საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ოპოზიციური პარტიებისა და რიგი სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციების საქმიანობაში წინასაარჩევნო დარღვევები გამოვლინდა. როგორც მიქანაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დარღვევები "არჩევნებში უცხოურ ჩარევას, არადეკლარირებულ საარჩევნო აგიტაციას, ნეგატიურ კამპანიას, საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლასა და საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას" ეხება. "დღევანდელი ბრიფინგით გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ოპოზიციური პარტიებისა და რიგი სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციების საქმიანობაში გამოვლე...
მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, ისინი კი ახერხებენ და ეკონომიკური ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა "ეკონომიკის მუხრუჭი" ხელისუფლება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა "მოიშოროს". "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო პროგრამა წარადგინა. არავის სჯერა ამ პროგრამის, რადგან 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, მათი უამრავი დაპირება უფასო ფულზე, გაზზე, ბენზინზე, იაფ კრედიტებზე, მოსახლეობა რომ საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა ეკონომიკის ზრდას, "წალკოტადქ...
გამარჯვება არის ძალიან ახლოს, 20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, 20 დღე დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლებამდე, 26 ოქტომბერს ერთად ვათავისუფლებთ მიშას, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობის“ ლიდერებთან ერთად მარნეულში, სოფელ აღმამედლოში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა. "გამარჯვება არის ძალიან ახლოს, 20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, 20 დღე დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლებამდე, 26 ოქტომბერს ერთად ვათავისუფლებთ მიშას! 20 დღე დარჩა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც შეჰყავს ივანიშვილს საერთაშორის...
ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ფაზის სამუშაოები 2029 წლისთვის დასრულდება და პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. კობახიძის თქმით, სამუშაოები უკვე იწყება, გაფორმებულია ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, ხოლო ბელგიური კომპანია დაიწყებს მუშაობას უშუალოდ პორტის გაღრმავებაზე. „პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს. 600 ათასი კონტეინერი წელიწადში ეს იქნება ამ პორტის გამტარობა და 600 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში. ეკონომიკური ზ...
8.5 მლრდ ლარი იყო ქვეყნის ბიუჯეტი 2012 წელს, გვქონდა საკმაოდ რთული მდგომარეობა, თუმცა ჩვენ შევძელით და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, 2024 წლისთვის თითქმის 28 მლრდ ლარამდე გავზარდეთ ბიუჯეტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი 50 მლრდ ლარს გადააჭარბებს. „მოგეხსენებათ, ეკონომიკურ ზრდას მიჰყვება ქვეყნის ბიუჯეტის ზრდა და პირდაპირპროპორციულად, როგორც იზრდებოდა ქვეყნის ეკონომიკა, ასევე იზრდებოდა ქვეყნის ბიუჯეტიც. 8.5 მლრდ ლარი იყო ქვეყნის ბიუჯეტი 2012 წელს. როგორც ხედავთ, აქაც გვქონდა საკმაოდ რთული მდგომა...
გაყალბების მთავარი დამარცხება არის მობილიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველა ადამიანი უნდა მივიდეს არჩევნებზე და არცერთი ხმა არ უნდა დარჩეს გამოუყენებელი. "არაერთხელ მითქვამს და მინდა რომ გავიმეორო, მთავარი დამარცხება გაყალბების, რომელიც მზადდება ყველა მხრიდან და ამას ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, დამარცხება გაყალბების არის მობილიზაცია. არის ყველას მისვლა. ასე რომ თქვენი, ჩემი, ყველასი, ჩვენი ვალდებულებაა რომ მივიდეთ არჩევნებზე. არცერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი, იმისთვის რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, მისი დამოუკიდებლობა დავიცვათ, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი",- გა...
ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობა, რომ ისე მოაწყონ უბნები, რათა არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა დიასპორის წარმომადგენლებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, დიასპორის წარმომადგენლებმა ხმის მიცემა შეუფერხებლად უნდა შეძლონ. "19 დღე რჩება არჩევნებამდე. ეს არის ალბათ ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი. მინდა, პირველ რიგში, ვისაუბრო დიასპორაზე, რომელიც ძალიან გააქტიურდა ბოლო დღეებში. ცესკოს, საგარეოს, საკონსულოების მცდელობის მიუხედავად, რომ ყველანაირი შეფერხება ყოფილიყო, მაინც შეძლო დიასპორამ, რომ აღრიცხვაზე ჩაწერილიყო. ახლა არის საკონსულო...
მოლდოვასა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. როგორც სანდუმ აღნიშნა, მოლდოვაც და საქართველოც მნიშვნელოვანი დემოკრატიული გამოცდისთვის ემზადებიან და მოლდოვა ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას. "მოლდოვაც და საქართველოც ემზადებიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული გამოცდისთვის. მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებებისკენ", - წერს მაია სანდუ.
პროცესი, ჩემი აზრით, მიდის ძალიან სწორად, პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული და სწორი,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება არის უმნიშვნელოვანესი და "ერთადერთი ადამიანი, ვინც ამაზე შეიძლება, პასუხისმგებლობა აიღოს იმგვარად, რომ ყველანი მეტ-ნაკლებად ვიყოთ პროცესებში ჩართული, არის პრეზიდენტი". "პროცესი, ჩემი აზრით, მიდის ძალიან სწორად, პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული და სწორი. რაციონალური, სახელების, გვარების და კულუარული განხილვების პროცესი ეს არ არის. ესაა პროცესი, თუ როგორ შევჩერდე...
დავით ქაცარავამ, აკია ბარბაქაძემ და კახა გოგიძემ პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენ" დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა "ფეისბუქზე" ავრცელებს. როგორც ქაცარავა წერს, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მათი ხედვები ერთმანეთს ვერ დაემთხვა. "მოგახსენებთ, 2 თვის წინ ოპოზიციურ პარტია "თავისუფალი არჩევანი-ახალი ალტერნატივას", ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას", საზოგადოებრივი მოძრაობა "რეგიონები საქართველისთვის" და საზოგადოებრივ მოძრაობა "რუსთაველის გზას" შორის შედგა გაერთიანება, რათა არსებული კოლაბორაციონისტული მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე წ...
არცერთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ ემსახურება ვიწროპარტიულ ინტერესებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესს,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მელიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ყველა ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ქვეყანას ისტორიულ მიზანს დააახლოებს". "მნიშვნელოვანია ჩვენთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" და სხვებისთვისაც, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან მალევე და ვგულისხმობ დღეებს, მოხდეს სტაბილურად ქვეყნის განვითარება და ამაზე ფიქრი, მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, 26 ოქტომბერს, როდესაც "...
ევროინტეგრაციას, ევროპულობას ჩემზე მაგარი მხარდამჭერი, არ ვიცი, თუ ჰყავს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლება არავის არ აქვს. “არავის აქვს იმის უფლება, რომ ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და უფრო მეტიც, წინასაარჩევნო კამპანიაში. ვინც უნდა იყოს და რაც უნდა პატივსაცემი ადამიანი იყოს, თუნდაც რომელიმე ქვეყნის ელჩი, ამის უფლება არავის აქვს. ეს არც ევროპაა, არც ევროპელობა. ხალხს თავს ნუ ახვევთ, თითქოს ეს არის სწორი. ეს არის ჩვეულებრივი მონობა და არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან. ეს არის ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა და დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება, ჩვენი დამოუკიდებლობ...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის არაერთგზის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის „არავითარი კანონი არ არსებობს". კალაძის თქმით, „კონსტიტუციისადმი ამ დამოკიდებულების გამო, სალომე ზურაბიშვილს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტის სტატუსი ექნება". „მას აქვს კონკრეტული დარღვევები და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არღვევს კონსტიტუციას. გულდასაწყვეტია, რომ არის ამ ტიპის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. თან, ვისგან, ამას ხომ მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას და წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს. პირდაპირ...
ოთხი ტიპის დარღვევა აქვს ქალბატონ სალომეს უკვე: საგარეო ვიზიტები ნებართვის გარეშე, ელჩების არდანიშვნა, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის დაკომპლექტებაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს. პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილი „ამ დარღვევებს სჩადის, ვინაიდან რადიკალური ოპოზიციის მხრიდან აბსოლუტური გარანტიები აქვს და ისინი შეთანხმდნენ იმაზე, რომ საქართველო არა სახელმწიფო, არამედ „ბანანის რესპუბლიკაა“. „ოთხი დარღვევა არის, რომელსაც ის სჩადის იმიტომ, რომ აქვს რად...
"ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტის მიერ განხორციელებული საგარეო ვიზიტებია. "როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში. ისიც მოგეხსენებ...
უპირველეს ყოვლისა, საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში. სამწუხაროდ, ზუსტად ამას აკეთებს ამერიკის საელჩო, მათ შორის უკვე იუმორის დონეში გადასული ე.წ. ქარდების სერიით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, "აშშ-ის საელჩო ამ ქარდებით თავად გახდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი". "რამდენი ქარდიც გამოქვეყნდა, თითოეული იყო დეზინფორმაცია და მანიპულაცია. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, მათ შორის მეც არაერთხელ მქონია სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან თუ დონორებთან საუბარი, რომ იყვნენ ფხიზლად, რათა არ დააფინანსონ დეზინფორმაცია, ვგულისხმობ ისეთი ორგანიზაციები,...
"ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა" (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია - "სამართლიანი არჩევნების სტანდარტები და დემოკრატიული რეფორმები საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციისთვის" მიიღო. რეზოლუცია ხაზს უსვამს 2024 წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობას, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ გადამწყვეტ წინაპირობას. ასევე, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის გათვალისწინებას. ამასთან, რეზოლუცია ევროკავშირის კომისიას მოუწოდებს, კატეგორიულად დაუპირისპირდეს ძალადობას ან არჩევნების გაყალბებას და მკაფიო გზავნილები გაუგზავნოს ამის შესახებ საქართველოს მთავ...
ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენას?!, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრების განახლებასა და მათ მიერ პრემიერობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებულ შეკითხვას. კალაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. "მისი მხრიდან უბრალოდ წარმოუდგენელია ამ ტიპის განცხადებები. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენას ?! არ ვიცი, უბრალოდ წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინც უნდათ, ის წ...
ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც ბოკუჩავამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაზე მან და პრეზიდენტმა ერთმანეთს, ვიზიტებისას მიღებული გზავნილები გააცნეს. პრეზიდენტი ევროპაში იმყოფებოდა, მეც ვიყავი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე, შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დუბლინში. გავცვალეთ ჩვენი ვიზიტების დროს მიღებული გზავნილები, ევროპელებისგან, რომლებიც ადასტურებენ როგორც პრეზიდენტთან, ისე ჩვენთან, რომ ევროპის კარი არის ღია. დღეს ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციის პროცესში ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წარ...
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, შესაბამისი დადგენილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. “დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე. ასევე ამო...