დონალდ ტრამპი კვლავ დაემუქრა ევ...

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ დაემუქრა ევროკავშირს სავაჭრო ტარიფებით. "ისინი ძალიან, ძალიან ცუდად გვექცეოდნენ. ამიტომ ისინი მზად უნდა იყვნენ ტარიფებისთვის. ეს არის სამართლიანობის მიღწევის ერთადერთი გზა", - თქვა ტრამპმა , თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. რესპუბლიკელმა უკმაყოფილება გამოთქვა სავაჭრო დეფიციტის გამო და აღნიშნა, რომ ევროკავშირი უარს ამბობს ამერიკული მანქანებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენაზე. მანამდე ტრამპმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს გაზარდონ ნავთობისა და გაზის იმპორტი შეერთებული შტატებიდან. პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში დონალდ ტრამპმა დააწესა დამატებითი ტარიფები ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე, რამაც გამოიწვია მწვავე ...

დღეს თბილისსა და რეგიონებში საპრ...

დღე 56 - პროევროპული აქცია უწყვეტად გრძელდება. აქციები დაგეგმილია დედაქალაქსა და რეგიონებში. მოქალაქეები 56 დღეს კვლავ უდანაშაულოდ დაკავებულების განთავისუფლების და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. 22 იანვრის პროტესტების განრიგი: თბილისი: 19:00 საათი, საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროპაგანდის წინააღმდეგ! საზოგადოებრივ მაუწყებელთან ქუთაისი: 19:00 საათი, კი ევროპას, არა რუსეთს! მერიის წინ ბათუმი: 19:00 საათი, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 56-ე დღე საკონსტიტუციო სასამართლოსთან ზუგდიდი: 18:00 საათი, წინააღმდეგობის 56-ე დღე ზუგდიდში! სამხარეო ადმინისტრაცია თელავი: 14:00 საათი და 18:00 საათი, საპროტესტო აქცია მერია

სალომე ზურაბიშვილმა ჩინეთ-საქართ...

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია „არაკონსტიტუციურია“ და დეკლარაციის ტექსტი 2023 წელს ხელმოწერამდე ქვეყანაში „არავის“ ჰქონდა ნანახი, მათ შორის არც პარლამენტს: „არ ვარ დარწმუნებული, რომ პრემიერ-მინისტრს [ირაკლი ღარიბაშვილს] მაინც ჰქონდა ნანახი“. 21 იანვარს ვაშინგტონში ვიზიტისას, „ატლანტიკური საბჭოს“ (Atlantic Council-ის) ორგანიზებულ დისკუსიაში, Fire Side Chat, მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „სტრატეგიული პარტნიორობის [დეკლარაციის ეს ტექსტი ხელმოწერამდე საქართველოს] პარლამენტისთვის არავის უჩვენებია, ამიტომ ის არის არაკონსტიტუციური“. სალომე ზურაბიშვილის...

გიორგი ვაშაძე - აშშ-ს პოლიტიკა ...

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აშშ-დან ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „რესპუბლიკელების“ მოწვევით იმყოფებოდა. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ დღეიდან აშშ-დან ნაბიჯები გაცილებით ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იქნება. „ვიმყოფები დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „რესპუბლიკელების“ მოწვევით. მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვლება, აშშ-ს პოლიტიკა გახდება უფრო შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველო განხილვების პირველ განრიგში იყოს“, – განაცხადა ვაშაძემ. მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები არის კრიზისიდან გამოსავალი. ვაშაძე ხაზს...

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემ...

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე, შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-თან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე განცხადებას ავრცელებს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბანკი ფიგურირებს გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში და მასზე ზეწოლას ახდენს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ Julius Baer-მა თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე ინფორმაციას, ასევე უჭიანურებდა თანხის გადარიცხვებს და პირადი საბანკო ანგარიშების დახურვით ემუქრებოდა. გარდა ამისა, ბანკი არ ასრულებდა შესაბამისი შეთანხმებით დადგენილ ვალდებულებებს. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ J...

ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯ...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაურს ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სამირ შარიფოვი დახვდა. ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის დედაქალაქს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტ...

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე ...

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდნენ. მამუკა ხაზარაძის განცხადებით სენატორი მხარდაჭერას უცხადებს პროტესტს რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. „შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ჩვენი მეგობარი სენატორები ბატონი როჯერის ხელმძღვანელობით საკმაოდ სერიოზულ მხარდაჭერას უცხადებენ იმ პროცეს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. იგულისხმება პროტესტი, რომელსაც უწყვეტი ფორმა აქვს მიღებული და ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან. უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ საკმაოდ საინტერესო სიურპრიზებს "ქართული ოცნებისთვის" და კერძოდ ბიძინა ივანიშვილ...

პრემიერ-მინისტრი 17 იანვარს აზერ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 17 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას,პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. „ვიზიტის ფარგლებში, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვა...

შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის...

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს გასულ წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები.შსს მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს, აქციის  მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა ...

ჯო უილსონი - საქართველოს ლეგიტიმ...

საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უსაზღვროდ გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა რა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი გამოცემა Сharleston Mercury-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა არალეგიტიმური პარლამენტი და დააყენა არალეგიტიმური პრეზიდენტი, ასევე მიიღო დრაკონული კანონები, რომელიც საპროტესტო აქციების და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაციას ახდენს, სცემენ და აპატიმრებენ მოქალაქეებს. „მიუხედავად ამისა, მამაცი ქართველი ხალხი აგრძელებს პროტესტს. სალომე ზურაბიშვილმა, ს...

სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ გადავე...

საქართველოს მე - 5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა , განცხადება გააკეთა ბოლო დროინდელ მოვლენებზე და ივანიშვილს მიმართავს.  "ფაქტია, რომ ახალი წლების მერე დაწყებულია ახალი ტალღა რეპრესიების, დაჭერების, დაშინების, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ გააჩეროს ის პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. ჩვენ გადავედით რუსული რეჟიმი ახალ ეტაპზე,რომელიც აშკარად ხმარობს ყელა იმ საშუალებებს რაც ახასიათებდა თავის დროზე და ახასიათებს დღესაც პუტინის რეჟიმს. ამის მაგალითია ის, რაც მოხდა აბუ დაბიში მოქალაქის მიმართ. დეპუტატებს, რომლებსაც სხვა თუ არაფერი გააჩნიათ და უნდა გააჩნდეთ თმენის ვალდებულება, მაგრამ არ ჩანს არასად ეს მოთმინება, პირიქით, როგორც ჩანს დეპუტატები არიან პირდაპირ, ინსტრუქცია ა...

"ძლიერი საქართველოს" ლიდერები კო...

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესა და MEGOBARI აქტის ავტორს, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ. მამუკა ხაზარაძემ ჯო უილსონს 4 გამარჯვებული პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივი დოკუმენტი გადასცა და ქართველი ხალხის მოთხოვნები გააჟღერა. „რამდენიმე კონგრესმენთან გვქონდა შეხვედრა, მათ შორის ბატონ ჯონ უილსონთან. ის ილუზია, რომ 20 იანვრის მერე ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე ფორმით "ქართულ ოცნების" ეგრეთ წოდებულ "გაპრავებას" დაიწყებს - არის გამორიცხული! ეს არის აბსურდი და დიდი ტყუილი! პირიქით, რაც ჩვენ მოვისმინეთ...

გიორგი გახარიას თავს დაესხნენ

"გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიკიკოსზე სასტუმრო "შერატონში" მოხდა და გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. პოლიტიკოსს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. შესაბამისი განცხადება კლინიკაში მედიასთან ექიმმა გააკეთა. "მოქალაქე შემოყვანილია 02:34 წუთზე სასწრაფოს ბრიგადის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები. პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური. ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ჰემოდინამიკა იყო სტაბილური, პაციენტმა თავის სურვილით დატოვა...

" ექსპრესნიუსი" - მზია ამაღლობელ...

14 იანვარს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, ონლაინ მედიამ და ტელევიზიებმა 3 საათით შეაჩერეს მუშაობა. მედია ორგანიზაციები ერთობლივად გამოხატავენ მხარდაჭერას ჟურნალისტისთვის, რომელიც, მათი თქმით, პოლიტიკურ დევნას და ზეწოლას განიცდის. "ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე. თავისუფლება მიისწრაფვევს ამაღლებას და რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენ გავიფიცეთ", - ნათქვამია მათ განცხადებაში. საინფორმაციო სააგენტო "expressnews.ge"  ვუერთდებით, გაფიცვას და ვწყვეტთ მუშაობას !

აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქ...

აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამუშაოების შედეგად აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქე, აგილ ასლანოვი და აზერბაიჯანის მოქალაქე, ჯეიხუნ ისმაილოვი ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს.  ასლანოვსა და ისმაილოვს აზერბაიჯანში ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის წევრის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვა ედება ბრალად.  აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ნარკოტიკების გადატანით დაკავებული აგილ ასლანოვი 2024 წლის სექტემბერში დაუსახელებელი მესამე ქვეყნის სპეცსამსახურს შეხვდა, რომელმაც 200 000 დოლარის სანაცვლოდ ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის წევრის მკვლელობა დაავალა და მის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  როგორც მედია უწყება,&...

სასამართლომ გაიზიარა ძირითადად ი...

სასამართლომ გაიზიარა ძირითადად ის გარემოება, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე იყო. პოლიციელზე თავდასხმა არის სახეზე, ეს მძიმე კატეგორიის დანაშაულია, – ამის შესახებ პროკურორმა, ვლადიმერ თურმანიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გაიმართა. პროკურორის თქმით, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა. „დაცვის მხარე აპელირებდა, რომ დაცვის უფლება შეიზღუდა, რაც ასე არ ყოფილა. 12 იანვარს, როცა იქნა დაკავებული, პოლიციის დაწესებულებაში შეყვანიდან 28 წუთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა მასთან. შემდეგ იმყოფებოდა ორი ადვოკატი. ოქმები შემიძლია გაჩვენოთ. მას შემდეგ, რაც მზია ამაღლ...

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან,...

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ. აქციაში მედიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსები და უფლებადამცველები მონაწილეობენ. მათი თქმით, მზია ამაღლობელის პატიმრობა, უსამართლობა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა. „მზია არის ივანიშვილის პირადი პატიმარი, სინდისის პატიმარი. დარწმუნებულები იყავით, გაასმაგებულად ვიბრძოლებთ,“ – განაცხადა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა. აქციაზე ისმის შეძახილები: „რუსებო,“ „თავისუფლება მზიას!“ მომიტინგეების თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენება არა მოსამართლის, არამედ რე...

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზი...

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენა. მოსამართლემ განაცხადა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ამაღლობელის მხრიდან. დაცვის მხარის მიერ გირაოს შეფარდების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ საქმეში პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 4 მარტს გაიმართება. ჟურნალისტი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო პლაკატის გაკვრის გამო, მეორედ კი აჭარ...

საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით...

თბილისის მერიის ინფორმაციით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა. „საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ასამდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აფეთქების შედეგად კედელი და შენობის ფასადი ჩამოინგრა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები. თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ უკვე დაიწყო შენობის მდგრადობის კვლევა. ასევე, დღესვე დაიწყება დაზიანებული ფასადის დემონტაჟი და მოხდება ტერიტორიის დასუფთავება. ...

ქრისტინა ჩუბინიძე - სამსახურიდან...

სამსახურიდან გამათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით, უფრო სწორად, კონსტიტუციის და ქვეყნის ევროპული ღირებულებების ერთგულების გამოხატვის გამო. არ გვაპატიეს კონსტიტუციის ერთგულება, ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელის მოწერა - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერიის უკვე ყოფილი თანამშრომელი ქრისტინა ჩუბინიძე. ჩუბინიძე ერთ-ერთია მერიის იმ თანამშრომლებიდან, რომლებმაც ევროინტეგრაციის მხარდამჭერს განცხადებას აწერდა ხელს. ჩუბინიძის პოსტიდან ირკვევა, რომ მერია ამ განცხადებაზე ხელმომწერ თანამშრომლებს ხელმოწერის უკან წაღებასაც აიძულებს:  "31 დეკემბერს შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის ფაქტს ოფიციალურად ვიგებ გუშინ, 13 იანვარს, ისიც ჩემი მოთხოვნით მომეწოდა ინფორმაცია... შე...