უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ორბანის და მისი მთავრობისა ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე, მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მე მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის სახელით უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი და მისაბაძი პოლიტიკოსი. "პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რამდენად ვაფასებთ ამ ურთიერ...
თბილისში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს. ოფისში მოქალაქეები მესამე პრეზიდენტისთვის წერილებისა და საკუთარი მოსაზრებების დატოვებას შეძლებენ. სოფო ჯაფარიძემ ცენტრის გახსნაზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მესამე პრეზიდენტის სათქმელი გააცნო. ''ბატონი პრეზიდენტისგან ყოველკვირეულად უამრავი წერილი მომდის, მიშას აინტერესებს რას ფიქრობს ხალხი, რა არის მათი მთავარი პრობლემა, კონკრეტულ რაიონში, კონკრეტულ ქუჩაზე. უპასუხებს უამრავ ადამიანს, უნდა რომ მაქსიმალურად მოისმინოს ხალხის აზრი. ვის ეკუთვნის ეს სივრცე? როგორც მიშა ხშირად აღნიშნავს, დღეს დაყოფის დრო არ არის. სივრცე ღიაა ყოველი თქვენგანისთვის....
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. "როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ვიზიტების რეგულარულ გაცვლას და დარგობრივი კავშირების გაფართოებას მოიცავს. მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში მთავრობათაშორისი სამიტის გამართვა ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრ...
ჩვენ საფუძველს ვუყრით მომავალ აღიარებას, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ ბელარუსთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას განაცხადა. როგორც რუსეთის პირველი არხის ეთერში, არძინბამ თქვა, უახლოეს მომავალში "აფხაზური დელეგაცია" მინსკში ჩავა. "უახლოეს მომავალში იგეგმება ფართო დელეგაციის ვიზიტი მინსკში. მეც მივიღებ მასში მონაწილეობას", - განაცხადა არძინბამ. შეგახსენებთ, ბელარუსს აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ოფიციალურად არ აქვს აღიარებული, თუმცა, გასული წლის სექტემბერში ალექსანდრ ლუკაშენკო ბიჭვინთაში იმყოფებოდა, სადაც ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.
ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში, ბოლო 10 წელიწადში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სიღარიბის მაჩვენებელი 15-ზე, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი 17%-ზე ჩამოვიდა. „თუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებლი იყო, დაახლოებით, 30%, უმუშევრობა იყო 27%-ზე მეტი. დღეს არის 17% უმუშევრობის მაჩვენებლი და სიღარიბე არის 15%-ზე ჩამოსული. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში, ბოლო 10 წელიწადში. ამიტომ, ჩვენ ახლა ამ გამოწვევას რომ ვუპასუხოთ ეფექტური ქმედებით და ნა...
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. უნგრეთის პრემიერი თბილისში მეუღლესთან, ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო დახვდნენ. "ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი ...
თუ მთავრობა არღვევს წესებს, საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში წესრიგი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, "რაც უფრო მეტად გვითრევს რუსული სამყარო, მით უფრო დიდი ქაოსი იქნება, რაც საზოგადოებას არ სურს". "ჩემი მეგობრის შვილი 8 წელიწადი იყო არალეგალად, დეპორტი ჩაურტყეს და რა თანხაც ჰქონდა აეროპორტში ჩამოართვეს. სტუდენტები სწავლობენ იმისთვის, რომ ქვეყნიდან წავიდნენ. ექთანი ხელფასის სახით იღებს 300-500 ლარამდე, საერთოდ აღარ არიან ექიმები, ყველა მიდის. აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საზოგადოებამ საკუთარ ხელში უნდა აიღოს ქვეყნის დაცვა. ხალხი მხოლოდ მთავრობის იმედზე ვერ იქნება. რაც უფრო მეტად გვითრევს რუსული...
ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს. დოკუმენტში საუბარია რეკომენდაციებზე, რომლებიც შესრულდა, ნაწილობრივ შესრულდა ან არ შესრულდა. "კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე, როგორც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი წინა რეკომენდაციები ჯერ არ არის გათვალისწინებული... კომისიას სურს, ხაზი გაუსვას პირველი საკვანძო რეკომენდაციის პრიორიტეტს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას ეხება. ანალოგიური მოთხოვნა დააწესა ევროკავშირის კომისიამ თავის დასკვნაში საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განცხადებასთ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი, ჰადას მეიცადი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ისრაელში განვითარებული მოვლენები განიხილეს და ყველა აქტუალურ საკითხზე მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი. "საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისრაელელ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ, და კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული შეტევა და მიუსამძიმრა დაღუპულთა გამო", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამ...
ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ მისწრაფებას, რომ ააშენოს ფლოტისთვის ბაზა ოჩამჩირეში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე. ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 485-შია ნათქვამი. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები შავი ზღვის რეგიონის გაზრდილ სტრატეგიული მნიშვნელობას ხაზს უსვამს. "ძლიერად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ, უკანონო და სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, რომელიც არის რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე ყოველდღიური, ცხადი და ღია მუქარა ალიანსის უსაფრთხოების და ევროატლანტიკური სივრცის მშვიდობისა და სტაბილურობისადმი. ...
იმით, რომ ევროპაში შეფარებული იყო სააკაშვილი, დღემდე შეფარებულია კეზერაშვილი, ეს არის პასუხისმგებლობა ევროპის ქართულ პოლარიზაციაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში, დეპოლარიზაციასა და დერადიკალიზაციაში ევროპამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. "საქართველოს პრობლემა არის არა პოლარიზაციაში, არამედ არის რადიკალიზაციაში. ქართული დერადიკალიზაციისთვის თავისი წვლილი უნდა შეიტანონ ევროპელებმაც იმისთვის, რომ საქართველოში რადიკალიზაცია დაიძრას და პოლარიზაცია შემცირდეს. ევროპასაც თავისი წვლილი აქვს გასაკეთებელი, კერძოდ, იმით, რომ დავით კეზერაშვილს არ გადასცემს საქართველოს. მიხეილ სააკაშვილი სად აფარებდა თავს? ევროპაშ...
გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამდენი თვის შემდეგაც კონკრეტულმა ადამიანებმა ვერ გადალახეს ფსიქოლოგიური ბარიერი, რომ შიდა პარტიულ არჩევნებში დამარცხდნენ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ი მზად არის, ითანამშრომლოს ყველა იმ პარტიასთან, ვინც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ იბრძოლებს. „მე ვწუხვარ, რომ საკმაოდ არასაქმიანო შეხვედრა გამოვიდა, რადგან ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის გარდა, ახსენებენ აბსოლუტურად ყველაფერს. მე ძალიან ბევრ ადამიანს ვცემ პატივს, მათ შორის იმ ხალხს, ვინც წარმოდგენილი იყო გუშინ ამ შეხვედრაზე. ვიმედოვნებ, რომ დროს არ დახარჯავენ „ნაციონალური მოძრაობის&l...
დღეს საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზების შესახებ - თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ, შესაბამისი უწყებების საშუალებით, ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში,- ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანის მიზანი სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებაა. „გასულ თვეს აღვადგინეთ მთელი ქვეყნის სუვერენიტეტი და დღეს ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ და ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს და სიტუაციას სამხრეთ...
მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და ზოგადად, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების საკითხები, რომელიც საკმაოდ დაძაბულია... სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ, უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. „ბატონ პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მხარდაჭერა და პატივისცემა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტი...
ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი. ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა. მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ბევრ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტს ახორციელებენ. „ჩვენ მიმოვიხილეთ ასევე "შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივები. იცით, რომ ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარებას, რომელიც გულისხმობს რკი...
საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ღარიბაშვილი და ალიევი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. "შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი დახვდნენ. ილჰამ ალიევ...
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მათი თქმით, ისინი გმობენ გავრცელებულ განცხადებას და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. "ესტონეთი გმობს გავრცელებულ განცხადებას რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის განზრახვაზე ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის 2008 წლის 6-სპუნქტიანი გეგმის მძიმე დარღვევა და შესაძლოა, რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვი...
საქართველოს მთავრობა უფრო კრემლის სტილის პოლიტიკას მიჰყვება, ვიდრე ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ "ფორმულასთან" ინტერვიუს დროს განაცხადა. იუკნევიჩიენეს თქმით, საქართველო რომ ყოფილიყო ისტორიის იმ მხარეზე, სადაც უკრაინა და მოლდოვაა, არ იქნებოდა საერთოდ კითხვა სტატუსთან დაკავშირებით. "არ ვიცი, რა ტიპის დებატები მიმდინარეობს კომისიაში. ჩვენ ვხედავთ და ვისმენთ განცხადებებს ოფიციალური პირებისგან. მე ვიცი, რა აზრი გამაჩნია. ქვეყანა რამდენიმე წლის წინ იყო ლიდერი და საქართველო რომ ყოფილიყო ისტორიის იმ მხარეზე, სადაც უკრაინა და მოლდოვაა, არ იქნებოდა საერთოდ კითხვა სტატუსთან დაკავშირებით. რაც შეეხება სანქციებს რუსეთის წინ...
საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვას ეხმაურება. ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლების მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის იმპიჩმენტის პროცესის აბსურდულობა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან მტკიცებულებების არარსებობა ეჩვენებინათ. "ვფიქრობ, შევძელით მაქსიმუმის გაკეთება, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. ჩვენი მიზანი იყო, რომ გვეჩვენებინა აბსურდულობა, ერთის მხრივ, პროცესის, ანუ იმისა, თუ სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც მოაქვთ პარლამენტის წარმომადგენლებს თუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, რამდენად აბსურდულია...
პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. "როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას. შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შ...