ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. ...

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა "თანამდებობიდან" გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. როგორც მედია წერს, განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა, გათავისუფლების მიზეზი კი, არ დასახელებულა. ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. ის "პირველი პრეზიდენტის" ვლადისლავ არძინბას ნათესავია.

შესაძლოა, პარასკევს, კომიტეტზე მ...

პარტია „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში უქმე დღეს, 10 მაისს 09:00 საათზე ჩანიშნულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და არ გამორიცხავს, რომ კომიტეტმა აღნიშნულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღოს. როგორც ნაცვლიშვილი წერს, კანონპროექტი დღის წესრიგში მითითებული არ არის, თუმცა სხდომაზე საკითხის დამატება შესაძლებელია. „პარასკევს, უქმე დღეს, 09:00 საათზე ჩაინიშნა იურიდიული კომიტეტის სხდომა. რუსული კანონი ჯერ არ წერია დღის წესრიგში, მაგრამ სხდომაზევე საკითხის დამატება შესაძლებელია და „ოცნებას" ხმები ეყოფა. შესაძლოა, სწორედ პარასკევს მი...

FARA ეხება ადამიანებს, რომლებიც ...

ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ, ეს განსხვავებული რამ არის,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას - რატომ შეუძლია, აშშ-ს, ჰქონდეს კანონი უცხოური აგენტების შესახებ (FARA) და რატომ არ შეუძლია, ეს კანონი ჰქონდეს საქართველოს - მილერმა ასე უპასუხა: "განსხვავება არის ამ კანონების შინაარსში. როდესაც თქვენ ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს შეხედავთ, თქვენ ნახავთ, რომ ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხ...

მეთიუ მილერი - „უცხოური გავლენის...

ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონი, რომელსაც განიხილავენ, საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენებს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მილერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონი, რომელსაც განიხილავენ, საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენებს. ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას. ჩვენ გავაგრძელებთ მათთვის ამის ახსნას და ისინი მიიღებენ საკუთარ გა...

ხაბეიშვილი - გამარჯვება ერთი ხელ...

ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია! დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა - გამძლეობა და მხნეობა, ჩემო სადარდელო ქვეყანავ,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხაბეიშვილის განცხადებით, "თუ ვინმე დამფრთხალია, ეს ხელისუფლებაა".  “მიზანმიმართული დაშინება, დაორგანიზებული თავდასხმები, რომ შემდეგ მედიაში იტრიალოს, ხალხი შეშინდეს, დაიზაფროს.  არასდროს შეშინებია ქართველს, როცა თავისი სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს იცავდა. არანაირი შფოთვა და შიში! თუ ვინმე დამფრთხალია, ეს არის ევროპაზ...

კობახიძე - მიშელთან საუბრისას აღ...

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.  როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული. "გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. გარდა ...

შარლ მიშელსა და ირაკლი კობახიძეს...

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ წერს.  როგორც მიშელი წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს. "ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განვიხილეთ. გავიმეორე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც თავისი ქვეყნის მომავალს პირველ ადგილზე აყენებს.  საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოე...

სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში გ...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ვერავინ გადაიყვანა ევროპული გზიდან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპისთვის. „საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელმეორედ შემობრუნებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალ...

საქართველოს პრეზიდენტმა „საგადას...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები“, - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში. საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 19 აპრილს მიიღო.

სააკაშვილი - ჩემი პრეზიდენტობის ...

ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, "ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს". "ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს! ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

კინზინგერი - ეს კანონი მოფიქრებუ...

ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც კინზინგერი აღნიშნავს, საქართველოს მმართველმა პარტიამ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა "ქვეყანა რუსეთის გვერდით დააყენეს და ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს დასავლეთს და აშშ-ს სურს საქართველო ომში ჩაერთოს რუსეთთან". "ქართველმა ხალხმა იცის, რა არის რუსეთი და მათ ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ სურთ, მისი ნაწილი იყვნენ. ბოლო დროს საქართველოს მმართველმა პარტიამ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა რუსეთის გვერდით დააყენეს და ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს დასავლეთს და აშშ-ს სურს საქართველო ომში ჩაერთოს რუსეთთან. რა თ...

სიჩუმე დანაშაულია! - პოზიცია, რო...

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს მიმართავს და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. როგორც ხაზარაძის განცხადებაშია აღნიშნული, "ამ დროს სიჩუმე დანაშაულია საკუთარი ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე". "მინდა, მივმართო დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში - თქვენ ხართ ქართველი ხალხის წარმომადგენლები მოკავშირე სახელმწიფოებში და არა ამ ხელისუფლების ან ბიძინა ივანიშვილის, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ ანადგურებს ივანიშვილი და ეს ხელისუფლება ათწლეულების მანძილზე ნაშენებ მეგობრობას და დაუცველს ტოვებს ...

გვესმის, ადამიანების გაბრაზების,...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და აქციების დროს თავი ყველამ უნდა შეიკავოს.  როგორც მან ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გუშინდელი აქციის გამო დედაქალაქის ქუჩების ჩაკეტვამ მოქალაქეების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.  „ძალიან ბევრი ფაქტი ვიხილეთ გაბრაზებული მოსახლეობის, რომელიც ქალაქის ქუჩებში გადაადგილებას ცდილობდა. ცხადია, ვიღაცას რაღაც პრობლემა, საჭიროება აქვს, სადღაც მიიჩქარის. გვესმის, ადამიანების გაბრაზების, თუმცა ყველა უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს. არანაირი ძალადობა არასდროს არ არის მისაღები - არც ფიზიკური, არც ფსიქოლოგიური. კატეგორიულად მიუღებ...

კახა კალაძე - თუ იქნება ჩემს მიმ...

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე მიულოცა და გუშინ, მედიასაშუალების წარმომადგენელთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას უპასუხა. კალაძის თქმით, ჟურნალისტი არ უნდა აყენებდეს რესპონდენტს შეურაცხყოფას, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად.  „დღეს არის პრესის საერთაშორისო დღე. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ. თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს, ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა და უწოდო უტიფარი. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ერთმანეთს ამ ტერმინოლოგიით მივმართოთ. შეიძლება პოლიტიკოსი ვიყო, შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ არ გაქვთ უფლება, ელემენტარული ურთიერთობიდან გამო...

ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ ...

ევროპარლამენტის დეპუტატები - დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მთავრობას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ. ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებაში თბილისის ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც ეხმაურებიან და მიმართავენ ხელისუფლებას, რომ "სასწრაფოდ განმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება". "ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი ვითარებით და ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რომლებიც "უცხოური გამჭვირვალობის შ...

პრემიერი - შოლესთან გამოვხატე იმ...

ვესაუბრე დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის შეერთებული ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული ენჯეოების მეშვეობით განხორციელდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი. "გარდა ამისა, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-23 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლები...

3-4 მაისს, საქართველოს პარლამენტ...

3-4 მაისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს შენობაში შესვლა შეეზღუდებათ. ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის სასახლეში მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს წევრები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 3-4 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ს...

ევროსაბჭოს გენმდივანი - ქართველ ...

მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსალოდნელ მოსაზრებას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი რეკომენდაციები განიხილონ, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა. როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, ევროპის საბჭო მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. „ღრმად შეშფოთებული ვარ, საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ, პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების გამო, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მისი უკან გაწვევის მოწო...

თბილისის მერი - სრული პასუხისმგე...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე, პირველ მაისს განვითარებული მოვლენების მოვკვლევა უკვე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ საიდან და როგორ დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე.  კითხვაზე, აქციის დროს იყო თუ არა სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული რეზინის ტყვიები, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მსგავსი ფაქტი რუსთაველის გამზირზე არ ყოფილა.   „ტყუილია. მატყუარა ტელევიზია ხართ. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადება გაკეთდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა, თუმცა თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა, შესაბამისი განცხადებაც გაკეთ...

მამუკა ხაზარაძე - სწორედ „ქართულ...

სწორედ "ქართული ოცნებაა" ომის პარტია,- ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს. ხაზარაძის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს "მხოლოდ ამ მეთოდით უნდათ, შეინარჩუნონ ძალაუფლება". "როცა ისეთ კანონს იღებ, რომელიც იწვევს არეულობას, რომელიც აპირისპირებს საზოგადოებას, რომელიც არის მხოლოდ ქვეყნის ოკუპანტის ინტერესში, რომელიც გიკეტავს გზას ევროინტეგრაციისკენ, რომელიც ცვლის კონსტიტუციას, შედეგად იღებ არეულობას, დაპირისპირებას და ბოლოს ომს. სწორედ "ქართული ოცნებაა" ომის პარტია. მხოლოდ ამ მეთოდით უნდათ, შეინარჩუნონ ძალაუფლება! არა რუსულ ოცნებას! არა რუსულ ხელისუფლებას საქართველოში!" - აცხადებს ხაზარაძე.