ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილი სას...

მიჭირს იმ რეალური სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესატყვისება სააკაშვილის "გაფარჩაკებულ' თუ "გაბანძებულ" მდგომარეობას. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილს სასჯელის მიღება უჭირს და საზოგადოებისგან აქციებს ითხოვს. "მიჭირს იმ რეალური სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესატყვისება სააკაშვილის "გაფარჩაკებულ" თუ ბოდიში და "გაბანძებულ" მდგომარეობას. ეს არის აგონიაში მყოფი ადამიანის განცხადება, სრულიად სასოწარკვეთილია და უჭირს მიიღოს სასჯელი, რომელიც აქვს მისჯილი სამართლიანად და საზოგადოებისგან ითხოვს აქციების მოწყობას, რომ როგორმე მისი თქმით, ტყვეობიდან დაიხსნან. ეს არის გაუგონარი აგრესიის ...

ხაბეიშვილი – რეჟიმის ცვლილებისთა...

სამოქალაქო აქტივისტები არ სჩადიან არანაირ დანაშაულს და ხდება მათი დაკავება, მოგვიწევს სამართლებრივი ღონისძიებების გატარება პოლიციელებზე და მოსამართლეებზე, რომლებიც უკანონობას სჩადიან - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განცხადა. მისივე თქმით, რეჟიმის ცვლილებისთანავე ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული აქტივისტი კომპენსაციას მიიღებს. "მეგობრებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ როცა მტკიცებულებების გარეშე გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხართ და უკანონოდ აკავებთ სამოქალაქო აქტივისტებს, ასევე თქვენ ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. ვგულისხმობ იმ პოლიციელებს, რომლებიც, რიგ შემთხვევაში, შემდეგ სასამარ...

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელშ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვენიის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი მიწვევით, 15 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოშიდღეს გაემგზავრა. "სამიტზე მიღებული იქნება პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების ასახვა. დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დადასტურდება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, ასევე ს...

ელენე გიორგაძე სააკაშვილზე - საკ...

დღეს, სახელმწიფო კონსილიუმის წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტთან - მიხეილ სააკაშვილთან კვლავ იმყოფებოდნენ. ენდოკრინოლოგი, ელენე გიორგაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი საკვებს უკვე კარგად ითვისებს. მისივე თქმით, ხვალიდან, მიხეილ სააკაშვილს კვების სამედიცინო შეზღუდვა მოეხსნება და იგი უკვე გაფართოვებულ კვებაზე გადაინაცვლებს. „ხვალიდან კვებაში შეზღუდვა საერთოდ აღარ იქნება, ფიზიოლოგურ კვებაზე იყო, მაგრამ გარკვეულ პროდუქტებს მაინც ვზღუდავდით. უკვე ხვალიდან, ჩვეულებრივ გაფართოვებულ კვებაზე იქნება. საკვებს კარგად ითვისებს. ბევრი წამალი - ის მიკრო, მაკრო ელემენტები უკვე მოხსნილი აქვს. ასე რომ ვთქვათ, ენდოკრინოლოგმა ყველანაირად დაამთავრე მუშაობა“, - აღნიშნა ელენე გიორგაძემ.

გიული ალასანია სააკაშვილზე - „და...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ - გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის ექსპრეზიდენტი ვეღარ დადის. „ჯოჯოხეთი თითქოს გავიარეთ ვფიქრობ, მაგრამ რომ ვუყურებ, გავიარეთ?! ძალიან თვალშისაცემია, ადამიანს უჭირს სიარული. მაგის ნორმალური სიარული არ მახსოვს, „დაფრინავდა“ ხოლმე და ახლა უცებ ხედავ, რომ ვერ დადის. საშინელი საყურებელია. აშკარად არ არის ნორმალური მდგომარეობა. ვხედავ, რომ უნდა გადადგას ფეხი და ვერ დგამს. 21 დეკემბრის აქციაზე დიდ იმედებს ამყარებს. ფიქრობს, რომ ის ძალა, ძალის ჩვენება არის გადარჩენის აუცილებელი საშუალება“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მარიამ ქვრივიშვილი - „ექსპო დუბა...

„ძალიან ემოციური დღეა საქართველოსთვის, ვიმყოფებით „ექსპო დუბაიზე" სადაც უდიდესი ყურადღება დაეთმო საქართველოს, გვყავდა ბევრი ვიზიტორი ჩვენი ქვეყნის მუდმივმოქმედ სტენდზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენთან ერთად იმყოფება სამი დიდოსტატი საქართველოდან - ქალბატონები ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და სოფიო გვეტაძე , რომლებიც,  დღის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობებში, მათ შორის, პანელურ  დისკუსიასა თუ მეგობრულ მატჩში მონაწილეობით,  საქართველოს ძალიან დადებით ჭრილში წარმოაჩენენ"- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, დუბაიში, საერთაშორისო გამოფენა  „Expo 2020 Dubai"-ის ფარგლებში გამართული მეგობრუ...

გიორგი ვოლსკი - არასდროს არ გვით...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მმართველ პარტიას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, თანამშრომლობაზე უარი არასდროს უთქვამთ. მისი თქმით, ოპოზიციის პათოსი  ქვეყნის დესტაბილიზაცია, რევოლუცია და მიხეილ სააკაშვილის დახსნაა. „ჩვენ არასდროს არ გვითქვამს უარი იმაზე, რასაც ჰქვია თანამშრომლობა. შერიგების საკითხი, სიტყვა სხვა არის და არ შეესაბამება იმ მოთხოვნას და ულტიმატუმს, რომელიც ყოველდრიურად გვესმის. თითქოს, შერიგების ხაზი უნდა გადიოდეს სააკაშვილის განთავისუფლებაზე, ყველა დანაშაულის პატიებაზე, ისე, რომ თვითონ არ აღიაროს. ასევე, რიგგარეშე არჩევნებზე და ზოგადად, გადადგომასა და ხელისუფლებაში მათ...

მიხეილ სააკაშვილი - 21 დეკემბერს...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ საზოგადოებას 21 დეკემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, საზოგადოება კიარ უნდა დაელოდოს „ოლიგარქის“ მხრიდან შეწყალებას, არამედ, „ისინი“ უნდა სთხოვდნენ ქართველ ხალხს შენდობას.  „ვუპასუხოთ ქურდებისა და მკვლელების ბანდას ფასების ზრდისთვის, უმუშევრობისთვის, ქვეყნის დაცლისთვის, საბანკო განაკვეთებით ძარცვისა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის, მძლავრი საერთო ეროვნული აქციით, 21 დეკემბერს რუსთაველზე. საკუთარ ხალხზე "გამარჯვება" მათ წინანდალში ღრეობით იზეიმეს. ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენი ერთიანობით, მიუხედავად პარტიულობისა და უპარტიობისა. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ოლიგა...

რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს მიე...

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი" და აღდგენითი მართლმსაჯულების ქართული მოდელი გააცნო. ამბის შესახებ ზემოთ აღნიშნული სამინისტრო იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. &b...

იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს შეი...

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური, გენერალ-მაიორი იუსეფ ა. ალ ჰნაითი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციიას საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, იორდანელ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიის გაერთიანებული შტაბის მეთაურს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ნატოში ინტეგრაციის კუთხით საქართველოსა და იორდანიის მისწრ...

ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხ...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ გარემოში - საპატრიარქოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა თუ გორის ჰოსპიტალში შეხვედრისა და თანამშრომლობის სურვილს გამოხატავს. ეკა ხერხეულიძის თქმით, მიუხედავად სურვილისა, ექსპრეზიდენტს საპატრიარქოსთან შეხვედრა შეუძლებლად მიაჩნია. „მას შეუძლებლად მიაჩნია ტექნიკურად განხორციელდეს  ეს, ვინაიდან მისი პირობები ყველასთვის ცნობილია. ის თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს, ნებისმიერ გარემოში. ეს იქნება, საპატრიარქო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გორის ჰოსპიტალი - ნებისმიერი ლოკაცია, ოღონდ ეს დაპირისპირება დასრულდეს. იგი ყველას მადლობას უხდის და ფიქრო...

მიხეილ სააკაშვილი - მივესალმები ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ სამმხრვი დიალოგის მხარდაჭერა „მისასალმებელია“. ექსპრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დაპირების შესრულების პარალელურად, საზოგადოებამ საპროტესტო აქტიურობის ინტენსიურად წარმართვა უნდა მოახდინოს. „მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას, მით უმეტეს, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა მისგან მოდიოდა. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი. იმედია ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება და როგორც თვითონ ისაუბრა "ინკლუზიურ...

ალუდა ღუდუშაურის თქმით, სააკაშვი...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას არავინ გეგმავს. ღუდუშაურმა ასევე, მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმსა და ცენტრ „ემპათიის“ კონსილიუმის წევრებს მოუწოდა, რომ უფრო მეტად აღარ დაიზიანონ საკუთარი ავტორიტეტები. „ჩემთვის წარმოუდგენელია, რად უნდა უღირდეს, წარმატებული ექიმი იქნება თუ ნებისმიერი პირი, რომელიც ამდაგავრ განცხადებას აკეთებს. ამ წლების განმავლობაში, ნუთუ არ იყო ერთი პატიმარი მაინც საქართველიოში, რომელიც საჭიროებდა მათი ამდაგვარი განცხადებების გაკეთებას?! სად იყვნენ ეს ბატონები?! ტყილად ნუ დახარჯავენ დროს, ენერგია. მე მათ მოვუწოდებ, ნუ დაკარგავენ, ამა...

თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ...

ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ. - მეუფე იაკობი ქადაგებისას "ერვონული შერიგების" საკითხს გამოეხმაურა და ამბობს, რომ ცდილობს მხარედ არ გამოჩნდეს და შერიგების ერთადერთ გზას ეკლესიაში ხედავს. მისი თქმით,ეკლესიაში შერიგება ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით. ამასთან მეუფემ დასძინა, რომ შერიგების ამ ფორმას პატრიარქიც იზიარებს. „ვფიქრობ, რომ კორონას ადვილად დავამარცხებთ კაცობრიობა, მათ შორის, ქართველები, მაგრამ რა ჭირიც ქვეყანაში გვაქვს, ეს ძალიან რთული დასამარცხებელი იქნება. ჩვენ ერთმანეთს დავამარცხებთ თუ არ გავიაზრეთ რა გველოდება წინ. ერთი რაღაც იმედს მაძლევს, რამდენიმე წელია შერიგებაზე ვლაპარაკობ, შენდობას ვითხოვ - ცოტა მძიმედ ვიტ...

ხმაური ბათუმის საკრებულოში - ოპო...

ბათუმის საკრებულოში ხმაური გრძელდება - ოპოზიციის წევრები მერის კაბინეტიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა.  საკრებულოს დეპუტატები ქალაქის მერს უკანონო მშენებლობებსა და კორუფციაზე განმარტებას სთხოვენ. "ჩვენ არსად არ ვაპირებთ გასვლას, ადამიანს მოვუტანე დოკუმენტი, რომ კორუფციაა მერიაში და  იარაღიან თანამშრომელზე მეუბნებით საშიშროებას არ წარმოადგენსო. რა პასუხიი უნდა მივიღო მერისგან რომელიც ხმას არ იღებს?" -  აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი. დეპუტატების თქმით, მტკიცებულება არსებობს, რომ ზედამხედველობის უფროსის მოადგილე იარაღით დადის. "არსებობს ვიდეო-მტკიცებულებები, სადაც ზედამხედველობის უფროსის მოადგილე, ბესიკ ცეცხლაძე სამშენებლო ობიექტზე იარ...

ხავიერ კოლომინა - 2008 წლის ბუქა...

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ეხმაურება. როგორც კოლმონა აღნიშნავს რუსეთს სურს უკარნახოს უკრაინასა და საქართველოს, თუ რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. „რუსეთს სურს უკარნახოს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. როგორც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცოტა ხნის წინ რიგაში განაცხადეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ერთგული ვართ,”- წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერში“. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინის...

ენტონი ბლინკენი - თუ საქართველო ...

ალიანსმა 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა,ენტონი ბლინკენმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განცახადა. მისივე თქმით, თუ საქართველოსა და უკრაინას ექნებათ ნატო-ში გაწევრიანების სურვილი და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ეს საკითხი წინ წაიწევს. „ალიანსმა 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის. საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების სურვილი თუ ექნებათ და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ეს საკითხი წინ წაიწევს. ნატო-მ დაარსების დღიდან ნათლად აჩვენა, რომ მისი კარი ღია იქნება ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის წევრ...

თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანი...

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია “პირველის” კიდევ ერთ  ანტისახელმწიფოებრივ სიუჟეტს, რომლის მიხედვით თითქოსდა გადინების საკითხი თავდაცვის ძალებში უკავშირდება სამხედროების სამსახურის დაუფასებლობას. ასევე, ტელეკომპანიამ პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად სიუჟეტში ტრადიციულად განაგრძო აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდება ხელისუფლების რუსეთთან ფარული თანამშრომლობის ნარატივის შესახებ. ნათელია, რომ ტელეკომპანია პირველის აღნიშნული სიუჟეტი ემსახურებოდა ბოლო წლებში თავდაცვის მიმართულებით ძალიან მასშტაბური და წარმატებული შედეგების დაკნინებას. ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის შემდეგ დაიწყო და გრძელდება ჯარისკაცებისთვის მრავალი წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლე...

მოსკოვში, 3+3 ფორმატის შეხვედრაზ...

მოსკოვში, 10 დეკემბერს გამართულ ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმის 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველოს დროშა დაკიდეს. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ფოტო ირწმუნება, რომელშიც შეხვედრაზე მონაწილე ქვეყნების დროშემთან ერთად საქართველოს დროშაც გარკვევით ჩანს. შეგახსენებთ, რომ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი იღებდა, საქართველო არ დასწრებია. აღნიშნულის თაობაზე, განცხადება საქართველოს საგარეო სამინისტრომ 9 დეკემბერს გააკეთა.

ნინო ლომჯარიას თქმით, სააკაშვილი...

გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. მან ადგილზე, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი საჭირო კვლევების თაობაზე, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე დასკვნასა და რეკომენდაციებს წარადგენს. „დღეს ჩვენთან ერთად, ნერვოლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი ფსიქიატრიც, რომ შევაფასოთ ის წუხილი, რაც გამოითქვა დოზირებასთან დაკავშირებით, ასევე, შესრულდა თუ არა ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გავეცით ჩასატარებელ ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით. მოხდება სამედიცინო შემოწმება. შემდეგ ალბათ, იქნება მათი დასკვნაც და რეკომენდაციები ჩატარ...