ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ანუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მოკავშირეები და პარტნიორები, რომლებსაც სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, კითხვა მინდა დავუსვა ნებისმიერ მოქალაქეს, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ მართლაც იქნებოდა მეორე ფრონტი და პოლიგონად გადააქცევდნენ ჩვენს ქვეყანას, ვინმეს ეპარება ეჭვი? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამართულ მოსმენაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, ოპოზიცია საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის გარდა, საზოგადოების მღელვარების გამოწვევას და მის ფონზე რევოლუციის მოწყობას გეგმავდა...
თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობისა და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტში, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ღარიბაშვილის შეფასებით, ვაშაძემ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა. "ჩვენ ახლა მოვისმინეთ ბატონი გიორგი ვაშაძის ემოციური გამოსვლა. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი. ეს არის ფარისევლობა, ეს არის სიყალბე, ეს არის ტყუილი რასაც თქვენ აკეთებთ და რაც თქვენ ახლა ჩაიდინეთ. ამის გარდა, თქვენ რა თქმა უნდა, შეურაცხყოფა ...
თქვენი არჩევანი, ვინც აქ ხართ უმრავლესობის წარმომადგენლები, არის რუსეთის მონობის არჩევანი,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი ვერ მიიღო. "დღეს საქართველო დგას ისტორიული არჩევანის წინაშე - ან ძლიერი ერთიანი საქართველო ან დამონებული, რუსეთის სატელიტი სახელმწიფო. თქვენი არჩევანი, ვინც აქ ხართ უმრავლესობის წარმომადგენლები, არის რუსეთის მონობის არჩევანი, ლაჩრობის არჩევანი და ჩვენი არჩევანი არის ღირსეული, ძლიერი, ერთიანი საქართველოს არჩევანი. როცა საუბრობთ დეპოლარიზაციაზე, ჩვენ, ოპოზიცია...
ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი „ენჯეოებზე“ არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება, - ასე ეხმაურება მოძრაობა "ხალხის ძალა", საქართველოს დაფინანსებასა და ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სენატორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. „გუშინ ამერიკის სენატში გაიმართა დებატები საქართველოს თემაზე, სადაც „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობით გამორჩეული სენატორები ამერიკული დაფინანსების შეწყვეტით და...
ანთებითი პროცესია ნაწლავზე და მკურნალობა, რა თქმა უნდა, დანიშნულია. - ამის შესახებ კლინიკა "ვივა მედის" დირექტორმა, ზურაბ ჩხეიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მკურნალობაში აქტიურად არიან ჩართულები ორთოპედ-ტრავმატოლოგები და შესაბამისი პროცედურა, რომელიც ესაჭიროება პაციენტს ყველაფერი უტარდება. "მკურნალობაში აქტიურად არიან ჩართულები ორთოპედ-ტრავმატოლოგები და შესაბამისი პროცედურა, რომელიც ესაჭიროება პაციენტს ყველაფერი უტარდება, დიახ მას აქვს ანთებითი პროცესი ნაწლავზე და მკურნალობა, რა თქმა უნდა, დანიშნული აქვს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის...
სასჯელი რუსეთის ყველა სისასტიკისთვის ადრე და ახლა, გარდაუვალია. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით,მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილება ჰააგაში. "მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილება ჰააგაში. პირველი სასჯელი MH17-ის ჩამოგდებაში დამნაშავეებისთვის. ასევე,გადამწყვეტია დამკვეთების პასუხისმგებლობის დაყენება, რადგან დაუსჯელობის განცდა იწვევს ახალ დანაშაულებს. ჩვენ უნდა გავფანტოთ ეს ილუზია. სასჯელი რუსეთის ყველა სისასტიკისთვის ადრე და ახლა გარდაუვალია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მალაიზიური ბოინგი დონბასში 2014 წელს, რუსული რაკეტით ჩამოაგდეს.
შუქისა და სითბოს ნაკლებობა უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შედეგია. - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებას პრობლემის გადაჭრა არ სურს. "შუქისა და სითბოს ნაკლებობა უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შედეგია, რომელსაც პრობლემის გადაჭრა არ სურს, რუსეთი თავს დაესხა მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება უკრაინის სამხედრო პოტენციალს და უკრაინის რეჟიმს“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ცივილიზებულ სამყაროს გვაშორებს რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური რეჟიმი,დაშორდნენ ამერიკას და ევროპას და ჩაეხუტნენ ევტუშენკოვს,პუტინს და რუსეთს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, არანაირი 12 პუნქტი არ შესრულდება,ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს კრემლიდან აქვს მიღებული დავალება, რომ ევროპისკენ ნამიჯები არ გადადგას. „ახლა რამეზე თვალის დახუჭვა და არაქტიურობა არის დანაშაული ქვეყნის წინაშე, ყველამ კარგად ვიცით, როგორ გადაიქცა "ქართული ოცნება" რუსულ ოცნებად,ცივილიზებულ სამყაროს გვაშორებს რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური რეჟიმი,დაშორდნენ ამერიკას და ევროპას და ჩაეხუტნენ ევტუშენკოვს,პუტინს და რუსეთს.არან...
შეუძლებელია, მშვიდად შეხვდე იმ განცხადებებს, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ სენატიდან. ჩვენ ვიღებთ უმძიმეს და სამართლიან კრიტიკას ყველა იმ სფეროსთან დაკავშირებით, რასაც ვუყურებთ, - ასე ეხმაურება "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საქართველოსთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას. ხოშტარიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს ძალიან ბევრი შესაძლებლობა უკვე დააკარგვინა. "ქართულმა ოცნებამ" უღალატა საქართველოს ინტერესებს და უკვე დაგვაკარგვინა ძალიან ბევრი შესაძლებლობა, მაგრამ ამ ყველაფერში არის ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ მთავრობასა და საქართველოს ხალხს ისინი სხვადასხვანაირად უყურებენ და ელოდებიან მოქმედებას", - განაცხადა ელენე ხოშტარი...
აშშ-ს დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის "ენჯეოებზე", დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ "ენჯეოებმა", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს დაფინანსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის გზავნილს. კობახიძე საქართველოში არსებულ ვითარებაზე სენატორის განცხადებას უწოდებს უსამართლო კრიტიკას, რომელსაც მისი თქმით, ფასი არ აქვს. "აშშ-ს დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის "ენჯეოებზე", ამიტომ ეს ნაკლებად არის ჩვენთვის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი. ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც ა...
როცა გეუბნებიან, რომ რაღაცაში უკუსვლა გაქვს - რაში? - უნდა გვითხრან, - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა. დავითულიანი აცხადებს, რომ სენატორისგან განმარტებები არ მოუსმენია. "როცა გეუბნებიან, რომ რაღაცაში უკუსვლა გაქვს - რაში? - უნდა გვითხრან. ეს არ მომისმენია ამ კონკრეტულ შემთხვევაში... თუ ამას განგვიმარტავენ, რასთან შედარებით არის უკუსვლა, თუ იმასთან შედარებით, როდესაც ნახევარი ქვეყანა ციხეში იჯდა და წამების მსხვერპლი იყო თუ იმასთან შედარებით, რაც შარშანწინ ხდებოდა. იქნებ, ეს მოვისმინოთ", - უთხრა ჟურნალისტებს დავითულია...
რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა. შაჰინი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, თუ საქართველოს ქცევა მიბმული იქნება შეერთებული შტატების მხრიდან გამოყოფილ დახმარებას და მოვლენებიდან გამომდინარე დარეგულირდება. "რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა. ჩვენ კი, მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. მე ერთის მხრივ ვამტკიცებ, რომ, შესაძლოა, ეს დახმარება საქართველოს ქცევას უნდა დავუკავშიროთ და ამ ქცევაზე იყოს მიბმული, დამოკიდებული. სახელმწიფო დეპარტამენტისა და პალატის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების ბოლო ...
ჩვენ გამოვთქვით ძლიერი შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადებისა და ქცევის შესახებ, რასაც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისგან ვხედავთ, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა განაცხადა. როგორც დონფრიდმა სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე აღნიშნა, შეერთებული შტატები არ მიიჩნევს, რომ ქართველი პოლიტიკოსების შემაშფოთებელი განცხადებები ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს გამოხატავს. "ვფიქრობ, პოლიტიკის შეფასება ყოველთვის კარგია. ასე რომ, ღია ვართ თქვენთან დეტალური საუბრის გასამართად. თქვენც იცით მიზეზები, თუ რატომ გვსურს ამ კურსის შენარჩუნება. ჩვენ გამოვთქვით ძლიერი შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხად...
აფეთქების ადგილზე უკრაინის დასაშვებად და გამოძიებაში ჩასართავად ნებართვა აშშ-მა და პოლონეთმა ერთობლივად უნდა გასცენ. - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. მისივწ თქმით, ვარშავამ და ვაშინგტონმა გამოძიება გააერთიანეს, და გადაწყვეტილების მიღება ცალმხრივად არ ხდება. „გუშინ, საღამოს ჩვენ აშშ-სთან გავაერთიანეთ გამოძიება. რაც, ჩვენი გაგებით ნიშნავს გამოძიების მოკავშირეთა გზაზე გადაყვანას. ეს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შემოგვთავაზა. ასე რომ, ახლა ეს არის საერთო პროცესი, რომელსაც ატარებენ პოლონელი და ამერიკელი ექსპერტები და თუ ვინმეს ამ პროცესში მონაწილეობის მიღების ნება უნდა დავრთოთ პროცესებში, ამას სულ მცირე ორივე მხარის თანხმობა დასჭირდება“. - ნათქვმია გან...
უკრაინამ აშშ-ს შეატყობინა, რომ პოლონეთის საზღვართან რაკეტის მოგერიება სცადეს.- ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მათივე თქმით, არაა ცხადი, არის თუ არა ეს ის რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა. შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თ...
ის, რომ რაკეტა რუსული არ იყო, მათ პასუხისმგებლობას არაფერს ცვლის. - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონმა განაცხადა. მისივე თქმით,მომხდარზე პასუხისმგებლობა მაინც მთლიანად რუსეთს ეკისრება, იმ შემთხვევაშიც, თუ ჩამოგდებული რაკეტა უკრაინული იყო. "დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ რაკეტა, რომელმაც პოლონეთში მომაკვდინებელი აფეთქება გამოიწვია, რუსული არ იყო. რადგან, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოსკოვია უკრაინის ინფრასტრუქტურა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრშ...
ინციდენტი, სავარაუდოდ, უკრაინის რაკეტამ გამოიწვია, მაგრამ ეს არ არის უკრაინის ბრალი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონეთში მომხდარი აფეთქების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით,რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ პოლონეთში მოხდა, რადგან ეს არის მიმდინარე ომისა და რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ტალღის შედეგი. "ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს არ არის უკრაინის ბრალი. რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა, რადგან ის აგრძელებს უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ პოლონეთში მოხდა, რადგან ეს არის მიმდინარე ომისა და გუშინ რუსეთის მხრიდან უკრაინის წი...
ევროკომისარ ვარჰეის დღევანდელი განცხადებები დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია. - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, გარდაუვალია ამ არაჯანსაღი სამთავრობო პროპაგანდისტული გზავნილების მასიური ცირკულაცია იმ მიზნით, რომ მძიმედ დაზიანდეს როგორც ქართული პროდასავლური საზოგადოება, ასევე საკუთრივ ევროპული ინსტიტუტების ავტორიტეტიც. "ევროკომისარ ვარჰეის დღევანდელი განცხადებები საქართველოში დემოკრატიული პროცესების პოზიტიური განვითარების შესახებ დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია. ეჭვგარეშეა, თუ როგორ იქნება ეს გზავნილები გამოყენებული სამთავრობო პროპაგანდის მიერ: „ქართული ოცნების“ უმძიმესი ავტოკრატ...
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა G20-ის სამიტი უკვე დატოვა.. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე თქმით, ლავროვმა სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და რუსეთში გაფრინდა, თუმცა სამიტი ჯერ არ დასრულებულა და ის 16 ნოემბერსაც გრძელდება. "რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და რუსეთში გაფრინდა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც ინდონეზიაში ჩასვლა გადაიფიქრა, G20-ის სამიტს არც ვ...
უკრაინაში ომის ფონზე, ჩვენს პარტნიორ საქართველოსთან მუშაობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ისინი ასევე განიხილავენ ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხს. "განვიხილავთ ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხს. ასევე შევხვდებით პარტნიორებს, საქართველო კი, არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი გზავნილი ბუქარესტში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალ...