სამიტის დასკვნითი განცხადება - E...

ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას. ამის შესახებ ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის დასკვნით განცხადებაშია ნათქვამი. დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროპული საბჭო გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნავენ, რომ ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა გაგრძელდება იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება. საბჭოს განცხადებით, რუსეთი პასუხისმგებელია უკრაინის წინააღმდეგ ომის შედეგად მიყენებულ მასშტაბურ ზარალზე...

რუსებს 1-წლიანი ვადა უნდა მიეცეთ...

როგორც კი გამოიცვლება ხელისუფლება, რუსებს 1-წლიანი ვადა უნდა მიეცეთ, რათა გაყიდონ თავისი ბინები,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში შემოსული რუსები ქვეყნისთვის "მომეტებულ საფრთხეს" წარმოადგენენ. "მინდა ვთქვა რუსებზე, რომლებიც არიან შემოსული საქართველოში. ეს არის დიდი უბედურება და დიდი საფრთხე. რუსების უმეტესობის მენტალური გამოსწორება არის შეუძლებელი. ეს ხალხი არის მომეტებული საფრთხის წყარო საქართველოსთვის. როგორც კი გამოიცვლება ხელისუფლება და პირადი საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს და მის გაძლიერებულ დაცვას ვაპირე...

ყველა სამხედრო ექსპერტი ამბობს, ...

ყველა სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინელები ფრონტის ხაზზე ვერ გაიმარჯვებენ,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ორბანის თქმით, ევროკავშირის სტრატეგია უკრაინასთან დაკავშირებით ჩავარდა. "ევროკავშირის სტრატეგია უკრაინასთან დაკავშირებით ჩავარდა. დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ ხმამაღლა თქმას ვერ ბედავს. ყველა სამხედრო ექსპერტი ამბობს, უკრაინელები ფრონტის ხაზზე ვერ გაიმარჯვებენ, ამიტომ საჭიროა, გეგმა "ბ" და როდესაც ამ გეგმის ღირებულებას დავიანგარიშებთ, შემდეგ შეგვეძლება, რომ ხარჯები გავინაწილოთ. უკრაინისთვის დამატებით 20 მილიონის გაგზავნის გეგმა არ იყო კარგად შემუშავებული და ვერ გამოდგებოდა სერიოზული მოლაპარაკებების საფუძვლად, ამიტომ ვთ...

სააკაშვილი - ვამაყობ, რომ დსთ-ს ...

ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა პირდაპირ იმაში, რომ მე დავუშალე დსთ და ვამაყობ ამით, რომ მართლაც მიმიძღვის ამაში წვლილი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა თქვა, პუტინის მიერ მისი დადანაშაულება "პირდაპირ მიუთითებს, თუ ვისი მითითებით არის საქმე აღძრული". "დღევანდელ სასამართლოსთან პირდაპირ კავშირშია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა ამასწინათ დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა პირდაპირ იმაში, რომ მე დავუშალე დსთ და ვამაყობ ამით, რომ მართლაც მიმიძღვის ამაში წვლილი და ეს პირდაპირ უკავშირდებოდა იმ მოვლენებს, რომელი...

ჯაფარიძე - სააკაშვილის ინიციატივ...

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ჩვენ ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს, რომელშიც ჩაერთო ძალიან ბევრი ექიმი და ვაპირებთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას და შეძლებისდაგვარად სამედიცინო კუთხით დახმარების გაწევას,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ინიციატივას პოლიტიკურ დღის წესრიგთან კავშირი არ აქვს. „დღე არ გაივლის, რომ არ მივიღო უამრავი წერილი, თუ რა მძიმე სოციალური პრობლემების წინაშეა ქართველი ხალხი, თუ როგორ უჭირთ ექიმებთან ვიზიტი და სრულფასოვანი მკურნალობა. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ჩვენ ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს, რომელშიც ჩაერთო ძალიან ბევრი ექიმი და ვაპირებთ...

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ძლიერ, სტრატეგიულ პარტნიორობასა და მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე. „საუბარი შეეხო უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საუბრისას  განიხილეს პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაი...

საქართველო სატრანსპორტო კომუნიკა...

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა ხელი მოაწერეს ევროკომისიასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის „კონტრიბუციის შეთანხმების“ შესახებ განცხადებას. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , შეთანხმება გულისხმობს ევროკომისიის მიერ, EIB-ის საინვესტიციო გრანტის ფინანსურ მხარდაჭერას, რომლის მოცულობაც 16 მილიონ ევროს შეადგენს და გამიზნულია ისეთი პროექტის განხორციელებისთვის, როგორიცაა: „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციები (GTC) – საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება“. პროექტის მიზანია, შემდგომი წლების განმავლო...

პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ...

მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობით იმპიჩმენტი ჩავარდა, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობისა და საკუთარი ამომრჩევლისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ერთადერთი ლეგიტიმაცია „ნაციონალური მოძრაობისგან“ აქვს. „ამ პარტიის დღის წესრიგი ვიცით, რაც არის – ეს არის რადიკალიზმი. ვხედავთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე მზადებაა, რომ რადიკალური დღის წესრიგი იყოს. როგორც ჩანს, ამ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც“, - განაცხადა პაპუაშვილმ...

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. "ყურადღება გამახვილდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელობაზე; აღინიშნა, რომ ფორუმზე წარმართული დისკუსიები სამომავლოდ უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის მყარ ნიადაგს შექმნის; განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები; ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას; საუბარი შეეხო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის ს...

მდინარაძე ზურაბიშვილზე - „ნაცმოძ...

ორი „ნაცი“, სამი „ნაცი“ თუ ასი „ნაცი“ ერთმანეთს რაზე შეხვდება აწი, აღარ არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ქალბატონმა სალომემ აირჩია გზა რომელსაც ეწოდება "ნაცმოძრაობის" გზა, ის არის უკვე "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. კითხვაზე, რას ემსახურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, დიპლომატებთან და რა სამომავლო გეგმები შეიძლება ჰქონდეს მას, მდინარაძემ განაცხადა: „უკვე ეს კითხვა შეგვიძლია განვიხილოთ ისე, რას ემსახურება ხაბეიშვილის და რომელიღაც მეორე „ნაცის“ შეხვედრები ერთმანეთთან. რას ე...

კობახიძე „მაუწყებლობის შესახებ“ ...

ელჩმა დაადასტურა ის რომ, პირველი: ევროკავშირის მოთხოვნა იყო ამ კანონის მიღება და მეორე: ასევე, სამუშაო პროცესიც იყო კოორდინირებული ევროკომისიასთან,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას შეეხებოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტის თითოეული დეტალი შეთანხმებული იყო ევროკომისიის სტრუქტურებთან, მაგრამ "ოპოზიცია მაინც ახერხებდა სპეკულირებას და ელჩის მიერ „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობის დადებითად შეფასებამ, მათ ცივი წყალი გადაასხა". „ჩვენ თვეების მანძილზე ვაცხადებდით, რომ ამ კანონის მიღებ...

ღარიბაშვილი - მზად ვართ, ვიმუშაო...

ჩემი მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის მეშვეობით, ჩვენ მზად ვართ რომ ვიმუშაოთ ჩვენს მეზობლებსა და მეგობარ ქვეყნებთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გრძელვადიანი მშვიდობა სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას, ფართომასშტაბიან ფარგლებში რეგიონს და ასევე, ქვეყნებს დამსახურებულ კეთილდღეობას შესძენს.  "ჩემი მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის მეშვეობით, ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ ჩვენს მეზობლებსა და მეგობარ ქვეყნებთან, ...

ღარიბაშვილი - საქართველოს ესმის ...

საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე აღიარებს, თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფაა.  "ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განიცადა 2008 წელს და მის შედეგებს კვლავაც განიცდის - ეს ჯერ კიდევ აშკარად ჩანს იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიის ...

საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვია

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. "სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე დახვდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, გუშინ, 25 ოქტომბერს, &bd...

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლ...

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ზურაბ პატარაძე დახვდნენ. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ალი ასადოვი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ფორუმი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.

ღარიბაშვილი - ქალბატონი სალომე ძ...

როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია იმიტომ, რომ მას პრეზიდენტობის ვადა უმთავრდება და პოლიტიკაში დარჩენა უნდა, ყველაფერი უკავშირდება მის ამ სურვილს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ქართველი ხალხის სახელით მოქმედებს და როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს იქნება ხელისუფლების დამსახურება ხალხთან ერთად. „მისი აფილაცია, კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს. მე ზედმეტი კომენტარის გაკეთება აღარ მსურს, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მინდა ყველას წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე ...

ვითვალისწინებ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს, დიდი ოპტიმიზმით ველოდები, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჟურნალისტს შეკითხვას. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს იმ "პრეცედენტებს, რომელიც უკვე შეიქმნა, შარშან მოლდოვას მისცეს, უკრაინას და ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინას, რომელთაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და დღესაც აქვთ შედარებით საქართველოსთან". "ჩემი მოლოდინი არის შემდეგი: ვითვალისწინებ რა ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ვითარებას, რომელიც შექმნილი არის მსოფლიოში, ასევე ვითვალისწინებთ რა იმ პრეცედენტებს, რომელიც უკვე შეიქმნა, შარშან მოლდოვას ...

ბოკერია - კანდიდატის სტატუსი ვერ...

კანდიდატის სტატუსი ვერ გვიშველის, თუ ივანიშვილის პუტინისტურ რეჟიმს არ გამოვცვლით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.  ბოკერიას თქმით, ოპოზიციის შიგნით კანდიდატის სტატუსზე არსებული დისკუსია საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია, რადგან ის "ივანიშვილის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის პროპაგანდისთვის საჩუქარს წარმოადგენს". „ჩვენი ქვეყნის მკაფიო უმრავლესობის პოზიციია და ისტორიული არჩევანია, რომ ვართ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი ამოცანაა, რომ ვისარგებლოთ იმ  შესაძლებლობით, რომელიც იხსნება, გავითვალისწინოთ არსებული საფრთხეები, შინაარსობრივად გავხდეთ ევროპული ქვეყანა და ვიყოთ დაცულები, რასაც ...

„ოცნების“ ბრალდება, რომ ოპოზიცია...

„ქართული ოცნების“ უსაფუძვლო ბრალდება, რომ თითქოს ოპოზიცია ახდენს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების საბოტაჟს, რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ცინიზმია,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ჭიაბერაშვილის თქმით, ენმ-ი მხარს უჭერს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას და პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს "ამ საქმეში ერთიანი და კოორდინირებული მოქმედებისკენ" მოუწოდებს.  „ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩევანია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ვარდების რევოლუციის" შემდგომ ჩატარებულმა რეფორმებ...

სააკაშვილი - ზურაბიშვილს ემუქრებ...

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე "ასამართლებენ". ეს ადამიანურად სრულიად მიუღებელია და სახელმწიფოებრივად დამღუპველი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, საქარველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მხოლოდ რიტორიკა "ვერ უშველის ვერც ქვეყანას და ვერც პირადად მას". "პრეზიდენტ ზურაბიშვილს ემუქრებიან სისხლისსამართლებრივი დევნით, თანაც ნიშანდობლივია, რომ შეწყალების საქმეებზე. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე "ასამართლებენ". ეს ადამიანურად სრულიად მიუღებელია და სახელმწიფოებრივად დამღუპ...