ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17-19 მარტს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თბილისში იენს სტოლტენბერგი 18 მარტს აზერბაიჯანიდან ჩამოვა და ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. შეხვედრის შემდეგ, იენს სტოლტენბერგი ირაკლი კობახიძესთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.
"ენჯეოების" განცხადებები უკვე განსაცვიფრებელია, მათი განცხადება ვნახეთ, რომ თურმე, ხელისუფლებას განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით რეაქცია არ უნდა ჰქონდეს. რა განსხვავებულ აზრზეა საუბარი? - ქვეყნის სუვერენიტეტსა და საქართველოს კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 12 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, "სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვერავინ დათმობს, საქართველოს ხელისუფლებისგან ამ საკითხზე არანაირი კომპრომისი არ იქნება". "თუ "ენჯეოები" ფიქრობენ, რომ ორი აზრი უნდა არსებობდეს ქვეყნის სუვერენიტეტზე, მაშინ უკვე გას...
რუსულმა ,,ეფესბემ” კალაშოვთან ერთად მისი მარჯვენა ხელი, კანონიერი ქურდი, ბადრი კუბლაშვილიც გამოაშვებინა, რაც საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ მათი მომავალი დავალება სწორედ საქართველოს არჩევნებია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, "ივანიშვილი აგებს არჩევნებს და ეს ყველაზე კარგად მისმა კურატორებმა იციან". "რუსულმა ,,ეფესბემ” კალაშოვთან ერთად მისი მარჯვენა ხელი, კანონიერი ქურდი, ბადრი კუბლაშვილიც გამოაშვებინა, რაც საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ მათი მომავალი დავალება სწორედ საქართველოს არჩევნებია. უნდა ველოდოთ რაფალიანცის ტიპის პროვოკაციებსა და "შავების" აქამდე არნ...
ანკარა ევროატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჰაქან ფიდანმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ შევეხეთ მთელი რეგიონისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას, პირველ ყოვლისა, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. დავადასტურეთ ჩვენი სწრაფვა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ კონკრეტული პროექტების საშუალებით თანამშრომლობის გაძლიერების მიზნ...
2012 წელს, 15 ლიტრს შესაძენად რაც სჭირდებოდა მოსახლეობას, ახლა იგივე ფასში შეიძენს 10 ლიტრ საწვავს. მოსახლეობას აინტერესებს საქართველომდე მოსული საწვავი, რომელიც ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს, როგორ ხდება ორჯერ უფრო ძვირი ბენზინგასამართ სადგურზე, მათ ეს აინტერესებთ და არა ხელისუფლების ცინიკური დამოკიდებულება ამ პრობლემაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლებას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით პასუხი არ აქვს და მას მოგონილს უწოდებს. „თვალსაჩინოებისთვის უნდა დავიწყო პირდაპირ საქმით, ეს არის 2012 წელს რამდენ ლიტრ საწვავს შეიძენდი გარკვეულ თანხად -...
რამდენჯერაც მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, ყოველ ჯერზე ეს იყო უცხოეთიდან - გავიხსენოთ მელიას შეწყალება, გვარამიას შეწყალებ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „ქვეყნისთვის მავნე იქნება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ჩართულები დამოუკიდებელი ქვეყნის მართლმსაჯულებაში". „საქართველო უნდა მართოს ქართველმა ხალხმა თუ უცხოელებმა, ეს არის საკითხი. ჩვენ ჩვენს 30- წლიან დამოუკიდებლობაზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ქართველი ხალხია ის, ვინც უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა; ის, ვისი მანდატითაც უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები. „ენჯეოები“, რომლებიც 100%-ით ფინანსდებიან უცხოეთიდან, ამბობენ, რომ მათმა დამფინანსებლებმ...
ეჭვი არ მეპარება, რომ კალაშოვი საქართველოს არჩევნებისთვის გაათავისუფლეს... არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი დავალება ციხეში ჩემი საკითხის საბოლოო "მოგვარება" იყოს, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის სასამართლოს მიერ ე.წ. კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის პატიმრობიდან გათავისუფლებას. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, კალაშოვს ქართული კრიმინალური სამყაროს მართვას დაავალებენ. "რუსეთში ვადის ამოწურვამდე 4 წლით ადრე, ციხიდან ყველაზე ავტორიტეტული კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი გამოუშვეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის საქართველოს არჩევნებისთვის გაათავისუფლეს. როდესაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, კალაშოვმა დუდუ დადიანის მეშვეობით 30 ათ...
ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, მაისის ბოლოს გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. „ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის სავარაუდოდ, გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით, შესაბამისად, არა მხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ ივნისიდან ვგეგმავთ კონკრე...
საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის, ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია, რომელსაც აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. „საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ღრმად გვჯერა, საქართველოს ისევე, როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის, ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის რეფორმები, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ნატო და...
მგონია, რომ ეს არის მათი პატრონების დავალება, საიდანაც იმართებიან და ვისი ინტერესიც არის, რომ ქვეყანაში იყოს დაძაბულობა და რყევები,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა მას „ენჯეოების“ მხრიდან ქართული მართლმსაჯულების ე.წ. კლანად მოხსენიებაზე გაკეთებული განცხადებების შეფასება სთხოვა. თბილისის მერის თქმით, „გარკვეული ძალები სწორედ ამ ადამიანების ხელით აღვივებენ პოლარიზაციას და დაპირისპირებას ქვეყანაში". „არავისთვის არაა ახალი ის, რომ „ენჯეოები" დღეს ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და მხარეს წარმოადგენენ. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც 2020 წლის არჩ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ურთიერთობები განიხილეს. "საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას და უორდროპის სტრატეგიული დიალოგის როლს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების კუთხით. აღინიშნა ასევე გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარკ...
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის განვითარება იმგვარად უნდა განაგრძოს, რა მეთოდიც ახლა აქვს არჩეული. რაც შეეხება საწვავის ფასებს, დედაქალაქის მერის თქმით, რთულია, მსოფლიოში წლების წინ არსებული ვითარება დღევანდელს შეადარო. „ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რომ კონკრეტული პარტიის თავმჯდომარე პერფორმანსებით არის დაკავებული. თავიდანვე ვთქვი, როდესაც მას პარტიის თავმჯდომარედ ირჩევდნენ, რომ საინტერესო პერფორმანსები და მოვლენები გველოდებოდა წინ. ასე განაგრძოს. ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს. როგორ შეიძლება, 2012 წელს შევადაროთ დღევანდელი მოცემულობა? მთელი მსოფლიო შეიცვალა, ხედავთ რა ხდ...
მინდა ყველას გავაგებინო, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. ალასანიას თქმით, "არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ ექსპრეზიდენტის გადახრა არ იქნება". "დღევანდელი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მინდა ყველას გავაგებინო, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე. ხუთიანი არის მისი არჩევანი და არავითარი გადახრა არც მარჯვნივ, არც მარცხნივ მისგან არ იქნება. ყველას საყურადღებოდ, მისი არჩევანი რჩება ხუთიანი. არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება, მისი არჩევანი არის ხუთიანი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად დავინახე და გავიგე, ადამიანებს, რომლებსაც აცვიათ მაის...
როგორ შეიძლება, კონკურენტად აღიქვა ადამიანები და პოლიტიკური პარტია, რომელიც იბრძოლებს, რომ ერთი ან ორი პროცენტი მიიღოს, ყველა იმ პოლიტიკური პარტიას და პოლიტიკოსს, რომლებიც რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, ექნებათ პრობლემა ბარიერის გადალახვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ნიკა მელია და ნიკა გვარამია საზოგადოებას „ვერ წარუდგებიან, როგორც ახლები, რადგან მათზე მოქალაქეებმა საკმაოდ ბევრი იციან". „დღეს შეიძლება, აქვთ სურვილი, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს ახლები არიან, თუმცა მელია რომელი ახალია ან ნიკა გვარამია? რით დაამახსოვრეს ამ ადამიანებმა თავი საზოგადოებას? რადიკალიზმით, სიბინძურით. თუ რამე სიბინძურე შეიძლება, ადამიანმ...
ქართველ ხალხს ისტორიულად ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან, მას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე „ურთიერთობის ნორმალიზებასთან" დაკავშირებით უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის არ აპირებს არახამიასთან პოლემიკაში შესვლას, უკრაინას კი მშვიდობას უსურვებს. „ქართველ ხალხს ისტორიულად ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან. ამას ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს. ჩვენ გვერდით ვუდგავართ მათ. ეს გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით, მაგალითად, ავიღოთ საერთაშორისო პლატფორმები, შეგიძლიათ მოიძიოთ, რამდენჯერ გამოვხატეთ თანადგ...
12-16 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროს ესტუმრება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ერიკ ნუსბაუმერს შეხვდება. "ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ლიხტენშტაინის სამთავროში პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრთან, დენიელ რიხთან და ლიხტენშტაინის პარლამენტის პრეზიდენტთან, ალბერტ ფრიკასთან. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში,...
სააკაშვილის და ახლა უკვე ადეიშვილის მიმღებლობა დასავლეთის მიერ სულაც არ არის ისეთი უვნებელი, როგორც გამოიყურება. ეს მიმღებლობა ძირს უთხრის ღირებულებებს, რომლებზეც საქართველოს ევროპული მისწრაფებები დგას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან საერთო ღირებულების კანონის უზენაესობის მიმართ, "უარს იტყვიან რუხ ზონებზე და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ". "დემოკრატიის ყველაზე ფუნდამენტური იდეა გვეუბნება, რომ არ შეიძლება კეთილი ზრახვების უკეთური საშუალებებით მიღწევა. ამიტომაც, მართლმსაჯულების რეფორმის კრიმინალების ხელით გატა...
კეზერაშვილის კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება, ამაზე არის სრული კონსენსუსი მთელ გუნდში, - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს. მელიას თქმით, დავით კეზერაშვილს არაერთხელ ურჩია, რომ "თუ დისტანცირდებოდა ქართული პოლიტიკისგან, ქართული ოპოზიციური მოძრაობისთვის უკეთესი იქნებოდა". "თუ რამეზე ნაკლებად გვისაუბრია, ამაზე ვისაუბრეთ. ჩემთვის ეს ადამიანი რჩება ისეთად, როგორიც არის. მე ვფიქრობ, არაფერი არასდროს არ შეიცვლება მასთან დაკავშირებით. ეს მისი არჩევანი იყო, რა ნაბიჯებიც გადადგა მის ცხოვრებაში. მე მას არაერთხელ ვურჩიე, რომ თუ ის დისტანცირდებოდა ქართული პოლიტიკისგან, უკეთესი იქნებოდა ქართული ოპოზიციური მოძრაობისთვის, დანარჩენი ყველაფერ...
ნომერი 4 და პარტია „ახალი“ აუცილებლად მოხსნის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას პოლიტიკურ ჯადოს, - ამის შესახებ ნიკა მელიამ პარტია „ახალის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მელია აღნიშნავს, „დღეს, როგორც არასოდეს, საზოგადოებას, პოლიტიკურ ცხოვრებას სჭირდება სუფთა რეპუტაცია, კომპეტენცია, გამბედაობა, ახლებური მიდგომა და ეს ყველაფერი ამ გუნდში იქნება თავმოყრილი". „სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკაში შეიკრა მანკიერი წრე და მანკიერმა წრემ ჩაკეტა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი. ამ ჩაკეტილობამ გამოიწვია ურთიერთბრალდებები, უნდობლობა. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მძიმე გვერდითი ეფექტი არის სახეზე, როდესაც ხალხს, პრაქტიკულად, მოვწყდით და მხოლოდ ერთმანეთში ვსაუბრობთ....
თუკი, ჩვენ რამე ეროვნულ თავმოყვარეობაზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის სწორი პოზიცია, რომ ჩვენს მეგობრებს გავუბედოთ და მეტიც, პირდაპირ, ღიად ვუთხრათ, რომ საქართველოში არაფერი აზიანებს დასავლურ, ევროპულ განწყობებს ისე, როგორც კრიმინალების თავისუფალი გადაადგილება ევროპის ქვეყნებში და არა მხოლოდ გადაადგილება - ფაქტები, როდესაც ისინი ხვდებიან უმაღლესი თანამდებობის პირებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "ერთი პრობლემაა ადეიშვილის რეფორმატორის სტატუსით ვიზიტი მაღალი რანგის პირებთან, მეორე პრობლემაა ამ საკითხზე ევროპელი კოლეგების რეაქცია, რომლებმაც გავრცელებულ ვიდეო და ფოტომასალა...