რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი...

„დღეს, ნატოს შემადგენლობაში შევიდა ბევრი სახელმწიფო და მათი ტერიტორიები, აშკარად, რუსეთის მიმართ ძალის პროექციისთვის გამოიყენება“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ  განაცხადა. მისი თქმით, ეს აღნიშნული, რუსეთისთვის სერიოზულ რისკებს ქმნის, რასაც ქვეყანა წინ აღუდგება. „მეორე ფაქტორი, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს არის ალიანსის გაფართოების საკითხი. შეგახსენებთ, რომ 1997 წელს ნატოს კარზე მხოლოდ ერთი ქვეყანა აკაკუნებდა, რომელსაც რუსეთთან ერთი საერთო საზღვარი აქვს და ეს იყო პოლონეთი. დღეს, ნატოს შემადგენლობაში შევიდა ბევრი სახელმწიფო და მათი ტერიტორიები აშკარად გამოიყენება ძალის პროექციისთ...

ანრი ოხანაშვილი - ხაზარაძე, ჯაფა...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, საზოგადოების დარწმუნებას ცდილობენ, რომ თითქოს, მსჯავრდებულთა ქმედებები კანონის ფარგლებს არ გასცდენია. მისივე თქმით, საკითხის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით, თუკი ვინმემ ამ საქმეში პოლიტიკა შეიტანა, ესენი, სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძე და მათთან ალიანსში „ნაც. მოძრაობა“ არიან. „დღეს, სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელმა ბანკიდან სესხის გაცემისა და ჩამოწერის უკანონო სქემა შეიმუ...

ნიკა გვარამია ხაზარაძე-ჯაფარიძე-...

„„ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაბედა - ეს ნამდვილად ასეა. ეს ადამიანები, უბრალოდ არ ჩასვეს ციხეში, ვერ გაბედეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყოლოდათ, მაგრამ პოლიტდევნილებად დატოვეს“, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამოტანილ განაჩენს. მისი განცხადებით, საქართველოს ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიზანს ამ ადამიანების რეპუტაციული განადგურება წარმოადგენდა.  „„ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაბედა - ეს ნამდვილად ასეა. ჩემი ვარაუდია, რომ ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალიან მნიშვნელოვანი დამსახურება, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ გამოიტანეს გამამა...

ნიკა გვარამია - სააკაშვილი მიინე...

„მიიჩნევს, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა არის და უნდა იყოს კიდევაც ის, თუ რა მდგომარეობაშია ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო, რომელიც მიტაცებულია. მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთაც და ტყვეობაც უკავშირდება სწორედ ამას“, - აღნიშნულის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექს-პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს სწორედ ისე გრძნობს, როგორც ადამიანი, რომელსაც არაჰუმანურად და ღირსების შემლახავად მოექცნენ. „თავს გრძნობს ისე, როგორც ადამიანი, რომელიც იმყოფება იმ სისტემაში, რომელთანაც მას არაჰუმანურად და ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ. ვისაუბრეთ ხვალინდელ პროცეს...

„საერთაშორისო გამჭირვალობა“ - ქა...

„დღეს, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების მომსწრე. მიუხედავად იმისა, რომ შედეგად პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერებისა და კრიტიკული მედია არხის „ტვ პირველის“ დამფუძვნებლის ოჯახის წევრის თავისუფლების აღკვეთა არ დადგა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი და მათ მიადგათ სერიოზული რეპუტაციული ზიანი“, - ამის შესახებ, „საერთაოშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქალაქო სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმიანება. ორგანიზაციის განცხადებით, ისინი ამავე სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგის გაგრძელებას, ზემდგომი...

საქალაქო სასამართლო - ინსპექტორი...

თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინსტიტუტი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ამასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს. „თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 იანვარის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩივარი და გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზ...

ჟოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთ...

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვნელი, ჟოზეფ ბორელი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი მხოლოდ განცხადებებს არ აკეთებს, არამედ სამხედრო ზეწოლას ახდენს უკრაინის საზღვარზე და ემუქრება კიევს ახალი ინტერვენციით, თუ მისი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.  როგორც ჟოზეფ ბორელი მის ბლოგში წერს, არსებობს სამი პრინციპი, რომელიც რუსეთმა ადრე მიიღო და რომელიც ახლა ეჭვის ქვეშ აყენებს და ერთ-ერთი ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა, რასაც რუსეთი არღვევს როგორც უკრაინაში, ისევე საქართველოში.  „ორი რამ ცხადია: ჩვენ უნდა მივიდეთ ევროკავშირის ერთიან პოზიციამდე და უნდა დავამტკიცოთ ჩვენი როლი, გავამყაროთ იგი კ...

მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასა...

ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე–ჯაფარიძე–წერეთლის სასამართლო გადაწყვეტილებას.  მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ხვალ საკუთარ "სასამართლო" პროცესს დაესწრება და საკუთარ სათქმელს იტყვის.  "ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ განაჩენი. როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი "განსასჯელე...

მამუკა ხაზარაძე - მოვისმინეთ სიყ...

ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით. - ასე შეაფასა პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მისივე თქმით, მზადაა ყველა ადამიანს გვერდით დაუდგეს ვინც სახელმწიფოსგან უსამართლობის მსხვერპლი იქნება. "მე მინდა ყველას გადაგიხადოთ, მადლობა დავიწყებ მედიათი და იმ ადამიანებით, რომლებიც აქ ხართ. ყველას დიდი მადლობა, პოლიტიკოსებს, რიგით მოქალაქეებს, ჩვენს მხარდამჭერებს, ეს ნამდვილად არის იმ სოლიდარობის დადასტურება როცა, სიმართლისათვის ბრძოლა გვაერთიანებს. პირობას გაძლევთ დავდგები ყველა იმ ადამიანის გვერდით, თუ დავინახე რომ სახელმწიფო უსამართლოდ დააპირებს ვინმეს დაჩაგვრას, ეს იქნება ჩემი მთავარი საკითხი. რა...

გიგი უგულავა - არც მწვადი დაწვეს...

"არც მწვადი დაწვეს და არც შამფური". - ასე შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ოპოზიციონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ. გიგი უგუავას განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვიტა რომ, ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო, რადგან საერთაშორისო თვალსაზრისით  პოლარიზაციას გამოიწვევდა. "ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო, რადგან საერთაშორისო თვალსაზრისით ისევე, როგორც შიგნით, ისედაც კრიზისია კიდევ უფრო პოლარიზაციას გამოიწვევდა. თვითონ ეს საქმე პროკურატურის მხრიდან სამართლებრივი თაღლითობა იყო. ძალიან კარგად იცოდა ყველა პროკურორმა, მათ შორის, შოთაძემაც, რომ არანაირი ფულის გათეთრება ამ საქმეში არ იყო, მაგრამ სამი წელი აწ...

ადვოკატი ინსპექტორის გადაწყვეტილ...

ცინიზმის მწვერვალი იყო ხელისუფლების მხრიდან, სასამართლომ ძალიან აშკარად შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა. ადვოკატი განმარტავს, რომ გადწყვეტილება მოსამართლემ 2 კვირაში მიიღო, რაც წარმოუდგენელია და მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკური დაკვეთა შესრულდა. "ეს იყო ცინიზმის მწვერვალი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული მოსამართლე, ციცინო როხვაძე როგორ რეპრესიული მანქანის ჭანჭიკი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ნაწილში სასამართლოც ჩართული უნდა ყოფილიყო აუცილებლად და ნიშანდ...

ნიკა გვარამია - რაც მეტად გადაიხ...

„„სასამართლოს“ მიერ სააკაშვილის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმება, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუციის საერთოდ გაუქმების კონტექსტში, ისეთი ზედაპირული და მასშტაბური უკანონობაა, რომ უკვე კომენტირებაც კი, არარელევანტურია“, - აღნიშნულის შესახებ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია „ფეისბუკ“ პოსტს ავრცელებს. მისივე თქმით, „რაც მეტად გადაიხევთ თავზე კანონს, მით უფრო მეტად გაგაუთოვებენ, რომ იცით, იქ“ - მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას. „სასამართლოს“ მიერ სააკაშვილის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმება ისეთი ზედაპირული და მასშტაბური უკანონობაა, რომ უკვე კომენტ...

სააკაშვილის პირადი მონაცემების გ...

„„თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ“, - აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს. საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმებას ეხება.  „თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ.&...

სააკაშვილი ოზურგეთის აქციაზე - ხ...

ის დააკავებას. სააკაშვილი მორიგ მიმართვაში "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ჯგუფებს, მიმართავს და მოუწოდებს, რომ უსამართლობას აქციებით დაუპირისპირდნენ. "წინასაარჩევნოდ, ოზურგეთი-ჩოხატაურის გზა ტრაქტორებით გადათხარეს. მას შემდეგ, ადგილზე არც ტრაქტორები გამოჩენილა, არც მუშები, ბიუჯეტიდან კი მილიონობით ლარი გაქრა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს დაცინვა ხალხთან ერთად გააპროტესტა. მთავრობამ კი, იმის მაგივრად, რომ დაინტერესებულიყო, რატომ არ გაკეთდა გზა და სად გაქრა ფული, დაიჭირა აქტივისტები. თანამდებობის პირებს აქვთ საკმარისი უფასო საწვავი და ოზურგეთში შემოვლითი გზით დადიან. მათ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. სწორედ ასეთი აქციებით უნდა დავუდგეთ წინ უსამართლობას. ...

იან კელი - იმედგაცრუებული ვარ სა...

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ეუთოში იან კელი,  აცხადებს რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობით იმედგაცრუებულია. მისივე განცხადებით,  საქართველო უკრაინას გვერდით არ უდგას. "მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. ჩვენ საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა. არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები... ისე ჩანს, რომ მთავრობას ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე გვერდით დაუდგეს პარტნიორ ქვეყანას, რომელიც ახლა იმავეს გადის, რაც საქართველომ გაიარა. ისინი რჩებიან ჩუმად. ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვ...

კობა ნაყოფია - პროტესტი არის გამ...

„თუ საზოგადოებრივი მოთხოვნა არის, რომ ვერ კმაყოფილდება ხალხის და ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნები, პროტესტი არის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა და რა თქმა უნდა, პროტესტის სხვადასხვა ფორმა იქნება გამოყენებული“, - აღნიშნულის თაობაზე „ენმ“-ის პოლიტსაბჭოს ახალმა თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. მისივე თქმით, პარტიაში ცვლილებები, რეალურად, მათივე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად განხორციელდა. „ის, რაც მოხდა, რეალურად ეს არის პარტიის გაძლიერება. ნიკა მელია გახლავთ პარტიის თავმჯდომარე, ამავე დროს ის დროებით ითავსებდა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ფუნქციას. ამ დროს პოლიტსაბჭოში ძალიან ბევრი სამუშაოა, ბევრი გასაკეთებელი საქმეა, ...

მიხეილ სარჯველაძე - „ენმ“ კვლავ ...

„„ენმ“ კვლავ დარჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად. ერთადერთი მოსალოდნელი თუ იქნება, არის გამწვავება ამ მიმართულებით, რომ უფრო მეტად დესტრუქციული გახდეს და აქტიური დესტრუქციული გეგმების განხორციელებაში, სხვა მოლოდინები არ უნდა გვქონდეს“, - ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ყველაფერში მოულოდნელი ალბათ, არაფერი ყოფილა, რაზეც თავადვე ნიკა მელიას გადაწყვეტილებებიც და საქციელი მეტყველებს. "ახალი და მოულოდნელი ალბათ, ამაში არაფერი ყოფილა, ამაზე მეტყველებს თავად ნიკა მელიას გადაწყვეტილებებიც და საქციელიც, როგორიც იყო დიდი ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერი...

მიხეილ სააკაშვილი - მიზანია შეკრ...

რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ ივანიშვილის „რაც გინდა ის უწოდეები“, რომ ქვეყანაში არჩევნები არ იქნება, მით უფრო სწრაფად ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვაში მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მისივე თქმით  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებში გასვლით და საარჩევნო კამპანიაში მისი მონაწილეობით  საქართველოს საზოგადოება რიგგარეშე არჩევნებს მოიგებს. ამასთან სააკაშვილი აღნიშნავს,  რომ კონკრეტული გეგმა აქვს და მძლავრი საპროტესტო აქციით აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს. „ივანიშვილის პრემიერის დღევანდელი ც...

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,...

ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ სამთავრობო გუნდს აქვს სრული მზაობა, რომ 2022 წელი კიდევ უფრო წარმატებული და უკეთესი იყოს. „მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ყველა მინისტრს, წარმატებული საქმიანობისთვის, ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ, პირიქით, მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ გასულ წელს მოგეხსენებათ ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა, ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ქვეყანაში, მათ შორის იყო არჩევნები, საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო, ამის მიუხედავად ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონ...

ჯინ შაჰინი უკრაინაზე - თუ რუსეთი...

სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი რუსეთთან დიპლომატიის კრიტიკული კვირის დასაწყისია, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს.  როგორც სენატორი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში იმოქმედებს, აშშ მზადაა, რომ გადაჭრით უპასუხოს.  „სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი რუსეთთან დიპლომატიის კრიტიკული კვირის დასაწყისია. პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს: მას აქვს ამ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა დიპლომატიური გზით. არჩევანი მასზეა, მაგრამ თუ რუსეთი იმოქმედებს, ჩვენ მზად ვართ, რომ გადაჭრით ვუპასუხოთ“, - წერს სენატორი.