დღეს არის დღე, როდესაც ჩამოშლილი ტერიტორია, იდეით გამსჭვალულმა ადამიანებმა ამბიციურ სახელმწიფოდ აქციეს, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს. მისი თქმით, დღეს არის დღე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა, რაც "რუსული იმპერიალისტური მიდრეკილებების მქონე ტერორისტულმა სახელმწიფომ ვერ აპატია". "დღეს 23 ნოემბერია, გიორგობა, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღე, რწმენისა და ამ რწმენით გაძლიერების და ბოროტების დამარცხების დღე. დღეს ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა, დღიდან, როდესაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უძრაობა და ...
ამ რთულ დროში გისურვებთ ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა, ილია II-მ განაცხადა და რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა. მილოცვვის ტექტს უცვლელად გთავაზობთ : "მის უწმინდესობას კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს თქვენო უწმინდესობავ! ქრისტეში სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს! ამ რთულ დროში გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის. უფალმა დაგიცვათ თქვენ და თქვენი სამწყსო! ქრისტესმიერი სიყვარულით".- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოკუ...
თუ პარტია დაკისრებულ ორ ამოცანას ვერ შეასრულებს, ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ტვ პირველის ეთერში განაცცადა. მისივე თქმით,ეს ორი ამოცანაა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება და პარტიამ უნდა თქვას ახალი სიტყვა პოლიტიკაში. "თუ ჩემი პარტია ვერ შესრულებს და მე პირადად არ შევასრულებ იმ ამოცანას რომელიც გვაკისრია ამომრჩევლების მიმართ, ესაა - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ნიკასიც გვარამიასი, ეს ერთი და თუ ჩემი პარტია აღარ იტყვის ახალ სიტყვას ქართულ პოლიტიკაში, მე ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ ამ პარტიაში".- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირ...
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 15 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს, 17 წლის ე.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობის შესახებ. პროკურორის განმარტებით, მკვლელობაში ბრალდებულმა ე.ც.- მ დანაშაულის ის ნაწილი აღიარა, რომელიც ცივი იარაღის გამოყენებას შეეხებოდა. შეგახსენებებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ე.ც. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკები...
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რუსეთმა ომის კონტექსტში უნდა განიხილოს. - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა, უკვე დიდი ხანია, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვის. "მე ვიტყოდი, რომ ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც მორიგი რგოლი რუსეთის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ამ სამხედრო მოქმედებების ჯაჭვში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკას აწარმოებს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს. СБУ-ს ცნობით, კიევის უდიდეს...
"ნაციონალური მოძრაობისა" და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით - “ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“. როგორც მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სწორედ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მეგობრებმა მიიღეს რეზოლუციები, რომელიც სინამდვილეს აბსოლუტურად არ შეესაბამება. „ამ რეზოლუციის ავტორები კიდევ ერთ პროვოკაციულ ნაბიჯს გეგმავენ, რომლის უკან არაფერი დგას. ის, რომ საქართველო არის ...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, თუმცა, მისივე თქმით, დანაშაულისთვის პასუხი ყველამ უნდა აგოს. როგორც კალაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება დაცული იყოს. „ვერ გეტყვით, შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანს, რომელსაც მიუძღვის ბრალი და აქვს ჩადენილი კონკრეტული დანაშაული კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია არის, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჩვე...
დღეიდან "ლეიბორისტულ პარტიაში" იქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი და ვიწყებთ საერთაშორისო არენაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა, მთავრობის წევრთა და სასამართლოს ყველა მოსამართლის - 340 მოსამართლის და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა დასანქცირებაზე მუშაობას, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ცოტა ხნის გამართულ ბრიფინგზე ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება "დემოკრატიული მსოფლიოს პოზიციად და მთავარ მოთხოვნად" იქცა, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარისგან "შექმნილი კრემლის მე-5 კოლონის - სახელმწიფო აპარატის ნეიტრალიზაცია ასევე გარდაუვალი ამოცანა" გახდა....
რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მინისტრი" იური დეგტიარევი, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დეგტიარევი თანამდებობას 2 თვის განმავლობაში იკავებდა. "ლუგანკის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელი, იური დეგტიარევი, ორი თვით დააკავეს ტყეში თაღლითობისთვის“. - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელის...
ახალმა ზელანდიამ რუსეთისა და ბელარუსის 22 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. - ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნანაია მაჰუტამი ავრცელებს. მისივე თქმით, სანქციები ეხება ელიტის 22 წევრს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში უკანონო შეჭრას. "ახალმა ზელანდიამ რუსეთისა და ბელარუსის 22 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, სანქციები ეხება მათი ელიტის 22 წევრს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში უკანონო შეჭრას და დაჯილდოვდნენ მათი ერთგულებისთვის სიმდიდრითა და გავლენით". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბე...
გათავისუფლებულ ხერსონში, რუსების მიერ მოწყობილი რამდენიმე წამების შენობა იპოვეს. - ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს. მათივე თქმით, ეს არის ადგილი, სადაც ოკუპანტები ხალხს უკანონოდ აკავებდნენ და სასტიკად აწამებდნენ. "ამას მოწმობს აღმოჩენილი დოკუმენტები, მათ შორის, საოკუპაციო პოლიციის წარმომადგენლების ე.წ. მოწმობები, სამორიგეო განრიგი და ა.შ. გარდა ამისა, ოკუპანტები ელექტროშოკით აწამებდნენ მშვიდობიან მოქალაქებს. საკნებსა და სარდაფებში მყოფი ადამიანების მიმართ გამოიყენებოდა წამების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდები“. - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში ს...
ლუქსემბურგი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. - ამის შესახებ ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრმა, ფრანსუა ბაუშემ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა მიიღებს მაღალი გამავლობის მრავალფუნქციურ ჯიპებს, არტილერიის ტყვიებს, დრონებსა და ჯავშანმანქანებს. "ლუქსემბურგი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის უკრაინა მიიღებს მაღალი გამავლობის მრავალფუნქციურ ჯიპებს, არტილერიის ტყვიებს, დრონებსა და ჯავშანმანქანებს. ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენი ხანი, რამდენი ხანიც საჭირო იქნება". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ...
გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილი - „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ აშშ-ის ფინანსური დახმარების შესახებ გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „ქართული ოცნების“ საბოტაჟის შედეგად, საქართველომ, შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ათეული მილიარდი დახმარება დაკარგოს. ოპოზიციის სამივე პარტია აღნიშნავს, რომ სწორედ შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარებების შედეგია ის, რომ საქართველომ 90-იანი წლების დანგრეული ქვეყნიდან აღდგენა შეძლო. სამი პარტიის ერთობლივ განცხადებას "ინტერექსპრესნიუსი" უცვლ...
მიხეილ სააკაშვილთან, როგორც პოლიტპატიმართან მიმართებაში, ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა რუბიკონი დიდი ხანია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე აღნიშნა, თუ ივანიშვილი სააკაშვილთან, როგორც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან მიმართებაშიც გადალახავს რუბიკონს, "ძველებურად ვეღარაფერი იქნება". "მიხეილ სააკაშვილთან, როგორც პოლიტპატიმართან მიმართებაში, ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა რუბიკონი დიდი ხანია. ის არაადამიანური მოპყრობა, რომელიც ხორციელდება მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამის შედეგია. დღეს...
საქართველო პრეზიდენტების სასაკლაოდ არ უნდა გადაიქცეს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა თქვა, ხელისუფლებამ სააკაშვილს მესამე ქვეყანაში მკურნალობის შესაძლებლობა უნდა მისცეს. "ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს წამებით კლავენ ციხეში და მათ შორის, ევროპული რეზოლუციები საუბრობს ამაზე, რომ სააკაშვილის გადაყვანა არის მნიშვნელოვანი მესამე ქვეყანაში. აქ არც და ვერც მკურნალობენ. ჩვენ ვნახეთ, რომ მის სისხლში აღმოჩენილია მომწამვლელი ნივთიერება. პირდაპირ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ეს არ არის ვიწროპარტი...
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სააკაშვილის ოჯახის წევრები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილი. ისინი სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებულია პოლიცია. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა გუშინ, 19 ნოემბერს განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყებამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, ...
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული. იან კელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად საკუთარი უმრავლესობა უნდა გამოიყენოს. "საქართველოს ევროკავშირის კანდიდატურა ქართული ოცნების ხელშია და არა ოპოზიციის. გამოიყენეთ თქვენი უმრავლესობა 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ახლავე", - წერს კელი Twitter-ზე.
ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად, 123 მაღალსართულიანი შენობა გათბობის გარეშე დარჩა. -ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა. მისივე თქმით, მთლიანობაში 17 000 აბონენტი ცხოვრობს გათბობის გარეშე დარჩენილ სახლებშიმთლიანობაში 17 000 აბონენტი ცხოვრობს გათბობის გარეშე დარჩენილ სახლებში. "ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად 123 მაღალსართულიანი შენობა გათბობის გარეშე დარჩა - 60 სახლში გათბობის სისტემები უკვე დაჩაირთო, მთლიანობაში 17 000 აბონენტი ცხოვრობს გათბობის გარეშე დარჩენილ სახლებში, დანარჩენ სახლებში გათბობა დღეს 23:00 საათამდე უნდა აღდგეს". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თა...
მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ ხანგრძლივობა დაემთხვევა "ვივა მედში" ყოფნის პერიოდს, ამაზე პასუხისმგებელი იქნება. "ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები აღმოჩენილია ბიოფსიური კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში. ეს არის საფუძველი ითქვას, რომ არის მოწამლული, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება. თუ ხანგრძლივობა დაემთხვევა "ვივა მედში" ყოფნის პერიოდს, ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებელი იქნება "ვივა მედი", თუ არადა მაშინ იქ, სადაც მ...
თსუ სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს. - ამის შესახებ ინფორმაციას მაისის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს. მათივე თქმით, უნივერსიტეტში შეიქმნა ორი სამუშაო კომისია, რომელიც, სტუდენტებთან ერთად, შეისწავლის მიწისა და კალკულაციის საკითხებს. დასკვნის საფუძველზე უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები. "17 ნოემბერს მოხდა ორი პოტენციური ობიექტის დათვალიერება - მე-11 კორპუსის (განივის) გვერდით მდებარე ე.წ. ხიმინჯები და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ძველი შენობა (დეტალურად იხილეთ ფოტოსურათებში). 1. პირველი ობიექტზე, რომლის ფართობია დაახლოებით 5000კვ.მ. შეუიარაღებელი თვალითაც ხილვადია, რომ ამ კონსტრუქციის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად, საჭირო იქნება ...