უცხოელ ექსპერტებს მიხეილ სააკაშვ...

უცხოელ ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საშუალება მიეცათ. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მალე იქნება ექსპერტიზის დასკვნა. „მნიშვნელოვანი დღეა დღეს, ვინაიდან მიეცათ ექსპერტებს უკვე შესვლის საშუალება, ამ წუთებში უკვე შესული არიან. ამ დღეს ველოდით დიდი ხნის მანძილზე, ვინაიდან ჩვენ უკვე გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მალე იქნება ექსპერტიზის დასკვნა და შემდგომ, ძალიან მოკლე ხნის ვადაში მივმართავთ სასამართლოს, რომ მოხდეს რაც შეიძლება მალე საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ჩემი ძმის“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ე...

BBC - ირანის უსაფრთხოების ძალებმ...

ირანის უსაფრთხოების ძალებმა მოიპარეს 16 წლის დემონსტრანტის ცხედარი და ფარულად სოფელში დაკრძალეს. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ოჯახმა ნიკა შაკარამის დაკრძალვა ორშაბათს დაგეგმა, მაგრამ მისი ცხედარი წაართვეს და დაკრძალეს სოფელში, რომელიც დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით იყო. ნიკა 20 სექტემბერს თეირანში საპროტესტო აქციის შემდეგ 10 დღის განმავლობაში დაიკარგა. მეგობრისთვის გაგზავნის უკანასკნელ მესიჯში შაკარამი წერდა, რომ მას ძალოვნების მისდევდნენ. შაკარამის ოჯახმა ცხედარი ქალაქ ხორემაბადში გადაასვენა, ზეწოლის შედეგად კი გადაწყვიტა, რომ დაკრძალვის რიტუალურ პროცესზე უარი ეთქვა, თუმცა, მიუხედავად, ამისა, ძალოვნებმა შაკარამის ცხედარი მაინც მოიპარეს.

კობახიძე - „ხალხის ძალას“ და ჩვე...

ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოძრაობა „ხალხის ძალასთან" დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ღირებულებით ნაწილში „ქართულ ოცნებასა“ და „ხალხის ძალას“ შორის განსხვავება არ არის. "რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, აქ რამე არსებითი განსხვავება ჩვენ შორის არ არის. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მიუხედავად გაყოფისა, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. გვაქვს მათგან მოსმენილი საერთო პოზიც...

გვარამია - „ოცნებამ“ გვასწავლა ...

ჩვენ "ქართულმა ოცნებამ" მოგვცა ერთი შეუფასებელი ისტორიული კანონზომიერება - ჩვენ ვისწავლეთ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როგორი ხელისუფლება არ უნდა ავირჩიოთ არც ერთ შემთხვევაში, როგორი ადამიანები, როგორი პოლიტიკოსები, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა. გვარამიას თქმით, ოლიგარქია არის კატასტროფა და "ისტორიული აცრა", რომელიც ქართველმა ხალხმა გაიკეთა, "ამ ვირუსს აღარ შეგვყრის". "ჩვენ ზუსტად მყისიერად - ცდისა და შეცდომის მეთოდით ვისწავლეთ, რა და ვინ არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რომ ოლიგარქია არის კატასტროფა, როგორი ერთი შეხედვით კეთილი ზრახვებითაც არ უნდა მოძრაობ...

„ხალხის ძალას“ დეპუტატები, POSTV...

მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა. აღნიშნულის შესახებ მოძრაობის წევრმა სოზარ სუბარმა დღევანდელ ბრიფინგზე ანაცხადა. სუბარის თქმით, მოძრაობას ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა. „ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტი შემადგენლობა. კერძოდ, ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება ხუთი პარლამენტარი - ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი“,- განაცხადა ...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. თავდა...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. თავდაცვის მინისტრი მარატ პავლოვი სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია.  ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პავლოვმა შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრთან, ვლადიმერ ანუასთან გამართა. "შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხები", - ნათქვამია ე.წ. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. მარატ პავლოვი, ვიზიტის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანს, სერგეი შამბასაც შეხვდა. 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხ...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლა. - ამის შესახბე ინფორმაციას უკრაინის თავდსცვა ავრცელებს. მათივე თქმით, უკანონო ოკუპაცია და ანექსია დარჩება მხოლოდ ქაღალდზე. "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლა, ჯარისკაცები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და ანექსია დარჩება მხოლოდ ქაღალდზე და ოკუპანტების გონებაში". - ნათქვამი განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა .

უკრაინის უსაფრთხოება - 3500-მდე ...

3500-მდე კიბერშეტევა სამთავრობო ორგანოებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე გავანეიტრალეთ. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე თქმით, დადგინდა, რომ რუსეთის თავდასხმების უმრავლესობა მიმართული იყო ან ციფრული სერვისების განადგურებისკენ ან ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ინდუსტრიაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების მუშაობის დესტაბილიზაციისკენ. "დადგინდა, რომ რუსეთის თავდასხმების უმრავლესობა მიმართული იყო ან ციფრული სერვისების განადგურებისკენ ან ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ინდუსტრიაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების მუშაობის დესტაბილიზაციისკენ. ასეთი დივერსიების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ რუსული სპეცსამსახურები და მათ...

ჯონსონი - მსოფლიომ არასოდეს უნდა...

ვლადიმერ პუტინო შენი გამოსვლა თაღლითობა და სირცხვილია. - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიომ არასოდეს უნდა აღიაროს პუტინის მოჩვენებითი რეფერენდუმები ან უკრაინის კოლონიზაციის პუტინისებური სასტიკი და უკანონო მცდელობა. "ვლადიმერ პუტინ - შენი გამოსვლა თაღლითობა და სირცხვილია. მსოფლიომ არასოდეს უნდა აღიაროს შენი მოჩვენებითი რეფერენდუმი ან უკრაინის კოლონიზაციის შენი სასტიკი და უკანონო მცდელობა. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და დაუღალავად დავუჭერთ მხარს, სანამ მათი ქვეყანა არ იქნება მთლიანი და თავისუფალი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხ...

ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის ...

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს პირობა დადო, რომ უკრაინის მთელი ტერიტორია გათავისუფლდება რუსეთის კონტროლისგან და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ზოგიერთი რეგიონის უკანონო გამოცხადებას „ფარსი" უწოდა. „ჩვენი ქვეყნის მთელი ტერიტორია განთავისუფლდება ამ მტრისგან - არა მხოლოდ უკრაინის მტრისგან, არამედ თავად სიცოცხლის, კაცობრიობის, კანონისა და სიმართლის მტრისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ წინასწარ ჩაწერილ მიმართვაში, რომელიც პარასკევს შუადღისას გამოქვეყნდა. „რუსეთმა ეს უკვე იცის. ის გრძნობს ჩვენს ძალას. ის ხედავს, რომ სწორედ აქ, უკრაინაში ვამტკიცებთ ჩვენი ღირებულებების სიძლიერეს. და ამიტომ ჩქარობს, აწყობს ამ ფარსით და&nbs...

პარლამენტი სახალხო დამცველობის კ...

საქართველოს პარლამენტმა ომბუდსმენის პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაასრულა. პოსტის დაკავების მსურველთა სია, რომელიც საკანონმდელო ორგანომ ცოტა ხნის გაასაჯაროვა, შემდეგნაირად გამოიყურება:  1. ანა აბაშიძე - ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი 2. მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი 3. გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე 4. ლელა გაფრინდაშვილი - ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი 5. სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი 6. თინ...

კინზინგერი - საერთაშორისო საზოგა...

საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა განაცხადა. კონგრესმენმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან წერილობით გაკეთებულ კომენტარში ხაზი გაუსვა, რომ „ლუკაშენკოს ვიზიტი უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება“. „მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია...  ახლა, როდესაც...

კობახიძე - ოპოზიცია რომ ყოფილიყო...

ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, შედეგი იქნებოდა ბელარუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში   ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტზე კომენტირებისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის ფუნქცია არის კრიტიკა, მაგრამ სადღაც არსებობს ეროვნული ინტერესები და სადღაც არსებობს ამ კუთხით წითელი ხაზები. "რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, პირდაპირ შემიძლია ერთი რამე ვთქვა, ისინი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, გარდა ბევრი სხვა უბედურებისა, მათი საქმიანობის ერთ-ერთი შედეგი იქნებოდა მათ შორის ბელარუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობ...

ქართული ოცნებიდან „წასულები" - ა...

აშშ-ის საელჩო ყველანაირად ცდილობდა, საქართველოს ხელისუფლება ომზე დაეყოლიებინა. - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა განაცხადეს. მათივე თქმით, ვაშაძემ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების მთავარ მექანიზმად ე.წ. „ლენდლიზი“ დაასახელა. ""გუშინ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ საინტერესო განცხადება გააკეთა - „ჩემი ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მხარეს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი შესთავაზაო“. მისი თქმით, ეს დახმარება, მათ შორის უკრაინელ მფრინავებთან ერთად ქართველი მფრინავების გადამზადებასაც ითვალისწინებდა. საინტერესოა ...

სააკაშვილი ლუკაშენკოს - თუ აფხაზ...

თუ აფხაზეთს აღიარებ და მით უმეტეს, თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა იქნება - მაშინ შენ, როგორც ჭკვიანმა კაცმა უნდა გაიგო, რომ ეს დასასრულია. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკქშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ნიკოლაშკას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება. "ჩემი მიმართვა ლუკაშენკოს ახლა კიდევ გაქვთ შანსი გამოხვიდეთ სიტუაციიდან. თუ აფხაზეთს აღიარებ და მით უმეტეს, თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა იქნება - მაშინ შენ, როგორც ჭკვიანმა კაცმა უნდა გაიგო, რომ ეს დასასრულია! ნიკოლაშკას სურათები ვნახე უბრალოდ სიმპათიურია. იფიქრე იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახ...

უკრაინამ ევროკავშირისგან 500 მლნ...

უკრაინამ ევროკავშირისგან 500 მლნ ევრო მიიღო. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, ევროკავშირის საგრანტო დაფინანსება ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას. "ევროკავშირის საგრანტო დაფინანსება ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ზეწოლის გაზრდის გარეშე“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღდეგ სანქციების ახალი, მე-8 პაკეტი შეიმუშავა.

ინალ არძინბა - ლუკაშენკოს ვიზიტზ...

სოხუმს, აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს რეაქცია არ აღელვებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა. არძინბას თქმით, აფხაზეთი ბელარუსს განიხილავს, როგორც საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას. "აფხაზეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ ბელარუსს განვიხილავთ, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას. ისინი არიან ჩვენი მეგობრები. ამ ვიზიტთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნების, მაგალითად საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს", - განაცხადა არძინბამ, რომლის კომენტარიც ე.წ. საგარეო სა...

ბჟანია - ბელარუსის მეთაურის აფხ...

ლუკაშენკოს ვიზიტზე დიდ იმედებს ვამყარებთ, - ასე აფასებს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია. ბჟანია იმედოვნებს, რომ ბელარუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხამდე ეტაპობრივად მივლენ. „ეს იყო ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკაში და ამ ვიზიტზე დიდ იმედებს ვამყარებთ - ის ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობას. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა და ბელარუსის რესპუბლიკა დინამიურად განავითარებენ იმ ურთიერთობებს, რომლებიც დღეს აქ ყალიბდება. ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ვიზიტი ბევრ რამეზე მეტყველებს - ურთიერთობა ახალ ხასი...

დარჩიაშვილი - მკაცრად ვგმობთ ლუკ...

მკაცრად ვგმობთ ლუკაშენკოს ქმედებას. - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. "პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იქნას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა

ზურაბიშვილი - მკაცრად ვგმობ ალექ...

მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკასენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა. "მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკასენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა.