლეს. ერთი კვირა ებრძოდა სიკვდილს. ერთი კვირის თავზ...