დიმიტრი საძაგლიშვილი - ეს არის მ...

საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, ადვოკატს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ხანგრძლივობით მოინახულოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი. - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის უფლებადმცველი გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიერ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლის შეზღუდვას. მისივე თქმით, სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორს ლიმიტების დაწესებაზე უფლებამოსილება არ გააჩნია. "საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, ადვოკატს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ხანგრძლივობით მოინახულოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი. შესაბამისად, არანაირი უფლებამოსილება არც მთავარ ექიმს და არც სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორს ლიმიტების დაწესებაზე უფლებამოსილება არ გააჩნია. ამასთ...

თოლორაია „ოცნებას“- ვერც ერთ კი...

პარლამენტში საპროცედურო საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ ქართული ოცნების დეპუტატებს მიმართა. მან დეპუტატებს კითხვები დაუსვა:  1) მაინტერესებს კონკრეტული მაგალითები როდის დაინახეთ პრობლემა პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და გამოძიების ფუნქციას შორის კვეთაში. სად დაინახა პარლამენტმა პრობლემები კონკრეტული მაგალითები მჭირდება და თუ პარლამენტს ეს პრობლემები ჰქონდა, რატომ ვიგებ მე ამ კანონპროექტით? მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც თქვენს დაძახებულზე არ მოვსულიყავი პარლამენტში და არ მახსენდება შემთხვევა ანგარიშვალდებულების პრობლემა დამერღვიოს.  2) ჩამომითვალეთ კონკრეტული მუხლები, რ...

რატი ბრეგაძე - პატიმარი ვერ იქნე...

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან N12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, მსჯავრდებული სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამკურნალოდ 19 ნოემბერს იქნა გადაყვანილი და მას ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. გუშინ მიღებული იყო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ, რასაც მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა. ,,19 ნოემბრიდან მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნა მკურნალობის მიზნით გორში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის დასრულების შემდგომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ...

საპარლამენტო ოპოზიცია - მოვითხოვ...

საპარლამენტო ოპოზიციის 11 დეპუტატი უმრავლესობას "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საკაონმდებლო ინიციატივის განხლვის შეჩერებას სთხოვს. მათი განცხადებით, წინააღმდეგობის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან  ეს მორიგი პრეცედენტი იქნება, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ. "2019 წლის 1 ნოემბრიდან მოქმედებს "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი და ქვეყანას ჰყავს სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც არჩეულია პარლამენტის მიერ 6 წლის ვადით.   ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან ინსტიტუტთა რიცხვს, რომლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას დადებითად აფასებენ,  როგორც...

გია ვოლსკი - თუ პრეზიდენტი „სახე...

პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტს ვეტოს თუ დაადებს, მგონია, რომ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ვეტო დავძლიოთ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გულისხმობს. მისი თქმით, უმრავლესობის კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია. „პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტს ვეტოს თუ დაადებს, მგონია, რომ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ვეტო დავძლიოთ, რადგან გადაწყვეტილება პოლიტიკურად და სამართლებრივად ჩამოყალიბებულია იმ ინტერესებზე, რაც სახელმწიფოს აქვს. ერთმანეთთან შეუსაბამო ორი ფუნქცია ერთმანეთს არ უნდა ეჯახებოდეს ერთ სტრუქტურაში, რომე...

გურამ მაჭარაშვილი ნაცვლიშვილს - ...

ქალბატონო ანა, თქვენ დღის წესრიგს მიდგენთ, დილით როდის გავიღვიძო, ჩაი როდის დავლიო და ბიუროზე როდის მოვიდე, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ,,ლელო"-ს დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს, რომელიც ბიუროს სხდომის ჩატარებამდე საკითხის გადადებას ითხოვს.  მაჭარაშვილის ამ განცხადებამდე ნაცვლიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა და განმარტება მოითხოვა, რატომ ჩაშალეს ბიუროს სხდომა, სადაც მის პარტიას „ამნისტიის შესახებ“ ასევე სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტები უნდა დაერეგისტრირებინა.  ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის კანონპროექტის გატანის ეშინია.  ,,მოუწოდეთ საკუთარი პარტიის წევრებს,...

მამუკა მდინარაძე - ბიურო შეგნებუ...

ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა  ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ბიუროს იმ სხდომაზე საუბრისას განაცხადა რომელიც კვორუმის არ არსებობის გამო, ვერ შედგა. მის თქმით, ოპოზციამ გადაწყვიტა, რომ დროის გაწელვის გზით შემაფერხებელი ნაბიჯი გადაედგა უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა. ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დროის გაწელვის გზით შემაფერხებელი ნაბიჯი გადაედგა ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაგრძელდება ამ საკითხზე მსჯელობა, უნდა აღინიშნოს ხაზგა...

პენიტენციური - მიხეილ სააკაშვილი...

პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი დროებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ,  სააკაშვილი არ დაემორჩილა, მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, რის შემდეგაც მას წნევისცვალებადობა აღენიშნებოდა. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გ...

ნიკა გვარამია: ბატონო მიშა, მოით...

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამია გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, თუმცა ჯერ-ჯერობით, როგორც გვარამია განმარტავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება არ ეძლევა. მისივე თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალი გლდანის ციხისგან არაფრით აღარ განსხვავდება და სააკაშვილისთვის რეფერალური საავადმყოფო უნდა იპოვონ. "მიხეილ სააკაშვილს მივმართავ ეხლა, თუ უყურებს ამას ყველაფერს და ტელევიზორი თუ დაუტოვეს, ბატონო მიშა, მოითხოვეთ, მე აქ ვდგავარ და ველოდები შესვლას. 10 საათზე უნდა შევსულიყავი შეუფერხებლად, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი პასუხია, რომ ექიმია და გამოვა თუ არა შეგიშვებთ. ეს შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ და ბატონო მიშა, მოითხოვეთ თქვენი ადვოკატის შემო...

სალომე ზურაბიშვილი - როგორც ქალი...

„ჩემთვის, როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა. სახელმწიფოში, სადაც გამოცხადებული პრიორიტეტების მიხედვით უნდა ხდებოდეს ქალების როლის გაძლიერება, ქალ ხელმძღვანელს დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას, წინასაახალწლო პერიოდში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უუქმებენ უწყებას“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა უნდა შეწყდეს და ყველას მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი არგუმენტები. „მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახ...

პარლამენტი ჟურნალისტის პროფესიულ...

საქართველოს პარლამენტში, დეპუტატები დაჩქარებული წესით, საარჩევნო კოდექსში შესატან იმ ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც ჟურნალისტებს წყაროს გამხელას ავალდებულებს. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ, ასევე კანონდებლობაში კონკრეტდება უფლებამოსილება იმის შესახებ, თუ ვინ არ შეიძლება წარმოადგენდეს მედიასაშუალებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, „საარჩევნოთ კონდექსს“ სპეციალური მუხლიც დაემაება.

გაერო ხელისუფლებას მოუწოდებს, სა...

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ წინადადებას ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა და გაიწვიოს საქმის შესახებ დღის წესრიგში წამოყენებული წინადადება. გაერო აღნიშნულთან დაკავშირებით „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს. “გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს პარლამენტის ინიციატივაზე, გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც აქვს გადამწყვეტი როლი წამების პრევენციისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით. მოვუწოდებთ ინიციტორებს, გაიწვიონ წინადადება და უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამ...

დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი მი...

დედაქალაქის საკრებულო დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე მსჯელობს. ბიუჯეტი წარმომადგენლობით ორგანოში თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარადგინა.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბლისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი ჯამში მილიარდ 545 მლნ ლარი იქნება და  ის სწორედ იმ პროგრამებზე და პროექტებზე იქნება მიმართული, რომელთა განხორციელება თბილისის მერმა მოსახლეობას დაჰპირდა. „თბილისში განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების ჯამი გახლავთ მილიარდ 545 მლნ ლარი. აქედან საბიუჯეტო ნაწილი არის მილიარდ 305 მლნ ლარი, ხოლო დანარჩენია სესხის ნაწილი, რომელიც შეადგენს 240 მლნ ლარს. საშემოსავლო ნა...

ჩემში ეჭვს არ იწვევს მისი პატრიო...

დავრწმუნდი, რომ გულთან ძალიან ახლოს მიაქვს ხალხის გაჭირვებული ყოფა. ჩემში ეჭვს არ იწვევს მისი პატრიოტიზმი და პროდასავლური ორიენტაცია. - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილთან სამ საათიან შეხვედრას. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება  ნამდვილად ისტორიული მისია შეასრულონ.  "პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს. ჩემთვის ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და ვრცელი შეხვედრა მქონდა მასთან. მიუხედავად წარსულში სერიოზული პოლიტიკური განსხვავებებისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იმსახურებს პატივისცემას. მინდა გ...

მოვუწოდებ პარლამენტს, ინსპექტორი...

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ელჩმა პარლამენტს,  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის შეჩერებისკენ მოუწოდა.  მისივე თქმით, თუ ამ ეტაპზე რეორგანიზება მიმდიანრეობს მაშინ პროცესში, როგორც ინსპექტორის სამსახური, ისე ექსპერტები და დაინტერესებული პირები უნდა ჩაერთოს. ამასთან, ელჩის განცხადებით პროცესი  სამსახურის გაძლიერებისკენ უნდა იყოს მიმართული. "გვქონდა ძალიან მნიშვნელობანი შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორთან და მისი გუნდთან ამ საკითხებთან დაკავშორებით. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ინსპექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი სააგენტო, რომლის ფუნქცია და მიზანია მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ასევე...

გიორგი მარგველაშვილის განცხადები...

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. მისივე თქმით, ეს საქმეებია - სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას და გვარამიას საქმე. "ეს საქმეებია - სააკაშვილის საქმე, ხაზარაძის საქმე, მელიას საქმე, გვარამიას საქმე. ის საქმეები, რაც საზოგადოების დიდი რაოდენობის მიერ მიიჩნევა მოტივირებულად. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი არიან დამნაშავეები, ან უდანაშაულოები, ეს ნიშნავს, რომ გადაფასების პროცესში ამ პროცესს გარკვეულად ვაჩერებთ და შესაბამისად, საუბარი როდესაც ამ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოიყაროს თავი, წინაპირობა არ შეიძლება იყოს მიმდინარე დევნა, ...

გიორგი მარგველაშვილი - ბუნებრივი...

საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტები მზაობას გამოვახატავენ სამი პრეზიდენტის ფორმატის ჩატარებაზე  - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მარგველაშვილის განცხადებით,  სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მისთვის მისაღებია. "ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, ორივემ და გამოვხატეთ მზაობა და გამოვახატეთ მოწონება იმისა, რომ ბუნებრივად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ტრადიციის შექმნაზე, ახალი გამოწვევების მზადყოფნაზე, ბუნებრივი იქნებოდა, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი და ამ სამი პრეზიდენტის ფორმატმა, ყველა თავისი განსხვავებულობის მიუხედავად, რა დამოკიდებულება გვაქვ...

გიორგი მარგველაშვილი - მიხეილ სა...

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხელ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. სააკაშვილთან სამ საათიანი შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილი აცხადებს,  რომ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია. ამასთან, შეხვედრაზე საქართველოს ირგვლივ შექმნილი გეოპოლიტიკურ მდგომარეობა განიხილეს. "ჩვენ ვსაუბრობდით უსაფრთხოების გარემოზე რის წინაშეც არის საქართველო ამ დღეებში. დეტალურად გავუზიარეთ ერთმანეთს და მიმოვიხილეთ საქართველოს ირგვლივ შექმნილი გეოპოლიტიკურ მდგომარეობა, რომლის მთავარი აქტორი არის რუსეთი. რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილისთვის და ჩვენთვის ყველასთვის ახლობელ უკრაინას, ავტომატურა...

ირაკლი კობახიძე - „ეროვნულ თანხმ...

ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირების პროცესში მმართველი პარტია საკუთარ წვლილს შეიტანს.  -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით,  „ეროვნულ თანხმობაში“ პოლიტიკურ პარტიებს შორის შერიგება არ იგულისხმება. „ქალბატონ სალომესთან, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია - მზად ვართ, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ყველა იმ წამოწყებაში, რომლის მიზანიც ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება იქნება. მან დააზუსტა, რომ აქ არ იგულისხმება შერიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის, ეს არ არის ამ პროცესის მიზანი. მიზანი არის საერთო, ეროვნული თანხმობის მიღწევა...

ლონდა თოლორაია: მივმართავ პარლამ...

ნაცვლად იმისა, საქართველოს პარლამენტს ხელი შეეწყო სამსახურის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, დაიწყო სამსახურის დაჩქარებული გაუქმების ძალიან სახიფათო პროცესი, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. სახელმწიფო ინსპექტორმა მოუწოდა პარლამენტს, შეწყვიტოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ლიკვიდაციის პროცესი.  როგორც ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, მისთვის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის 2021 წლის 25 დეკემბერს მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მის ნაცვლად, ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა. მისივე თქმით, სამსახურის მუშაობა...