„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ს...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები, დღეს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან და მორიგ აქციას გამართავენ. საპროტეტსო აქცია ექს-პრეზიდენტის სასამართლო სხდომის პარალელურად, 11:00 საათზე დაიწყება. ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.  ცნობისთვის, პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ...

ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ ს...

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ესკორტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაახლოებით ცოტახნის წინ დატოვა და უკვე სასამართლოს ეზოში შევიდა. სასამართლო სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობისთვის, პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.

მიხეილ სააკაშვილი: მივმართავ სას...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოს მიმართავს თხოვნით, რომ ხვალ, ე.წ პიჯაკების საქმის პროცესზე, ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტი დაუშვან.  როგორც ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, მას სურს მედიის წარმომადგენლებმა საკუთარი თვალით ნახონ "ისტორიულად სამარცხვინო პროცესი". "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო დარბაზში ჩემი კოლეგების ნახვა. მაგრამ, ამჯერად მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, თუნდაც აპარატურის გარეშე, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება."- წერს სააკაშვი...

მიხეილ სააკაშვილის დედა - ვფიქრო...

გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი განწყობილია, რომ ხვალინდელ სასამართლოს დაესწროს და ამისთვის ემზადება კიდეც. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტი ძირითადად ზის: საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, თუმცა ემზადება, რათა ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწროს.  ამის შესახებ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტის გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო და საზოგადოებაში შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს. "დიდი განსხვავება ვერ შევატყვე. სუსტად არის, ძირითადად ზის. ეს ფერმენტები რაც გამოაცხადეს, როგო...

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთთან პირ...

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნებს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გარეშე ომი ვერ შეჩერდება. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტში განაცხადა. „სიმართლე უნდა ვთქვათ. რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების გარეშე ომს ვერ შევაჩერებთ და ახლა ეს ყველამ გააცნობიერა. ყველა გარე პარტნიორი და ზოგიერთი შიგნით ამას არ აღიარებს. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ვიცით, რომ ძლიერი არმია გვყავს და არ გვეშინია ახლა ერთმანეთისთვის სიმართლის თქმის. თუ ჩვენ გვინდა დონბასის დაბრუნება, მაშინ მოდით ეს გავაკეთოთ და თუ გვინდა, უბრალოდ ვიაროთ და ვისაუბროთ ამაზე, მაშინ არაფერი გავაკეთოთ“, -  განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ა...

ორ დღიანი წინასწარი პატიმრობის შ...

ორ დღიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ადვოკატის განცხადებით, ბრალი უსაფუძვლოა, რადგან მათ აქვთ უწყვეტი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ უგულავას კანონდარღვევა არ ჩაუდენია. ცნობისთვის, ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უგულავა 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დაიჭირეს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გოგა მემანიშვილმა განაცხადა, გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმ...

ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი თავ...

მესამე პრეზიდენტი თავს გრძნობს სუსტად. მისი ფერმენტები ღვიძლში იყო მომატებული და იმედი გვაქვს რომ ექიმები დაარეგულირებენ ამ მაჩვენებელს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.  როგორც ექსპრეზიდეტნის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალინდელ სასამართლო სხდომას დაესწროს.  "მესამე პრეზიდენტი თავს გრძნობს სუსტად. მისი ფერმენტები ღვიძლში იყო მომატებული და იმედი გვაქვს რომ ექიმები დაარეგულირებენ ამ მაჩვენებელს და უკეთესი ვითარება გვექნება, თუმცა ამ მდომარეობაშიც კი, ის მზად არის ხვალინდელ პროცესზე გამოსაცხადებლად. მიხეი...

დამოუკიდებელი იურისტები მოუწოდებ...

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი პარლამენტს მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიებზე წარმოდგენილ სიას მხარი არ დაუჭიროს. - ამის შესახებ განცხადებას ხელს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრები აწერენ. იურისტები მიიჩნევენ რომ, წარმოდგენილი კანდიდატები ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავენ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2021 წლის 4 ნოემბრის განცხადებაში, რომლითაც ადმინისტრაციული კომიტეტი დაუპირისპირდა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს და მათ ვენის კონვენციის სათანადო ნორმები შეახსენა.   მათივე თქმით, წარმოდგენილი კანდიდატები შეარჩია ლეგიტიმაციის სათანადო ხარისხის არმქონე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ...

არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილმა თქ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას არანაირი სინანული არ იგრძნობოდა. როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა განაცხადა, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ადამიანის წამებასა და დაღუპვას დანაშაულად არ აღიქვამს,  „გამოჩნდა თუ რა პოლიტიკური მიზნები აქვს სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს. მისი ნებისმიერი გადაადგილება მათთვის არის პროვოკაციის შესაძლებლობა და ამისთვის სჭირდებოდათ სასამართლოზე მისვლაც, თორემ ვნახეთ, რომ სასამართლოზევე თქვა, რომ აღარც დაესწრება. სააკაშვილმა თქვა, რომ როდესაც ტყეს ჭრიან, ნაფოტებიც ცვივაო.  ანუ მ,ე ვაშენებდი სახელმწიფოსო და იქ ...

სახალხო დამცველი – ჩვენი სათქმელ...

აქცენტს ვაკეთებ იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში კრიტიკული მედიისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობას. - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ  აშშ-ს სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეეხო. "მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ აქცენტს ვაკეთებ იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში კრიტიკული მედიისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობას საქართველოში, რომ მედია განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყანაში დასავლური ღირებულებების გავრცელებასა და დაცვაში. ამიტომ ჩემი მთავარი თხოვნა და სათქმელი არის აქ, რომ გვჭირდება უფრო მეტ...

სააკაშვილი გლდანის ციხეში ეტაპირ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მის გლდანის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტზე ისუაბრა.  ექსპრეზიდენტის განცხადებით, თავდაპირველად მოატყუეს და განუცხადეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ. ხოლო, როცა გლდანის დაწესებულებაში მივიდნენ, პატიმრებმა წინასწარ იცოდნენ, რადგან როგორც კი შევიდა, მისი სახელის ძახილი დაიწყეს.  "ჩვეულებრივად მატყუებდნენ. შემოდის ციხის საკანში ციხის უფროსი და მეუბნება, დაკმაყოფილდა თქვენი შუამდგომლობა. თქვენ გადაჰყავხართ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში. მე ვუთხარი, მითხარით, სად არის ეს კლინიკა? მან მითხრა - “თბილისში, ნუ ...

მიხეილ სააკაშვილი: ბევრი შეცდომა...

საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ, მაგალითად, შეცდომაა, რომ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი, რადგან დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ. „საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამონაწილეს და ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე როგორც ყველა სხვა შეც...

მიხეილ სააკაშვილი - არ მოგენატრა...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო სხდომაზე სიტყვით წარსდგა.  მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლა საქართველოს მოსახლეობისთვის მიმართვით დაიწყო და განმარტა, რატომ მიიღო უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება. როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, უყვარს უკრაინა, სადაც 17 წელი გაატარა, მაგრამ გიჟივით უყვარს საქართველო. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, „ტყვედ აყვანის“ მომენტამდე მას ჰქონდა მოსახლეობასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და ნახა, რომ ქართველი ხალხი არის ძალიან უბედური. "მინდა პირველ რიგში მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს და საზოგადეობას და დაგისვათ კითხვა:  მე რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქ...

ირაკლი ღარიბაშვილი - 1 მილიონამდ...

დაპირებისამებრ, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ბატონმა ფინანსთან მინისტრმა მოამზადა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, თუ რას გულისხმობს მთავრობის მიერ ინიცირებული რეგულაციები.  „ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. მეორე საკითხი - ასაკობრივი ზღვარი - 25 წლამდე აეკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება ჩვენს მოქალაქეებს და აქაც, გაწერილი გვაქვს დეტალურად, თუ ვის შეეხება აღნიშნული შეზღუდვა - ესენი არია...

საქალაქო სასამართლოსთან გიგი უგუ...

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი, გიგი უგულავა დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გოგა მემანიშვილმა განაცხადა, გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოსი მიხეილ სააკაშვილის პროცესი  7 ნოემბრის საქმეზე მიმდიმარეობს. ექსპრეზიდენტი სხდომას პირველად ესწრება.

მიხეილ სააკაშვილი: არ ვაღიარებ პ...

არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს, რადგან სხვა მედია საშუალებებს პროცესზე დასწრების და გაშუქების უფლება არ აქვთ. ამასთან, მოსამართლეებმა სააკაშვილს მიმართეს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, წყალი დალიოს. „ვითვალისწინებთ თქვენს ჯანმრთელობას“, – განაცხადეს მოსამართლეებმა, რის შემდეგაც სააკაშვილმა მიმართა მათ: „მადლობა, ვაფასებ სიკეთეს“. თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა...

საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერები არიან შეკრებლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქტივისტებს აკავებენ.  როგორც ადგილზე მყოფი აქტივისტები აცხადებენ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ სპეციალური წიწაკის სპრეი გამოიყენა. შსს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. უწყების თქმით, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.   "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან. ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც....

სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას პირველად ესწრება თავად ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი. სხდომაზე მედიასაშუალებებიდან მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვეს, თუმცა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზიდან პირდაპირი ტრანსლირების განხორციელება შეძლო.  აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს, რასთან დაკავშირებითაც მათ მოსამართლეთა კოლეგიამ შენიშვნა მისცა. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია &bdquo...

გიგი უგულავა - სრულიად ველური ფო...

სრულიად ველური ფორმით გამოვარდნენ პოლიციელები და წიწაკა მიასხეს ხალხს, ბუნებრივია გადავკეტეთ გზა. - ამის შესახებ ოპოზიცონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, შევარდნაძის ძაღლობა არ იქცეოდა ასე ახლა სამართალდამცველები იქცევიან.  "პოლიცია მოაწვა ამ ხალხს  და ეს ხალხი ვერ აორთქლდება ადამიანებს პროტესტის გამოხატვა უნდათ. სრულიად ველური ფორმით გამოვარდნენ პოლიციელები და წიწაკა მიასხეს ხალხს. ბუნებრივია ჩვენ ვიდგებით აქ და გადავკეტავთ გზას. არ ეტევა ამ მოედანზე ხალხი, რაცას აკეთებენ მილიციაც აღარ არის ესე იქცევა პირადი ძაღლობა. არაფრის გამო ადამიანი იდგა და დროშას აფრიალებდა. მერე რაა ? რა მ...

კელი დეგნანი: მოხარული ვარ, რომ ...

ძალიან მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს მას დაესწროს საკუთარ სასამართლო მოსმენას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. აშშ-ს ელჩის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან და არ ჩაერევიან სამართლიანობის აღსრულებაში.  "ძალიან მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს მას დაესწროს საკუთარ სასამართლო მოსმენას. აშშ-მა, როგორც სხვა ქვეყნებმა, მოითხოვა, რომ მას შეძლებოდა სურვილისამებრ დასწრებოდა პროცესს, რაც არის მისი უფლება და რაც, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. ყველა ბრალდებულს აქვს უფლება სამარ...