პარლამენტის სხდომაზე, სადაც იუსტ...

პარლამენტის სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირება იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, როდესაც ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრობდა. აღნიშნულის შემდეგ სხდომათა დაბრაზში ტექნიკური შესვენება გამოცხა...

ჩვენი კარი დაიხურება NGO-ებისთვი...

ჩვენი კარი დაიხურება NGO-ებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა. არძინბა 16 ნოემბერს სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან "ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები" განიხილა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის საგანი იყო ასევე საერთაშორისო სტრუქტურების პროექტების კოორდინაციის ახალი მიდგომები, რაც მალე აისახება "ოფიციალურ" დოკუმენტში - აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას "ბრძანებულებაში". როგორც არძინბა...

ანრი ოხანაშვილი - სალომე ზურაბიშ...

სალომე ზურაბიშვილი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი პირი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა. მისი თქმით, ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციას "გადააბიჯა". "რაც არ უნდა სცადონ სალომე ზურაბიშვილის წინა ხაზზე გამოყვანა, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება და აფასებს, რას ემსახურება ეს ყველაფერი. სალომე ზურაბიშვილი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი პირი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი. ამით მან ფეხქვეშ გათელა ჩვენი ხალხის გაცხადებული ნდობა კონსტიტუციისადმი და ის ხალხს დაუპირისპირდა, როდესაც მან გადააბიჯ...

პრეზიდენტი - კითხვაც არ უნდა იმა...

კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა.  კითხვაზე - ხელისუფლებას თქვენი იმპიჩმენტის მცდელობა ჰქონდა იმ მოტივით, რომ ნებართვების გარეშე უცხოეთში მოგზაურობით, კონსტიტუცია დაარღვიეთ. ეს მცდელობა მარცხით დასრულდა. დღეს შეგიძლიათ თავისუფლად მოგზაურობა? - პრეზიდენტმა თქვა: "მე საკონსტიტუციო სასამართლოში შევეწინააღმდეგე ამ ბრალდებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის სხვა ინსიტიტუციების მსგავსად, ნაკლებად დამოუკიდებელია. დღეს ეს დახურული საქმეა. მუქარა მუდმივად არის. შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას".

ზურაბიშვილი - დღეს ქართულ პოლიტი...

დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, პასუხი დეოლოიგარქიზაციაზე მომავალ არჩევნებშია. კითხვაზე - როგორ გესმით ევროპული კომისიის რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციაზე? ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მიიჩნევთ? - ზურაბიშვილმა განაცხადა: "მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. პასუხი დეოლოიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებშია. ოცდაათი წელია...

ვენეციის კომისიის გენერალური მდი...

ვენეციის კომისია უკვე დაახლოებით 25 წელია, მუშაობს საქართველოში და საქართველოსთან. ჩვენ ერთად გამოვიარეთ განვითარების მრავალი ეტაპი, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა, სიმონა გრანატა-მენგინიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას ადგას. „ვენეციის კომისია უკვე დაახლოებით 25 წელია, მუშაობს საქართველოში და საქართველოსთან. ჩვენ ერთად გამოვიარეთ განვითარების მრავალი ეტაპი. ჩვენს მიერ გაცემულია მრავალი რეკომენდაცია. ახლა, უახლოეს მომავალში, დეკემბერში ასევე იქნება რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები ჩ...

პრეზიდენტი ევროპის საბჭოს ვენეცი...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და უწყვეტ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. "საუბარი შეეხო მომავალ, 2024 წლის არჩევნებს და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ევროპული ინსტიტუტების ჩართულობის გაზრდის გზით. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის და ინსტიტუციური რეფორმების გაძლიერები...

პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის...

საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს პარლამენტის წევრისთვის, დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო. როგორც საკითხზე მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პარლამენტის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვა, კომიტეტმა კი, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, წარდგენილი განცხადების ნამდვილობა დაადგინა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა დავით სერგეენკოს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.

კობახიძე ენმ-ზე - ჯანდაბამდე გზა...

ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, რაც უნდათ, ის უქნიათ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესაძლო გარიცხვის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ენმ-ში დაპირისპირება 2024 წლის საარჩევნო პროცესის სათანადოდ წარმოდგენას შეუწყობს ხელს. "მთავარია ჩვენთვის, რომ ეს დაპირისპირება და კინკლაობა კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს "ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. ეს ხელ შეუწყობს, რა თქმა უნდა, საარჩევნო შედეგების სათანადოდ წარმოდგენას 2024 წელს. ეს პროცესები უნდა გაგრძელდეს "ნაცმოძრაობაში",- განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმ...

კობახიძე - ენმ-ის მხრიდან პრემიე...

რაც შეეხება  „ნაცმოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატს, დღეს 20% აქვს ამ პარტიას რეიტინგი და კიდევ უფრო ქვევით ჩამოდის, შესაბამისად, მათი მხრიდან პრემიერობის კანდიდატის დასახელება არის აბსოლუტურად არასერიოზული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის დასახელება იგეგმება, კობახიძემ თქვა: „სააკაშვილი არის კრიმინალი სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით. მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, რომელიც სასჯელს იხდის შესაბამისი დანაშაულისთვის არა პენიტენციურ დაწესებულებაში, სამწუხაროდ, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში. მან უნდა მოიხადოს ბო...

კობახიძე გახარიაზე - გაამწარა და...

გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისსავე პარტიაში - ჩვეულებრივი გადამგდებია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ასეთ პირობებში, გასაკვირი არ არის, რომ გახარიას პარტიას ერთი მეორეს მიყოლებით ტოვებენ". „გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისსავე პარტიაში. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც წამოვიდა პარტიიდან და არ გაუხმაურებია ამის შესახებ, შეგვხვდა და მოგვიყვა, რომ ქვეყნის მასშტაბით ოფისი არ არსებობს, სადაც მან ფულადი ვალი არ დატოვა. ჩვეულებრივი გადამგდებია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ... საბოლოო ჯ...

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დ...

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე  საქართველოს პარლამენტის წევრისთვის, დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, სერგეენკომ სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს 27 ოქტომბერს განცხადებით მიმართა. კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად წარდგენილი განცხადების ნამდვილობა დაადგინა და მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრ დავით სერგეენკოს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის გადაწყვეტილე...

ყველა კვლევა ადასტურებს, რომ რუს...

ყველა კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს, რომ რუსული პარტიის დამარცხება და თან დიდი ანგარიშით შესაძლებელია, თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, ენმ-ისა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობლივი პლატფორმა 2024 წლის არჩევნებზე "მხოლოდ პირველი ადგილისთვის" იბრძოლებს. “ყველა კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს, რომ რუსული პარტიის დამარცხება და თან დიდი ანგარიშით შესაძლებელია თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქ...

საგარეო - ქართული მხარე ტყვეების...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. უწყებაში ამბობენ, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს. "ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებული ვართ საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ. ქართული მხარე გამოიყენებს...

კობახიძე - არ გვაქვს რესურსი, რო...

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორი მოქალაქე არის სამხედრო ტყვე, ჩვენ არ გვაქვს რესურსი ამ საკითხზე ვიმუშაოთ ამ ჭრილში, როგორც სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, დაკავებული პირები არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებში.  "პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორი მოქალაქე არის სამხედრო ტყვე, ჩვენ არ გვაქვს რესურსი ამ საკითხზე ვიმუშაოთ ამ ჭრილში, როგორც სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე. ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული რუსულ...

სუს-ი - საოკუპაციო ძალების მიერ ...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, ლევან პეტრიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. "რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ლევან პეტრიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პრ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაურმა პია კაუმას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და დაუდასტურა საქართველოს სურვილი, გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან. „საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,  საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესა...

რუსებმა ზუსტად იცოდნენ, ვის ესრო...

რუსებმა ზუსტად იცოდნენ, თუ ვის ესროდნენ. როგორც წინა გამოცდილება აჩვენებს, მათ დღევანდელი ხელისუფლებისგან აქვთ გადაცემული ჩვენი მებრძოლების და აქტივისტების სიები და ეს საქმე კარგად იქნება გამოსაძიებელი, თუ ვინ გადასცა კონკრეტულად თამაზის გვარი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ექსპრეზიდენტის განცხადებით, "რუსეთი ჩვენი ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელს საქართველოში ანტიევროპული და პრორუსული პროპაგანდისთვის იყენებს". "კიდევ ერთხელ თამაზ გინტურზე - რუსების მიერ გამოგდებული ვიდეოდანაც კარგად ჩანს, რომ თამაზი იყო ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, რომელმაც გმირობა ჩაიდინა. რუსებმა ზუსტად იცოდნენ, თუ ვის ესროდნენ. როგორც წინა გამოცდი...

მიხეილ სააკაშვილი - ეროვნული მთა...

საქართველოში ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ, რუსებს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოწმობების ადვილად მიღების სხვადასხვა გზა გაუუქმდებათ და უძრავი ქონების გაყიდვის წახალისებით, მიეცემათ დრო ქვეყნის დატოვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, საქართველო რუსების ასობით ათასს მოქალაქეს არა ტურისტად, არამედ სამუდამო მცხოვრებად იღებს. „90-იან წლებში 300 000-ზე მეტი ქართველი გამოყარეს რუსებმა აფხაზეთიდან, 2008 წელს შიდა ქართლში 30 000 ჩვენს მოქალაქეს სახლი და მთელი ქონება დააკარგვინეს! 2012 წლის შემდეგ ე.წ. ბორდერიზაციით დამატებით სოხუმისხელა ტერიტორია მიიტაცეს და ჩვენ ხალხს სახლები, სა...

მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ...

მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დანიგანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში აღნიშნა, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც რუსეთს სულ უფრო უახლოვდება. "გულწრფელი უნდა ვიყო: როცა ვამბობ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასვე ვგულისხმობთ - ნამდვილად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს... სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან ს...