ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ღარიბაშვი...

საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ბრატისლავაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი განცხადებებით უღალატა საკუთარ ხალხს და რუსეთზე გაიყიდა. "ამბობს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის, რომელსაც NATO-ში გაწევრიანება სურს, რომელიც ახლა მის ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება. საქართველო ამაზე უკეთესს იმსახურება", - წერს ყოფილი ელჩი. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერ...

იან კელი ღარიბაშვილს - უკრაინის ...

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ბრატისლავაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი საკითხებზე ცუდ ანალიზს აკეთებს და შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება, იმის გამო, რომ მას აქვს სუვერენული არჩევანი, რომელიც ქვეყნის დასავლეთთან შეერთებას გულისხმობს. "ცუდი ანალიზია და ამაზე უარესი შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება მისი სუვერენული ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო?", - წერს იან კელი. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილე...

ჰამილტონი ღარიბაშვილს - უკრაინის...

უკრაინის შემდეგ, საქართველო რეგიონში აშშ-ისგან ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას იღებს, გამოფხიზლების დროა, - ასე გამოეხმაურა ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტი, ბობ ჰამილტონი ბრატისლავაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს. როგორც ჰამილტონმა აღნიშნა, იმ დახმარების ფონზე, რასაც აშშ საქართველოს უწევს, ღარიბაშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას ნატო-ს გაფართოებას აბრალებს, ხოლო აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს. "საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნატო-ს კანდიდატი, უკრაინაში რუსეთის შეჭრას ნატო-ს გაფართოებას აბრალებს. მისმა მთავრობამ ასევე უარი თქვა, შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და აშშ დაადანაშაულა ქვეყნის ო...

ელისაშვილი უმრავლესობას - უკრაინ...

დღეს დილით უკრაინელებმა რამდენიმე ათეული დრონით დაბომბეს მოსკოვი, ამ ჯოჯოხეთური სახელმწიფოს დედაქალაქი. უკრაინელებს ჩვენი დახმარება არ სჭირდებათ, უჩვენოდაც გადაამტვრევენ ცოტა ხანში ხერხემალში და ჩვენ სად ვიქნებით მაშინ, აი, ეს მაინტერესებს. ან უკრაინულებს ან დანარჩენ მსოფლიოს თვალი როგორ უნდა გავუსწოროთ, - ამის შესახებ დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ელისაშვილმა სხდომაზე უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილს მიმართა.  „როგორ შეწყდა ის ფრენები, აბა, კარგად გავიხსენოთ, ნახირივით რომ გამოყარეს ჩვენი ხალხი, საქონლის გადასატან თვითმფრინავში რომ შეყარეს, მაშინაც ვაპროტესტებდი ბატონო ანრი. მაშინაც  ვაპროტესტებდი სააკაშვი...

ნაცვლიშვილი - ძალიან მძიმე იყო ს...

აქ კობახიძე რაღაც მათემატიკურ ანგარიშგებას რომ წარმოადგენდა იმის შესახებ, რომ თურმე, უფრო მომგებიანი ყოფილა რუსეთთან ყოფნა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება, არაფერი რომ არ იცის, გავიგეთ, მათემატიკაშიც ძალიან სუსტი ყოფილა და ფაქტობრივი სისულელეები ილაპარაკა ,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს შეკითხვით მიმართა: "აქ კობახიძე რაღაც მათემატიკურ ანგარიშგებას რომ წარმოადგენდა იმის შესახებ, რომ თურმე, უფრო მომგებიანი ყოფილა რუსეთთან ყოფნა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება, არაფერი რომ არ იცის, გავიგე...

ღარიბაშვილი - EU-ს და აშშ-ს არ შ...

რუსეთმა გასულ წელს ევროკავშირისგან 300 მილიარდი ევრო მიიღო, ევროკავშირსა და აშშ-ს  არ შეუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირის უწყებებმაც აღიარეს, მაგრამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სხვა საკითხია. „საქართველოს ეკონომიკა ძალიან პატარაა და საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან 1 მილიარდზე ნაკლებია. ევროკავშირი გასულ წელს 1 მილი...

პრემიერი - მოგვანიჭეთ სტატუსი - ...

მოგვანიჭეთ სტატუსი - სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველაფერი მოქმედი ხელისუფლების გაკეთებულია. "ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი ჩვენი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში - ეს არის რეალობა, ამიტომ აქცენტი ჯობია გავაკეთოთ გაერთიანებაზე ოპოზიციის და მთავრობის. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი. ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება არ უნდა ხდებოდეს. აი ეს - „გააქტიურდა ურთიერთობები რუსეთთან" - ასეთი ყალბი ინფორმაციის ხსენება არ არის მართებული. ე...

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტ...

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს, 13 წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორაციით, სალომე ზურაბიშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. "პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. 31 მაისს კი, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან", - ნათქვაია პრეზიდენტის ადინისტრაციის განცხადებაში.

გვარამია - მადლობა ქართულ საზოგა...

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! როცა ადამიანებს არ სჯერათ შენი სიმართლის, დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხად იქცევა, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მის მხარდამჭერ აქციას. გვარამიამ ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას იმისთვის, რომ რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" თვითმფრინავები ცარიელები დაფრინავენ. "დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! როცა ადამიანებს არ სჯერათ შენი სიმართლის, დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხად იქცევა. ცალკე განსაკუთრებული მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ "აზიმუტის" თვითმფრინავები ცარიელი დაფრინავს. არც მიტინგებზე გავიდნენ, მაგრამ არც თვითმფრინავებში ჩასხდნენ. მთავარი ზუსტად ესაა: არ არსებობს ...

სააკაშვილი - მე აქ სამკურნალოდ ა...

მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, ქვეყნის გადასარჩენად თავი გავწირე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის არ ეგუება პუტინის პირად პატიმრობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს, ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მას ქართველი ხალხის დახმარებისა და გვერდში დგომის იმედი აქვს.  "იმ ხალხის გასაგონად ვისაც ჩემთვის სიტყვა "თავისუფლება" არ ემეტება და მხოლოდ "ადეკვატური მკურნალობით” იფარგლება. მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სრულიად ყალბი ბრალდებებით ვარ "გასამართლებული" და თავიდან ბოლომდე პო...

დავითაშვილი - საქართველოს სიტუაც...

საქართველოს სიტუაცია არ შეიძლება განხილული იყოს იგივე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის 27 ელჩის დემარშს. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა გააჩნია, ვინაიდან ქვეყანას აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან და ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, აქედან გამომდინარე საქართველოს კონტექსტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან განსხვავდება. "ევროკავშირის ელჩის განცხადება ჩვენი შეხვედრის შემდეგ. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი იმ საკითხებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის დღეს აქტუალუ...

„პირდაპირი ფრენები EU-ის 27-ვე ქ...

ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ერთობლივ მოწოდებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები ეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი უნდა მოექცეს იზოლაციაში და გაიზარდოს წნეხი მასზე, რათა ბრუტალური და აგრესიულ ომის დროს ქმედებები შეცვალოს. "გადავეცით, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ეს გად...

სამხარაძე EU-ის ელჩების დემარშზე...

საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხების მოთხოვნა შეიძლება რაღაც ლოგიკაში ჯდებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაში პასუხებს რუსების ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს ევროკავშირი,  - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე რუსეთთან აღდგენილი ფრენების შესახებ ევროკავშირის ელჩების დემარშს. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, საინტერესოა კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არ არის ყველა რუსული ავიაკომპანია ევროკავშირის მიერ დასანქცირებული. "ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებისთვის , კერძოდ ვიცე-პრემიერისთვის, რომ აუხსნას ევროკავშირის ელჩებს იმ  პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველო ატარებს  და ატარებდა აქამდე და...

ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაო...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო მნიშვენლოვანი გადაწყვეტილება, რომ  პარტია გადადის განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" არ აპირებს დასვენებას და გაჩერებას, მეტიც, პარტია გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ "ქართველმა ხალხმა რუსული რეჟიმის გამო ამ ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილის გამო კანდიდატის სტატუსი არ დაკარგოს". „პოლიტიკურმა საბჭომ დღეს გადაწყვიტა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე და ჩვენ ვაპირებთ ყველა ქალაქში, რაიონში, ცხად...

ზურაბიშვილი - ვულოცავ პრეზიდენტ ...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან, რომლებსაც მტკიცე ურთიერთობები აკავშირებთ. "ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახალ არჩევას! საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან, რომლებსაც მტკიცე ურთიერთობები აკავშირებთ და რომელიც აგრძელებს განვითარებას. მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად", - წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ, 28 მაისს გაიმართა, რომელშიც თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 6 ოპოზიციური პარტიის საე...

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგ...

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დემარში ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით ხორციელდება. შეხვედრა დღეს 17:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 მაისს, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, ...

ხაბეიშვილი პრეზიდენტზე - თუ მოქმ...

პრეზიდენტი საუბრობს, არ მოქმედებს. თუ მოქმედება უნდა სალომე ზურაბიშვილს, შეუძლია გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, შეუძლია გაათავისუფლოს ნიკა გვარამია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტი და "ქართული ოცნება" ერთმანეთს ეჯიბრება, "ბიძინა ივანიშვილის კარზე ვინ უკეთესი მოურავი იქნება". "პრეზიდენტი და ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრება, ბიძინა ივანიშვილის უკეთესი მოურავი რომელი იქნება. ჩემთვის, უკაცრავად, მაგრამ არანაირი სხვაობა არ არის სალომე ზურაბიშვილსა და რუსულ პარტიას შორის. ერთია, რომ [პრეზიდენტი] საუბრობს, არ მოქმედებს. თუ მოქ...

კალაძე - დღეს, საბედნიეროდ, ქვეყ...

ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, გვყავს დამნაშავეები. პოლიტიკური პატიმრების საკითხი ჩვენ 2012 წელს დავასრულეთ,- ასე  გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტში პოლიტიკური ორგანიზაცია „ალდეს“ მიერ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ მიღებულ  რეზოლუციას, რომელშიც საუბარია საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე.   თბილისის მერის თქმით, საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობის პრაქტიკა 2012 წელს  დასრულდა, „ქართული ოცნების“  ხელისუფლება კი ამის შემდეგ ხალხის და ქვეყნის ინტერესებს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად  მაქსიმალურად იცავს.   &b...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) გაემგზავრა.  მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ფორუმი 29-31 მაისს გაიმართება. "მთავრობის მეთაური, ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთ თემატურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა",- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო - ჩ...

სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო ავრცელებს. პოლიტსაბჭოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ  მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ  პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა დაიცვას "მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს". "უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვი...