სოზარ სუბარი - სახალხო დამცველი...

"ქართული ოცნების" დეპუტატი და ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ნინო ლომჯარიამ სააკაშვილი უფრო ბევრჯერ მოინახულა, ვიდრე სხვა პატიმრები 4 წლის განმავლობაში. ამასთან, სოზარ სუბარი ამბობს, რომ სახალხო დამცველი მიუკერძოებელი უნდა იყოს. "რა თქმა უნდა, ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი ძალიან კარგია ხშირ-ხშირად ნახულობს ხოლმე ყოფილ პრეზიდენტს, პატიმარ სააკაშვილს, თუმცა გასაოცარია ის ფაქტი, რომ მან ეს ერთი ადამიანი უფრო ბევრჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი დანარჩენი 4 წლის განმავლობაში.  ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავისი სიმპათია, ანტიპათია, მაგრამ როცა ის არის სახალხო დამცველი, ის უნდა დადგეს ამ ყველაფერზე მაღლა, უნდა იყოს მიუკერძოებელი და ...

ბექა ბასილაია - იმედს ვიტოვებ, რ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ბექა ბასილაია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია.  მისი თქმით, დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ  სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იქნას გადაყვანილი მულტიპროფილურ კლინიკაში და აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს.  "კონსილიუმი, რომელიც შეიკრიბა, არის მაღალი კომპეტენციის და ძალიან მაღალი რეპუტაციის ექიმებისგან დაკომპლექტებული. შესაბამისად, მათი დასკვნა არა მხოლოდ ყურადსაღებია, არამედ სავალდებულოდ უნდა იქნას გათვალისწინებული. ამ დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნის ყოველი წუთი...

ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი კაც...

სააკაშვილი კაცი რომ იყოს მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. კობახიძის თქმით, არ აქვს იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, რადგან მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს სათანადო ღირსება.  "სააკაშვილი პასუხისმგებლიანი კაცი რომ იყოს, დღესვე შეწყვეტდა შიმშილობას. კაცი რომ იყოს სააკაშვილი, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას. იმიტომ, რომ ეს ადამიანი  რეალურად შიმშილობს და მას აქვს გაუარესებული მდგომარეობა და არის ქალბატონი. კაცი რომ იყოს სააკაშვილი, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას, თუმცა, მის ...

რა წერია კონსილიუმის დასკვნაში მ...

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით გვიან ღამით დასკვნა გამოაქვეყნა. გთავაზოთ დასკვნას სრულად: სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 16 ნოემბრის #157 ბრძანებით შეიქმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით. 2021 წლის 16 ნოემბერს, განხორციელდა ექსპერტთა ვიზიტი #18 დაწესებულებაში შემდეგი სპეციალისტების შემადგენლო...

პრეზიდენტი სააკაშვილზე - მიუხედა...

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე ექპსრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა.  მისი თქმით, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა, თუმცა კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს.  „სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, დღესაც, ჩემს მოვალეობად მივიჩნევ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხზე. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა, დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციურ...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებ...

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საკაშვილს თუ რამე დაემართა, თვითონ იქნება პასუხისმგებელი. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში თქვა. ამასთან დეკანოზი აცხადებს, რომ საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება ქრისტიანულად გამართლებული აქტი არ არის. "თავად იქნება პასუხისმგებელი, მან გადაწყვიტა შიმშილობა, მას არ ავალდებულებენ შიმშილობას. საპატრიარქოს რაც შეეხებოდა, ჩვენ მას მოვუწოდეთ, ნებისმიერ მოშიმშილეს მოვუწოდებთ, ეს არის მისი ჯანმრთელობისთვის საზიანო. საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება არაა ქრისტიანულად გამართლებული აქტი, ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც მსგავსი შემთხვევა იქნება, ნებისმიერი სასულიერო პირის ვალ...

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - შე...

მას შეუძლია შეარსულობს სტრასბურგის მოწოდება და ასე ხოშტარიაც შეწყვეტს, მაგრამ ის ამას არ აკეთებს, რადგან ეს არის მისი ერთგვარი შანტაჟის ფორმა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ელენე ხოშტარია მონახულების შემდეგ განაცხადა. კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანისას შესაძლოა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, რასაც მისივე თქმით, ვერ დაუშვებენ.  "ყველაფერი არის მიხეილ საააკაშვილის ხელში. მას შეუძლია შეარსულობს სტრასბურგის მოწოდება და ასე ხოშტარიაც შეწყვეტს, მაგრამ ის ამას არ აკეთებს, რადგან ეს არის მისი ერთგვარი შანტაჟის ფორმა, რასაც ის იყენებს. ის არის ღირებულების კონფლიქტშია სტრასბ...

NGO-ები - მმართველი პარტიის ლიდე...

საქართველოში მოქმედი 21 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებაზე გამოთქვამენ, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 13 ნოემბერს გაავრცელა და ევროპელ მეგობრებს "კრიმინალების მფარველები" უწოდა. არასამთავრობოების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  "ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც ცალსახად ემსახურება საქართველოს დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების დისკრედიტაციას. ეს არ არის პირველი შემთხვევა,  როდესაც მმართველი პარტიის ლიდერები საჯაროდ და დაუფარავად ესხმია...

მოშიმშილე დეპუტატის ელენე ხოსტარ...

"დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას შიმშილობის მე-15 დღეს მის მოსანახულებლად „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მივიდა. კობახიძესთან ერთად ხოშტარიას  „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეხვდნენ. ცნობისთვის, ელენე ხოშტარია მე-15 დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

მორიგი საპროტესტო აქცია ექსპრეზი...

მორიგი საპროტესტო აქცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ექიმები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. "ჩვენი შევიკრიბებით კიდევ ძალიან ბევრ ადგილას და გვინდა, რომ მივაწვდინოთ ხმა ყველას, რომ ექიმები, სამედიცინო სფეროს მუშაკები, სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მოკლან ადამიანი. არ მოკლან იმიტომ, რომ არ გადაჰყავთ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ის მიიღებს ნორმალურ სამედიცინო დახმარებას", - თქვა ექიმმა ვატო სურგულაძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 48-ე...

მეტროსადგურები „ავლაბარი“, „სადგ...

გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისში პარასკევს, 15:00 საათზე სამი ლოკაციიდან საპროტესტო აქცია–მსვლელობა დაანონსა. აღნიშნულის შესახებ ოპოზიციის საგანგებო ბრიფინგზე ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, 15:00 საათზე აქცია–მსვლელობები დაიწყება მეტროსადგურებიდან „ავლაბარი“, „სადგურის მოედანი" და „სახელმწიფო უნივერსიტეტი". „ყველას გვაქვს ერთი მიზანი, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა რუსეთში, რაც მოხდა ბელორუსიაში, რუსული ტიპის ავტოკრატიამ საქართველოში ფესვები ვერ უნდა გაიდგას. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო მძლავრ, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას და მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთობლივად, რომ გაიმართოს პარასკევს, 15:...

კახა კალაძე: საახალწლო დეკორაცი...

თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად, სამი ტენდერი გამოცხადდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  „წელს საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად სამი ტენდერი გამოვაცხადეთ. მათ შორის, ორი საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი - საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შესყიდვას ემსახურება. სამივე ტენდერის ღირებულებაა 207 000 ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.  დედაქალაქის მერის თქმით, არცერთი ტენდერი დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით არ გამოცხადებულა.  „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არცერთი ტენდერი არ გამოცხადებულა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ...

DRI - იუსტიციის სამინისტროს გადა...

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმიანება მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო განხილვებში უშუალოდ მონაწილეობის უფლების შეზღუდვას და მიაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება უკანონოა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სასამართლო სხდომაზე დასწრება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების განუყოფელ ნაწილს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, ყველას აქვს მისი საქმის საჯაროდ განხილვის უფლება.  "მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს მზაობას, მიიღოს მონაწილეობა სა...

უკრაინის სახალხო დამცველმა მიხეი...

უკრაინის სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიაწოდა. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა სოციალურ ქსელსი დაწერა. „უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს უმაღლეს კომისარს, მიშელ ბაჩელეტს, ეუთოს ხელმძღვანელს, ან ლინდეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს, გაეროს წამების პრევენციის კომიტეტს, წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის პრევენციის ევროპულ კომიტეტს ადამიანის უფლებათა დამცველ 9 საერთაშორისო ორგანიზაციას უკრაინაში და უკრაინაში აკრედიტებულ 7...

პარლამენტმა მამუკა ხაზარაძესა და...

პარტია "ლელოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას 79-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.  "ლელოს" ლიდერი საპარლამენტო მანდატის შეწყვეტის წინააღდმეგი ორი დეპუტატი იყო, ხოლო ჯაფარიძის შემთხვევაში- არცერთი.  ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება 31 ოქტომბერს, ოპოზიციის შეკრებაზე გააკეთა. ამ განცხადებიდან მალევე, მანტადის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო პარტია "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.  მათ ამ ფორმით ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგების გაყალბება გააპროტესტეს.

ომბუდსმენმა სააკაშვილის სამედიცი...

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2021 წლის 16 ნოემბერს სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია.  აპარატის ცნობით, ჯგუფის მიზანია ასევე შეაფასოს რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ...

ირაკლი კობახიძე - უკრაინის ომბუდ...

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, გლდანის ციხეში არ შეშვების ფაქტს ეხმაურება. კობახიძის თქმით, უკრაინის ომბუდსმენს ჰყავს ათი-ათასობით პატიმარი ჰყავს უკრაინულ ციხეებში და სჯობს, მეტი ყურადღება დაუთმოს მათ პირობებს.  "უკრაინის ომბუდსმენს ჰყავს ათიათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში და სჯობს, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს იმ პირობებს, რომლებიც არიან ამ სახელმწიფოს სასჯელაღსრულების სისტემაში. თან ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე, ეს კაცი უკრაინის მოქალაქეა თუ მესამე პრეზიდენტი. მგონი არცერთი არ არის, ერთი, რომ ყველამ ვიცით რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა და შეაწუხა ეს ქ...

არჩევანი რუსულ გზასა და უკრაინის...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მალე დადგება არჩევანი რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის. აღნიშნული განცხადება ბორის ჯონსონმა ლონდონის მერის ბანკეტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და უკრაინა–რუსეთს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა. „როდესაც ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენ გვინდა, რუსეთის მოწინააღმდეგეები ვიყოთ, ან გვსურს სტრატეგიულად ალყაში მოვაქციოთ, ან ძირი გამოვუთხაროთ ამ დიდ ქვეყანას. არასდროს დაგვავიწყდეს, რომ სწორედ რუსულმა სისხლმა მოგვცა ნაციზმის დამარცხების საშუალება. ეს ხდება, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება დემოკრატიისადმი და თავისუფლებისადმი, რომელსაც ა...

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ა...

საქართველო არ არის ვიღაცის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი იმ ფაქტს, რომ უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს. ქადაგიშვილმა თქმით, ხელისუფლებამ პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის შიდა მდგომარეობა ადვილად არავის უნდა გამოვაყენებინოთ. "საქართველო, ეს არ არის ასე ვთქვათ ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა. უკრაინის დეპუტატი იქნება თუ სახალხო დამცველი, კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა არავის ადვილად არ უნდა გამოვაყენებინოთ. ამიტომ, მან უნდა მიმართოს სახელმწიფოს...

ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი იმყ...

45 დღეზე მეტია მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში, პოლიტიკურ ტყვეობაში და ერთხელ ვერ მოიყვანეს სასამართლო შენობაში, - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ  ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მიყვანა.  საძაგლიშვილის თქმით, 45 დღეზე მეტია მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში. "არ გვინახავს აქამდე შემთხვევა, რომ სასამართლო და სახელმწიფო ემალებოდეს "ბრალდებულს", ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში ვართ ახლა, როდესაც სახელმწიფოს, რეჟიმს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მოყვანა სასამართლოში. 45 დღეზე მეტია მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში, პოლიტიკურ ტყვეობაში და ერთხელ ვერ მოიყვანეს...