ღარიბაშვილი სააკაშვილზე- რისი თა...

"ეს კაცი 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოდის, მაგრამ ამას არ იზამს, რადგან მშიშარა კაცია და იცის რომ შევა ციხეში."- საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. "დავუშვათ ჩამოვიდა ლაჩარი კაცი, რა უნდა მოხდეს? კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ ვერ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება. ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც ციხეში შევა. ამის გარანტიას კანონის და სახელმწიფოს სახელით ვიძლევით. მეორე, რაც მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, სააკაშვილი არის მსჯავრდებული, ის იმსახურებს ციხეს, ვინაიდან მან გამოუსწორებელი შეცდომები ჩაიდინა და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოს დიდი ზიანი...

კრემლის განცხადებით, „ნატო“ უკრა...

უკრაინაში“ ნატოს“ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წითელ ხაზს კვეთს-ამის შესახებ ინფორმაციას „Reuters”-ი  კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.  როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული,  რუსეთი და ბელარუსი იმოქმედებენ საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად. ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის და პუტინი მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ,რომ  რეაგირება მოახდინონ  „ნატოს“ და აშშ -ს ჯარების აქტიურობა უკრაინაში. კერძოდ, ლუკაშენკომ აშშ დაადანაშაულა უკრაინაში სამხედრო სასწავლო ცენტრების შექმნაში, რაც, მისი თქმით, რეალურად სამხედრო ბაზებს წრმოადგენს. ...

ნათია თურნავა ნამახვანჰესზე- გავ...

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ნამახვანჰესის პროექტის საქმე დავამდე არ მივიდეს და მშენებლობა აღდგეს.   “საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას და მე თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან, რათა შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავამდე საქმე არ მივიდეს, რომ ისევ მოლაპარაკებითა და კომუნიკაციით გადაწყდეს ეს საკითხი. ჩვენ ვადასტურებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნამახვანის პროექტი და ზოგადად ენერგეტიკა. აქედან გამომდინარე ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შესაძლოა, განხორციელდეს უკეთესი პირობებით, რადგან ყოველთვის შეიძლება პირობების გაუმჯობესება”, – ამბობს თურნავა...

ირაკლი ღარიბაშვილი- ვაწარმოებთ მ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის საქართველოშიც.   “ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე. რაც შეეხება მოსმენებს, მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება, კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებში", - განაცხადა  ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმ...

კახა კუჭავა – არ შეიძლება ყველაფ...

არ შეიძლება ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს „დატოვოს თანამდებობა“, სანამ ჯერ არ ვიცით რეალობა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტის შეკითხვას, როდის დატოვებს სუს–ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულ თამადებობას. კუჭავამ 13 სექტემბერს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშრებით განაცხადა, რომ გამოყენებული იქნება ყველა საპარლამენტო ბერკეტი, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. "ნებისმიერი საპარლამენტო ბერკეტი იქნება გამოყენებული, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ვართ და აბსოლუტურად ადეკვატურია იმის მოთხოვნა, რომ ჯერ ავთენტურობა უნდა დადგინდეს არ შეიძლება ყველაფერზე პირველი რეაქ...

ღარიბაშვილი – საარჩევნო კამპანი...

ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას და არა მხოლოდ, არამედ ჩვენს პარტნიორებს, ყველას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები მიმდინარეობს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში. „ჩვენი მოტივაცია და ამბიციაა, რომ მართლაც სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ ახლაც და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება, ისე, რომ შემდეგი 3 წელი ქვეყანაში აღარ იყოს შემდგომი რყევები, ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომლის მოწყობა ჩვენს ოპონენტებს სურთ. ვუყურებთ, რომ საარჩევნო კამპა...

სუს–ის უფროსი მისი გადადგომის მ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა 13 სექტემბერს სუს-დან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებზე პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სუს–ი პასუხისმგებლობას იღებს ყველა მოვლენაზე, რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება. ამასთან, ის, გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას მის გადადგომასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლის. „ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით. სამწუხაროდ, ასეა ეს ცხოვრება“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

ივანიშვილი ბავშობიდან ოცნებობდა ...

“ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორფი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით "ბიძინა ივანიშვილმა არა მარტო მისი, არამედ მოქალაქეების ნდობაც არ გაამართლა".  „გუშინ გახარიამ თავისი განცხადებებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ მის პრობლემებთან დაკავშირებით, რეალურია. აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადებები გააკეთა პრემიერთან და ასევე ყოფილ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. გახარია არის სრულიად აჭრილი, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც მის ინტერესებში არ შედის. ბიძინა ივანიშვილი ბავშობიდან ოცნებობდა იმაზე, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა. ბიძინა...

სააკაშვილი ემიგრანტებს - ჩადით ა...

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.  სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში დასძინა, რომ არჩევნებისთვის საქართველოში ჩასვლას ისიც აპირებს. "მე მინდა მივმარტო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ახლა არის დრო... ჩვენ ახლა შევხვდით ფრანქფუტში ჩვენს ქართველებს, ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, ახლა წყდება საქართველოს ბედი, მე ეს ვიცი და მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას. და მეორე ვისაც არ შეუძლია რომ საბუთები არ აქვს წესრიგში დაურეკეთ თქვენს ახლობლებს და ნათესავებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე ახლა არის გადამწყვეტი დრო."- განაცხადა სააკ...

გახარიას პარტიის წევრს და ცაგერი...

პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ცაგერის მერობის კანდიდატს, ბესო ბენდელიანს გამთენიისას ავტომანქანა დაუცხრილეს. აღნიშნულ ინფორმაციას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბესო ბენდელიანის და ავ­რცე­ლე­ბს.  

ISFED-ის კვლევით, გამოკითხულთა 2...

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და CRRC-მა მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების მიმართ კვლევა წარადგინა. ISFED-ის  ანალიზი ყურადღებას ამახვილებს მოსახლეობის მიერ წინასაარჩევნო პერიოდსა და ასევე, არჩევნების დღეს გამოვლენილი სხვადასხვა დარღვევების აღქმასა და კონკრეტული სახის დარღვევების არსებობის შესახებ ინფორმირებულობაზე. კერძოდ, გამოკითხულთა 27%-ს საარჩევნო ბიულეტენის უბნის გარეთ გატანაზე სმენია, 11%-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარჩევნო უბნის მიმდებარედ ე.წ.ძველი ბიჭები შეუმჩნევია. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, კერძოდ, 50...

ირაკლი ღარიბაშვილი - ქართული ოცნ...

ქართული ოცნებები ხდება, სამომავლო მისწრაფებებზე ბევრად მეტი გვაქვს და დღეს ისეთი შედეგებისთვის ვიღწვით, რასაც ჩვენი ხალხი საჭიროებს -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული ღრმა ჩავარდნების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღდება, ეკონომიკური ზრდა სახეზეა, სამუშაო ადგილები იქმნება და საქართველო კვლავ ერთერთი წამყვანი ტურისტული დანიშნულების ცენტრია მსოფლიოში.  "დავუბრუნდები ჩემი ქვეყნის თემატიკას და ვიტყვი, რომ ქართული ოცნებები ხდება.  სამომავლო მისწრაფებებზე ბევრად მეტი გვაქვს და დღეს ისეთი შედეგებებისთვის ვ...

ვოლსკო მელიას საქციელს უტიფრად, ...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გუშინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას „დესტაბილიზაციის გამომწვევ“ მორიგ მცელობად აფასებს. ვოლსკის თქმით, ნიკა მელია გუშინდელი საქციელი უტიფარი, ხეპრული და პროვოკაციულია. „რა საკვირველია, ძალიან ბევრი ეპითეტი შეიძლება მიუძღვნა მელიას საქციელს, უტიფარი, ხეპრული, პროვოკაციული, მაგრამ აქ გაცილებით უფრო სერიოული პრობლემა იკითხება, ეს არის ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომელზეც არა ერთხელ გვისაუბრია, როგორმე დესტაბილიზაცია გამოიწვიონ საქართველოში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მდინარაძე მელიაზე - ძალიან გაწონ...

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.  მისი თქმით, ნიკა მელიამ გაწონასწორებული ადამიანი დედის გინებამდე მიიყვანა, რაც უმძიმესია.  “როგორც ჩანს, ნიკა მელია დღეს ძალიან გააღიზიანა ახალმა კვლევებმა, სადაც კახა კალაძეს კიდევ უფრო გაზრდილი აქვს რეიტინგი და ამ გაღიზიანების ფონზე მას დარცენია მხოლოდ დარჩენია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე პროვოკაციაზე წასვლა.  თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ, დღე და ღაე ერთად ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ, გამოსტყუა დედის გინება. წარმოიდგინეთ, სადამდე მიიყავანა ეს ძალიან გაწონასწორებული ადამიან...

ევროკავშირის ოფისთან პოლიციაა მო...

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, სადაც დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე "ქართული ოცნების" პარტაქტივის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც ევროკავშირის ოფისში მყოფი ნიკა მელიას გამოსვლას ელოდებოდნენ. ამასთანავე, ევროკავშირის ოფისთან მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც.  

კობახიძე მელიასთან დაპირისპირება...

ევროკავშირის ოფისთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და "ნაციონლური მოძრობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში კომენტარი გააკეთა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მისთვის რთული იყო დღევანდელი პროვოკაციის მოთმენა. კობახიძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა სიტყვებითვის, რომლითაც მან დაპირისპირებისას ნიკა მელიას მიმართა. კობახიძემ მოუწოდა პარტაქტივს, რომ მოთმინებით მიუდგნენ პროვოკაციებს. "მინდა ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო ნიკანორ მელიას დღევანდელ პროვოკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გასული დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისებში იგეგმე...

ფიზიკური ძალადობა, ზეწოლა, მუქარ...

„სამართლიანი არჩევნების და დემოკრტიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში 2021 წლის 31 აგვისტოდან 21 სექტემბრი ჩათვლით პერიოდ მოიცავს, ასევე ცალკეულ მოვლენას, რომლის განვითარებაც 31 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა, რომ სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობა 2-ჯერ მოხდა, ასევე გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების/წასვლის იძულების 4 ფაქტი. ამასთანავე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის 20 ფაქტი, ადმინისტრაციული რე...

ხომ არ გინდათ საბანძეთის თაობა ი...

თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? - ამისათვის საჭიროა, რომ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმრთვაში აღნიშნავს, ბოლო დღეების განმავლობაში ის აშშ-ში სენტორებსა და კონგრესმენებს ხვდება, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოზე ლაპარაკი მობეზრდათ. „მე მინდა მივმართო ქართველ ახალგაზრდებს. ახლა ვარ ვაშინგტონში, საიდანაც მრავალი წლის წინ მივატოვე ჩემი დოქტურანტურა და ჩავფრინდი ჩაბნელებულ, განადგურებულ საქართველოში და დავიწყეთ მუშაობა, რომ საქართველო წამოგვეწია წინ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მშურს თქვენი იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვენზე უფრო ნიჭიერებიც, ჩვენზე უფრო ინ...

ევროპულმა სასამართლომ, 20-21 ივნ...

20-21 ივნისის საქმეებზე ევროპულ სასამართლოში დავის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. საია-ს ცნობით, მთავრობა ვალდებულია, გაგზავნილ საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს 2021 წლის 9 დეკემბრამდე უპასუხოს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საია-მ და EHღAჩ-მა 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული 22 პირის სახელით ევროპულ სასამართლოში საჩივრები 2021 წლის 7 აპრილს წარადგინეს, ხოლო, სასამართლომ საჩივართა თაობაზე საქართველოს მთავრობას 2021 წლის 7 ივნისს აცნობა. "არსებული პროცედურების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, გაგზავნილ საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დასმულ შეკ...

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბ...

საქართველოს ელჩი ევროკავშირში სავარაუდოდ, სუს-ის ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ბრიუსელში უკვე დაიბარეს. აღნიშულის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ მოსმენების საკითხს, რომელიც ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება. არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყნა, როგორიც საქართველოა ასეთ ნაბიჯს გადადგავდა. საქართველოს ელჩი ევროკავშირში უკვე დაიბარეს ბრიუსელში და მასთან ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება“, - განაცხადა ჰარცელმა.