მინდა შეგახსენოთ ასევე შემდეგი ფაქტი. 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაკავებულ იქნა უკანონოდ შემოსული, შემოპარებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში ე.წ. მეორე რევოლუციის მოხდენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის გათვლებით, საქართველოში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლის ღვრა, ხელისუფლების დამხობა. „მისი მიამიტური გათვლებით აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლის ღვრა, ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით, არჩევნების ჩაშლა. ეს პერიოდი ემთხვევა ზუსტად იმ პერიოდს, როცა, კარგად გახსოვთ, საუბრ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს ევროპარლამენტარების მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ გაკეთებულ შეფასებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "კეზერაშვილის მსგავსად, გვარამიაც დამნაშავეა - კერძო კომპანიას 5 მილიონზე მეტის ზარალი მიაყენა". როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კეზერაშვილის და გვარამიას შესახებ ევროპარლამენტარების შეფასება საქართველოსთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია.. „გვესაუბრნენ და მოგვიწოდეს „მედია მენეჯერის", გვარამიას გათავისუფლების თაობაზე. ვინ არის გვარამია, შევახსენოთ საზოგადოებას, ჩვენს დეპუტატებს. გვარა...
დღეს საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ე.წ. აგენტების რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით აჯანყებულ დეპუტატებს - ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილს. ბიძინა ივანიშვილმა ისინი დასაჯა და გაყარა პარლამენტიდან! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. ოქრიაშვილის თქმით, ხელისუფლების დრო ამოწურულია. „აჯანყებულ დასჯილებს“ შორის არ არის ბატონი დავით სერგეენკო. რატომ?! იმიტომ, რომ ის საბურთალოს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია და მისი გაგდების შემთხვევაში, საბურთალოზე რიგგარეშე მაჟორიტარული არჩევნები დაინიშნება. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საბურთალოზე ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე...
მართლაც ვიყავი დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ. თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი მანდილოსნები და მამაკაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბერბოკის თქმით, მთავარი გზავნილი, რისთვისაც ის საქართველოში ჩამოვიდა, გერმანიის მხრიდან საქართველოს სრული მხარდაჭერაა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. „გერმანიაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს თუ რა ხდებოდა „უცხოური აგენტების“ კანო...
„რუსულ ოცნებას“, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ხალხის, აქციების, პროტესტის. ივანიშვილი და „რუსული ოცნება” ცდილობს საზოგადოება დაყოს, დააპირისპიროს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ყველა, ვინც პრობლემებს არა მმართველ პოლიტიკურ პარტიაში, აარამედ სხვაგან ეძებს, ივანიშვილის ინტერესების გამტარებელია. "ახლა ყველა, რუსული, მოღალატეობრივი პარტიის წინააღმდეგ უნდა ხარჯავდეს დროსა და ენერგიას. ყველა, ვინც ცდილობს თემის გადაფარვას - გადატანას, „რუსული ოცნების" ნაცვლად, პრობლემების ძებნას სხვაგან, არის ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი. ჩვენს ხალხ...
ჩვენ ვთხოვეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებ გზაზე, მხარდაჭერა გამოუცხადოს ჩვენს ხალხს იმიტომ, რომ დღეს მხოლოდ ქართველი ხალხი არის, ვინც იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის - ამისთვის არაფერს აკეთებს ხელისუფლება, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს'' აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და არასამათვრობო ორგანიზაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადა. როგორც გიგაურმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და ანალენა ბერბოკის შეხვედრის მთავარი თემა ასევე, ქვეყანაში, ბოლო პერიოდშ...
ვფიქრობ, რაღაცნაირად ალბათ ეს თანამშრომლობა დასრულდება, - ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. დეკანოიძის თქმით, პარტიის დატოვების მიზეზი, თანაპარტიელებთან აზრთა სხვადასხვაობაა ხდება. მან დასძინა, რომ პარტიის დატოვების შემდეგ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და კვლავ გააგრძელებს ბრძოლას მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის. „ვფიქრობ, რაღაცნაირად ალბათ ეს თანამშრომლობა დასრულდება. ვერ გეტყვით დროს და მომენტს. ეს ლოგიკურია იმის შემდეგ, რაც მე გუშინ ვთქვი. პოლიტიკიდან არ ვაპირებ წასვლას. როდესაც ოფიციალურად დადგება ასეთი გადაწყვეტილება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის...
დარწმუნებული ვარ, რადიკალურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნებათ, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია არის გუნდი, რომელსაც შეიძლება, რევოლუციური კომიტეტიც კი ეწოდოს, ვინაიდან მათი მიზანი არა რეკომენდაციების შესრულება, არამედ სხვა ამოცანების განხორციელებაა. „ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნებათ, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ. მათი მთავარი ამოცანაა, არანაირი ცივილური განხილვა არ იყოს. დიდი ხანია, ისინი ამ რეჟიმში მუშაობენ. ეს არის ადამიანების გუნდი, რომელსაც შეიძლება, რევოლუციური კომ...
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კონცენტრირებულია საკითხებზე და არა პოლიტიკურ პარტიებზე, მასში შემავალი ინფორმაცია შემოწმებული და გადამოწმებულია, - ასე გამოეხმაურა აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც, განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა დასკვნებს, რომლებიც ე.წ. ელიტური NGO-ების მიერ მომზადდა. დეგნანის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის კარგი საშუალება და წყარო, რომ დავინახოთ თუ რა ხარვეზებია და რა იცვლება და უმჯობესდება წლების განმავლობაში. „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კონცენტრირებულია საკითხებზე და არა პოლიტიკურ პარტიებზე ან კონკრეტულ პირებზე და რო...
საოკუპაციო ჯარის ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკას დასახლებაში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქის დატოვებას თან უძღოდა მშვიდობიანი მოქალაქეების დაყაჩაღება, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით ნივთები წაიღეს, როგორებიცაა , ელექტრონული ტექნიკა, სამკაულები, ტანსაცმელი და ტელეფონები. "22 მარტის მდგომარეობით, საოკუპაციო ჯარის ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკას დასახლებაში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა. ამას წინ უძღოდა ადგილობრივი მოსახლეობის უახლოესი სახლების შემოვლა საარსებო წყაროს გამო. დამპყრობლებმა მშვიდობიან მოსახლეობას დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრე...
უნგრეთი არ დააპატიმრებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, თუ ის ქვეყანაში შემოვა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შტაბის უფროსმა განაცხადა. მისივე თქმით, უნგრეთს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი რუსეთის პრეზიდენტის დასაკავებლად და დასძინა, რომ რომის სტატუტი არ არის ჩაშენებული უნგრეთის სამართლებრივ სისტემაში. როგორც Evropeyska Pravda განმარტავს, საქმე იმაშია, რომ უნგრეთმა მხოლოდ ფორმალურად დაამტკიცა რომის სტატუტი, მაგრამ არ შეცვალა კანონმდებლობა მის შესასრულებლად. შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის პენიტენციურ სისტემაში დაბრუნება თუ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამაუარესებელი, ეს არ უნდა მოხდეს და ის უნდა დარჩეს სამოქალაქო საავადმყოფოში. "მისი ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა დაფიქსირებული. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის პენიტენციურ სისტემაში დაბრუნება თუ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამაუარეს...
პირველი ოთხი MiG-29 მოიერიშე თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უსაფრთხოდ გადაეცა, - ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ განაცხადა. მისივე თქმით, სლოვაკეთი რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინისა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას გააგრძელებს. განცხადების თანახმად, დარჩენილი თვითმფრინავები უკრაინას მომდევნო კვირებში გადაეცემათ, თუმცა, ოპერატიული მიზეზების გამო, თარიღს წინასწარ არ ასახელებენ. "მთავრობა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ჩვენ გვაქვს სწორი მიმართულება, რადგან სწორედ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც უკრაინაში შეიჭრა ", - განაცხადა იაროსლავ ნაგიმ.
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების საშუალებას აძლევს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნატო-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადის რატიფიცირება ალიანსის წევრი 30 ქვეყნიდან 28-მ განახორციელა და ფინეთის გაწევრიანება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც რატიფიცირების პროცესს უნგრეთი და თურქეთიც დაასრულებენ. მათივე ცნობით, უნგრეთი ფინეთის განაცხადის რატიფიცირებას მომავალ კვირას გეგმავს. ამასთან, როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, პარლამენტი რატიფიცირების პროცესს დაიწყებს.
რაც მოვისმინეთ ირაკლი კობახიძისგან, არის პირდაპირ შუღლის გაღვივებისკენ მიმართული, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი, ხატია სამნიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაციის კაცი უწოდა. მისივე თქმით, კობახიძის გაკეთებული განცხადება მიზნად ისახავს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში იცავს ადამიანის უფლებებსა და უმცირესობათა უფლებებს, მოხდეს მათი დისკრედიტაცია და შეირაცხოს, როგორც მძიმე რეპუტაციის ადამიანი. "ახლა ამ კამპანიის გაგრძელებაა და ემსახურება შუღლის გაღვივებას და ტარიელ ნაკაიძის ძალიან საამაყო პოლიტიკოსობამდე წარსულს, რომელიც ემსახურებოდა ადამიანის უფლებებს, რელიგიური უმცირესობებისა და ...
ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეში მიყენებული და გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების და სხვა უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც მას "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი" უწოდა. ნაკაიძის თქმით, მძიმედ ასატანი რეპუტაცია მხოლოდ მოღალატეებისთვის აქვს. "ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეში მიყენებული და გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების და სხვა უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა. მძიმე რეპუტაციის რა გითხრათ, მაგრამ მოღალატეებისთვის მძიმედ ასატანი რეპუტაცია ნამდვილად მაქვს"- წერს სოციალურ ქსელში ნაკაიძ...
პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ ვერ და არ შეიცვალა - მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, კლინიკა "ვივამედის" განცხადებას. ხაბეიშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი ჰუმანიტარული მისიით ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაა. „განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს - პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ ვერ და არ შეიცვალა. ფაქტია, რომ აქ ვერ უზრუნველყოფენ მის მკურნალობას და ეს განცხადება ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლ...
თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია. როგორც კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სააკაშვილისა და მისი ოჯახის მხრიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ ქვეყანას და საქართველოს ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ. „ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს. ყველაფერს აკეთებს, რომ დაანახოს საზოგადოებას, საერთაშორისო მეგობრებს, თითქოს მისი მდგომარეობა ცუდია. რეალურად, ის არ იკვებება, ოჯახის წევრებსაც არ მიაქვთ შესაბამისი კალორაჟით საკვები. ეს არის მიზანმიმართული კამპანია. ის ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ქვეყანას ჩირქი მოსცხოს,“ - განაცხადა კა...
თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია პატიმარი და უშუალოდ მისი ოჯახი, რომელსაც მასთან არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, აღნიშნულ საკითხზე ყურადღება საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაამახვილონ. "თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, თავად პატიმარი. ასეა მთელ მსოფლიოში, ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში. აქედან გამომდინარე, საქართველოშიც გვაქვს ასეთი ვითარება - თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი არის პატიმარი. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, ისინი არიან პასუხისმგებ...
ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში და ჩვენი დღის წესრიგია 12 პუნქტის შესრულება, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებას, რომელიც დიპლომატმა საქართველოში ვიზიტის წინ გააკეთა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, ერთადერთი, ვინ ამ პროცესს დაბრკოლებებს უქმნის, ოპოზიციაა. „მე არ ვიცი რა არის ამ განცხადების კონტექსტი, აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი და რა არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში და ჩვენი დღის წესრიგია 12 პუნქტის შესრულება. რაც შეეხება დაბრკოლე...