საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მასპინძლობს. ოფიციალური ვიზიტით ფაშინიანი საქართველოს დღეს ეწვია და მისი ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდება. ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს. ნი...
„დღეს, ბევრი ევროკავშირის წევრი ქვეყანა უკვე განიხილავ იმას, რომ უნდა შეწყდეს რეალურად თანამშრომლობა ჩვენს ხელისუფლებასთან იმიტომ, რომ ამას არსაით არ მიყავს ეს ქვეყანა", - განაცხადა ფრაქცია „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, აუცილებელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს. „საგარეო საქმეთ მინისტრმა პარლამენტში პასუხი უნდა გასცეს შეკითხვებს, რომელიც უკავშირდება იმას, რომ დღეს საქართველომ მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს ჩვენს ურთიერთობებში დასავლეთთან, მაშინ როდესაც თქვენ ურცხვად ატყუებთ საქართველოს მოქალაქეებს...
ოპოზიცია ცოტა პასიურობს და სჯობს, უფრო მეტად გააქტიურდეთ რომ შემდეგ სხვა რაღაცებს არ დააბრალოთ თქვენი მორიგი მარცხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში-ამის შესახება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ამასთან მისი თქმით,სხდომები განახლდება, არჩევნების შემდეგ და მეორე მოსმენით მიუბრუნდებიან ამ კანონპროექტის განხილვას. „ჩვენ ვართ მთლიანად გადართული საარჩევნო რეჟიმზე, დღესაც კი ძალიან გაგვიჭირდა დეპუტატების შეკრება, გამომდინარე იქიდან, რომ მაჟორიტარები არიან რეგიონებში, არამაჟორიტარები არიან შესაბამის საარჩევნო ოლქებში, მუშაობენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, პარ...
როდესაც თქვენ პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობის ნიველირებას ახდენთ, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ,დეპუტატმა თინა ბოკუჩავა, "ქართული ოცნების " ლიდერს, ირაკლი კობახიძეს დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, კობახიძის საგარეო კურის არ არის დასავლეთისკენ. „როდესაც თქვენ პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობის ნიველირებას ახდენთ, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი; როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მნიშვნელოვანი არ არის, როდესაც ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი ივანიშვილის პირადი ადვოკატი კი არ იყოს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმებული პიროვნება იყოს, რომელსა...
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას ეხმაურება. მისი თქმით, სააკაშვილს მსგავსი განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია და უკვე "პოლიტიკური უზნეობის პიკია". „ისეთი ეპოპეა განვითარდა - სააკაშვილის მოლოდინში, უკვე მეჩვიდმეტე განცხადებაა, რომ სახმელეთო გზით საქართველოსკენ მოემართება. განცხადება, რაც გააკეთა, ვფიქრობ, პოლიტიკური უზნეობის პიკია, როდესაც იწყებს საუბარს ევროპული ფასეულობებით და ამთავრებს შარაგზის ყაჩაღის გამონათქვამებით, ქონების წართმევის თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა, ოპოზიციურ ჯგუფებს სხვადასხგვარი განცხადებები ჰქონდეთ, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ ეს განცხადება, ასეთი მეკობრული სულისკ...
7 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განსახილველად კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი გადის. ამასთან, დღეს პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს და დაამტკიცებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა 7-9 სექტემბერს ვიზიტით ავსტრიას ეწვევა, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში კახა კუჭავა ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ესტონეთის, სომხეთის, კამერუნის, ეგვიპტის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სლოვენიის, ნიგერიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, აზერბაიჯანის, კორეის რესპუბლიკის, თურქეთის, შვედეთის და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებთან. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს, ასევე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესთან, მარგარეტა სედერფელტთან, ეუთო-ში საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თავმჯ...
"ყველანაირად სუფთა ვარ". - თბილისის მერმა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა. კახა კალაძის თქმით, პასუხის მიხედვით ყველანაირად სუფთაა და ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს შედეგი გაასაჯაროვოს. მან თავის ოპონენტებს მოუწოდა, რომ ანალოგიურად მოიქცნენ. "ანალიზები ჩავიტარე. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გავაკეთე. პასუხის მიხედვით ყველანაირად სუფთა ვარ, შესაბამისად, სუფთა არჩევნები და სუფთა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის. ასევე, მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, რომ გააკეთოს ანალოგიურად და საზოგადოებას შედეგები წარუდგინოს. მ...
საქართველოს ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინიტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინიტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან. ასევე, გაიმართება შეხვედრა საქართველოს...
„ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი მართველ პარტიას თერჯოლაში წინასაარჩევნო ზეწოლისა და დევნის ფაქტში ადანაშაულებს. "მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან კოვზირიძემ პარტიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, მასზე პოლიტიკური შტურმი ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ქალბატონ რუსუდან კოვზირიძესთან ე.წ. მრჩეველები მივიდნენ, რომლებმაც ოპოზიციურ პარტიასთან კავშირის გაწყვეტა ურჩიეს, თუმცა უარის შემდეგ მასზე უკვე პოლიტიკური დევნა დაიწყო. მისი შვებულებაში გასვლისა და კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, ცენტრში აუდიტის სამსახური შევიდა და ხელმძღვანელისგან დოკუმენტის გადაცემა მოითხოვა. რუსუდ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატის წარდგენისას, გასული 8 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი. "ბოლო 8 წლის განმავლობაში მხოლოდ რაჭის რეგიონის მიმართულებით 300 მილიონზე მეტი დაიხარჯა 3 ათასზე მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტში. ეს არის რეალურად ის ხელშესახები პროექტები, რომელსაც ჩვენ ყველანი ვხედავთ - გზების მშენებლობა, მოწესრიგებულია თითქმის ყველა გზა, დავაგეთ გზები, რომლებიც მათ შორის კომუნისტების დროსაც კი არ იყო დაგებული. ეს არ ყოფილა იოლი, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა მმართველების დროს ქვეყანამ კატასტროფული შედეგები მიიღო, ომებით, სამოქალაქო დაპირისპირებით, ტერიტორიების დაკარგვით და უამრავი გამოუსწორებელი შ...
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი დე-ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს. "დღეს გავიდა ორი წელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ოძისის გადაკვეთის პუნქტის დახურვიდან. ამ პუნქტის დახურვამდე, ყოველდღიურად საშუალოდ 400-მდე გადასვლა ხდებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალგორის რაიონის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ შეეძლო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა და ნათესავებთან შეხვედრა, პენსიების აღება ან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების გამოყენება. გარდა ამისა, შეზღუდული იყო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა, ხოლო შეტყობინებები სა...
სუსი რეკავს და პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს ვინც სიებში გვყავს სხვადასხვა ოლქებში-ინფორმაციას "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე აქვეყნებს . მისი თქმით, სიის წევრებმა დაურეკეს და სთხოვეს რომ სიიაში აღარ ყოფილივნენ, რადგან არ სურდათ რამე პრობლემა შექმნოდათ სამსახურში ან ზოგადად. "სუსი რეკავს და პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს ვინც სიებში გვყავს სხვადასხვა ოლქებში რამდენიმემ დაგვირეკა და გვთხოვა სიიდან ამოღება, რადგან არ სურს რომ პრობლემა შეექმნას სამსახურში ან ზოგადად ყველა ამ ადამიანისგან ინდივიდუალური თანხმობა გვაქვს მიღებული სიაში ყოფნაზე გასულ დღეებში არცერთი ადამიანი არ დაგვიმატებ...
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლი ჯეიმს აპატურაი ესპანელმა დიპლომატმა ხავიერ კოლომინამ შეცვალა.-ამის შესახებ განცხადებას ხავიერ კოლომინამ საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე დაწერა. კოლომინა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის პოსტსაც დაიკავებს. ჯეიმს აპატურაის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლის პოსტზე 2010 წლიდან მუშაობდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის ჩაკეტვას არ აპირებს, რადგან სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის. „შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვიყავი მაშინ მეც, მთელი მთავრობა ვმართავდით ამ პროცესს, მაშინ არც ვაქცინა არსებობდა და მთელი ქვეყანა იყო დაკეტილი. ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, 1 საათში შემიძლია დავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას, ჩამოვუტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა „სინოფარმი“ „სინოვაკი“ „ფაიზერი“ „ასტრაზენეკა“ და ეს არჩევანი თავად მოსახლეობამ უნდა მიიღოს. აუცილებელია ვაქცინაცია, პირბადის ტარება და ჩვენი ყველას დაცვ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მართველ პარტიას შეცდომები დაუშვია, თუმცა ისინი გააზრებული და გამოსწორებული აქვთ. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ გამოწვევად და საფრთხედ რჩება და მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს. „ჩაგვრის, რეპრესიების, პირდაპირ ხალხის ტერორის და ტერიტორიებს დაკარგვის არაერთი მაგალითი გვახსოვს. ამის მიუხედავად, ასეთი მემკვიდრეობის მქონე პოლიტიკური ძალა ჯერ კიდევ ბედავს და აცხადებს პრეტენზიას არათუ პოლიტიკაში დარჩენაზე, არამედ ხელისუფლებაში მოსვლაზე, რაც გამორიცხულია, რადგან ამას ჩვენ და ქართველი ხალხი არ დავუშვებთ და მეორედ არ დავანგრევინებთ ქვეყანას. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს და დააკარგვინეს ...
მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს, ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ევროპული გზის არევა-ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმითი, ხელისუფლებას ეკუთვნის პასუხისმგებლობა სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა, ოპოზიციას კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის, პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ, არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით „ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნიორობას ალტერნატივა არ აქვს, რაც მოსახლე...
ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება-ამის სესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, მთავრობის უარი ევროკავშირის მიერ შემოტავაზებულ თანხაზე მისთვის გაუგებარია. „ეკონომიკური არგუმენტი - ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას, და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონ ევროიანი (...
ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციასა თუ დასუსტებას-ამის სესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბისვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროპის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს სტაბილურობა. „აქამდე მოვედით და გადავლახეთ უამრავი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სირთულე. რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა, ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის თუ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება. ისიც გვესმის, რომ რაიმე სახით ან რაიმ...
თბილისის მერი, კახა კალაძე ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარების არმიღების ფაქტს ეხმაურება. ,,ეს არ არის დახმარება, საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. ეს არის სესხი. რა სხვაობაა დახმარებასა და სესხს შორის? გაქვთ მცდელობა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი „დურაკები“ ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს, არ არის ეს მართალი. საუბარია სესხზე და განსხვავებაა სესხსა და დახმარებას შორის“, - ამბობს კახა კალაძე.