“ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვას არ გეგმავს, ეს ტყუილია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძე მედიასთან განმარტავს, რომ საუბარია წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელიც ტერიტორიების დაკარგვას ეხება და რომელსაც გამოძიება ჭირდება. მისივე თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ საკითხზე. “ქართული ოცნება“ არ აპირებს პარტიების აკრძალვას, როგორც თქვენ ციტირებთ. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. აქ საუბარია იმ კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული და ვისი დაკვეთით კეთდებოდა ეს, ცხადი უნდა გახდეს ყველასთვის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ამ ...
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ზეწოლისა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, მმართველი გუნდისთვის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლების მხრიდან წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა. "ის, რაზეც ვსაუბრობთ და რასაც მოსახლეობას ვპირდებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ვხედავთ, თუ რა ხდება მსოფლიოში, რა ვითარებაა რეგიონში. მშვიდობის დაცვა, შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დგას ბინძური, ყველაფრის მკადრებელი ძალა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით. ...
ივანიშვილის ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში კიდევ უფრო გაძვირდება, ისედაც გაძვირებული გადასახადები, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხაბეიშვილი წერს, 26 ოქტომბერს არჩევნებში ხალხმა უნდა გაიმარჯვოს. "ივანიშვილისხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში კიდევ უფრო გაძვირდება, ისედაც გაძვირებული გადასახადები - ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს მინიმუმ 5 - 7 თეთრით, გაზის გადასახადი მინიმუმ 65-70 თეთრი გახდება, საწვავის ფასი 4 ლარამდე გაიზრდება, მინიმუმ 20-30 % გაიზრდება პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასი. გაძვირდება სხვადასხვა სერვისე...
უნდა გადავრჩეთ ფიზიკურად, უნდა გადავრჩეთ სულიერად და გავაგრძელოთ ღირსეული სვლა და განვითარება ევროპისკენ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით და ჩვენი ქართული იდენტობის, ქართული, ეროვნული სულის და რწმენის შენარჩუნებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მთელ მსოფლიოს უნდა დაანახოს, რომ პატრიოტი ქართველის გარედან მართვა შეუძლებელია, ხოლო გარე აქტორებმა კი პატივი უნდა სცენ და ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს. "მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ პატრიოტი ქართველის გარედან მართვა შეუძლებელია. ბევრი რამ შეიძლება დათმოს ქართველ...
სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის დღესაც ის ორი ფასეულობა, რომლის დასაცავად არცერთი ნაბიჯით უკან არ შეიძლება დავიხიოთ და არც დავიხევთ, - ამის შესახებ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მცხეთაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. კობახიძის თქმით, ქართველი ხალხი, არჩევანს ყოველთვის მშვიდობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის სასარგებლოდ აკეთებდა, შესაბამისად, 2012 წლიდან დღემდე, „ქართულმა ოცნებამ“ 8 არჩევნებში გაიმარჯვა. "ქართულმა ოცნებამ" 2012 წლიდან დღემდე 8 არჩევნებში გაიმარჯვა. ყოველი არჩევნები იყო უკიდურესად პრინციპული ჩვ...
პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და განმარტა, თუ რატომ სჭირდება მმართველ გუნდს 26 ოქტომბრის არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ, „ქართული ოცნება“ მიიღებს კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რის შედეგადაც, საქართველოში კონსტიტუციის დონეზე აიკრძალება ერთნაირსქესიანთა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობა, ლგბტ-წყვილის მიერ შვილის აყვანა და სხვა. „საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ, „ქართული ოცნება“ მიიღებს კონ...
ხატია დეკანოიძე პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნდა. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტის ოფისში მიმდინარე ბრიფინგზე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ განაცხადა. როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, დეკანოიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც მისასალმებელია. ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე", - განაცხადა კობა ნაყოფიამ. თავის მხრ...
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, კონგრესმენ დინ ფილიფსს შეხვდა. ბოკუჩავას განცხადებით, კონგრესმენ დინ ფილიფსთან საუბარი იყო რუსეთის შეკავების მნიშვნელობაზე, საქართველო-ამერიკის ურთიერთობის აღდგენაზე, მეგობარი აქტზე და იქ გაწერილ სიკეთეებზე, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია და დამატებითი დახმარება საქართველოსთვის, ისევე როგორც სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ იმ ანტიდასავლური და ანტიევროპული ნაბიჯების გამო, რაც მან გადადგა. “კონგრესმენმა დინ ფილიფსმა საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ არსებობს ორ პარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესში. დემოკრატიული პარტიის ლიდერშიფს ძალიან კარგად...
ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, მოვიტანოთ ამერიკული ინვესტიციები, მივიღოთ უვიზო მიმოსვლა,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, აშშ-სთან ურთიერთობის ახალ ხარისხში გადაყვანა საქართველოს ბევრ სიკეთეს მოუტანს, განსაკუთრებით კი ეკონომიკური მიმართულებით. “რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე, ახლა ვიმყოფებით დემოკრატიული პარტიის კონგრესზე, სადაც მოხდება კამალა ჰარისის წარდგენა, როგორც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ვესაუბროთ ამერიკელ ლი...
სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ ღიად მოგვიწოდებდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ყირიმის პლატფორმის" მე-4 სამიტზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას შეეხებოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მისთვის ზურაბიშვილის და უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა აბსოლუტურად არ არის გასაკვირი. "სალომე ზურაბიშვილიც არის სამწუხაროდ იქ, სადაც ხმოვანდებოდა მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო ჩემი და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ეს იყო ომის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დაიწყო ასეთი სიტყვ...
გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ზურაბიშვილის განცხადებით, "ისინი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს". "გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან. ესენი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს. მარადიული ხსოვნა იყოს თქვენი! ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ თქვენი ღირსნი ვიყოთ და თქვენი გზა ჩვენც გავამართლოთ!" - წერს პრეზიდენტი "ფეისბუქის" გვერდზე. ცნობისთვის, დღეს, 18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბ...
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევა მოხდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თიკა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე პლატფორმა „ერთიანობას“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდება. „პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არის პარტიის ყრილობა, სადაც, ერთი მხრივ, მოხდება ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევა, რომლის კანდიდატურაც პარტიას შემოგვთავაზა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ასევე, დღევანდელ ღონისძიებაზე ჩვენს პლატფორმას, „ერთიანო...
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, "საუბარი შეეხო „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გაფართოვებას და კოალიციური პარტნიორის დამატებას. მეორე საკითხი ეხება ყრილობის მოწვევას, "სადაც უნდა ავირჩიოთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას წარმოუდგინა კობა ნაყოფია". „ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური საბჭოს განხი...
მოღალატეთა ბანდა იმიტომ მოიყვანა პუტინის რეჟიმმა ხელისუფლებაში, რომ სწორედ ეს ღალატი ჩაედინა, რომ მიუხედავად სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების ერთმნიშვნელოვანი ვერდიქტებისა, რომელიც ცხადია, პუტინს არ მოეწონა, ამ ბანდამ, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ილაპარაკოს რომ არა, რუსეთი კი არ არის დამნაშავე, არამედ სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე ომის გაჩაღებაში საქართველოსვე ტერიტორიაზე,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო გასამართლების შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებს. როგორც ბ...
სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარემ, პრეზიდენტის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევმა "იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა. პატრუშევის თქმით, "საქართველოს საქმეებში ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირმა ჩარევამ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" გამოყოფა გამოიწვია". "ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეულებრივი თანამგზავრია. სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ მასთან არანაირი კა...
მოვითხოვთ, დაიწყოს საჯარო სასამართლო "ქართული ოცნების" მოღალატეობრივი პოლიტიკის შესასწავლად,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გვარამია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებასა და ამავე განცხადებაზე გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, დიმიტრი პოლიანსკის კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "საქართველომ დაიწყო ომი" - "ეს არის ბრალდება, რომელიც ქვეყნის ღალატს უტოლდება". "თუ რამეს არ სჭირდება დადგენა, ვინ ჩაიდინა ღალატი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშ...
ყოველ წელს ჩვენ გვაკვირვებს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკალური სურვილი, რომ განიხილონ სააკაშვილის აგრესია "სამხრეთ ოსეთის" წინააღმდეგ 2008 წელს. იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას, ეს სულ უფრო და უფრო ჰგავს მაზოხისტურ ქმედებებს,- ამის შესახებ გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პოლიანსკიმ აღნიშნულ საკითხზე საუბრისას აქცენტი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე გააკეთა. "მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, უბრალოდ წარმოგიდგენთ საქართველოს მმართველი პარტი...
გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა გაეროსთან მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, ფრანჩესკა გატი, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. მათივე ცნობით, სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს ...
სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა დაბრენდა, რომ არის დეზინფორმაციის და სპეკულაციის წყარო,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. იონათამიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "არის ძალიან დიდი სირცხვილი და სწორედ ამიტომ, მისი მხარდაჭერა დანაშაულის, ღალატის, ამორალურობის, დეზინფორმაციის და სიცრუის მხარდაჭერას ნიშნავს". "სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა დაბრენდა, რომ არის დეზინფორმაციის და სპეკულაციის წყარო. ...
პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ერთიანობის ფლაგმანი. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის უდიდესი პასუხისმგებლობაც სწორედ იმიტომ ავიღე, რომ მტკიცედ მჯერა ერთიანობის იდეისა და ძალის,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის "ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, "საპატიო თავმჯდომარე და ამ პარტიის ყველაზე დიდი ელექტორალური ძალა". "ჩვენ ვიზიარებთ მის მოწოდებას ერთიანობისკენ, მათ შორის, ძველი თანამებრძოლების მიმართ. დროა, გვერდზე გადავდოთ წარსულში არსებული ყველა განსხვავება და გავერთიანდეთ ქვეყნის საკეთილდღეო...