ვოლსკი - კასიანოვი თავადაც არაად...

“კასიანოვის განცხადება ჯერ ერთი, არაადეკვატურია, საერთოდ ვითარებაზე რომელიც 2008-ში იყო. მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და საერთოდ, რასაც იგი დახმარებას ეძახის საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ...”, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრია კასიანოვს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოს 2008 წლის ომში გადაცემულ საზენიტო-სარაკეტო “ბუკის” სისტემების უკან დაბრუნებას სთხოვს.   ვოლსკიმ დასძინა, რომ კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და ილუზიაა, ის რომ უკრაინამ საქართველოს რაიმე უფასოდ გადასცა. “კასიანოვის განცხადება ჯერ ერთი, არაადე...

იანუშევიჩი - რუსეთის ფედერაციამ ...

9 იანვარს რუსული ჯარების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფომაციას Suspilne რეგიონულ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, ოკუპანტებმა ხერსონის საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო ერთი მძიმედ დაშავდა. "რუსეთის ფედერაციამ ხერსონის საცხოვრებელი კვარტალი არტილერიით დაბომბა, დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავებულია და მკურნალობას საავადმყოფოში გადის" - განაცხადა იანუშევიჩმა.

ვოლსკი - სააკაშვილი თავად იმსახუ...

სააკაშვილი თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მიიღო მონაწილეობა წამებაში, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი, მაგნიტსკის ახალი სიის შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და „მაგნიტსკის სიის“ ავტორის, ბილ ბროუდერის განცხადებებს. ვოლსკის თქმით, ექსპრეზიდენტს, რომელიც სადისტური მმართველობის ავტორია, უტოლებენ ადამიანს,[სერგეი მაგნიტსკის] რომელიც "რეჟიმმა მართლა აწამა". "პირველი რაც მინდა ვთქვა - სააკაშვილი, ასეთი უსაზღვრო მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მიიღო ...

კასიანოვი - უკრაინამ საქართველოს...

უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. კასიანოვი უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავდა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსაც. „უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ, იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების თხოვნასთან დაკავშირებით. ასევე, გულწრფელად გამოაცხადა იარაღის სასიცოცხლო საჭიროება უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყ...

ჩემი თხოვნაა, ადგილობრივ ქართულ ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბროუდერს წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ "ქართულ ჯგუფებს" მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს. როგორც მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, "ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები" კი, ამას "უბრალოდ დასცინიან". "ციხეში მკლავენ ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, ოღონდ ბევრად უფრო ღიად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა, დაეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში წინასწარ, ფატალური შედეგის მოლოდინის გარეშე. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და რაც მათ გამოარჩევს, არის და...

პოდოლიაკი - უკრაინა საქართველოს ...

უკრაინა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად სთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოგვცენ - თუ გინდათ, პირდად მე ჩამოვალ და წამოვიყვან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკმა იულია ლატინინას გადაცემაში საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ მმართველი პარტია, რომელიც ექსპრეზიდენტს მიზანმიმართულად აწამებს და რომელსაც რუსეთი ძალიან მოსწონს, ისტორიაში შავი ასოებით არ ჩაეწეროს. "უკრაინა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად სთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოგვცენ. ექსპრეზიდენტის მიმართ დიდი პატივისცემით ვართ განწყობილი. საქართველოს ისტორიისა და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ის მნიშვნელოვანი და ისტორიული ფიგურაა. საქართველოს მ...

პაპუაშვილი - არ მაქვს მოლოდინი, ...

“მე არ მაქვს არანაირად [ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალების] მოლოდინი, ვინაიდან ვიცი მისი პოზიცია რაც მან არაერთხელ გააჟღერა და ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს, რომ ის პოზიცია შეცვლილიყო.”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ვინც ცდილობს, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნას, ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას. "მე არ მაქვს არანაირად [ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალების] მოლოდინი, ვინაიდან ვიცი მისი პოზიცია რაც მან არაერთხელ გააჟღერა და ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს, რომ ის პოზიცია შეცვლილიყო. ის თავად გახლდათ, თვითონაც აღნიშნა, იმ პროტესტის მონაწილე, რომელიც სწორედ ეხებოდა გირ...

მე-15 კენჭისყრის შედეგად აშშ-ის ...

"რესპუბლიკური პალატის" წარმომადგენელი კევინ მაკარტი, პალატის სპიკერად ისტორიულ მე-15 კენჭისყრაზე აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. კევინ მაკარტმა გამარჯვება 212 ხმით მოახერხა, ხოლო მისმა დემოკრატმა ოპონენტმა ჰაკიმ ჯეფრისმა კენჭისყრის შედეგად 216 ხმა მიიღო. „მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, მთავარია არა როგორ იწყებ, არამედ როგორ ამთავრებ“, - განაცხადა კევინ მაკარტმა გამარჯვების შემდგომ. ცნობისთვის, ეს კონკრეტული არჩევნები კონგრესის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო.  

ზელენსკი - ვულოცავ მილიონობით უკ...

გულწრფელად ვულოცავ მილიონობით უკრაინულ ოჯახს, რომლებიც დღეს ერთად იკრიბებიან შობის ღამის გასატარებლად და პირველ ვარსკვლავთან შესახვედრად. იგი ქრისტეს შობას მოასწავებს. ეს არის ჰარმონიისა და ოჯახის ერთიანობის დღესასწაული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საშობაო მიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა უკრაინელი ხალხი სად იქნება, სადაც არ უნდა იყვნენ იქნება ეს სახლი, სამსახური, სანგარი თუ რაიმე სხვა, მათი გამარჯვების რწმენის იდეა ერთიანია. მან დასძინა, რომ გაუფრთხილდეს თითოეული ადამიანი საკუთარ თავს და ოჯახებს, და ამასთან ერთად გაუფრთხილდეს უკრაინას. "გულწრფელად ვულოცავ მილიონობით უკრაინულ ოჯახს, რომლებიც დღეს ერთად იკრიბებიან შობის ღამის გასატარებლად და პირ...

აშშ უკრაინას 3 მილიარდი დოლარის ...

მადლობა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ფუნდამენტურად ახალი იარაღისთვის, კერძოდ, ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანისა და საზენიტო რაკეტებისთვის. კერძოდ, ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანისა და საზენიტო რაკეტებისთვის. ეს ნამდვილად გააძლიერებს უკრაინის არმიას ბრძოლის ველზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ახალი პაკეტი, რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის გამოყო შესანიშნავი საშობაო საჩუქარია. მან დასძინა, რომ ამერიკელ ხალხთან ერთად საერთო გამარჯვება ახლოვდება. „ მადლობა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ფუნდამენტურად ახალი იარაღისთვის, კერძოდ, ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანისა და საზენიტო რაკეტებისთვის. ეს ნამდვილად გააძლიერებს უკრაინის არმია...

500 დღეა ლაპარაკია, რომ სააკაშვი...

თითქმის 500 დღეა არის ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რომ იგი ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, რომ უკვე ცხედრის სუნი ასდის და ფერი შეიცვალა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, "ეს ყველაფერი სიმულაციაა". "თითქმის 500 დღეა არის ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა; არის ლაპარაკი იმაზე, რომ იგი ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, რომ მას უკვე ცხედრის სუნი ასდის, რომ მან ფერი შეიცვალა, რომ იგი გონებას კარგავს. მაქვს საფუძველი, გამომდინარე მთელი რიგი ასპექტებიდან, ვიფიქრო და ვილაპარაკო, რომ ეს არის ელემენტარული სიმულაცია, მით უმეტეს, იგი უარს აცხადებს ყოველგვ...

საქართველოს მიერ უკრაინაში გაგზა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უკრაინისთვის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები შეიძინა, რომელთა საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ. "აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს. უკრაინაში საქართველოს სა...

ალასანია - გვაქვს საგანგაშო მდგო...

გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა, დღეს ვივამედის კლინიკაში სადაც არის მოთავსებული ჩემი შვილი მიხეილ სააკაშვილი, დაკარგა გონება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ეს  მეორე ძალიან მძიმე შემთხვევა იყო გონების დაკარგვის გლდანის ციხის შემდეგ, დღეს კი ძალიან გაუჭირდათ მისი მოსულიერება, რაც შეეხება მესამე შემთხვევას, ის ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს და დასრულდეს ფატალურად. მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება, იქნება სახელმწიფოს გარდაცვალება და დემოკრატიის წელში გადატყდომა. "გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა, დღეს ვივამედის კლინიკაში სადაც არის მოთავსებული ჩემი შვილი მიხეილ სააკაშვილი, დაკ...

პუტინმა უკრაინის ტერიტორიებზე 6 ...

რუსეთის პრეზიდენტმა ვლაიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიებზე 6 და 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. განცხადების მიხედვით, საბრძოლო ზონებში მართლმადიდებლობის აღმსარებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, აქედან გამომდინარე მათ უნდა მიეცეთ საშუალება დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს. "იქიდან გამომდინარე, რომ საბრძოლო ზონებში მართლმადიდებლობის აღმსარებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს, ისევე როგორც შობის დღეს", - ვკითხულობთ კრემლის საიტზე.

სტოლტენბერგი - არ იქნება ხანგრძლ...

თუ პუტინი მოიგებს უკრაინაში, ეს ტრაგედია იქნება უკრაინელებისთვის. თუმცა ეს ასევე საშიში იქნება ჩვენთვისაც. მესიჯი პუტინისთვის და სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის იქნება ის, რომ თუ ისინი გამოიყენებენ სამხედრო ძალას, მიიღებენ იმას, რაც სურთ. ეს  ჩვენ უფრო მეტად დაუცველებს გაგვხდის. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივან იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ომები არაპროგნოზირებადია, აქედან გამომდინარე შეუძლებელია ითქვას თუ როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, თუმცა მოცემულობის მიხედვით ომების უმეტესობა მოლაპარაკებების მაგიდასთან სრულდება და მაღალია ალბათობა იმისა, რომ ეს ომიც ასე დასრულდება. "თუ პუტინი მოიგებს უკრაინაში, ეს ტრაგედია იქნება უკრაინელებისთვი...

ტიმოშენკო - დილით საუბრობენ საშ...

რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ხერსონის ოლქის ქალაქი ბერისლავი, ჭურვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, ოჯახი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ავრცელებს. მისივე თქმით, ეს მოქმედება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსეთის სისულელეს და სისასტიკეს. მან დასძინა, რომ რუსეთი დილით საუბრობს "საშობაო ზავის" შესახებ, შუადღისას კი მთელ ოჯახს კლავენ საშობაო სამზადისის წინ. „ეს არის რუსეთის მთელი სისულელე და სისასტიკე. დილით საუბრობენ  "საშობაო ზავის" შესახებ, შუადღისას კი მთელ ოჯახს კლავენ. რა სჭირდათ ქმარს, ცოლს და მათ 12 წლის შვილს? ის ფაქტი, რომ ისინი მხოლოდ უკრაინელები არიან? ხ...

გერმანიამ უკრაინას ახალი დახმარე...

გერმანიამ უკრაინას გადასცა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი , რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს სარაკეტო სისტემებს, უპილოტო თვითმფრინავებს და თვითმფრინავებისგან თავდაცვის სისტემებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს. განცხადების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უახლოეს მომავალში ასევე უნდა მიიღონ თითქმის ასი სადაზვერვო თვითმფრინავი. ამჯერად, უკრაინაში გერმანიიდან გაიგზავნა : "დრონების აღმოჩენის 30 სისტემა, 8 სადაზვერვო დრონი, ასევე 27 სენსორი და „ჯამერი“ თვითმფრინავებისგან დაცვის მიზნით; 17 8x8 სატვირთო მანქანა, 12 მძიმე ტრაილერი და M1070 ტანკის 1 ტრაქტორ-ტრანსპორტი; 7 თვალთვალის და დისტანციური მართვის ქვეითი მანქანა დამხმარე ...

ვოლსკი - მაკფოლი არის მიხეილ საა...

მაკფოლი არის ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული იდეა და არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სერიოზულ, სოლიდურ თანხას იხდის. ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკი, The Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილს, სადაც მაიკლ მაკფოლი მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს. მისივე თქმით, სააკაშვილის და მაკფოლის ინტერესი ერთია, ქვეყნის დანგრევა, რომელიც საქართველოს დესტაბილიზაციას უქადის, მათ ეს მიზანი ჯერ-ჯერობით ვერ შეასრულეს და ვერც შეასრულებენ. "მაკფოლი არის ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული იდეა და არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სერიოზულ, სოლიდურ თანხას ი...

თუ შეგიძლიათ, გამოიძიოთ რუსეთისა...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, Bellingcat-ის ხელმძღვანელს, ხრისტო გროზევს მიმართვას უგზავნის.  წერილით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ექსპრეზიდენტი გროზევს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული "ფარული და ოლიგარქიული სქემების" გამოძიების წინადადებით მიმართავს. "ძვირფასო ხრისტო, დიდი ხანია ვარ თქვენი საქმიანობის თაყვანისმცემელი, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ თქვენი დახმარების თხოვნა მომიწევდა. ალბათ იცით, რომ ამერიკული ლაბორატორიის და ცნობილი ნიუ-იორკელი ტოქსიკოლოგის მიერ დადგინდა, რომ ამა წლის მარტში ვიყავი მოწამლული ციხეში. მართლაც, მარტში თავს ვგრძნობდი ძალიან ცუდ...

მელია - ვიკრიბებით მსოფლიოს მასშ...

ვიკრიბებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის, რომ მკაფიოდ გავაგონოთ კიდევ ერთხელ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ ვართ სოლიდარულები და არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ვაკეთებთ, სიცოცხლის სასარგებლოდ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.  მელია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ზუგდიდში შეუერთდება აცხადებს, რომ აქცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მოსახლეობა არჩევანს აკეთებს ევროპული მომავლის სასარგებლოდ.  "არ არსებობს პრეტენდენტი, როდესაც მსოფლიოს ბევრ დედაქალაქში ერთდროულად იმართებოდეს სოლიდარობის აქცია, ამავდროულად არის ძალიან სევდიანი. მსოფლიოს სოლიდარობის ეს კონკრეტული აქცია ემსახურება მიხეილ სააკა...