ანდრეი იუსოვის თქმით, არ არსებობ...

„ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა. იუსოვის თქმით, რუსეთის ფედერაცია ყიდულობს დრონებს, სამოქალაქო საქონელს ღია წყაროებიდან და იყენებს მიკროჩიპებს ამ საქონლიდან. „არის შემთხვევები, როდესაც პუტინის რეჟიმი, რუსეთის ფედერაცია, ყიდულობს დრონებს, სამოქალაქო საქონელს ღია წყაროებიდან და იყენებს მიკროჩიპებს ამ საქონლიდან. თუმცა, იარაღის მიწოდების არანაირი მტკიცებულება არ დაფიქსირებულა. უკრაინა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას“, - აღნიშნა ანდრეი იუსოვმა. შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდე...

Bloomberg-ის ინფორმაციით, უნგრეთ...

უნგრეთმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე, ევროკავშირის ერთობლივი განცხადება დაბლოკა. აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ბუდაპეშტის ვეტოს გამო, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა საკუთარი სახელით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობად მიიღო“. "ევროკავშირი ICC-ის გადაწყვეტილებას უყურებს, როგორც პასუხისგების პროცესის დაწყებას და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომლებსაც უკრაინაში მათი ბრძან...

EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ...

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. აღნიშნულ ინფორმაციას Politico ავრცელებს. როგორც, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ განაცხადა, ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას. „ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენ უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შესაძლოა, გამართლებული იყოს ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება“,- განაცხადა კოლონამ.  გამოცემის ცნობითვე, თბილისში, ორი კვირის წინ ათასობით ადამიანმა „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტ...

ზელენსკი - საჭიროა კანონიერი და ...

პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან ერთად იმუშაონ იმისთვის, რომ რუსეთი დაისაჯოს ფართოვდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, უკრაინისა და მისი პარტნიორების ერთობლივი მუშაობა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პერსპექტივას "სულ უფრო რეალურს ხდის". „პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან, ერთად იმუშაონ, რომ რუსეთი დაისაჯოს აგრესიისთვის, გარდაუვალად ფართოვდება და დასჯის პერსპექტივას სულს უფრო რეალურს ხდის. არ არის საკმარისი მხოლოდ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. ასევე,საჭიროა, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი ყველაზე თავდაპირველი დანაშაულისთვის, რომელმაც შვა ამ ომის ყველა სხვა დანაშაული....

ამერიკის შეერთებული შტატების სახ...

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის. მიუხედავად ამისა, 11 მარტს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, გამოიკვეთა მე-3 მუხლის დარღვევა, რომელიც ეხება წამებას, არაადამიანურ ანდა ღირსების შემლახველ მოპყრობას. სახალხო დამცველის აპარატმა ხელისუფლებას ასევე მოახსენა ექსპერტების დასკვნა, რომ მიუხედავ...

წილოსანი - „ტროიკა“ ხოშტარია-ჯაფ...

ქვეყანას სახელი გაუფუჭონ და არ მივიღოთ სტატუსი, ერთადერთი რასაც აკეთებენ არის ეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს არის “ქართული ოცნება”, ოპოზიციას კი ეს არ სურს, ვინაიდან თუ თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება გარანტი მმართველი პარტიის გაძლიერების. „ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება არის „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ ყველა სხვა დანარჩენი ამ საკითხს უყურებს ასე - თუ „ქ...

ბლინკენი - ამერიკამ უკრაინისთვის...

ამერიკამ უკრაინისთვის 350-მილიონ დოლარიანი დახმარება დაამტკიცა, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.  მისივე თქმით, ამერიკა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, იქამდე, სანამ ამის საჭიროება იარსებებს.  “პრეზიდენტის დახმარება მოიცავს მეტ საბრძოლო მასალას ამერიკული ჰაიმარსისა და ჰაუბიცისთვის, რომელსაც უკრაინა იყენებს საკუთარი თავის დასაცავად, ასევე საბრძოლო მასალა "ბრედლის" ტიპის ქვეითთან საბრძოლო მანქანებისთვის, HARM-ის რაკეტებს, ტანკ-საწინააღმდეგო იარაღებს, ნავებს და სხვა შეიარაღებებს", - განაცხადა ბლინკენმა.

ხაზარაძე - ვადამდელი არჩევნების ...

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს ორი სცენარი, პირველ შემთხვევაში თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს, სხვა შემთხვევაში კი “ქართული ოცნება” 2024 წლის არჩევნებში განწირულია.  "ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის. ვადამდელი აწყობს "ოცნებას", ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, საზოგადოების დაკვეთა სწორედ ევროპაა. სცენარი 1. თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს; სცენარი 2. თუ ...

პაპუაშვილი სტუდენტებზე - პოლიტიკ...

პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები, რომლებიც  "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინირებით ცდილობენ, რომ ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ, - ასე გამოეხმაუარა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმ ახალგაზრდების, რომლებმაც პარლამენტის წინ ხალხის ძალის მიერ ინიცირებული "უცხოური აგენტების" კანონი გააპროტესტეს. მისივე თქმით, ოპოზიცია ამ გარემოებებით ცდილობს ქვეყანაში სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს. "1000-ლარიანი ახალგაზრდები, რომელთა შეშვებაც ხდება ამა თუ იმ ლექტორთან აუდიტორიაში. ვნახეთ ბოლო ფაქტი, ირაკლი კობახიძის ლექციისას მცდელობა იყო ჩაშლის, ადამიანი, რომელიც სტუდენტიც კი არ არის. პირდაპირ პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-...

პუტინი სი ძინპინთან შეხვედრისას ...

პუტინი სი ძინპინთან შეხვედრისას რუსეთ-უკრაინის ომში სიტუაციის მოგვარის საკითხზე ჩინეთის გეგმას მიესალმა. პუტინის თქმით, რუსეთმა უკრაინაში მწვავე კრიზისის მოგვარების შესახებ ჩინეთის წინადადებები ყურადღებით შეისწავლა, აქედან გამომდინარე ამ საკითხის ირგვლივ საუბრის შესაძლებლობები იქნება. „ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ თქვენი წინადადებები უკრაინაში მწვავე კრიზისის მოგვარების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ ამაზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ლავროვი - თბილისისთვის კარი ღიაა...

თბილისისთვის კარი ღიაა, ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს 3+3 ფორმატში გაწევრიანებაზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთი აქტიურად მუშაობს ამ სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე, რომელმაც ახლახან დაიწყო ჩამოყალიბება. "ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ფორმატში გაწევრიანებაზე, მაგრამ პირველი შეხვედრა უკვე შედგა. თბილისისთვის კარი ღიაა, ახლა ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე. დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს ამ სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე, რომელმაც ახლახან დაიწყო ჩამოყალიბება", - განაცხადა ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან მოლაპარაკები...

კარიმ ხანი - ვეწინააღმდეგებით ქმ...

მე როგორც უკრაინელი ხალხის მეგობარი, ასევე რუსი ხალხის მეგობარიც ვარ, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, არის ქმედებები, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ არ მოხდება კანონზე დამორჩილება და არ გაიწერება უკეთესად სამოქმედო გეგმა, შესაძლოა ეს აღმოჩნდეს ხელიდან გაშვებული შანსი. "თუ ჩვენ ახლა არ დავემორჩილებით კანონს, თუ ჩვენ ახლა არ შევხედავთ საკუთარ თავს და არ გადავწყვეტთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ უკეთესად, ხელიდან გავუშვებთ არა მხოლოდ შესაძლებლობას, არამედ სხვა შესაძლებლობები შეიძლება აღარც მოგვეცეს. მე ვარ უკრაინელი ხალხის მეგობარი, მაგრამ ასევე ვარ რუსი ხალხის მეგობარიც. ჩვენ ვართ კაც...

ელისაშვილი კეზერაშვილზე - ადამია...

თუ მიზანია, ხელისუფლებიდან „ქართული ოცნება“ გაუშვა და ამის საშუალებად მიგაჩნია მექრთამე, ქურდი კეზერაშვილის ფული, აქედან არაფერი გამოვა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ის შევა კომუნიკაციაში ისეთ ადამიანებთან, ვისაც ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" გაშვება სურს, მაგრამ არ აქვთ მიზნად "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება. "ახლა ზოგიერთი მექრთამე სიტუაციური მოკავშირეა, მაგალითად, კეზერაშვილი. ეს ჩემთვის აუხსნელია. ამ ადამიანმა ჯარს ფული მოპარა და მას ფული როგორ უნდა გამოართვა და ერთობაში შეხვიდე?  როცა დამფინანსებელი მექრთამეა და ფული მ...

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჰა...

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჰააგის სასამართლოს წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო უწყება ავრცელებს. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საქმეში ბრალდებულები არიან: პროკურორი კარიმ აჰმად ხანი, ასევე მოსამართლეები ტომოკო აკანე, როსარიო სალვატორე აიტალა და სერხიო გერარდო უგალდე გოდინესი. განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ჰააგის პროკურორისა და მოსამართლეების ქმედებები შეიცავს დანაშუალის ნიშნებს, რაც გულისხმობს უდანაშაულო პირის პასუხისმგებლობაში მიცემის უკანონო ბრალდებას და ამასთან ერთად, უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელზე თავდასხმის მომზადებას, რათა გართულდეს საერთაშორისო ურთიერთობები. „სი...

სააკაშვილი - თუ მე გადავრჩები, პ...

თუ გადავრჩები, პოლონეთის მადლობელი ვიქნები, პოლონელი ექიმების მისია ჩემი ბოლო შანსია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მის მკურნალობის საკითხებში უშუალოდ არის ჩართული უსაფრთხოების სამსახური, სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს და ცდილობენ ჩაერიონ სამედიცინო ისტორიაში. მან საუბრისას, ასევე გაიხსენა პოლონელი პოლიტიკოსი ლეხ კაჩინსკი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მის მსოფლმხედველობაზე და დასძინა, რომ იგი პუტინმა მოკლა და ახლა თავადაც იგივე ელოდება. "პოლონეთი მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილური და იდეალების ერთგული ქვეყანაა. თუ მე გადავრჩები, პოლონეთის მადლობელი ვიქნები. ლეხ კაჩინსკი იყო ის პოლიტი...

კლეიტონი „უცხოური აგენტების“ კან...

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რაც ნიშნავს, რომ ველოდებით გაუმჯობესებას მედიის თავისუფლების კუთხით, რომ  იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  კლეიტონის თქმით, "უცხოეული აგენტების შესახებ კანონპროექტი" არ იყო სწორი გზა წინსვლისთვის და ამ კანონის მიღება რისკისქვეშ დააყენებდა საქართველოსა და ბრიტანეთის თანამშრომლობას. „ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი გასულ კვირას იმყოფებოდა თბილისში, ჰქონდა ნაყოფიერი შეხვედრები ბატონ დარჩიაშვილთან და პრემიერ ღარიბაშვილთან. მინისტრმა გასაგებად აღნიშნა, რომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძ...

გიორგი ამილახვარი განათლების მინ...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩხენკელმა განათლების მინისტრის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.   "ბატონი გიორგი წლებია უკვე ჩართულია განათლების სფეროში. იგი ძალიან კარგად იცნობს განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განათლების სისტემაში. მე მჯერა, რომ ის წარმატებული განათლების მინისტრი იქნება. მან იცის ძალიან კარგად, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნო...

იმედგაცრუებული ვარ, როცა ვხედავ ...

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა" რადიკალურ ჯგუფებს აძლიერებს. "ეს არის წახალისება რადიკალიზმისა და რა თქმა უნდა, თუკი რადიკალიზმი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე საუბარი შესაძლებელი არ იქნება. ამიტომ, მე ვწუხვარ, სხვა დროსაც იყო ეს შემთხვევა და მაშინაც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ეს, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ, რომ ერთის მხრივ, საუბრობდე, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს დეპოლარიზაციისთვის და...

ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდა...

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  მედიის ცნობით, კოვზანაძემ უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. შეგახსენებთ, რომ მანდატის დატოვებას ასევე აპირებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც. ჩაჩიბაიას თქმით, მანდატის დატოვება მის პირად სურვილს უკავშირდება.

აქცია საგარეო საქმეთა სამინისტრო...

აგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. უწყებასთან სამოქალაქო აქტივისტები და ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ირაკლი დარჩიაშვილს მოუწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან პოლონელი ექიმები, რადგან პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად კრიტიკულია. ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტსაბჭოს წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები არა ევროპარლამენტარების, არამედ პუტინის მოწოდებებს ასრულებენ. "იუსტიციის, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, ასრულებენ არა იმ მოწოდებებს, რომლებიც ისმის ევროპარლამენტარების მხრიდან, არ...