მამუკა ხაზარაძე - მალე დადგება ა...

პარტია „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლება აგონიაშია და მათი მმართველობა მალე დასრულდება. „ბიძინა და მისი რუსული რეჟიმი აგონიაშია! რუსული და ბელარუსული სცენარი - თავისუფალი ადამიანების "ჩეკისტური" დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს! ქართველი ხალხის სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისათვის ვერ გააჩერებს და ვერ დაიმორჩილებს! მალე დადგება ამ რეჟიმის გასამართლების დრო - რეჟიმის, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, უღალატა ქართველი ხალხის არჩევანს, ქვეყანა მოაქცია სრულ იზოლაციაში, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ბრძოლა იქნება ბ...

ჯო უილსონი - ევროპის საბჭოს საპა...

„მადლობელი ვარ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) უარყო და იზოლაციაში მოაქცია არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ დელეგაცია. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ქვეყანამ ეს უნდა გააკეთოს! ერთადერთი წინ წასასვლელი გზა არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,“ - წერს კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე.

სალომე ზურაბიშვილი - გადავარჩინო...

საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი "ქართული ოცნების" ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, წერს X-ის საკუთარ გვერდზე. “თავისუფლება მზია ამაღლობელს! საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი "ქართული ოცნების" ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან. მზიას შიმშილობის მე-20 დღე!!!” - წერს ზურაბიშვილი. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია "აბუჩად იგდებს დემოკრატიას"...

მამუკა მამულაშვილი ფიცოს განცხად...

ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა, აქ ჩანს რუსული სპეცსამსახურების ხელწერა -  ამის შესახებ "ექსპრესნიუსთან" ,,ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომელსაც სლოვაკეთის ხელისუფლება ქვეყანაში შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და მას ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. მამულაშვილის განცხადებით, ''ქართული ლეგიონი'' არის დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო, არა მხოლოდ უკრაინაში და საქართველოში, არამედ მთელს ევროპაში და შეერთებულ შტატებში. ,,ბუნებრივია რაც ხდება სლოვაკეთში პრორუსმა პრემიერმა მე და ,,ქართულ ლეგიონს" დააბრალა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა. ა...

ჯო უილსონი - ივანიშვილის რეჟიმი ...

აშშ-ის კონგრესმენი ჯო უილსონი მიიჩნევს, რომ სლოვაკეთი და უნგრეთი არასწორად და შეცდომაში შეყვანის შედეგად ბლოკავენ ევროკავშირის სანქციებს ბიძინა ივანიშვილის „არალეგიტიმური რეჟიმის“ წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს დროებითი დაბრკოლებაა და მომავალში ეს პრობლემა მოგვარდება. „ივანიშვილის რეჟიმი ანტიდემოკრატიული და პრორუსულია. სამწუხაროა, რომ სლოვაკეთი და უნგრეთი ევროკავშირში სანქციების პროცესს ბლოკავენ, თუმცა ეს მათი შეცდომაში შეყვანის შედეგია. დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილება არ დააყოვნებს“, – განაცხადა უილსონმა. კონგრესმენის თქმით, დონალდ ტრამპის დაბრუნება პოლიტიკურ ასპარეზზე ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს. „ტრამპი ყოველთვის მტკ...

ესტონეთის საგარეო უწყება - საქარ...

ესტონეთი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "მედიის თავისუფლება თავისუფალი საზოგადოების ხერხემალია. ესტონეთი, როგორც "მედიის თავისუფლების კოალიციის" თანათავმჯდომარე, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი", - ნათქვამია განცხადებაში.

პეტერ ფიშერი მზია ამაღლობელზე - ...

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე მზია ამაღლობელის პატიმრობის ამბავს ეხმაურება. წერს, რომ მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს. „ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე ძალიან ცუდია. ევროკავშირის ელჩები "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" რედაქტორებსა და ამაღლობელის იურიდიულ გუნდს შევხვდით. წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს. ყველამ ვნახეთ ხელის დარტყმის ვიდეო. სად არის ჰუმანურობა?“ - წერს ელჩი.

ევროკავშირი მზია ამაღლობელს სოლი...

ევროკავშირი მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს მისი შიმშილობის მე-17 დღეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების შუაგულშია“, - ნათქვამია განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი - დაივიწყეთ ძ...

გუშინ ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამ საკითხს სოციალურ ქსელ X-ში სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. "ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე რეაგირების მიზნით, გარკვეულწილად გაუგებარია. მას შემდეგ საქართველომ უარესი განიცადა: მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, დანიშნეთ ახალი არჩევნები!" - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. 

 „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობი...

 „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უარს ამბობენ ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე, რადგან პარტიის წევრების გადაწყვეტილებით პარლამენტის წევრის სტატუსით ისინი არ აპირებენ ამ დეკლარაციის შევსებას, რადგან არ წარმოადგენენ არალეგიტიმურ პარლამენტს. “ანტიკორუფციულმა ბიურომ მოგვმართა „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას“, რომ წარგვედგინა ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, როგორც ე.წ. პარლამენტს წევრებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ არანაირი მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდით და არც მომავალში  არ ვაპირებთ ე.წ. პარლამენტში მუშაობას, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის ღალატობს კონსტიტუციურ პრინციპებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ არასო...

დღეს, 27 იანვარს, ევროკავშირის ს...

დღეს, 27 იანვარს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. შეხვედრა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი. საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებს, მათ შორის, ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს. ასევე, დღის წესრიგშია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების განხილვა. „საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს მიმდინარე საკითხებს, ყურადღებას გაამახვილებს ბოლოდროინდელ მოვლენებ...

ზარქუა - სასამართლო ჩაინიშნა და ...

სასამართლო ჩაინიშნა და ჯარიმის საფუძველზე მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა აბუ-დაბი. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი კანონებია, -  განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ აბუ-დაბის ინციდენტთან დაკავშირებით. "ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, რადგან კაცები ვართ და ქართველები ვართ. ჯერ პირველ დღეს ცდილობდა [თავდამსხმელი] საუზმეზე შეურაცხყოფა მოეყენებინა, მერე მეორე დღესაც. მესამე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა და ყველამ ნახეთ. საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ. გამოძიება დაიწყო. არც ვიცნობთ იმ ადამ...

სავიზო რეჟიმი „ქართული ოცნების“ ...

ამოქმედდება თუ არა ევროკავშირის ახალი შეზღუდვები ,,ქართული ოცნების'' წინააღმდეგ - დღეს ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი იმ რეზოლუციაზე იმსჯელებს, რომლის თანახმად ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმი უნდა შეჩერდეს.   ინიციატივა გასულ თვეში ევროკომისიამ გააჟღერა - მიზეზი "ოცნების" ანტიდემოკრატიული პოლიტიკაა.  თუ ევროკავშირის საბჭო რეზოლუციას დაამტკიცებს,  ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები,  ევროკავშირში მოგზაურობისთვის ვიზა დასჭირდებათ.

გიორგი ბაჩიაშვილი - გლობალური ომ...

ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მას შესთავაზეს „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ წერილების გამოქვეყნება, თუმცა მან ეს წინადადება უარყო. ბაჩიაშვილის თქმით, აღნიშნული ნარატივი მის თვალწინ იქმნებოდა და მას სთხოვდნენ მსგავსი შინაარსის მასალების გავრცელებას. მისი თქმით, უარის მიზეზი იყო ის, რომ ივანიშვილის საქმეებში არ იკვეთებოდა „გლობალური ომის პარტიის“ ან გარე ძალების კვალი, და ყველა სასამართლო პროცესი მათ სასარგებლოდ დასრულდა.   „გლობალური ომის პარტია“ არის „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც არსებობს ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველო...

ჩვენ, როგორც კვლევითი ცენტრის თა...

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, რომლებმაც 21 იანვარს შეიტყვეს, რომ მათი სამსახური უქმდებოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს პასუხობენ. პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო პოლიტიკოსმა ამ ცენტრის თანამშრომლების „ამორალურობაზე“ ისაუბრა. „პარლამენტის კვლევითი ცენტრის თუ ნებისმიერი სხვა უწყების თანამშრომელი აქ მთელი წლის განმავლობაში მუშაობს, რაღაცას აკეთებს და შემდეგ აქციიდან პარლამენტს ებრძვის. ჩემი აზრით, ეს ამორალურია ანუ შენი აღქმით რაღაც საზიზღარ რუსულ დაწესებულში ზიხარ, შენს აღქმაში მთელი დღის განმავლობაში პუტინს ემსახურები, მერე ქუჩაში გადიხარ და პუტინის მსახურებას გარედან აპროტესტებ..“ - თქვა მამუკა მდინარაძემ გუ...

გურამ მაჭარაშვილი - ესტონეთის პა...

ესტონეთის პარლამენტმა პრაქტიკულად დაგმო ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე წარმოთქმული სიტყვა და გამოცემული ბრძანებები, ასევე სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ ყველა ქვეყანამ თავისი ეროვნული ინტერესები წინ უნდა წამოწიოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით ესტონეთის პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მაჭარაშვილის თქმით, ვინ ეკითხება ესტონურ სახელმწიფოს, ნებისმიერ თანამდებობის პირს თუ პარლამენტს, ქართველი ხალხი როგორ მოაწყობს საარჩევნო სისტემას და პარლამენტში რომელ პოლიტიკურ ძალას შეუშვებს. „ესტონეთი ის სახელმწიფოა, რომელსაც საქართველოზე მეტად აქვს რუსეთის...

ესტონეთის პარლამენტი - სოლიდარობ...

ესტონეთის პარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამის შესახებ ინფორმაცია ესტონეთის პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. "ბოლო ათწლეულის განმავლობაში ესტონეთი დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ქართული საზოგადოების პოლარიზებაში და საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებში რუსეთის გავლენის მქონე აქტივობებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც გასულ ოქტომბერს ძალადობისა და დაშინების გარემოში ჩატარდა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. მმართველი "ქართული ოცნების" პარტია, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით სარგებლობს, თაღლითური არჩევნების შედეგებს იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის მოსაპო...

ზურაბიშვილი - აშშ-ის გადაწყვეტილ...

როგორია საქართველოს პერსპექტივა და რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორობა შეერთებული შტატებისთვის და როგორ არის შესაძლებელი ქართული დემოკრატიის გადარჩენა. ამ თემის შესახებ  American Enterprise Institute-ში დისკუსია გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო მონაწილეობა.  "საქართველო არსებობისთვის ბრძოლის ეტაპზეა, სადაც ფართომასშტაბიანი მობილიზებაა დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგობრივი გამოწვევების დასაძლევად. ქართველი ხალხი ძლიერ ამერიკას უყურებს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მცდელობ...

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელშ...

სალომე ზურაბიშვილის დამქირავებლის ეს განცხადება ცხადყოფს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება აშშ-შიც და საქართველოშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებას. როგორც პაპუაშვილი წერს, ეს არის „დიფ სთეითის“ საქმიანობის სტილი და იმედოვნებს, ტრამპი ამას წარმატებით გაუმკლავდება. „სალომე ზურაბიშვილის დამქირავებლის ეს განცხადება, რომელიც მან X-ზე ერთ-ერთ დ...

მეთიუ ბრაიზი - არსებობს მოსაზრებ...

საჭირო გახდა თითქმის ოთხი წელი იმისთვის, რომ ბაიდენს რამე მოემოქმედებინა. ახლა არის ახალი სანქციები და მიმაჩნია, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი, ისინი ყურადღებას აქცევენ საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას. ემხრობიან უფრო მეტ სანქციებს, თუმცა მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური ვითარება ტრამპს ახლა აინტერესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, მეთიუ ბრაიზამ „ეხო კავკაზას“ განუცხადა. მეთიუ ბრაიზამ უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „რამდენად შეიძლება „ქართული ოცნების“ მოლოდინები იყოს საფუძვლიანი? რამდენად დაეხმარება ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, შეინარჩუნოს თავისი პოზიციები?“. „ჩემი აზრით, ბევ...