ხაბეიშვილი წულუკიანს - ქ-ნო თეა,...

საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა. ძალიან ცოტა დრო გრჩებათ, ქ-ნო თეა - ჯალათების დრო იწურება, უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გათავისუფლდება და თქვენს სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია - ჯალა-თეა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ კვლავ ძალაშია ხელისუფლებასა და კულტურის სამინისტროს მიმართ "ნაციონალური მოძრაბის" შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციური პარტია მზად არის, გელათთან დაკავშირებით საუკეთესო სპეციალისტები ჩამოიყვანონ და აღნიშნულის ფინანსური უზრუნველყოფაც მოახდინონ. "გელათი არის საქართველოს გაერთიანების და ყ...

„ქართული ოცნების“ ოფისთან ენმ-ის...

"არა მოღალატეებს" - თბილისში, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი პარტიის წევრები, აქტივისტები და მოქალაქეები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს აპროტესტებენ. პარალელურად, ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ. "ასეთი აქციები გაგრძელდება, რადგან "ქართული ოცნება" დგას პუტინის რეჟიმის გვერდით, მაგრამ ქართველი ხალხი დგას უკრაინისა და ევროპის გვერდით. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ მთელ მსოფლიოსა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუთხრათ, რომ ირაკლი კობახი...

პრემიერი - ჩვენი მიზანია, საქართ...

ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას, წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9,4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც, ხოლო სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5%-მდე შემცირებას ვაპირებთ 2023 წელს,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე, სახელწოდებით „საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა  ეკონომიკურ კეთილდღეობამდე". როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია, საქართველო იქცეს ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად. „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელსაც, რომლის მოცულობაც ...

პოდოლიაკი - საქართველო სააკაშვილ...

საქართველო აგრძელებს სააკაშვილის მკვლელობას, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი კლინიკა  "ვივამედიდან" CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს. პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ "ეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს აფერხებს". "საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას. ეს უდაოდ აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპეტივებს. ასეთი მიმზიდველია რუსული (საბჭოთა კავშირი 2) ბანაკი? ასეთი მნიშვნელოვანია "სასიკვდილო საჩუქრის" მიცემა პუტინისთვის, რომელიც მაინც წააგებს? ან ქვეყანას ჰქონდეს ისეთი რეპუტაცია, რომელმაც პრეზიდენტი აწამა?", - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, გუშინ, 11 თებერვალს CNN-მა მიხეილ სააკაშვილის ...

RBC - უკრაინაში სრულმასშტაბიანი ...

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავის აღსანიშნად, კრემლმა აქცია-კონცერტი დაგეგმა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია RBC ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 თებერვალს გამართულ კონცერტში, რუსეთის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის შეკრებილებს სიტყვით მიმართავს. პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, RBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას ღონისძიებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არაფერი აქვს სათქმელი  ბოლოს პუტინის მონაწილეობით აქცია-კონცერტი ლუჟნიკში გასული წლის 18 მარტს, ყირიმის რუსეთთან ანექსიის წლისთავზე გაიმართა. მაშინ შსს- მ გაავრცელა ინფორმაცია , რომ სტადიონზე 200 ათასზე მეტი ადა...

ბოკერია - საუბარი, რომ არჩევნებს...

საუბარი, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, არის პირდაპირი გაგებით ჩვენი ქვეყნის მომავლის მტრის წისქვილზე, ივანიშვილის რეჟიმზე წყლის დასხმა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ "TV პირველის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას 2024 წლისთვის ექნება ის შესაძლებლობა, რომ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს და თუ მმართველი პარტია კვლავ შეეცდება მანიპულაციის გზით არჩევნების შედეგების შეცვლას, საზოგადოება მზად უნდა იყოს, რომ შექმნას ის ატმოსფერო, რაც უკრაინაში მაიდანის დროს იყო. "მეც ვუშვებ და დიდ საფრთხეს ვხედავ, რომ ამ ტიპის რეჟიმმა გაწიოს წინააღმდეგობა კვლავ და ცადოს არმიღება საარჩევნო მარცხის. ჩვენ ვნახეთ 2020 წელს, რომ მ...

ზარქუა - „ქართული ოცნება“ არის ხ...

ის, რომ რუსეთს გარკვეულწილად ალყაში ჰყავს ბახმუტი, მანამდე რამდენიმე სოფელი აიღო, ამაზე ინფორმაციას მათ შორის თეთრი სახლი და უკრაინის დაზვერვა ავრცელებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არის ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას არ ატყუებს და პირდაპირ ამბობს, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ წარმატებას მიაღწევს, ეს საქართველოსთვის პირდაპირი გამოწვევა იქნება. „ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას არ ვატყუებთ და პირდაპირ ვეუბნებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი რაიმე წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება პირდაპირი გამოწვევის გაზრდა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ზარქუამ.

35-მა ქვეყანამ 2024 წლის ოლიმპიუ...

35-მა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, გერმანიამ და ავსტრალიამ, 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან რუსი და ბელორუსი სპორტსმენების ამოღებას მოითხოვა, - ამის შესახებ ლიტვის სპორტის მინისტრმა, იურგიტა შიუგჟდინენემ განაცხადა. იუწყება Reuters. სამიტს ასევე ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც აგრეთვე რუსი სპორტსმენების ოლიმპიურ თამაშებზე არ დაშვება მოითხოვა.  ზელენსკის თქმით, სანამ რუსეთი კლავს და ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას, ასეთი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ადგილი არ უნდა ჰქონდეთ სპორტულ და ოლიმპიურ შეჯიბრებებში. "სანამ რუსეთი კლავს და ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას, ასეთი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ადგილი არ აქვთ სპორტულ და ოლიმპ...

მოლდოვის პრეზიდენტმა ქვეყნის პრე...

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანის კანდიდატურა წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ორი კვირის განმავლობაში დორინ რეჩანმა პარლამენტს ახალი მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა უნდა წარუდგინოს. დორინ რეჩანს აქამდე მოლდოვის უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა ეკავა, 2012-2015 წლებში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. შეგახსენებთ, დღეს, 10 თებერვალს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა თანამდებობიდან გადადგა, რასაც მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოჰყვა.

მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა, ნატა...

ნატალია გავრილიცამ მოლდოვას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ნატალია გავრილიცას თქმით, მისი მთავრობა ხელისუფლებაში 18 თვიანი ყოფის შემდეგ გადადგა, რისი უმთავრესი მიზეზიც, ეკონომიკური არეულობა გახდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმართული ომით იყო გამოწვეული. გავრილიცას პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანამ, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად, ელექტროენერგიის გათიშვა განიცადა, გარდა ამისა გავრილიცას ჰქონდა მცდელობა ქვეყნისთვის რუსეთის გაზზე დამოკიდებულება მოეხსნა.  პრემიერ-მინისტრის გადადგომით მთავრობის კაბინეტიც გადადგება, აქედან გამომდინარე, მოლდოვის პრეზიდენტმა და გავრილიცას თანაპარტიელმა,...

ვოლსკი - პრეზიდენტის განცხადებებ...

მე ვხედავ, რომ პრეზიდენტის განცხადებებში "ნაცმოძრაობის" პროპაგანდა იკვეთება, ვინაიდან რეალობას არ შეესაბამება, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი რუსეთ-უკრაინის ომზე მმართველი პოლიტიკური გუნდის გზავნილებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.  როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის მთავარსარდლის განცხადება შეუსაბამო და მავნებლურია. "არაადეკვატური განცხადებაა, შეუსაბამო განცხადებაა, ვითარებასთან შეუსაბამო განცხადებაა, მავნებლური განცხადებაა, რასაც პრეზიდენტი ამბობს "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით და ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ზოგადად... ალბათ, სჭირდება თავისი პოლიტიკური რენ...

საქართველოს რამდენიმე ქალაქში ენ...

საქართველოს რამდენიმე ქალაქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები და მოქალაქეები დღეს, ქობულეთსა და მარტვილში შეიკრიბნენ. აქციებზე შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ. "მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში პროტესტი ისმოდეს იმ ადამიანების მხრიდან, ვინც რეალურად ხედავს ამ ქვეყანაში, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება, გააქროს ყველაფერი, რაც დემოკრატიას უკავშირდება; როგორც ცდილობს, გააღარიბოს ადამიანები... მარტვილში მოქალაქეები აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და აცხა...

ვაშაძე - კობახიძე ისეთ რამეს კად...

ირაკლი კობახიძე თავისი განცხადებით ცდილობს ღალატის და ლაჩრობის გამართლებას, რომ მარცხისთვის განწირული რუსეთის უძლეველობის მითი დაამკვიდროს, - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ბოლო კვირებში უკრაინას დასახლება არ აუღია და ამ ეტაპზე უპირატესობა რუსეთს აქვს".  ვაშაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ, რათა გამოჩნდეს, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს გვერდით დგას.  "ირაკლი კობახიძე თავისი განცხადებით ცდილობს ღალატის და ლაჩრობის გამართლებას, რომ დაამკვიდროს მარცხისთვის განწირული რუსეთის უძლეველობის მითი...

ხაბეიშვილი - პუტინის ლაქია კობახ...

მივმართავ ირაკლი კობახიძეს - რუსეთი ობიექტურად მარცხდება უკრაინაში და მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს, რომ ბოროტება გაიმარჯვებს და სიკეთე დამარცხდება, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას. როგორც ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, "პუტინის მსახური, ლაქია" ირაკლი კობახიძე რუსი პროპაგანდისტების - სიმონიანისა და სალავიოვის გვერდით ყოფნასა და "როგორც მთავარი რუსეთუმე, პუტინისტი საქართველოში", დასანქცირებას იმსახურებს. "რა უნდა მოხდეს, რომ საქართველო გაერთიანდეს? - პასუხი ცალსახა და მარტივი...

„ხალხის ძალა“ - ხომ არ გადაკვეთა...

თუ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხისთვის ტრადიციული ღირებულებების დათმობასა და ფასეულობებისგან დაცლილი აგენტოკრატიის დამყარებას ნიშნავს, ასეთ წევრობას ჩვენი მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, არავითარი ფასი არა აქვს, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" ავრცელებს. როგორც "ხალხის ძალაში" ამბობენ, საჭიროა, ფართო დისკუსია ყველა თემაზე, რომელიც ევროკავშირში მიმდინარე პროცესებსა და გაერთიანებაში საქართველოს პერსპექტივას უკავშირდება.  „ცენზურისგან თავისუფალი მედია დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ამ ტრივიალური ჭეშმარიტების გათვალისწინებით, უკიდურესად შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ საზოგა...

ზელენსკი - გერმანიის კანცლერის დ...

გერმანიის კანცლერის დარწმუნება მიწევს, რომ უკრაინისთვის დახმარება, ევროპის დახმარებას ნიშნავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის მოლაპარაკებები გერმანიასთან ტანკების მიწოდების საკითხზე რთულ ფაზაშია.  „მისი [ოლაფ შოლცის] დარწმუნება მიწევს, რომ დაეხმაროს უკრაინას. მუდმივად მიწევს იმის დამტკიცება, რომ ეს დახმარება ჩვენთვის კი არ არის, არამედ ევროპისთვისაა", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია არის ის ევროკავშირის ქვეყანა, რომელიც უკრაინაში ყველაზე მეტ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უზრუნველყოფს და ასევე ყველაზე კონკრეტულ მხარდაჭერას, როდესაც საქმ...

პუტინი - რუსეთში არაფერს არ განუ...

რუსეთში არაფერს არ განუცდია მარცხი და არაფერი არ იშლება. ჩვენი კომპანიები და მეწარმეები ძალიან წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. მისივე თქმით, მწარმოებელი კომპანიების მიერ რუსეთის დატოვების მიზეზი, მათივე სახელმწიფოების მხრიდან მათზე ზეწოლა გახდა. მან დასძინა, რომ რუსეთის მხრიდან შიდა ბიზნესის გაფართოების პერსპექტივა არსებობს და ფაქტი, რომ უცხოურმა კომპანიებმა რუსეთი დატოვეს რუსეთი ამით ზარალს არ განიცდის. “დღეს მათი [დასავლური კომპანიების] დიდი ნაწილი, საკუთარი ხელისუფლებებისგან წნეხის ქვეშ არიან, ტოვებენ ჩვენს ბაზარს. ყველაფერი საუკეთესო მათ... რუსეთში არაფერი ჩამონგრეულა და არაფერი იშლება. ჩვენი კომპან...

წულუკიანი სააკაშვილზე - ჩვენ გვე...

ასეულობით ადამიანმა დაინგრია ცხოვრება, დაკარგა სიცოცხლე, აწამეს. უამრავი დანაშაულია, რომლის შემოქმედიც იყო მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრიდან ისმის მოწოდებები, რომ 9000 პატიმრიდან, რომლებიც სასჯელს იხდიან, გამოირჩეს მიხეილ სააკაშვილის, მხოლოდ იმის გამო, რომ ის რთული ქცევის მქონე პატიმარია. „ჩვენ გვეუბნებიან, რომ არა უშავს, იმ 9000 პატიმარს, რომელიც არის ამ ქვეყანაში, ეს ერთი გამოარჩიე და გამოუშვი თავისუფლებაზე მარტო იმიტომ, რომ ის რთული ქცევის მქონე პატიმარია“, - განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის...

შარლ მიშელი ზელენსკის - თქვენ ხა...

თქვენ ხართ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი, რომელიც შთააგონებს მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით თავისუფალ მსოფლიოს თქვენი ქვეყნის მართვით, სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლით, - ასე მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. მისივე თქმით, უკრაინა თავს იცავს და იბრძვის მომავლისთვის და წელიწადზე ნაკლებ დროში იმაზე მეტად მიუახლოვდა ევროკავშირში გაერთიანებას, როგორც არასდროს. "ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენ ვერ წარმოიდგინეთ, რამდენად ამაღელვებელია ჩემთვის თქვენი მიღება ევროპის საბჭოში, მოგესალმებით უდიდესი პატივისცემით, კეთილი იყოს დაბრუნება ევროკავშირში, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში. ჩვენ ვიცით, რა რისკებთანაა დაკავშ...

რატომ გაილაშქრა მთავარმა ლეიბორი...

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს პრესსამსახური, "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის მიერ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ პოზიციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის ასეთი კანონზომიერება: პოლიტიკოსები გამოცდილებას წლების განმავლობაში იძენენ, პოლიტიკანები კი ჯამბაზებად გადაგვარდებიან. როგორც ჩანს, შალვა ნათელაშვილმა, რომელიც ინერციით რეესტრებში არის შეტანილი ხმამაღალი ტიტულით "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, საბოლოოდ გადაწყვიტა თავისი სტატუსი ჯამბაზად დაეფიქსირებინა. მთელი მისი მოღვაწეობა მრავალი ათწლეულის მანძილზე უკვე შენარჩუნებული იყო მძვინვარე პოპულიზმის ჟანრში. ...