ირაკლი კობახიძე - ვინც არ დაემორ...

"გამჭვირვალობის შესახებ" კანონით ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული; ერთადერთი ზომა არის 25 000 ლარიანი  ჯარიმა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით, "სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ჯარიმის გარდა სხვა რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება". "არავითარი რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება. ვინც იმოქმედებს არაკეთილსინდისიერად და არ დაემორჩილება კანონს, მას დაეკისრება ძალიან მარტივად 25 000-ლარიანი ჯარიმა. შეს...

ლომჯარიას ჰქონია პირადად დავალებ...

ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ინაუგურაციას ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი და გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელიც ესწრებოდნენ. „მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი. ანუ, წარმ...

ობრაიენი - საქართველომ აირჩია გზ...

ჩვენ ვიცით, რომ საქართველომ აირჩია გზა, რომელიც არ არის სწორი და მართალი. მე იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდება,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, "სანქციებს  არა მხოლოდ იმათზე დააწესებენ, ვინც კორუფციით სარგებლობს, არამედ იმათზე, ვინც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დარღვევას". “ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში მართველი პარტია უარს ამბობს ევროკავშირის გზაზე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამან აიძულა მთავრობა, რომ ჩაედოთ ეს პუნქტი კონსტიტუციაში...

პრემიერი - „მეგობარი აქტი“ პირდა...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „მეგობარი აქტი" პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „მეგობარ აქტს" „დაუძინებელი მეგობარი აქტი" უნდა ერქვას. „სინამდვილეში თუ ნახავთ „მეგობარი აქტის" შინაარსს, ეს არის არა მეგობარი აქტი, არამედ ეს არის დაუძინებელი მეგობარი აქტი - ასე უნდა ერქვას ამ აქტს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქტი პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს. არ შეიძლება, აქტს დაარქვა „მეგობარი აქტი" და ამ აქტის მთავარ მიზნად აქციო შანტაჟი. ეს ...

აქუბარდია - დანიამ საქართველოსთა...

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას ინფორმაციით, დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო დახმარება შეაჩერა. როგორც აქუბარდიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, დახმარება, რომლის ბიუჯეტიც 71.5 მილიონ დანიურ კრონას შეადგენდა, გასულ წელს დაიწყო. "მას შემდეგ რაც "ქართულმა ოცნებამ" მიუხედავად საკუთარი ხალხის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა, მიიღო “რუსული კანონი“, ჩვენ შედეგად ვნახეთ, თუ როგორ დაირღვა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რამდენადაც კარები "ქართულმა ოცნებამ" თავად გამოაჯახუნა ნატოსა და ევროკავშირის. ჩვენ, მათ შორის, ვნახეთ ყველაზე მძიმე შედეგი ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის, როდესაც შეერთებული შტატე...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაურმა ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო. "ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხაზარაძე-ჯაფარიძემ სცადეს საერთა...

ხაზარაძე-ჯაფარიძემ სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა სიმართლემ და სახელმწიფომ, რომელიც მოქმედებს სამართლიანი წესების შესაბამისად ყველა შემთხვევაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა არაერთხელ უჩივლეს საქართველოს და არაერთი საქმე წარიმართა სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციაში საქართველოს წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის" ინიცირებით. „ძირითადად ეს უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოს. იყო საქმე, მაგალითად მაშინდელი „რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ", „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ", &bdquo...

მამუკა ხაზარაძე - არბიტრაჟის მიე...

საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელიც მე და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად, 2020 წელს შევიტანეთ,- ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძის განცხადებით, არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება "გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა".  "თანამედროვე, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ანაკლიის პორტი, რომელიც დღეს დიდი ხნის აშენებული და ამუშავებული იქნებოდა, საქართველოს მოსახლეობას უზარმაზარ შესაძლებლობებს შეუქმნიდა. პორტი, თუ სწორად განვითარდებოდა, ათიათასობით ღირსეული სამუშაო ადგილი შეიქმნებ...

პრემიერი - გვაქვს ამბიცია თუნდაც...

ჯერ „ენჯეოებმა" უნდა დადონ უარყოფითი დასკვნა, ამას უნდა მოჰყვეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის" პარტიების გამოსვლები, იქ შემდეგ სალომე ზურაბიშვილი რაღაცას იტყვის, მერე გამოვა კუბილიუსი და ა.შ. ესაა ერთი და იგივე, თავსმოხვეული მომაბეზრებელი სცენარი, რომელსაც ვერანაირი გაყიდვის რესურსი ვეღარ ექნება ამ ქვეყანაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და „ეს სცენარი ჩავარდება". „წინაზე 3 ყალბი მაჩვენებელი წარმოადგინეს. ერთი - ე.წ. პივიტი, პარალელური დათვლის შედეგები, თქვეს, რომ ამ „პივიტის" აცდა ცესკოს შეეგები და მერე გაირკვა, რომ პირიქ...

მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის...

მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის "ბუტკაში" ქართველი ხალხი აღარ ეტევა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ხალხი მონობას არასდროს შეეგუება. "მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის "ბუტკაში" ქართველი ხალხი აღარ ეტევა. ძალიან ბევრია უკვე უკმაყოფილო და აზრზემოსული და ამას ისე ბუტკაში ვერ შეაკავებ. ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის, ბრძოლისთვის და მას შემდეგ, რაც ესენი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს და ისინი გამ...

არანაირი საფუძველი არ არსებობს, ...

არანირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები გაფუჭდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.  როგორც მან აღნიშნა, ის კანონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, არც ანტიდასავლურია და არც საქართველოს ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება.  „ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაედგას ანტიდასავლური, ანტოევროპული ან ანტიდემოკრატიული ნაბიჯი. რუსული კანონი არ არსებობს, ეს არის ტყუილი. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე, რაც ძალიან კარგად იცით. ე.წ. რუსული კანონი, რასაც თქვენ ეძახით, არის თავსმოხვეული და საერთოდ არანაირი კავ...

თარგამაძემ რაღაც მოხაზა კეზერაშვ...

მოგებული გქონიათ არჩევნები და ეგ არი. რატომ სვამთ შეკითხვებს და რატომ ნერვიულობთ? მაგ სიმართლით იაროს ოპოზიციამ და ყველა რადიკალმა, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვას „ედისონ რისერჩის“ უახლეს კვლევებთან დაკავშირებით. კალაძე ეჭვს გამოთქვამს "ედისონ რისერჩის“ კვლევის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელშიც ასახალია გამოკითხულთა დამოკიდებულება სოციალური საკითხების მიმართ. მისი თქმით, 2012 წლიდან ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, თუმცა სიღარიბე რჩება, როგორც გამოწვევა. "თარგამაძემ რაღაც მოხაზა კეზერაშვილთან ერთად, მაგაზე მაკეთებინებთ კომენტარს? არ მჭირდება კეზერაშვილის და თარგამაძის ნაწერები. ყოველდღიურად ვხვდები ხალხს, ყოველდღიურად და...

ოპოზიციამ „უცხოური გავლენის გამჭ...

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.  როგორც პლატფორმა "ერთიანობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, სარჩელით, რომელსაც 38 დეპუტატის ხელმოწერა აქვს, ოპოზიციის ნაწილი პირველ ეტაპზე კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვს. "საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საერთოდ თითოეულ საქართველოს მოქალაქესთან. რუსული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ვთვლით, რომ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ამაზე ვიდავოთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ...

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მიღება პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. "სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ემანუელ მაკრონმა, მეუღლესთან ერთად, ელისეის სასახლეში უმასპინძლა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღუდუშაური - როგორც ვაშაძე დაამარ...

სალომე ზურაბიშვილს რა მხარდაჭერა აქვს, მაგას განახებთ არჩევნებზე როდესაც დააყენებენ. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილთან დატოლება თუ საპირწონედ თითქოსდა წარმოჩინება, ტოლობის ნიშნის დასმა არის არარელევანტური და კომიკურ სიტუაციაში აგდებს მას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. ღუდუშაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში "ნებისმიერი ოპონენტი დაამარცხებს". "სალომე ზურაბიშვილს თუ აქვს სურვილი, რომ პრეზიდენტის პოსტზე იყაროს კენჭი გაერთიანებული ოპოზიციიდან, თუ არ აქვს მნიშვნელობა, საიდან - ნები...

კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტ...

კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის შემაშფოთებელი მოვლენა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენაა". „კეზერაშვილის მეშვეობით, დიდი ხანია, ფინანსდება პოლიტიკური პროცესების ოპოზიციური ნაწილი საქართველოში, მათ შორის, საარჩევნო პროცესები. ეს არ არის ახალი მოვლენა. მას აქვს მიღებული გარანტიები იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის ასევე საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენა, თუმც...

პრემიერი - ოპოზიციამ გადაწყვიტა,...

ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული", ხალხს არაფერი ავიწყდება, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "ეს ყველაფერი ორმაგ სტანდარტზე მეტყველებს".  „ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული". თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად გვაცხადებდნენ იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები, ვიღებდით რუს ტურისტებს საქართველოში და ა.შ. ახლა რის გამოც გვაცხადებდნენ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად, იმას საუბრობენ თავად. საუბრობენ, რომ უნდა ვიყოთ ხელგაშლილი რუსი ტურისტების მ...

ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტ...

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან უკან გაიწვიეს ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი, რომელიც ითვალსიწინებდა ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში აპარტამენტების და აპარტჰოტელების მასობრივ მშენებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. როგორც მედია წერს, გადაწყვეტილება ე.წ. პარლამენტის დე ფაქტო თავმჯდომარემ, ლაშა აშუბამ ოფიციალურად უკვე გამოაცხადა.  დოკუმენტი ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა. "აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების - პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების თავმჯდომარემ, ლაშა აშუბამ ხელი მოაწერა დოკუმენტს ამ კანონპროექტის დაბრუნებ...

მამუკა მდინარაძე - საქართველოს მ...

როდესაც კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლო და ჰაერიდან მოტანილია, რაღაცაშია საქმე - ერთი ვერსიაა, რასაც "ხალხის ძალა" ამბობს და ჩვენც ამას ვიმეორებთ. ეს სიმართლეა, რომ ომში ჩართვის ინტერესი არსებობს ამ ქვეყნის რაღაც გარკვეული ძალების მხრიდან. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რაშია საქმე? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "არ არსებობს სხვა ვერსია, თუ რატომ ექცევიან საქართველოს უსამართლოდ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით ქვეყანა ყველაფერში პირველ ადგილზეა".  "როდესაც არის აბსოლუტურად უსამართლო კრიტიკა, ეს ხომ დღეს არ დაწყებულა? იყო კანდიდატის სტ...

იური კიმი - როცა ამტკიცებ, რომ გ...

როცა ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იური კიმი აცხადებს. კიმის თქმით, ასევე ყალბია ინფორმაცია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებაც. "როცა ამტკიცებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა; როცა ამტკიცებ, რომ აშშ-ის ელჩი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, საქართველოს მსგავსი მეგობარი, ხელისუფლების წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობის მიზნით ფარულ ოპერაციას ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ ყალბი ინფორმაციაა; როცა ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველ...