საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება. დადგენილების პროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრა კი, ცოტა ხნის წინ გაიმართა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, არჩევებიდან მე-3 კვირას ჩატარდება. პაპუაშვილის განმარტებით, პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს, რომელშიც პარლამენტის 150 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა - 21 წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს - 20 წევრი და საკრებულოების 109 წევრი დაკომპლექტდება. შეგახსენებთ, საქართველო...
დაახლოებით, ერთ საათში, სტრასბურგში დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოზე, რომელიც ბუნებრივია, 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს შეეხება,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, “ევროპარლამენტის რეზოლუცია არჩევნების დელეგიტიმაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რაც ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველია“. ბოკუჩავას განცხადებით, გასულ კვირას, ბრიუსელში აღნიშნულ რეზოლუციაზე ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობდა. “დაახლოებით, ერთ საათში, სტრასბურგში დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოზე, რომელიც ბუნებრივია, შეეხება 26 ოქტომბრის მიტ...
ბევრჯერ გვინახავს რეზოლუციები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, არასწორი ინფორმაციით, თუმცა საბოლოოდ ირკვეოდა, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტში დასარეგისტრირებელი რეზოლუციების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, “კონკრეტულ ადამიანებს სხვადასხვა რეზოლუციის მიღებისთვის გარკვეულ თანხას უხდიდნენ, რის გამოც მოსახლეობას უსამართლობის განცდა უჩნდებოდა“. “ბევრჯერ გვინახავს რეზოლუციები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, არასწორი ინფორმაციით, სიძულვილით, თუმცა საბოლოოდ ირკვეოდა, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი - კონკრეტულ ადამიანებს უხდიდნენ თანხას და ლობიზმში ფულს აკეთებდნენ. ასე ხდებოდა რეზოლუციების მიღება, რაც ძალიან ...
ქვეყანაში აჯანყების არავითარი საფუძველი არ არსებობს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, “ქვეყანაში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა და ხალხის უმრავლესობას ე.წ. რადიკალებისგან განსხვავებული მოთხოვნები აქვს“. როგორც კალაძემ განაცხადა, “ამჟამად ოპოზიციაში ერთმანეთზე გადაბრალების კამპანია მიმდინარეობს“. “დაწყებული აქვთ ერთმანეთზე გადაბრალების კამპანია. ჯერ აზეიმეს თავიანთი ამომარჩეველი, ატყუებდნენ, რომ თითქოს არჩევნებში გაიმარჯვეს. მერე მთელი კამპანიის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ გამარჯვებულები იყვნენ. თავიანთი ფალსიფიცირებული კვლევებით, ეგზიტპოლებით შეცდომაში შეჰყავდათ თანამოაზრეები და დღესაც იგივე გრ...
ეს არის თვითგამოცხადებული პარლამენტი, რომელსაც არცერთი ლეგიტიმაციის მდგენელი არ აქვს,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, “თუ ივანიშვილმა არ მიიღო ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოგვიყვანს, საერთაშორისო პოლიტიკურ იზოლაციას ძალიან მალე, ეკონომიკური იზოლაციაც მოჰყვება“. “ეს არის თვითგამოცხადებული პარლამენტი, რომელსაც არა აქვს არცერთი ლეგიტიმაციის მდგენელი. ეს არის პირველი სხოდმა, რომელსაც არ ესწრება არცერთი საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი, პრეზიდენტი, სხვადასხვა პარტიიის წარმოამდგენლები. ეს არის პარლამენტი...
“ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტიუციასთან და კანონთან კონტაქტი გაწყვიტა,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, “დღეს არაფერი არ მთავრდება, დღეს საქართველო აბსოლუტურად სხვა საკანონმდებლო ჩარჩოში იღვიძებს, რომელშიც შეიძლება ითქვას, “ქართულ ოცნებას“ კანონთან არაფერი საერთო არ აქვს“. “ამ შენობის შიგნით ახლა არის თვითგამოცხადებული, თვითმარქვია ადამიანები. “ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტიუციასთან და კანონთან კონტაქტი გაწყვიტა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ოპოზიციის წარმომადგენელი არ არის შიგინით [პ...
გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს,- ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როთი აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს. „გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს. სოლიდარობა ყველა მშვიდობიანი აქციის მონაწილეს საქართველოში“, - წერს როთი სოციალურ ქსელ X-ზე. შეგახსენებთ, დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. სხდომა ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო. სხდომათა დარბაზში არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ იმყოფება.
ჩვენი სამშობლო აგრძელებს 34 წლის წინ მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე სიარულს. წინა მოწვევის პარლამენტმა ყველას აჩვენა, რომ ჩვენი პატარა ერისთვის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი წმინდა რამაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, „მსოფლიოში არსებობენ ერები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ არათუ სახელმწიფოს, მამულის გარეშეც კი. მათ თავისი გადარჩენის ფორმულა ასეთ პირობებში გამოიმუშავეს. ქართველების ცხოვრების წესი და ბუნება კი სხვაა“. „ჩვენი გადარჩენის ფორმულა ჩვენს თვითმყოფადობასა და სახელმწიფოებრიობაშია. ა...
მე რომ დღეს ვყოფილიყავი, თბილისის ქუჩებში ბევრად გაძლიერებული იქნებოდა ბრძოლა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, საქართველოში დიქტატურა დამყარდა. „საქართველოს პოლიცია აღარ ჰყავს; საქართველოს სამართალდამცავი სისტემა არ ჰყავს; საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, არამედ ჰყავს თვითმარქვია მთავრობა; საქართველოში დამყარდა დიქტატურა. არანაირი ავტორიტარიზმი, არანაირი გადახრა-გადმოხრა, კლასიკური დიქტატურა დამყარდა! თქვენმა თაობამ ვერ მოახერხა ამ დიქტატორის გამყარების თავიდან აცილება. დღეს, რაც არ უნდა მიიღოს ამ ე.წ. საკანონმდებლო ორგანომ, მნიშვნელობა არ აქვს. არანაირი მნიშვ...
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება „ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, მმართველი პარტიის დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. აღსანიშნავია, რომ XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომას არ ესწრება ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების არცერთი წარმომადგენელი. სხდომას არ ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნულ სხდომაზე დასასწრებად მოსაწვევები არ მიუღიათ. პირველ სხდომას არაკონსტიტუციურს უწოდებს საქართველოს პრეზი...
საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. პლენარული სხდომა ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო. სხდომას საკანონმდებლო ორგანოს უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება. სესიას „ქართული ოცნების“ 89-ვე დეპუტატი, მათ შორის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. რაც შეეხება ოპოზიციას, სხდომათა დარბაზში არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ იმყოფება. პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იმართება. აღსანიშნავია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომას არ ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნულ სხდომაზე დასასწრებად მოსაწ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მინისტრობის სამი ახალი კანდიდატი დაასახელა. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილის ნაცვლად, უმრავლესობის დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. ასევე, პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა დაასახელა. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას, კობახიძის თქმით, აღნიშნულ პოსტზე უმრავლესობის წევრის, დავით სონღულაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი XI მოწვევის პარლამენტის დაგეგმილ სხდომას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი X-ზე წერს, პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია. „საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია. 1.არჩევნების მასობრივმა ფალსიფიკაციამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა; 2. მე უარი ვთქვი, მომეწვია პირველი სესია, კონსტიტუცია კი არ სცნობს არავის ჩემს შემცვლელად; 3. ჩემი სარჩელი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოშია შეტანილი“,- წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, დღეს, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
მოვუწოდებთ ჩვენი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი და ჩვენი მშვიდობიანი ხმა გავაგონოთ ყველას! - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას ვერ გამოხატავს“. „ხვალ, 25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ნდობა არ აქვს. ეს პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას! ხვალინდელ სხდომას ასევე არ დაესწრენიან დიპლომატიური კორპუსაის წარმომადგენლები! ამ პარლამენტს არც საერთაშო...
ქალთა მარშის მონაწილეები თბილისში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდნენ. როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მსვლელობის მონაწილეები მმართველი პარტიის დამფუძნებლის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად ტოვებენ ჩემოდნებს, წარწერებით: „ბიძინა წადი! მე ვრჩები!“, „არა იძულებით ემიგრაციას“. ისინი სკანდირებენ: „წადი, წადი“. მანამდე, მარშის მონაწილეებმა საზოგადოებას მანიფესტიც გააცნეს. მსვლელობა, რომლის ორგანიზატორებიც ქალთა მოძრაობა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი არიან, თავისუფლების მოედანზე, 15:00 საათზე დაიწყო.
თბილისში ქალთა მარში მიმდინარეობს. მსვლელობა, რომლის ორგანიზატორებიც ქალთა მოძრაობა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი არიან, თავისუფლების მოედანზე, 15:00 საათზე დაიწყო. მარშის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ჩემოდნები, წარწერებით: „ბიძინა წადი! მე ვრჩები!“, „არა იძულებით ემიგრაციას“. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან პერფორმანსით დასრულდება.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებას. როგორც მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, შსს-ს განცხადება „რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია“. „ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო… ესეც კიდევ ერთი და მთავარი კონსტიტუციის პრინციპის - მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევა! რა მნიშვნელობაა, კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინის...
დღეს, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით წავალთ საქართველოს პარლამენტისკენ - განვლაგდებით პარლამენტის წინ, სადაც გავშლით კარვებს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ ცოტა ხნის წინ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პარალელურად, დედაქალაქში, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში, ავტომანქანებით მსვლელობაც მოეწყობა. „ჩვენ გვიერთდებიან რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები - დასავლეთ საქართველო შეიკრიბება რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე. ჩვენი მსვლელობის პარალელურად, მთელ ქალაქში გაიმართება მანქანე...
პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება ახალი არჩევნებია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში, გიორგი გაბუნიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო იზოლაციას ვერ გაუძლებს. "ჩვენ ეს ვარიანტი რომ გავუძლოთ იზოლაციას თუნდაც ვიღაცები დახმარებით, არ გამოდის... ერთადერთი გზა კრიზისიდან გამოსვლის არის ახალი არჩევნები, რომელიც სტაბილურად გიბრუნებს საშუალებას, რომ შეურიგდე შენ მოსახლეობას, შენს პარტნიორებს და დაუბრუნდე ნორმალურ წყობას. თუ არადა უნდა ჩაბარდე. არამხოლოდ ვიღაცების მეშვეობით მიიღო ინსტრუქციები მოსკოვიდან, არამედ პირდაპირ ჩაბარდე და თუ...
დღეს ვინც პარლამენტში შევა - შევა რუსეთში,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში, გიორგი გაბუნიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, სანამ არცერთი პოლიტიკური პარტია არ შევა პარლამენტში, "ოცნება" მარტო რჩება. "სანამ არცერთი პოლიტიკური პარტია არ შევა, "ოცნება" რჩება მარტო. მარტო არიან. მარტო არიან პარლამენტში, მარტო არიან მთავრობაში. ერთპარტიულია მთავრობა, პარლამენტი, ერთი კაცის ვერტიკალის ქვეშ. ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში რაც არსებობს, აბსოლუტურად ყველა არის სრულიად დამოკიდებული ამ ერთ პარტიაზე და ერთ ადამიანზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.